Tuesday, January 9, 2018

ტყვიამფრქვევ M60-ის კუსტარული აპგრეიდი (თუ დაუნგრეიდი)

გუშინ ფეისბუკზეც გამოვაქვენყნე ეს ფოტო, მაგრამ აქაც დავაარქივებ. პირადად ათ წელზე მეტია ამას ვეძებ და ეხლა პირველად შემხვდა - ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი SEAL-სი ვიეტნამში, რომელსაც კონდახმოხერხილი, ლულადამოკლებული, ორფეხა და სამიზნე მოწყობილობებ მოხსნილი M-60 ტიპის ტყვიამფრქვევი უჭერია ხელში. ეს მიღებული პრაქტიკა იყო იმ ომში.

კერძოდ ეს ქვედანაყოფი მეკონგის დელტაში, ჭაობიან ჯუნგლებში ოპერირებდა. ამ პირობებში მტერთან შეჯახება როგორც წესი მაქსიმუმ 50 მეტრში ხდებოდა, ამიტომაც სამიზნე მოწყობილობებს, ლულას და ორფეხას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სპეცდანიშნულების მცირერიცხოვან რაზმს უმეტეს შემთხვევაში აღმატებულ მოწინააღმდეგესთან უწევდა შეტაკება და ლამის მიბრჯნით სროლისას აუცილებელი იყო მცირე დროის მონაკვეთში მრავალრიცხოვან მტერზე უფრო მეტი ტყვიის გაშვება, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ასე კასტრირებული ტყვიამფრქვვი, 20 მეტრის მანძილზე მიზანს მაინც ვერ ააცილებ, სამაგიეროდ წონის ეკონომიის ხარჯზე უფრო მეტი ტყვიაწამლის წაღება იყო შესაძლებელი და გრიგალისბური ცეცხლი მტრის მიმართულებით გაცილებით მეტ ხანს გრძელდებოდა.


No comments:

Post a Comment