Showing posts with label SEAL. Show all posts
Showing posts with label SEAL. Show all posts

Sunday, October 27, 2019

US Navy SEAL-ის ჯგუფი მეკონგის დელტაში და მათი შეიარაღება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

US Navy SEAL-ის ჯგუფი მეკონგის დელტაში, ვიეტნამი. აღსანიშნავია რომ იქედან რაც ჩანს, ჯგუფი სრულიად ტყვიამფრქვევებითაა შეიარაღებული - 8 კაციდან ოთხს უკავია მსუბუქი ტყვიამფრქვევი Stoner 63 და ერთს, ცენტრში, კასტრირებული M60 (ორფეხას, კონდახის და სამიზნე მოწყობილობების გარეშე და დამოკლებული ლულით).

მსგავს დაუნგრეიდს ვიეტნამში ამერიკელი სპეცები ხშირად მიმართავდნენ, კუსტარულად ამპოუტაციას უტარებდნენ როგორც ამერიკულ ასევე საბჭოთა იარაღს. ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:




Tuesday, January 9, 2018

ტყვიამფრქვევ M60-ის კუსტარული აპგრეიდი (თუ დაუნგრეიდი)

გუშინ ფეისბუკზეც გამოვაქვენყნე ეს ფოტო, მაგრამ აქაც დავაარქივებ. პირადად ათ წელზე მეტია ამას ვეძებ და ეხლა პირველად შემხვდა - ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი SEAL-სი ვიეტნამში, რომელსაც კონდახმოხერხილი, ლულადამოკლებული, ორფეხა და სამიზნე მოწყობილობებ მოხსნილი M-60 ტიპის ტყვიამფრქვევი უჭერია ხელში. ეს მიღებული პრაქტიკა იყო იმ ომში.

კერძოდ ეს ქვედანაყოფი მეკონგის დელტაში, ჭაობიან ჯუნგლებში ოპერირებდა. ამ პირობებში მტერთან შეჯახება როგორც წესი მაქსიმუმ 50 მეტრში ხდებოდა, ამიტომაც სამიზნე მოწყობილობებს, ლულას და ორფეხას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სპეცდანიშნულების მცირერიცხოვან რაზმს უმეტეს შემთხვევაში აღმატებულ მოწინააღმდეგესთან უწევდა შეტაკება და ლამის მიბრჯნით სროლისას აუცილებელი იყო მცირე დროის მონაკვეთში მრავალრიცხოვან მტერზე უფრო მეტი ტყვიის გაშვება, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ასე კასტრირებული ტყვიამფრქვვი, 20 მეტრის მანძილზე მიზანს მაინც ვერ ააცილებ, სამაგიეროდ წონის ეკონომიის ხარჯზე უფრო მეტი ტყვიაწამლის წაღება იყო შესაძლებელი და გრიგალისბური ცეცხლი მტრის მიმართულებით გაცილებით მეტ ხანს გრძელდებოდა.


Sunday, March 5, 2017

აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმები სირიაში

აშშ-ს NAVY SEAL-ები მანბაჯში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. სპეცები როგორც ჩანს ჯტრ Stryker-ის ბაზაზე შექმნილ მანქანას იყენებენ.












Tuesday, January 31, 2017

MV-22 Osprey-ს პირველი საბრძოლო დანაკარგი



დონალდ ტრამპის მიერ სანქცირებულ პირველ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც ცენტრალურ იემენში, ალ-ქაიდის წინააღმდეგ განხორციელდა, ამერიკელთა მსხვერპლი მოჰყვა. ამას გარდა ოპერაციის მსვლელობისას დაკარგული იქნა კონვერტოპლანი MV-22 Osprey, რაც ამ მანქანისთვის პირველი საბრძოლო დანაკარგია. 
როგორც ცნობილია, 28 იანვარს ღამით, ცენტრალურ იემენში, კონვერტოპლან MV-22 Osprey-ს გამოყენებით, სპეცოპერაცია Navy SEAL Team 6 განახორციელა. როგორც New York Times იტყობინება, სამიზნეს ორგანიზაციის შტაბბინა წარმოადგენდა, სწორედ ამიტომაც დაბომბვის ნაცვლად სპეცრაზმის გამოყენება გადაწყდა (პირველ რიგში მნიშვნელოვანი დოკუმენტური ინფორმაციის მოპოვების და მეორეს მხრივ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით). ოპერაცია უმთვარო ღამით განხორციელდა, რათა სპეცრაზმს მაქსიმალურად გამოეყენებინა ღამით ბრძოლის უპირატესობები. ბრძოლას ალ-ქაიდას 14 წევრი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა ამერიკული სპეცრაზმის ერთი და დაიჭრა სამი მებრძოლი. ჯგუფის ევაკუაციის დროს, MV-22 Osprey-მ, მტრის ცეცხლისგან მიღებული ძლიერი დაზიანებების გამო, ვერ მოახერხა აფრენილიყო. ავარიის შედეგად კონვერტოპლანის ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა (ან მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიჭრა). ამერიკულმა ბომბდამშენებმა ხმელეთზე დატოვებული MV-22 Osprey-ს ნარჩენები სრულიად გაანადგურეს.

წყარო:

Thursday, February 19, 2015

NAVY SEAL–ები ზამთრის სწავლებაზე

2014 წლის 9 დეკემბერი, კალიფორნიის შტატი, მამოტ ლეიკსის რაიონი, US NAVY SEAL–სები ზამთრის სწავლების დემონსტრაციას ახდენენ








Tuesday, September 11, 2012

THE FIRST HAND ACCOUNT OF THE MISSION THAT KILLED OSAMA BIN LADEN

ინტერნეტში გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო წიგნი სახელწოდებით "No Easy Day" Marck Owen და Kevin Maurer ავტორობით. წიგნში ავტობიოგრაფიული ჟანრისაა და მასში აღწერილია მსოფლიოს N1 ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ. აღწერილია ბევრი წვრილმანი რომელიც მანამდე არ ხმაურდებოდა - და ყველაფერთან ერთად გაკეთებულია ჩამონათვალი თუ რა შეიარაღება და აღჭურვილობა იქნა გამოყენებული ოპერაციის დროს.




სურათები წიგნიდან "No Easy Day" by Marck Owen and Kevin Maurer

My primary weapons: a Heckler & Koch MP7 with suppressor (top); a highly modified M79 40mm grenade launcher, a.k.a. the “pirate gun” (middle); and a Heckler & Koch 416 assault rifle with a ten-inch barrel and suppressor (bottom).

 მონაცემები იარაღის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

  1. HK416 modular assault rifle / carbine / upper receiver assembly (Germany)
  2. M79 40mm grenade launcher (USA)
  3. Heckler - Koch HK MP7A1 submachine gun / personal defense weapon (PDW) (Germany)

My assault kit organized during an Afghanistan deployment. Visible are my pistols, assault rifles, helmet with NVGs, and my sixty-pound vest including ballistic plates.

A ballistic helmet outfitted with the latest generation of night-vision goggles, helmet-mounted flashlight, and IR strobe. The four tubes on these NVGs allow better peripheral vision than the standard two-tube goggles. The IR strobe is vital when dealing with helicopters and other aerial assets.


მონაცემები ღამის ხედვის სათვალების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
  1. Ground Panoramic Night Vision Goggle 18
წიგნის გადმოსაწერი ბმული - No Easy Day by Mark Owen and Kevin Maurer