Saturday, April 19, 2014

უპილოტო nEUROn (UCAV), გამანადგურებელი Rafale და ბიზნეს ჯეტი Falcon 7X ერთობლივ პატრულში

2014 წლის 20 მარტს, ფრანგულმა კომპანია Dassault Aviation–მა, ორგანიზება გაუკეთა სამის ხვადასხვა საფრენი აპარატის ერთ ფორმირებაში ფრენას, კერძოდ კი ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ –  უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი nEUROn (UCAV), მრავალფუნქციური გამანადგურებელი Rafale და ბიზნეს ჯეტი Falcon 7X. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატმა სხვა ტიპის თვითმფრინავებთან განახორციელა ერთობლივი გადაფრენა. მთელი ოპერაცია 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც თვითმფრინავებმა ხმელთაშუაზღვის თავზე რამდენიმე ასეული კილომეტრი დაფარეს.

ვიდეოსიუჟეტი

წყარო:

Friday, April 18, 2014

რუსული ВДВ–ეს სპეცდანიშნულების რაზმის საცეცხლე მომზადება

რუსეთის საჰაერო–სადესანტო ჯარების სპეცდანიშნულების ჯგუფის საცეცხლე მომზადების ვიდეო–რგოლი
ვიდეოში სპეცრაზმელები შემდეგ შეიარაღებას იყენებენ – ავტომატი АК-74М, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ГП–25 და პისტოლეტები ПБ / 6П9, АПБ / 6П13 და ПЯ.
P.S. იმას გარდა რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა დასავლეთის მეთოდიკის და მოქმედების ტქატიკის ფართო გამოყენება დაიწყეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საცეცხლე მომზადებისთვის კერძო კომპანიის ინსტრუქტორებს ქირაობენ – ესეც დასავლეთური პრაქტიკაა და საკმაოდ ეფექტურიც. 

ვიდეოს მიხედვით ინსტრუქტორებად კერძო დაცვის კომპანიის, კონკრეტულად კი CENTER-Т–ის  წევრები არიან მიწვეულნი

დღის ფოტო – Gladius VS Ратник

შედარებისთვის – მომავლის ჯარისკაცის გერმანული ეკიპირება Gladius და რუსეთის პერპექტიული ეკიპირება Ратник


ჟენევის შეთანხმება უკრაინის შესახებ


გუშინ ჟენევაში რუსეთსა, უკრაინასა, აშშ–სა და ეკ–ს შორის განხორციელებული მოლაპარაკების შედეგად გაკეთებული განცხადება:

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟენევაში განხორციელებული შეხვედრის შედეგად, ქვეყანაში დაძაბულობის დეესაკლაციის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მიღწეული იქნა ხელშეკრულება. ყველა მხარემ ვალდებულება აიღო თავი შეეკავებინა ძალადობისგან, დაშინებისგან ან მაპროვოცირებელი მოქმედებისგან. შეხვედრის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს და გააკრიტიკეს ეკსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რელიგიური და ეროვნული რასიზმი და მათ შორის ანტისემიტიზმი.
ყველა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმიერბა უნდა განიარაღდეს; ყველა არაკანონიერად მიტაცებული შენობები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ყველა უკანონოდ მიტაცებული ქუჩები, მოედნები და უკრაინის ქალაქების სხვა საზოგადო ადგილები უნდა განთავისუფლდეს.
პროტესტის ყველა მონაწილეს, რომელიც თვითნებურად გაანთავისუფლებს შენობებს და სხვა საზოგადო ადგილებს და ჩააბარებს იარაღს, გარანტირებული აქვს ამნისტია. ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც მძიმე დანაშაულში ჩაიდინა.
გადაწყდა რომ ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია წამყვან როლს შეასრულებს და დაეხმარება უკრაინულ ხელისუფლებას და ადგილობრივ საზოგადოებებს სიტუაციის დესკალაციისკენ მიმართული ამ ზომების მყისიერ რეალიზაციაში, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა. აშშ, ეკ და რუსეთი ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ ამ მისია, მათ შორის დამკვირვებლების წარმოდგენით.
დაანონსირებული საკონსტიტუციო პროცესი იქნება საერთო, გამჭვირვალე და საპასუხისმგებლო. მასში მყისიერად მოხდება ფართო ეროვნული დიალოგის ჩართვა, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინის ყველა რეგიონის და პოლიტიკური წრეების ინტერესებს, და ასევე შესაძლებლობას მისცემს გათვალისწინებული იქნეს საზოგადო აზრი და შემოთავაზებული ცვლილებები.

წყარო:

ფრანს ჰალდერის "სამხედრო დღიურები" – მოკლე ანალიზი vol.1

გენერალ–პოლკოვნიკის, 1938–1942 წლებში გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ფრანს ჰალდერის "სამხედრო დღიურები" ამ ცოტა ხნის წინათ შევიძინე (დღეს უკვე მეორე ტომიც გამოვართვი გამყიდველს). 
უნდა ავღნიშნო საკმაოდ საინტერესო წიგნია და ყველას, ვისაც მეორე მსოფლიო ომის თემატიკა აინტერესებს ვურჩევ წაიკითხოს. წიგნი ეხება სსრკ–ში შეჭრის დღიდან, 1941 წლის 22 ივნისიდან, სტალინგრადის წარუმატებელ ოპერაციამდე, 1942 წლის 24 სექტემბრამდე განვლილ 460 დღეს და მასში საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი გერმანული არმიის ოპერატიულ–სტრატეგიული მოქმედება აღმოსავლეთ ფრონტზე. მინდა ავღნიშნო რომ წიგნი ზუსტად გადმოსცემს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის იდეოლოგიურ–ზნეობრივ სურათს და აღადგენს იმ ემოციურ გარემოს რაც გერმანიის სამხედრო მმართველობაში სუფევდა ომის დროს.

ამჯერად შევეცდები ბლოგზე, წიგნიდან რამოდენიმე ჩემთვის საინტერესო ციტატა განვიხილო 


  • ყველაზე საინტერესოგერმანიის სახმელეთო ჯარების გენშტაბის მეთაური ფაქტიურად აღიარებს რომ ბლიცკრიგის თეორიის მამები რუსი გენერლები იყვნენ და კერძოდ ბუდიონი, რომელმაც დენიკინის წინააღმდეგ მასირებული, მოძრავი ქვედანაყოფები გამოიყენა თავდაცვის გასარღვევად და ზურგში გასასვლელად, რაც გერმანული ბლიცკრიგის საფუძველი გახდა მეორე მსოფლიო ომში:
23 июня 1941 года  2-й день войны (გვ.34)
На фронте группы армий "Центр" все идёт согласно плану. Дальше всех продвинулась танковая группа Гота, в то время как танковая группа Гудериана все ещё задерживается. В связи с этим может возникнуть спор с командованием группы армий "Центр" о том, должен ли Гот продолжать наступление на Минск или повернуть на север в направлении Полоцка. Фон Бок с самого начала был против совместного наступления обеих танковых групп на Смоленск и хотел нацелить группу Гота севернее. В этом случае танковые группы Гота и Гудериана оказались бы разделенными почти непроходимой полосой озёр и болот, что могло бы дать противнику возможность по отдельности разбить их обе. Эту опасность следует учитывать тем более, что именно русские впервые выдвинули идею массирования подвижных соединений (Буденный), а на основании отдельных донесений о перебросках русских войск в тыл можно полагать, что противник пытается сосредоточить свои подвижные соединения в глубине обороны.

რაც თვალში საცემია წიგნის კითხვის დროს, ეს მოწინააღმდეგის შესაძლებლობების არასათანადო შეფასებაა, რაც, ჩემის აზრით, ფაქტიურად გერმანიის მარცხის მიზეზი გახდა:


  • ფაქტი პირველი 
22 июня 1941 года (воскресение) 1-й день войны (გვ.27)
Представляется, что русское командование благодаря своей неповоротливости в ближайшее время вообще не в состоянии организовать оперативное противодействие нашему наступлению. Русские вынуждены принять бой в той группировке, в которой они находились; к началу нашего наступления.
Наши наступающие дивизии всюду, где противник пытался оказать сопротивление, отбросили его и продвинулись с боем в среднем на 10-12км! Таким образом, путь подвижным соединениям открыт.

  • ფაქტი მეორე
27 июня 1941 года 6-й день войны (გვ.50)
Русские соединения, атаковавшие южный фланг группы армий "Юг", видимо, были собраны наскоро. Житомирская группа противника, очевидно, атаковала танковую группу Клейста с фронта, а подвижная черновицкая группа пыталась смять её [танковой группы Клейста] южный фланг.

  • და უცბად "ბრახ" და ეს მოუქნელი და სახელდახელოდ ფორმირებული წითელი არმიის შენაერთები მტრის თავდაცვას არღვევენ და ღრმად ზურგში გადიან:
29 июня 1941 года 8-й день войны (გვ.58)
На фронте группы армий "Юг" всё ещё продолжаются сильные бои. На правом фланге 1-й танковой группы 8-й русский танковый корпус глубоко вклинился в наше расположение и зашёл в тыл 11-й танковой дивизии. Это вклинение противника, очевидно, вызвало большой беспорядок в нашем тылу в районе между Бродами и Дубно. Противник угрожает Дубно с юго-запада, что при учёте больших запасов вооружения и имущества в Дубно крайне нежелательно.
В тылу 1-й танковой группы также действуют отдельные группы противника с танками, которые даже продвигаются на значительные расстояния. 

  • ფაქტი მესამე

29 июня 1941 года 8-й день войны (გვ.60)
  1. Сведения с фронта подтверждают, что русские всюду сражаются до последнего человека. Лишь местами сдаются в плен, в первую очередь там, где в войсках большой процент монгольских народностей (перед фронтом 6-й и 9-й армий). Бросаются в глаза, что при захвате артиллерийских батарей и т.п. в плен  сдаются лишь немногие. Часть русских, сражается, пока их не убьют, другие бегут, сбрасывают с себя форменное обмундирование и пытаются выйти из окружения под видом крестьян.
  2. Генерал-инспектор пехоты Отт доложил о своих впечатлениях о бое в районе Гродно. Упорное сопротивление русских заставляет нас вести бой по всем правилам наших боевых уставов. В Польше и на Западе мы могли позволить себе известные вольности и отступления от уставных принципов; теперь это уже недопустимо.
როგორც ჩანს საბჭოთა კავშირის არმია, მონღოლური ერების გამოკლებით, თავდადებით იბრძოდა – რაც თავის მხრივ გერმანელების გაოცებას იწვევდა.
ასევე აღსანიშნავია რომ წითელ არმიასთან ბრძოლა გერმანელებს აიძულებდათ ოპერაციების საბრძოლო წესდების მიხედვით წარმოებას – რაც თავის მხრივ წითელი არმიის თავგანწირულ წინააღმდეგობაზე მოწმობს.


  • ფაქტი მეოთხე:
5 июля 1941 года 14-й день войны (გვ.88)
Во время боев с "ордами монголов" (очевидно, личная охрана Сталина), вклинившимся в тыл 6-й армии, 168-я пехотная дивизия проявила полную несостоятельность. Необходима смена командного состава.

  • და რა თქმა უნდა ღიმილს იწვევს გენერლის ჩანაწერი, რომელშიც ის თვლის რომ რუსეთთან ომი გერმანიამ ფაქტიურად 14 დღეში მოიგო:
3 июля 1941 года 12-й день войны (გვ.79)
Отход противника перед фронтом группы армий "Юг" происходит наверняка не по инициативе русского командования, а в результате того, что в ходе продолжительных упорных боев силы противника оказались перемолотыми и большая часть его соединений разбита. В целом теперь уже можно сказать, что задача разгрома главных сил русской сухопутной армии перед Западной Двиной и Днепром выполнена. Я считаю правильным высказывание одного пленного командира корпуса о том, что восточнее западной Двины и Днепра мы можем встретить сопротивление лишь отдельных групп, которые, принимая во внимание их численность, не смогут серьёзно помешать наступлению германских войск. Поэтому не будет преувеличением сказать, что кампания против России выиграна в течение  14 дней. Конечно, она ещё не закончена. Огромная протяжённость территории и упорное сопротивление противника, использующего все средства, будут сковывать наши силы ещё в течение многих недель.
სამწუხაროდ პატივცემულმა გენერალმა არც კი იცოდა რომ ეს ყველაფერი ამ დიდი ომის და გერმანიის კატასტროფის დასაწყისი იყო.

  • და ბოლოს უბრალოდ სტატისტიკისთვის – სსრკ–სთან ომის პირველი ცხრა დღისთვის გერმანიის არმიის დანაკარგები:
3 июля 1941 года 12-й день войны (გვ.81)
Потери: С 22.6 по 30.6 наши потери составляют в общей сложности 41 087 человек=1,64% наличного состава (при численности войск равной 2,5 миллиона человек). Убито 524 офицера и 8362 унтер-офицера и рядового. Ранено: 966 офицера и 28 528 унтер-офицера и рядового. Потери офицерского состава по отношению к общим потерям: ранено – 3,3% (компания на западе – 3,1%), убито – 6,2%  (компания на западе – 4,85%), пропало без вести – 1,5%  (компания на западе – 2%).

F-35 Lightning II – 15 ათასი საათი ჰაერში

2013 წელის 30 ოქტომბერი, კალიფორნია – გამანადგურებელი F-35 Lightning II ახორციელებს ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტის, AIM-120 AMRAAM–ის, პირველ გაშვებას
2014 წლის 15 აპრილი, ტეხასის შტატი, ფორტ–უორტი (FORT WORTH) – კომპანია Lockheed Martin–ის განცხადების თანახმად, F-35 Lightning II–ის ფლოტის ფრენის ხანგრძლივობამ 15 000 საათს გადააჭარბა.
7 აპრილის მდგომარეობით სერიულმა F-35–მა 8050, ხოლო პროტოტიპებმა და სისტემების დემონსტრატორებმა 7123 საათი იფრინეს. აქედან 2014 წელს გამანადგურებლების ფლოტმა 2683 საათი იფრინა, რომლების მოდელებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა (პირველი ციფრი პროტოტიპი/მეორე ციფრი სერიული მანქანები):
F-35A - 328/963 სთ.
F-35B - 191/1012 სთ.
F-35C - 91/98 სთ.
ასევე განცხადებაში ნათქვამია რომ თებერვალ–მარტში მოხდა რაკეტა AIM-120 AMRAAM–ის მორიგი  წარმატებული გამოცდა და რომ კომპანია მეორე კვარტალში შეიარაღების გამოცდების გაგრძელებას გეგმავს. 

წყარო:

Thursday, April 17, 2014

ფართო მაშტაბიანი სწავლება უკრაინის სამხრეთ რეგიონში (ფოტოები)

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს დაიწყო ფართომაშტაბიანი სწავლება ქვეყნის სამხრეთით, ნიკოლაევკის ოლქში. სწავლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული მოტორიზირებული ბრიგადა ღებულობს მონაწილეობას, რომელმაც სწავლების განმავლობაში არტილერიასთან და ავიაციასთან ურთიერთქმედება უნდა დახვეწოს.






წყარო: