ნაწილი პირველი
საიდუმლო აღარაა რომ რუსეთის არმიის რეფომრების ტემპების დაჩქარება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმა გამოიწვია. ამ ომმა, მიუხედავად იმისა რომ ის რუსეთის არმიის წარმატებით დასრულდა, რუსეთის მმართველ წრეებში მაინც არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო. ამიტომ იმავე წლის ბოლოს მიღებული იქნა რუსეთის პრეზიდენტის და მთავრობის დირექტივები რუსეთ არმიის რადიკალური რეფორმირების შესახებ, რომელსაც მიზნად ჰქონდა დაეჩქარებინა რუსეთის ფედერაციის არმიის “ახალ იერამდე” მიყვანის ტემპები. ეს რეფორმები ძირითად მიზნად ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ლოკალურ ომებში მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდას ისახავდა. რუსეთის სამხედრო სისტემის ძირფესვიანი რეფორმირების შესახებ პირველად ღიად, 2008 წლის 14 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
2008 წელს დაწყებული და დღესაც მიმდინარე ეს რეფორმები 1917 წელს წითელი არმიის ჩამოყალიბების შემდეგ გახდა რუსეთის სამხედრო სისტემის ყველაზე კარდინალური ტრანსფორმაცია. რეფორმები თავიდანვე საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა და უკვე 2009 წლის 1 დეკემბრეს დასრულებული იქნა პირველი, საორგანიზაციო, ეტაპი. ფაქტიურად 1 წელიწადში რუსეთის არმია მოვყანილი იქნა “ახალი იერის” სტრუქტურის შესაბამის მდგომარეობაში, რაც პრინციპულად განსხვავდებოდა წითელი, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის არმიის ტრადიციული სახისგან. ამასთან ცვლილებები შეეხო რუსეთის არმიის ყველა ძირითად ელემენტს - რაოდენობას, ორგანოებს, მართვას, სტრუქტურას, ოფიცრების მომზადების სისტემას.
მოკლედ შეგახსენებთ თუ რას სახის სარეფორმო ღონისძიებებზეა საუბარი :
- 2012 წლამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 მილიონ კაცამდე შემცირების დაჩქარება.
- ოფიცერთა რაოდენობის შემცირება (335 ათასიდან 150 ათასამდე) და ოფიცერთა შემადგენლობის რესტრუკტურიზაცია.
- კადრების მომზადების სისტემის ცენტრალიზაცია, 65 სამხედრო სასწავლო დაწესებულების 10 “სისტემურ” უმაღლეს სამხედრო სასწავლებლად ტრანსფორმაციის გზით.
- ცენტრალური სამხედრო მმართველობის რეორგანიზაცია და შემცირება, მათ შორის როგორც თავდაცვის სამინისტროსი ასევე გენერალური შტაბის, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯარების გვარეობათა მეთაურობის როლის მნიშვნელოვანი შემცირებით
- წინათ აარსებული ტრადიციული სამხედრო ოლქების ნაცვლად შეიქმნა ოთხი ახალი, “დიდი”, სამხედრო ოლქი, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენენ გაერთიანებულ სტრატეგიულ მმართველობას, რომელთა დაქვემდებარებაშიც გადაეცემათ შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯარების გვარეობათა ძირითადი დაჯგუფებები.
- შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის და მომსახურების “გასამოქალაქეობა” და კომერციალიზაცია.
- სახმელეთო ჯარების კადრირებული შენაერთების ლიკვიდაცია და ყველა შენაერთის მუდმივი მზადყოფნის ძალებად გადაკეთება.
- რეზერვის სისტემის და მათი მომზადების რეორგანიზაცია.
- შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების შერეულ სისტემაზე გადასვლა - წვევამდელი-რიგითებით (გაწვევა მხოლოდ ერთი წლით) და ზემდეგი-კონტრაქტნიკებით (ადრე პარალელურად არსებული სამხედრო ნაწილების ნაცვლად, რომლებიც ან სულ კონტრაქტნიკებით იყო დაკომპლექტებული ან სულ წვევამდელებით).
- შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების, შენაერთების, გარნიზონების და სამხედრო ბაზების მკვეთრი შემცირება.
- სახმელეთო ჯარების ბრიგადულ საფუძველზე გადაყვანა სადივიზიო და საპოლკო რგოლის გაუქმებით, შემდეგში ბრიგადების პრინციპულად ახალ სტრუქტურაზე გადაყვანით.
- სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეორგანიზაცია - არმიების, კორპუსების, დივიზიების და საავიაციო პოლკების გაუქმება და საავიაციო ბაზების და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბაზებზე გადასვლა.
- სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეორგანიზაცია.
რა თქმა უნდა მთელი ამ მაშტაბური ღონისძიებების გატარება ერთ ან ორ წელიწადში შეუძლებელია. ამიტომაც ბევრი ღონისძიება მხოლოდ საწყის ეტაპშია. მხოლოდ 2010 წლის ბოლოსათვის მოხერხდა ოთხი “დიდი” სამხედრო ოლქის ჩამოყალიბება (გაერთიანებული სტრატეგიული მმართველობები).
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 2008 წელს რუსეთის არმიაში დაწყებული სამხედრო რეფორმების არსი მდგომარეობს ტრადიციული სამობილიზაციოს სისტემიდან მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის ძალებად მის ტრანსფორმაციაში. სამხედრო რეფორმის ფუნდამენტალურ კონცეპტუალურ საფუძველს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის “ახალი იერის” შეიარაღებული ძალების შეზღუდულ კონფლიკტებში მონაწილეობა, 2008 წლის რუსეთ საქართველოს 5 დღიანი ომის მსგავად. სწორედ ამ მიზნების შესასრულებლად ეწყობა რუსეთის არმიის ახალი სტრუქტურა - შეიარარებული ძალები უნდა იყვნენ უფრო მოქნილები, მობილურები, მუდმივ მზადყოფნაში, უნდა შეეძლოთ სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში მცირემაშტაბურ კონფლიკტებში ჩართვა როგორც რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ხოლო რუსეთის დაცვა უშუალოდ სხვა დიდი სახელმწიფოებისგან (პირველ რიგში აშშ და NATO) დაევალება სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს.
სტატიაში მოცემულია ღია წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებული რუსეთის არმიის რეფორმების ანალიზი და “ახალი იერის” არმიის აღწერილობა იმ სახით როგორადაც ის ჩამოყალიბდა 2010 წლის ზაფხულ-შემოდგომამდე გატარებული პირველი ეტაპის შედეგად. უნდა აღინიშნოს რომ ეს იერი ჯერ კიდევ შუალედური სახისა იყო და 2011 წლიდან დაიწყო შეიარარებული ძალების სახეობების რეორგანიზაციის და რეფორმირების ახალი ეტაპი (სამხელეთო ძალების ახალ, ბრიგადულ სტრუქტურაზე გადაყვანა, სამხედრო-საზღვაო ძალების “ახალ იერზე” გადასვლა, საარმიო და საზღვაო ავიაციის სტატუსის შეცვლა). ეს ეტაპი, წინასწარი გათვლით 2012 წელს დასრულდება, ხოლო სრულებით მისი დასრულება 2015 წელსაა ნავარაუდევი და სწორედ მაშინ გახდება შესაძლებელი რუსეთის არმიის რეფორმების მეტ-ნაკლებად რეალური განხილვა და ანალიზი.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის არმიამ განახორციელა შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პატარა კონფლიკტმა რუსეთის მმართველ წრეებში მიიღო საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასება და მათ შორის ბევრი უარყოფითიც. ამჯერადაც წარმოიქმნა სიძნელეები მართვის სისტემაში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტივები და ბრძანებები ქვედანაყოფამდე მისვლას აგვიანებდა იმის გამო რომ ისენი ჯერ მიდიოდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, იქედან 58-ე არმიის შტაბში და მხოლოდ ამის მერე აღწევდა უშუალოდ ნაწილებში და შენაერთებში. ამიტომ ხუთდღიანი ომის პირველ საათებში მეწინავე მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 693-ე და 135-ე პოლკების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მეთაურები მხოლოდ თავის იმედზე იყვნენ. სიტუაცია მართლაც რომ პარადოქსალური გამოვიდა - მოტომსროლელ და საჰაერო-სადესანტო რამოდენიმე პოლკს გენერალური შტაბი, ოლქის შტაბი და არმიის შტაბი მართავდნენ.
ხუთდღიანმა ომმა კიდევ ერთ დიდი პრობლემა გამოავლინა - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმ ძალებმა აჩვენეს ძალების და საშუალებების დიდ მანძილზე მაშტაბური მანევრის დაბალი შესაძლებლობა. ნაწილების და შენაერთების მოუხეშავი საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის გამო მათი გადასროლა კონფლიკტის დროს გაძნელებული იყო. მანევრის განხორციელების დროს რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს ძალების მხოლოდ რკინიგზით გადაზიდვაზე შეეძლო ორიენტირება გაეკეთებინა, რადგანაც სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის რაოდენობა შეზღუდული იყო და საშუალებას იძლეოდა გადაეყვანათ მხოლოდ საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილები და ქვედანაყოფები.
საქართველოსთან კონფლიკტის დასრულების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, მიღებული იქნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილება შეიარაღებული ძალების გაუმჯობესების შესახებ. შეიარარებული ძალების მმართველობის წინ დაისვა საკმაოდ რთული ამოცანა - შეიარაღებული ძალების მოკლე დროში რეფორმირება.
2008 წლის ნოემბერში გადაწყდა პროფესიონალ სერჟანტთა ინსტიტუტის შექმნა. პროფესიონალი სერჟანტი უნდა ყოფილიყო არა უბრალოდ კონტრაქტზე მომსახურე სამხედრო, არამედ სერჯანტი, რომელმაც დანიშვნამდე გაიარა მომზადების სპეციალური კურსი (არა ნაკლებ ორი წლისა). გადაწყდა, რომ ეს იქნება სამხედრო მოსამსახურეების ახალი კატეგორია - “ზემდეგი”. სერჯანტების შეკრეფა 2009 წელს დაიწყო.
2008 წლის ნოემბრის ბოლოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს - 2009 წლის თებერვლის დასაწყისში იურგაში, ციმბირის სამხედრო ოლქის 74-ე ცალკეული მოტმომსროლელი ბრიგადის ბაზაზე ჩატარებულიყო საექპერიმენტო წვრთნები საბრძოლო სროლებით “ახალი იერის” ბრიგადის შტატით.
იმ მომენტში “ახალი იერის” ცალკეულ მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა:
ახალი შტატების შემუშავებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამოდიოდა ორი ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნის მიხედვით. ბრიგადა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასრულებდეს ზემდგომების დასახულ ამოცანებს დამატებითი მხარდაჭერის გარეშე - როგორც საცეცხლეს ასევე მატერიალურ-ტექნიკურს, მაგრამ ამასთან უნდა იყოს იმდენად “მსუბუქი”, რომ განგაშის დროს შეეძლოს 1 საათში ბაზიდან გასვლა. აი ამიტომაც ბრიგადებში გაჩნდა რეაქტიული დივიზიონები (დივიზიონები აღჭურვილია 122მმ-ნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 "Град"-ებით) და მართვის ბატარეები, მაგრამ ამასთან საგრძნობლად შემცირდა მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული ასეულების და ბატარეების უზრუნველყოფის ოცეულების და ათეულების და ასევე ბატალიონების და დივიზიონების შტატი.
მოტომსროლელთა პოლკში, სანამ “ახლ იერზე” გადავიდოდნენ, შტატით 2200-2500 სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში 3200-3400. “ახალი იერის” მოტომსროლელ ბრიგადაში შტათით გათვალისწინებულია 4200-4300 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო სატანკო ბრიგადაში 2200-2300.
2010 წლის 27 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა “დასავლეთ სამხედრო ოლქის” შექმნა. ხოლო 2010 წლის 20 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დ.ა. მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულება N 1144-ს “რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ”.
პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაუქმნდა ადრე არსებული ექვსივე სამხედრო ოლქი. მათ მაგივრად ჩამოყალიბდა ოთხი მსხხვილი სამხედრო ოლქი (სო): დასავლეთის (ЗВО), სამხრეთის (ЮВО), ცენტრალური (ЦВО) და აღმოსავლეთის (ВВО). დასავლეთის სო აერთიანებდა ადრე არსებულ მოსკოვისა და პეტერბურგის სამხედრო ოლქებს; ცენტრალური სო - ვოლგისპირეთის-ურალის სამხედრო ოლქს და ძველი ციმბირის სამხედრო ოლქის უმეტეს ნაწილს (ბაიკალამდე); აღმოსავლეთის სო - ციმბირის სამხედრო ოლქის ბაიკალსიქითა ნაწილს და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს; სამხრეთის სო მოიცავს ყოფილი ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიას. ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო ოლქებს ასევე დაუქვემდებარეს ფოლტებიც: დასავლეთის სამხედრო ოლქმა მიიღო ბალტიის და ჩრდილოეთის ფოლტები, სამხრეთ სამხედრო ოლქმა შავი ზღვის ოლქი და კასპიის სამხედრო ფლოტილია, ხოლო აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს წყნარი ოკეანის ფლოტი გადაეცა.
2008 წელს, “ახალ იერზე” გადასვლამდე რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში (საჰაერო-სადესანტო ჯარების გარდა) იმყოფებოდა 24 დივიზია (სამი სატანკო, 16 მოტომსროლელი და ხუთი სატყვიამფრქვევო-საარტილერიო) და 12 მოტომსროლელთა და მსროლელთა ცალკეული ბრიგადა, პლიუს ამას ორი სამხედრო ბაზა დიზვიზიონის შემადგენლობით (სომხეთში და ტაჯიკეთში). რეალურად ამ 24 დივიზიიდან და ორი სამხედრო ბაზიდან პირადი შემადგენლობით მეტ-ნაკლებად დაკომლექტებული მხოლოდ ხუთი მოტომსროლელთა დივიზია და ტაჯიკეთში მდებარე 201-ე სამხედრო ბაზა იყო. ფაქტიურად სახმელეთო ჯარების ნაწილების მხოლოდ 13% ეკუთვნოდა მუდმივი მზადყოფნის ნაწილებს.
2009 წლის განმავლობაში განხორციელდა 23 დივიზის დაშლა, ხოლო მათ ნაცვლად 2009 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა 40 ბრიგადა და ბრიგადის დონის სამხედრო ბაზები - ოთხი სატანკო ბრიგადა, 35 მოტომსროლელთა ბრიგადა და ერთი დაფარვის ბრიგადა (თავისი არსით “გამაგრებული რაიონი”). სადივიზიონო შენაერთებიდან შენარჩუნებული იქნა ორი (ორპოლკიანი შემადგენლობის) - მე-18 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო დივიზია სამხრეთ კურილებზე და 201-ე სამხედრო ბაზა დაჯიკეთში. ამასთან ოთხივე სატანკო ბრიგადა სატანკო დივიზიების საფუძველზე შეიქმნა. მოტომსროლელთა 35 ბრიგადიდან 10 უკვე 2008 წლამდე არსებობდა, 21 ფორმირებული იქნა მოტომსროლელთა დივიზიების საფუძველზე და ოთხი მოთავსდა შემნახავ ბაზებზე.
სულ 2010 წლისათვის რეფორმირების შედეგად შეიქმნა 85 ბრიგადა (იხილეთ ცხრილი 1). განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია სპეცდანიშნულების შვიდ ბრიგადას, ხოლო საექსპერიმეტნო შენაერთის სახით ჩრდილოეთ კავკასიაში, მოზდოკში შეიქმნა მე-100 სადაზვერვო ბრიგადა. 2010 წელს ასევე დამატებით შექმნილი იქნა მოტომსროლელთა ექვსი, ერთი საინჟინრო და ერთი სარაკეტო ბრიგადა.
როგორც ზემოთ ითქვა რუსეთის სახმელეთო ჯარების ბრიგადული რეორგანიზაცია გაყოფილია ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, რომელიც ძირითადად 2009 წლის 1 დეკემბერს დასრულდა, შესრულდა არსებული შეიარაღებიდან და ტექნიკიდან გამომდინარე საკმაოდ კომპრომისული შტატების მიხედვით შექმნილი ბრიგადების ფორმირება. შემდეგში 2015 წლამდე დაგეგმილია არსებული ბრიგადების რეორგანიზაცია და მათი გარდაქმნა ახალი შტატის მქონე სამი ტიპის ბრიგადებად - “მძიმე”, “საშუალო” და “მსუბუქი”. “მძიმე” ბრიგადა წარმოადგენს სახმელეთო ჯარების მუდმივი მზადყოფნის ძირითად შენაერთს და აღჭურვილი იქნება მუხლუხოიანი ტექნიკით. “საშუალო” (მობილური) ბრიგადა უნდა აღიჭურვოს მთლიანად თვლიანი ტექნიკით და გამოყენებული იქნება როგორც სწრაფი რეაგირების ძალები. “მსუბუქი” ბრიგადა უნდა იყოს მაღალმობილური შენაერთი და უნდა გადაადგილდეს მსუბუქი ჯავშანმანქანებით.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე რუსეთის არმიის ახლანდელი რეფორმა. საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმის ათვლის წერტილად შეგვიძლია 2006 წელი ავიღოთ, როდესაც მიღებული იქნა სადესანტო ჯარების 2006-2010 წლებში განვითარების პროგრამა. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო საჰაერო-სადესანტო ჯარების არსებული ხუთი შენაერთიდან ოთხის საკონტრაქტო კომპლექტაციის საფუძველზე გადაყვანა და ასევე მათი ახალი ტექნიკით გადაიარაღება.
საკონტრაქტო საფუძველზე გადასვლის გარდა, რეფორმის კიდევ ერთი სერიოზული სიახლე შენაერთების საპარაშუტო-სადესანტო და სადესანტო-საიერიშო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა გახდა. საპარაშუტო-სადესანტოდ დარჩა 98-ე (ივანოვის) და 106-ე (ტულის) გვარდიული დივიზიები. ახალ სადესანტო-საიერიშო შტატზე გადაიყვანეს მე-7 (ნოვოროსიისკის) და 76-ე (ფსკოვის) გვარდიული დივიზიები და 31-ე (ულიანოვსკის) გვარდიული ბრიგადა. მე-7 სადესანტო-საიერიშო დივიზიამ, რომელიც კავკასიასთან ახლოს არის განლაგებული, დამატებით მიიღო სამთო სპეციალიზაცია (თუმცაღა ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა).
ახალი სადესანტო-საიერიშო შენაერთების მთავარი განსხვავება აეროდრომებზე დაჯდომის წესით დესანტირებაზე მათი ორიენტაცია გახდა. ფაქტიურად ეს ნიშნავდა ამ ქვედანაყოფების მსხვილ საპარაშუტო დესანტად გამოყენებაზე უარის თქმას და მათ აერომობილურ კოცეპციაზე გადაყვანას. სადესანტო-საიერიშო ნაწილები განიხილებიან უფრო როგორც ელიტარული, მაღალმობილური ქვეითები, რომლებიც შეიძლება ოპერატიულად იქნას გადაგდებული ნებისმიერ აეროდრომზე, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები მიიღოს.
საჰაერო-სადესანტო დივიზიების საპარაშუტო-სადესანტო პოლკები წინანდებურად მთელი შემადგენლობის და ტექნიკის პარაშუტით დესანტირებაზე სპეციალიზირდება. სადესანტო-საიერიშო პოლკებში ტექნიკასთან ერთად პარაშუტით დესანტირებისთვის მხოლოდ ერთი ბატალიონი ემზადება. ეს ბატალიონი შეიძლება გამოყენებული იქნას მაგალითად მტრის აეროდრომის დასაკავებლად, რომელზეც შემდეგ განხორციელდება სადესანტო-საიერიშო დივიზიის ან პოლკის სხვა ბატალიონების გადასროლა. ყოველივე ამასთან სადესანტო-საიერიშო პოლკს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სრული შემადგენლობით დესანტირება მოახდინოს პარაშუტის დახმარებით, თუმცაღა ტექნიკის გარეშე. ასეთი დესანტირების სარგებლობა ცოტა არ იყოს საეჭვოა, პოლკის ასეთი დესანტირების შემთხვევაში ის დაკარგავს თავისი შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს.
რეფორმის ფარგლებში საგრძნობლად შეიცვალა ასეულების და ბატალიონების სტრუქტურაც. ისენი სრულებით დაკომპლექტდა საომარი დროის შტატის მიხედვით. არსებით სიახლედ იქცა მრავალჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ РПГ-7-ის ათეულის შემადგენლობაში გამოყენებაზე უარის თქმა. მათ ნაცვლად ეს ყუმბარმტყორცნები გადაეცა ასეულის ყუმბარმტყორცნელ-მეტყვიამფრქვევეთა ათეულებს. სანაცვლოდ ყველა მებრძოლმა მიიღო РПГ-18, РПГ—22 და РПГ—28. ამ ცვლილებამ საკმაოდ გაზარდა საჰაერო სადესანტო ჯარების საცეცხლე სიმძლავრე და ახლო მანძილზე მათი ჯავშანტექნიკასთან და გამაგრებულ რაიონებთან ბრძოლის ეფექტურობა. РПГ-7-ით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ყუმბარმტყორცნელ-მეტყვიამფრქვევეთა ათეულის გარდა ასეულის მეთაურის განკარგულებაში ასევე იმყოფება სნაიპერთა ჯგუფი და მათ შორის ერთი მსხვილკალიბრიანი, 12,7მმ-ნი სნაიპერული შაშხანა.
ბატალიონებში შეიქმნა სადაზვერვო ოცეულები, ხოლო სადესანტო-საიერიშო ბატალიონები 120მმ-ნი თვითმავალი ქვემეხბით, 2С9 “Нона-С”-ბით გააძლიერეს (სამთო სადესანტო-საიერიშო ბატალიონებს 82მმ-ნი სატარებელი ნაღმტყორცნები გადაეცა). ამგვარად საგრძნობლად გაიზარდა ბატალიონის ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა. გაიზარდა მათი საცეცხლე სიმძლავრე და სადაზვერვო შესაძლებლობები.
საჰაერო სადესანტო ჯარების უპირატესად საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანა 2008 წლისათვის ფაქტიურად დასრულებული იყო. გაწვევით საფუძველზე მხოლოდ 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია დარჩა, რომლიც მმართველობაც ტულაში მდებარეობს. საჰაერ-სადესანტო ჯარების დანარჩენი შენაერთები კი მუდმივი მზადყოფნის ნაწილები გახდნენ, რომლებიც უმეტესწილად კონტრაკტნიკებით დაკომპლეკტდნენ და მათი შტატი საომარი დროის შტატის შესაბამისად იყო შევსებული.
პრინციპიალურად მნიშვნელოვანი სიახლე იყო მომზადების ნახევარწლიანი ციკლიდან 1 წლიან ციკლზე გადასვლა. ამან საშუალება მისცა საგრძნობლად გაეუმჯობესებინა როგორც ინდივიდუალური მეომრის ასევე მთლიანად ბატალიონის მომზადების პროგრამა. მომზადების ასეთი ციკლის განმავლობაში აუცილებლად ტარდება არა მარტო ასეულთა ტაქტიკური სწავლებები, საბრძოლო სროლებით, არამედ ბატალიონისაც, რაც საშუალებას იძლევა დაიხვეწოს ბატალიონის მოქმედება მთლიანობაში თავის საცეცხლე საშუელებებთან ერთად. გაუმჯობესებულ საპოლიგონე და სასწავლო ბაზასთან ერთად, რომელიც საშუალებას იძლეოდა ჩატარებულიყო უფრო რეალური სწავლებები, ამ ყველაფერმა საშუალება მისცა საჰაერო-სადესანტო ჯარებს საგრძნობლად გაეუმჯობესებინა მედესანტეთა მომზადების დეონე.
საჰაერო-სადესანტო ჯარების სტრუქტურა 2010 წლისათვის:
მე-7 გვარდიის სადესანტო-საიერიშო დივიზია (სამთო) - ნოვოროსიისკი:
საჰაერო-სადესანტო ყველა დივიზიას ამჟამად გააჩნიათ უნიფიცირებული სტრუქტურა და მათი შტატი სრულებითაა შევსებული.
“ახალი იერის” საჰაერო-სადესანტო ჯარების დივიზიის ტიპიური სტრუქტურა:
2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმების შედეგად სამხედრო-საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ძალებთან ერთად, განიცადე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, ეს პირველ რიგში დაკავშირებული საჰაერო ძალებში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებთან. რეფორმების დასაწყისისთვის, 2008 წლის შემოდგეომაზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ძალები საკმაოდ შთამბეჭდავ ძალას წარმოადგენდნენ, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე. მათ შემადგენლობაში ირიცხებოდა 2800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ჯარების С-300-ების და С-400-ების 100 დივიზიონი.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ პრობლემას ახალი ტექნიკის არ შესყიდვა გახლდათ. ტექნიკის შესყიდვა მკვეთრად შემცირდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 1994-1995 წლებში სრულებით შეწყდა. ამგვარად ყველაზე ახალი საჰაერო ტექნიკის ასაკი 15-20 წელს აღწევდა. ამას გარდა თავი იჩინდა მუდმივმა დაუფინანსებლობამ - რამაც მინიმუმამდე დაიყვანა როგორც ტექნიკის რემონტი და მომსახურება ასევე მფრინავთა საფრენი საათები. ამას გარდა ამ წლების განმავლობაში ტექნიკა როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად მოძველდა. და თვით ამის გათვალისწინების გარეშეც ბოლო 20 წელიწადში რუსეთის სამხედრო ავიაციამ ორასამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგა ავიაკატასტროფებში.
რუსეთის ავიაციის ჩამორჩენა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს დასავლეთის ავიასისტემებთან შედარების დროს - ამერიკა მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა რუსული МиГ-29 და Су-27 თანასწორი F-16 და F-15 მოდერნიზაციას და ამას გარდა სერიაში ჩაუშვა მე-5 თაობის გამანადგურებელი F-22 და უახლოეს მომავალში იმავე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-35-ეს მიიღებს შეიარაღებაში. ამ ყველაფერთან ერთად აშშ-ს სამხედრო ავიაცია აქტიურად ახორციელებდა თანამედროვე საავიაციო შეიარაღების - ჰერი-ჰაერი კლასის რაკეტების და მაღალი სიზუსტის რაკეტების და ავიაბომბების შესყიდვას. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის სამხედრო ავიაცია საკმაოდ გაცრეცილად მოჩანს და ჯერ ისევ 80-იანი წლების დროინდელ ტექნიკასა და შეიარაღებას მოიხმარს. ერთი სიტყვით რუსეთის ავიაცია 80-იან ლწებში ჩარჩა.
რუსეთის სამხედრო ავიაციის არსებული ავიაპარკის შემდგენელი ტექნიკის Су-27СМ, Су-25СМ, Су-24М2, Ми-24ПН დონემდე მოდერნიზაციის პროგრამამ, რომელიც ბოლო ათწლეულში დაიწყო, შეზღუდული დაფინანსების გამო ვერ მოახერხა მთლიანად სამხედრო-საჰაერო ძალებში სიტუაციის გარდატეხა, სიტუაცია გაუმჯობესდა მხოლოდ ცალკეულ ავიაპოლკებში, სადაც მოდერნიზებული ტექნიკა მიეწოდებოდა, თუმცა იქაც საკმაოდ ნელ ტემპებში.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალებში დაგროვილი პრობლემების სიმძაფრე ნათლად წარმოაჩინა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხუთდღიანმა ომმა. რუსეთის არმიის სარდლობისთვის და არა მარტო მათთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო ხუთი დღის განმავლობაში შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან 6 საფრენი აპარატის დაკარგვა. ასევე დაბალი აღმოჩნდა ავიადარტყმების ეფექტურობაც, რომელსაც უმართავი იარაღით ახორციელებდნენ. ავიაციამ ვერ შეძლო ვერც ქართული არტილერიის ეფექტური ჩახშობა და ვერც ქართული ქვედანაყოფებისთვის საგრძნობი ზიანის მიყენება არა მარტო ბრძოლების დროს, არამედ მათი უკანდახევის მომენტშიც, როდესაც ქვედანაყოფები კოლონაში, მწყობრად გადაადგილდებოდნენ. ამან წარმოაჩინა როგორც შეიარაღებაში არსებული ტექნიკის ხარვეზები, ასევე პილოტების მომზადებაში და რეალურ საბრძოლო პირობებში მათ მართვაში არსებული პრობლემები. ამ კონფლიქტში ავიაციის გამოყენების ანალიზი გახდა ძირითადი ათვლის წერტილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების რეფორმირებაში.
2008 წლის შემოდგომაზე დაწყებული რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების რესტრუქტურიზაცია თავისი მაშტაბით რუსეთის ისტორიაში უპრეცენდეტნო იყო. ასევე არნახული იყო მისი ტემპებიც - 2008 წლის 1 დეკემბერს დაწყებული პროცესი ფაქტიურად 2009 წლის 1 დეკემბერს უკვე დასრულებული იყო. თუმცა ბევრ ასპექტის რესტრუქტურიზაცია 2010 წლის ბოლოსთვისაც არ იყო დასრულებული.
პირველ რიგში უარი იქნა ნათქვამი საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არსებულ სტრუქტურაზე - “საჰაერო არმია-კორპუსი(დივიზია)-პოლკი”. საჰაერო არმიების ნაცვლად შემოღებული იქნა საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების დამოუკიდებელი მმართველობები, შორეული და სატრანსპორტო ავიაციის მეთაურობები. საჰაერო თავდაცვის ძალების კორპუსები და დივიზიები მათ ბაზაზე ფორმირებული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადებმა შეცვალა. თვითონ მმართველობებში ამჟამად ავია ბაზები, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადები და უფრო წვრილი უზრუნველყოფის ნაწილები შედიან. თავის მხრივ ავია ბაზები სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი ტაქტიკური ერთეულისგან - ესკადრილიისგან შესდგება, ხოლო საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადა - პოლკისგან. ამგვარად განხორციელდა სამრგოლიან სტრუქტურაზე გადასვლა - “მეთაურობა-ავიაბაზა (ბრიგადა)-ესკადრილია (პოლკი)”.
ფუნქციონალური ნიშნების მიხედვით 37-ე საჰაერო არმიის საფუძველზე ჩამოყალიბდა შორეული ავიაციის მმართველობა, რომელსაც გადაეცა სტრატეგიული და შორეული ბომბდამშენების და საჰაერო ტანკერების მთელი ავიაპარკი. ხოლო 61-ე საჰაერო არმიის საფუძველზე ჩამოყალიბდა სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის მმართველობა.
სპეციალური დანიშნულების მეთაურობის საფუძველზე (და მასში შემავალი მე-16 საჰაერო არმიის) შეიქმნა განსაკუთრებული ამაღლებული სტატუსის მქონე საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ოპერატიულ-სტრატეგიული მეთაურობა, რომელიც პასუხს აგებს მოსკოვის და მოსკოვის მთელი სამხედრო ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე. მეთაურობა ოფიციალურად 2009 წლის 2 ივლისს გააქტიურდა.
ოთხი მეთაურობა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შეიქმნა და ცვლის უწინ არსებულ საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ექვს არმიას, რომლებიც შესაბამისად ექვს ძველ სამხედრო ოლქს ექვემდებარებოდა. იმის და მიუხედავად რომ მთლიანობაში ეს დაყოფა სამხედრო ოლქების მიხედვითაა განხორციელებული, ზოგიერთ შემტხვევაში მაინც ხდება ყოფილი საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიების გაერთიანება ან პასუხისმგებლობი ზონების გადანაწილება.
ასევე სახეცვლილება განიცადა მფრინავების მომზადების სისტემამაც. 2008 წლის 1 სექტემბერს სამხედრო საჰაერო ძალების ორი წამყვანი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება, ი.ა. გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია მონინოში (მოსკოვისა რაიონი) და პროფესორ ნ.ე. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია (მოსკოვი), გაერთიანდა ერთიან სტრუქტურაში და ჩამოყალიბდა - პრფესორ ნ.ე. ჟუკოვსკის და ი.ა. გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია, რომელიც მონინოშია განლაგებული. ასევე კრასნოდარის საავიაციო ინსტიტუტის შემადგენლობაში დაიწყო სამხედრო ავიაციის მფრინავთა მომზადების ცენტრალიზაცია.
2011 წლის დასაწყისისთვის რუსეთის სამხედრო საჰაერო ავიაციის შემადგენლობაში 140 ათასი ადამიანი ირიცხებოდა - აქედან 40 ათასი ოფიცერი და 30 ათასი კონტრაქტზე მომსახურე. ამ პერიოდის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ოპერატიულ-სტრატეგიული მეთაურობა (მმართველობა - მოსკოვი):
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ავიაციის ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკა*
2010-2015 წლებში დაგეგმილია სამხედრო-საჰაერო და საარმიო ავიაციისთვის 500 ერთეული თვითმფრინავის და ვერტმფრენის მიწოდება, რაც მათ მოძველებულ პარკს 30%-ით განაახლებს, ხოლო 2020 წლისათვის ეს მაჩვენებელი 80% უნდა გაიზარდოს. ასევე გაიზარდა რუსეთის სამხედრო, საზღვაო და საარმიო ავიაციის პილოტების ფრენის წლიური საათები (საშუალოდ 100 საათი), რაც მათი მომზადების ხარისხს საგრძნობლად ამაღლებს.
* - სია ღია წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი და არა სრულია.
სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის არმიამ განახორციელა შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პატარა კონფლიკტმა რუსეთის მმართველ წრეებში მიიღო საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასება და მათ შორის ბევრი უარყოფითიც. ამჯერადაც წარმოიქმნა სიძნელეები მართვის სისტემაში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტივები და ბრძანებები ქვედანაყოფამდე მისვლას აგვიანებდა იმის გამო რომ ისენი ჯერ მიდიოდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, იქედან 58-ე არმიის შტაბში და მხოლოდ ამის მერე აღწევდა უშუალოდ ნაწილებში და შენაერთებში. ამიტომ ხუთდღიანი ომის პირველ საათებში მეწინავე მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 693-ე და 135-ე პოლკების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მეთაურები მხოლოდ თავის იმედზე იყვნენ. სიტუაცია მართლაც რომ პარადოქსალური გამოვიდა - მოტომსროლელ და საჰაერო-სადესანტო რამოდენიმე პოლკს გენერალური შტაბი, ოლქის შტაბი და არმიის შტაბი მართავდნენ.
ხუთდღიანმა ომმა კიდევ ერთ დიდი პრობლემა გამოავლინა - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმ ძალებმა აჩვენეს ძალების და საშუალებების დიდ მანძილზე მაშტაბური მანევრის დაბალი შესაძლებლობა. ნაწილების და შენაერთების მოუხეშავი საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის გამო მათი გადასროლა კონფლიკტის დროს გაძნელებული იყო. მანევრის განხორციელების დროს რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს ძალების მხოლოდ რკინიგზით გადაზიდვაზე შეეძლო ორიენტირება გაეკეთებინა, რადგანაც სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის რაოდენობა შეზღუდული იყო და საშუალებას იძლეოდა გადაეყვანათ მხოლოდ საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილები და ქვედანაყოფები.
საქართველოსთან კონფლიკტის დასრულების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, მიღებული იქნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილება შეიარაღებული ძალების გაუმჯობესების შესახებ. შეიარარებული ძალების მმართველობის წინ დაისვა საკმაოდ რთული ამოცანა - შეიარაღებული ძალების მოკლე დროში რეფორმირება.
2008 წლის ნოემბერში გადაწყდა პროფესიონალ სერჟანტთა ინსტიტუტის შექმნა. პროფესიონალი სერჟანტი უნდა ყოფილიყო არა უბრალოდ კონტრაქტზე მომსახურე სამხედრო, არამედ სერჯანტი, რომელმაც დანიშვნამდე გაიარა მომზადების სპეციალური კურსი (არა ნაკლებ ორი წლისა). გადაწყდა, რომ ეს იქნება სამხედრო მოსამსახურეების ახალი კატეგორია - “ზემდეგი”. სერჯანტების შეკრეფა 2009 წელს დაიწყო.
2008 წლის ნოემბრის ბოლოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს - 2009 წლის თებერვლის დასაწყისში იურგაში, ციმბირის სამხედრო ოლქის 74-ე ცალკეული მოტმომსროლელი ბრიგადის ბაზაზე ჩატარებულიყო საექპერიმენტო წვრთნები საბრძოლო სროლებით “ახალი იერის” ბრიგადის შტატით.
იმ მომენტში “ახალი იერის” ცალკეულ მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა:
- ბრიგადის შტაბი და მმართველობა.
- სამი მოტომსროლელი ბატალიონი.
- სატანკო ბატალიონი.
- ორი თვითმავალი ჰაუბიცების საარტილერიო დივიზიონი.
- ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი.
- საზენიტო სარაკეტი დივიზიონი.
- საზენიტო საარტილერიო დივიზიონი.
- საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონი.
- სარემონტო-აღმდგენითი ბატალიონი.
- კავშირგაბმულობის ბატალიონი.
- მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონი.
- სადაზვერვო ასეული.
- მართვის და საარტილერიო დაზვერვის ბატარეია.
- რადიაციულ, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული.
- რადიოელექტრონული ბრძოლის ასეული.
ახალი შტატების შემუშავებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამოდიოდა ორი ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნის მიხედვით. ბრიგადა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასრულებდეს ზემდგომების დასახულ ამოცანებს დამატებითი მხარდაჭერის გარეშე - როგორც საცეცხლეს ასევე მატერიალურ-ტექნიკურს, მაგრამ ამასთან უნდა იყოს იმდენად “მსუბუქი”, რომ განგაშის დროს შეეძლოს 1 საათში ბაზიდან გასვლა. აი ამიტომაც ბრიგადებში გაჩნდა რეაქტიული დივიზიონები (დივიზიონები აღჭურვილია 122მმ-ნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 "Град"-ებით) და მართვის ბატარეები, მაგრამ ამასთან საგრძნობლად შემცირდა მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული ასეულების და ბატარეების უზრუნველყოფის ოცეულების და ათეულების და ასევე ბატალიონების და დივიზიონების შტატი.
მოტომსროლელთა პოლკში, სანამ “ახლ იერზე” გადავიდოდნენ, შტატით 2200-2500 სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში 3200-3400. “ახალი იერის” მოტომსროლელ ბრიგადაში შტათით გათვალისწინებულია 4200-4300 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო სატანკო ბრიგადაში 2200-2300.
2010 წლის 27 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა “დასავლეთ სამხედრო ოლქის” შექმნა. ხოლო 2010 წლის 20 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დ.ა. მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულება N 1144-ს “რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ”.
პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაუქმნდა ადრე არსებული ექვსივე სამხედრო ოლქი. მათ მაგივრად ჩამოყალიბდა ოთხი მსხხვილი სამხედრო ოლქი (სო): დასავლეთის (ЗВО), სამხრეთის (ЮВО), ცენტრალური (ЦВО) და აღმოსავლეთის (ВВО). დასავლეთის სო აერთიანებდა ადრე არსებულ მოსკოვისა და პეტერბურგის სამხედრო ოლქებს; ცენტრალური სო - ვოლგისპირეთის-ურალის სამხედრო ოლქს და ძველი ციმბირის სამხედრო ოლქის უმეტეს ნაწილს (ბაიკალამდე); აღმოსავლეთის სო - ციმბირის სამხედრო ოლქის ბაიკალსიქითა ნაწილს და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს; სამხრეთის სო მოიცავს ყოფილი ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიას. ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო ოლქებს ასევე დაუქვემდებარეს ფოლტებიც: დასავლეთის სამხედრო ოლქმა მიიღო ბალტიის და ჩრდილოეთის ფოლტები, სამხრეთ სამხედრო ოლქმა შავი ზღვის ოლქი და კასპიის სამხედრო ფლოტილია, ხოლო აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს წყნარი ოკეანის ფლოტი გადაეცა.
რუსეთის სახმელეთო ძალების რეფორმირების შუალედური შედეგები
მოტომსროლელთა მე-19 ცალკეული ბრიგადა (ვლადიკავკაზი)
2009 წლის განმავლობაში განხორციელდა 23 დივიზის დაშლა, ხოლო მათ ნაცვლად 2009 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა 40 ბრიგადა და ბრიგადის დონის სამხედრო ბაზები - ოთხი სატანკო ბრიგადა, 35 მოტომსროლელთა ბრიგადა და ერთი დაფარვის ბრიგადა (თავისი არსით “გამაგრებული რაიონი”). სადივიზიონო შენაერთებიდან შენარჩუნებული იქნა ორი (ორპოლკიანი შემადგენლობის) - მე-18 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო დივიზია სამხრეთ კურილებზე და 201-ე სამხედრო ბაზა დაჯიკეთში. ამასთან ოთხივე სატანკო ბრიგადა სატანკო დივიზიების საფუძველზე შეიქმნა. მოტომსროლელთა 35 ბრიგადიდან 10 უკვე 2008 წლამდე არსებობდა, 21 ფორმირებული იქნა მოტომსროლელთა დივიზიების საფუძველზე და ოთხი მოთავსდა შემნახავ ბაზებზე.
სულ 2010 წლისათვის რეფორმირების შედეგად შეიქმნა 85 ბრიგადა (იხილეთ ცხრილი 1). განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია სპეცდანიშნულების შვიდ ბრიგადას, ხოლო საექსპერიმეტნო შენაერთის სახით ჩრდილოეთ კავკასიაში, მოზდოკში შეიქმნა მე-100 სადაზვერვო ბრიგადა. 2010 წელს ასევე დამატებით შექმნილი იქნა მოტომსროლელთა ექვსი, ერთი საინჟინრო და ერთი სარაკეტო ბრიგადა.
როგორც ზემოთ ითქვა რუსეთის სახმელეთო ჯარების ბრიგადული რეორგანიზაცია გაყოფილია ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, რომელიც ძირითადად 2009 წლის 1 დეკემბერს დასრულდა, შესრულდა არსებული შეიარაღებიდან და ტექნიკიდან გამომდინარე საკმაოდ კომპრომისული შტატების მიხედვით შექმნილი ბრიგადების ფორმირება. შემდეგში 2015 წლამდე დაგეგმილია არსებული ბრიგადების რეორგანიზაცია და მათი გარდაქმნა ახალი შტატის მქონე სამი ტიპის ბრიგადებად - “მძიმე”, “საშუალო” და “მსუბუქი”. “მძიმე” ბრიგადა წარმოადგენს სახმელეთო ჯარების მუდმივი მზადყოფნის ძირითად შენაერთს და აღჭურვილი იქნება მუხლუხოიანი ტექნიკით. “საშუალო” (მობილური) ბრიგადა უნდა აღიჭურვოს მთლიანად თვლიანი ტექნიკით და გამოყენებული იქნება როგორც სწრაფი რეაგირების ძალები. “მსუბუქი” ბრიგადა უნდა იყოს მაღალმობილური შენაერთი და უნდა გადაადგილდეს მსუბუქი ჯავშანმანქანებით.
მოტომსროლელთა მე–4 ცალკეული ბრიგადის ტანკები (T-80У) სწავლებაზე
*-ცხრილში მოცემული ინფორმაცია 2010 წლის 20 სექმტემბრამდეა მოცემული, რის შემდეგაც მოხდა ძველი სამხედრო ოლქების გაუქმება და ახლების ჩამოყალიბება.
**-2010 წლის 20 სექტემბრამდე არსებული სამხედრო ოლექები:
- ЛВО - Ленинградский военный округ (ლენინგრადის/პეტერბურგის სამხედრო ოლქი).
- МВО - Московский военный округ (მოსკოვის სამხედრო ოლქი).
- СКВО - Северо-Кавказский военный округ (ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოქლი).
- СибВО - Сибирский военный округ (ციმბირის სამხედრო ოლქი).
- ПУрВО - Приволжско-Уральский военный округ (ვოლგისპირეთის-ურალის სამხედრო ოლქი).
- ДВО - Дальневосточный военный округ (შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი).
***- БХиРВТ - Базы Хранения и Ремонта Вооружения и Военной Техники (სამხედრო შეიარაღების და ტექნიკის შენახვისა და რემონტის ბაზები - სშტშრბ).
საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმა
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე რუსეთის არმიის ახლანდელი რეფორმა. საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმის ათვლის წერტილად შეგვიძლია 2006 წელი ავიღოთ, როდესაც მიღებული იქნა სადესანტო ჯარების 2006-2010 წლებში განვითარების პროგრამა. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო საჰაერო-სადესანტო ჯარების არსებული ხუთი შენაერთიდან ოთხის საკონტრაქტო კომპლექტაციის საფუძველზე გადაყვანა და ასევე მათი ახალი ტექნიკით გადაიარაღება.
საკონტრაქტო საფუძველზე გადასვლის გარდა, რეფორმის კიდევ ერთი სერიოზული სიახლე შენაერთების საპარაშუტო-სადესანტო და სადესანტო-საიერიშო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა გახდა. საპარაშუტო-სადესანტოდ დარჩა 98-ე (ივანოვის) და 106-ე (ტულის) გვარდიული დივიზიები. ახალ სადესანტო-საიერიშო შტატზე გადაიყვანეს მე-7 (ნოვოროსიისკის) და 76-ე (ფსკოვის) გვარდიული დივიზიები და 31-ე (ულიანოვსკის) გვარდიული ბრიგადა. მე-7 სადესანტო-საიერიშო დივიზიამ, რომელიც კავკასიასთან ახლოს არის განლაგებული, დამატებით მიიღო სამთო სპეციალიზაცია (თუმცაღა ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა).
ახალი სადესანტო-საიერიშო შენაერთების მთავარი განსხვავება აეროდრომებზე დაჯდომის წესით დესანტირებაზე მათი ორიენტაცია გახდა. ფაქტიურად ეს ნიშნავდა ამ ქვედანაყოფების მსხვილ საპარაშუტო დესანტად გამოყენებაზე უარის თქმას და მათ აერომობილურ კოცეპციაზე გადაყვანას. სადესანტო-საიერიშო ნაწილები განიხილებიან უფრო როგორც ელიტარული, მაღალმობილური ქვეითები, რომლებიც შეიძლება ოპერატიულად იქნას გადაგდებული ნებისმიერ აეროდრომზე, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები მიიღოს.
საჰაერო-სადესანტო დივიზიების საპარაშუტო-სადესანტო პოლკები წინანდებურად მთელი შემადგენლობის და ტექნიკის პარაშუტით დესანტირებაზე სპეციალიზირდება. სადესანტო-საიერიშო პოლკებში ტექნიკასთან ერთად პარაშუტით დესანტირებისთვის მხოლოდ ერთი ბატალიონი ემზადება. ეს ბატალიონი შეიძლება გამოყენებული იქნას მაგალითად მტრის აეროდრომის დასაკავებლად, რომელზეც შემდეგ განხორციელდება სადესანტო-საიერიშო დივიზიის ან პოლკის სხვა ბატალიონების გადასროლა. ყოველივე ამასთან სადესანტო-საიერიშო პოლკს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სრული შემადგენლობით დესანტირება მოახდინოს პარაშუტის დახმარებით, თუმცაღა ტექნიკის გარეშე. ასეთი დესანტირების სარგებლობა ცოტა არ იყოს საეჭვოა, პოლკის ასეთი დესანტირების შემთხვევაში ის დაკარგავს თავისი შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს.
რეფორმის ფარგლებში საგრძნობლად შეიცვალა ასეულების და ბატალიონების სტრუქტურაც. ისენი სრულებით დაკომპლექტდა საომარი დროის შტატის მიხედვით. არსებით სიახლედ იქცა მრავალჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ РПГ-7-ის ათეულის შემადგენლობაში გამოყენებაზე უარის თქმა. მათ ნაცვლად ეს ყუმბარმტყორცნები გადაეცა ასეულის ყუმბარმტყორცნელ-მეტყვიამფრქვევეთა ათეულებს. სანაცვლოდ ყველა მებრძოლმა მიიღო РПГ-18, РПГ—22 და РПГ—28. ამ ცვლილებამ საკმაოდ გაზარდა საჰაერო სადესანტო ჯარების საცეცხლე სიმძლავრე და ახლო მანძილზე მათი ჯავშანტექნიკასთან და გამაგრებულ რაიონებთან ბრძოლის ეფექტურობა. РПГ-7-ით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ყუმბარმტყორცნელ-მეტყვიამფრქვევეთა ათეულის გარდა ასეულის მეთაურის განკარგულებაში ასევე იმყოფება სნაიპერთა ჯგუფი და მათ შორის ერთი მსხვილკალიბრიანი, 12,7მმ-ნი სნაიპერული შაშხანა.
ბატალიონებში შეიქმნა სადაზვერვო ოცეულები, ხოლო სადესანტო-საიერიშო ბატალიონები 120მმ-ნი თვითმავალი ქვემეხბით, 2С9 “Нона-С”-ბით გააძლიერეს (სამთო სადესანტო-საიერიშო ბატალიონებს 82მმ-ნი სატარებელი ნაღმტყორცნები გადაეცა). ამგვარად საგრძნობლად გაიზარდა ბატალიონის ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა. გაიზარდა მათი საცეცხლე სიმძლავრე და სადაზვერვო შესაძლებლობები.
საჰაერო სადესანტო ჯარების უპირატესად საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანა 2008 წლისათვის ფაქტიურად დასრულებული იყო. გაწვევით საფუძველზე მხოლოდ 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია დარჩა, რომლიც მმართველობაც ტულაში მდებარეობს. საჰაერ-სადესანტო ჯარების დანარჩენი შენაერთები კი მუდმივი მზადყოფნის ნაწილები გახდნენ, რომლებიც უმეტესწილად კონტრაკტნიკებით დაკომპლეკტდნენ და მათი შტატი საომარი დროის შტატის შესაბამისად იყო შევსებული.
პრინციპიალურად მნიშვნელოვანი სიახლე იყო მომზადების ნახევარწლიანი ციკლიდან 1 წლიან ციკლზე გადასვლა. ამან საშუალება მისცა საგრძნობლად გაეუმჯობესებინა როგორც ინდივიდუალური მეომრის ასევე მთლიანად ბატალიონის მომზადების პროგრამა. მომზადების ასეთი ციკლის განმავლობაში აუცილებლად ტარდება არა მარტო ასეულთა ტაქტიკური სწავლებები, საბრძოლო სროლებით, არამედ ბატალიონისაც, რაც საშუალებას იძლევა დაიხვეწოს ბატალიონის მოქმედება მთლიანობაში თავის საცეცხლე საშუელებებთან ერთად. გაუმჯობესებულ საპოლიგონე და სასწავლო ბაზასთან ერთად, რომელიც საშუალებას იძლეოდა ჩატარებულიყო უფრო რეალური სწავლებები, ამ ყველაფერმა საშუალება მისცა საჰაერო-სადესანტო ჯარებს საგრძნობლად გაეუმჯობესებინა მედესანტეთა მომზადების დეონე.
საჰაერო-სადესანტო ჯარების სტრუქტურა 2010 წლისათვის:
მე-7 გვარდიის სადესანტო-საიერიშო დივიზია (სამთო) - ნოვოროსიისკი:
- 108-ე გვარდიის სადესანტო-საიერიშო პოლკი.
- 247-ე სადესანტო-საიერიშო პოლკი.
- 1141-ე გვარდიის საარტილერიო პოლკი.
- მე-3 გვარდიის საზენიტო სარაკეტო პოლკი.
- 104-ე გვარდიის სადესანტო-საიერიშო პოლკი.
- 234-ე გვარდიის სადესანტო-საიერიშო პოლკი.
- 1140-ე გვარდიის საარტილერიო პოლკი.
- მე-4 გვარდიის საზენიტო სარაკეტო პოლკი.
- 217-ე გვარდიის საპარაშუტო სადესანტო პოლკი.
- 331-ე გვარდიის საპარაშუტო სადესანტო პოლკი.
- 1065-ე გვარდიის საარტილერიო პოლკი.
- მე-5 გვარდიის საზენიტო სარაკეტო პოლკი.
- 51-ე გვარდიის საპარაშუტო სადესანტო პოლკი.
- 137-ე გვარდიის საპარაშუტო სადესანტო პოლკი.
- 1182-ე გვარდიის საარტილერიო პოლკი.
- 1-ლი გვარდიის საზენიტო სარაკეტო პოლკი.
- 54-ე გვარდიის ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბატალიონი.
- 91-ე გვარდიის ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბატალიონი.
- 116-ე გვარდიის ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბატალიონი.
საჰაერო-სადესანტო ყველა დივიზიას ამჟამად გააჩნიათ უნიფიცირებული სტრუქტურა და მათი შტატი სრულებითაა შევსებული.
“ახალი იერის” საჰაერო-სადესანტო ჯარების დივიზიის ტიპიური სტრუქტურა:
- ორი პოლკი (საპარაშუტო-სადესანტო ან სადესანტო-საიერიშო დივიზიის ტიპის მიხედვით), თითოში სამი ბატალიონი.
- საარტილერიო პოლკი.
- საზენიტო სარაკეტო პოლკი.
- ინჟინერ-მესანგრეთა ბატალიონი.
- კავშირგაბმულობის ბატალიონი.
- სარემონტო-აღმდგენითი ბატალიონი.
- მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონი.
- სადაზვერვო ასეული.
- სამედიცინო ჯგუფი.
საჰაერო-სადესანტო ჯარების ავიაცია
საჰაერო-სადესანტო ჯარები, როგორც მყისიერი რეაგირების ძალები, შეიძლება გადასროლილი იქნას მთელი თავისი ტექნიკით და მომარაგებით ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო აეროდომზე, რომელსაც შეუძლია მიიღოს სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია, როგორც რუსეთში ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამიტომაც სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო-სადესანტო ჯარების მიერ როგორც ამჟამინდელი ასევე პერსპექტიული ამოცანების შსრულებაში.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ავიაციის სამხედრო სატრანსპორტო მეთაურობის (ყოფილი 61-ე საჰაერო არმიის), ისევე როგორც სამხედრო ავიაციის სხვა სახეობების, შესაძლებლობები პოსტსაბჭოთა პერიოდში საგრძნობლად შესუსტდა. ამჯამად მთელ სამხედტო სატრანსპორტო ავიაციას, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხება მიახლოებით 200 თვითმფრინავი Ил-76, Ан-22 და Ан-124, ერთ ჯერზე შეუძლია გადაიყვანოს საჰაერო-სადესანტო ჯარების არაუმეტეს ერთი პოლკისა თავის ტექნიკასთან ერთად. ეს საგრძნობლად ზღუდავს სადესანტო ჯარების სწრაფად შეგროვების შესაძლებლობას და საგრძნობლად ამცირებს მათ გადაყვანას შორ მანძილებზე.
Ил-76-დან საჰაერ–სადესანტო ჯარების ჯავშანტექნიკის პარაშუტით დესანტირება
სადესანტო ჯარების მეთაურობის განცხადებით დაგეგმილი იყო ამ შესაძლებლობების 2010 წლისათვის გაუმჯობესება, როდესაც ერთ ჯერზე შესაძლებელი იქნებოდა მთლიანი დივიზიის, თავის ტექნიკით, გადაყვანა. თუმცა ეს მიზნები ამჯერადაც განუხორციელებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ სერიოზული ძვრები მაინც ხდება ამ მიმართულებით. ამ მიზნის განხორციელებისათვის საჭიროა არა მარტო არსებული სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის შენარჩუნება, არამედ მათი რაოდენობის გაზრდაც და ახლების შესყიდვა. ამჟამად უკვე დაწყებული ახალი თაობის სატრანსპორტო თვითმფრინავის Ил-476-ის წარმოება (ЗАО "Авиастар СП"-ეს მიერ), რომელიც სადესანტო ჯარების ძირითადი საჰაერო ტრანსპრტი უნდა გახდეს. ასევე გადადგმულია ნაბიჯები ზემძიმე Ан-124-ის წარმოების აღდგენის მიმართულებით (სადესანტო ჯარების სარდლობას დაგეგმილი აქვს 20 ასეთი თვითმფრინავის შესყიდვა უახლოეს მომავალში) და მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინულ-რუსული Ан-70 შესყიდვის შესახებ.
სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდასთან ერთად სადესანტო ჯარების სარდლობა უკვე რამდენიმე წელია ცდილობს სადესანტო-საიერიშო დივიზიების და ბრიგადების შემადგენლობაში საბრძოლო და საბრძოლო-სატრანსპორტო ვერტმფრენების შეყვანას. თუმცა ადრე ვერტმფრენების დეფიციტის გამო მათი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ არმიისთვის ვერტმფრენების მასიური შესყიდვების ახალი გეგმების გამო გადაწყდა მათი სადესანტო-საიერიშო ნაწილებისთვის გადაცემაც. მათ შემადგენლობაში საკუთარი ვერტმფრენების შეყვანის გზით საგრძნობლად იზრდება სადესანტო ნაწილების გამოყენების მოქნილობა და ასევე ფართოვდება მათი როგორც მობილური ძალების შესაძლებლობები. პირველ რიგში დაგეგმილია 31-ე გვარდიის სადესანტო-საიერიშო ბრიგადის საარმიო ავიაციით აღჭურვა.
სამხედრო-საჰაერო ძალების რეფორმები
2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმების შედეგად სამხედრო-საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ძალებთან ერთად, განიცადე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, ეს პირველ რიგში დაკავშირებული საჰაერო ძალებში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებთან. რეფორმების დასაწყისისთვის, 2008 წლის შემოდგეომაზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ძალები საკმაოდ შთამბეჭდავ ძალას წარმოადგენდნენ, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე. მათ შემადგენლობაში ირიცხებოდა 2800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ჯარების С-300-ების და С-400-ების 100 დივიზიონი.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ პრობლემას ახალი ტექნიკის არ შესყიდვა გახლდათ. ტექნიკის შესყიდვა მკვეთრად შემცირდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 1994-1995 წლებში სრულებით შეწყდა. ამგვარად ყველაზე ახალი საჰაერო ტექნიკის ასაკი 15-20 წელს აღწევდა. ამას გარდა თავი იჩინდა მუდმივმა დაუფინანსებლობამ - რამაც მინიმუმამდე დაიყვანა როგორც ტექნიკის რემონტი და მომსახურება ასევე მფრინავთა საფრენი საათები. ამას გარდა ამ წლების განმავლობაში ტექნიკა როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად მოძველდა. და თვით ამის გათვალისწინების გარეშეც ბოლო 20 წელიწადში რუსეთის სამხედრო ავიაციამ ორასამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგა ავიაკატასტროფებში.
რუსეთის ავიაციის ჩამორჩენა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს დასავლეთის ავიასისტემებთან შედარების დროს - ამერიკა მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა რუსული МиГ-29 და Су-27 თანასწორი F-16 და F-15 მოდერნიზაციას და ამას გარდა სერიაში ჩაუშვა მე-5 თაობის გამანადგურებელი F-22 და უახლოეს მომავალში იმავე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-35-ეს მიიღებს შეიარაღებაში. ამ ყველაფერთან ერთად აშშ-ს სამხედრო ავიაცია აქტიურად ახორციელებდა თანამედროვე საავიაციო შეიარაღების - ჰერი-ჰაერი კლასის რაკეტების და მაღალი სიზუსტის რაკეტების და ავიაბომბების შესყიდვას. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთის სამხედრო ავიაცია საკმაოდ გაცრეცილად მოჩანს და ჯერ ისევ 80-იანი წლების დროინდელ ტექნიკასა და შეიარაღებას მოიხმარს. ერთი სიტყვით რუსეთის ავიაცია 80-იან ლწებში ჩარჩა.
რუსეთის სამხედრო ავიაციის არსებული ავიაპარკის შემდგენელი ტექნიკის Су-27СМ, Су-25СМ, Су-24М2, Ми-24ПН დონემდე მოდერნიზაციის პროგრამამ, რომელიც ბოლო ათწლეულში დაიწყო, შეზღუდული დაფინანსების გამო ვერ მოახერხა მთლიანად სამხედრო-საჰაერო ძალებში სიტუაციის გარდატეხა, სიტუაცია გაუმჯობესდა მხოლოდ ცალკეულ ავიაპოლკებში, სადაც მოდერნიზებული ტექნიკა მიეწოდებოდა, თუმცა იქაც საკმაოდ ნელ ტემპებში.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალებში დაგროვილი პრობლემების სიმძაფრე ნათლად წარმოაჩინა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხუთდღიანმა ომმა. რუსეთის არმიის სარდლობისთვის და არა მარტო მათთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო ხუთი დღის განმავლობაში შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან 6 საფრენი აპარატის დაკარგვა. ასევე დაბალი აღმოჩნდა ავიადარტყმების ეფექტურობაც, რომელსაც უმართავი იარაღით ახორციელებდნენ. ავიაციამ ვერ შეძლო ვერც ქართული არტილერიის ეფექტური ჩახშობა და ვერც ქართული ქვედანაყოფებისთვის საგრძნობი ზიანის მიყენება არა მარტო ბრძოლების დროს, არამედ მათი უკანდახევის მომენტშიც, როდესაც ქვედანაყოფები კოლონაში, მწყობრად გადაადგილდებოდნენ. ამან წარმოაჩინა როგორც შეიარაღებაში არსებული ტექნიკის ხარვეზები, ასევე პილოტების მომზადებაში და რეალურ საბრძოლო პირობებში მათ მართვაში არსებული პრობლემები. ამ კონფლიქტში ავიაციის გამოყენების ანალიზი გახდა ძირითადი ათვლის წერტილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების რეფორმირებაში.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურული რეფორმა
პირველ რიგში უარი იქნა ნათქვამი საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არსებულ სტრუქტურაზე - “საჰაერო არმია-კორპუსი(დივიზია)-პოლკი”. საჰაერო არმიების ნაცვლად შემოღებული იქნა საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების დამოუკიდებელი მმართველობები, შორეული და სატრანსპორტო ავიაციის მეთაურობები. საჰაერო თავდაცვის ძალების კორპუსები და დივიზიები მათ ბაზაზე ფორმირებული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადებმა შეცვალა. თვითონ მმართველობებში ამჟამად ავია ბაზები, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადები და უფრო წვრილი უზრუნველყოფის ნაწილები შედიან. თავის მხრივ ავია ბაზები სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი ტაქტიკური ერთეულისგან - ესკადრილიისგან შესდგება, ხოლო საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბრიგადა - პოლკისგან. ამგვარად განხორციელდა სამრგოლიან სტრუქტურაზე გადასვლა - “მეთაურობა-ავიაბაზა (ბრიგადა)-ესკადრილია (პოლკი)”.
ფუნქციონალური ნიშნების მიხედვით 37-ე საჰაერო არმიის საფუძველზე ჩამოყალიბდა შორეული ავიაციის მმართველობა, რომელსაც გადაეცა სტრატეგიული და შორეული ბომბდამშენების და საჰაერო ტანკერების მთელი ავიაპარკი. ხოლო 61-ე საჰაერო არმიის საფუძველზე ჩამოყალიბდა სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის მმართველობა.
სპეციალური დანიშნულების მეთაურობის საფუძველზე (და მასში შემავალი მე-16 საჰაერო არმიის) შეიქმნა განსაკუთრებული ამაღლებული სტატუსის მქონე საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ოპერატიულ-სტრატეგიული მეთაურობა, რომელიც პასუხს აგებს მოსკოვის და მოსკოვის მთელი სამხედრო ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე. მეთაურობა ოფიციალურად 2009 წლის 2 ივლისს გააქტიურდა.
ოთხი მეთაურობა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შეიქმნა და ცვლის უწინ არსებულ საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ექვს არმიას, რომლებიც შესაბამისად ექვს ძველ სამხედრო ოლქს ექვემდებარებოდა. იმის და მიუხედავად რომ მთლიანობაში ეს დაყოფა სამხედრო ოლქების მიხედვითაა განხორციელებული, ზოგიერთ შემტხვევაში მაინც ხდება ყოფილი საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიების გაერთიანება ან პასუხისმგებლობი ზონების გადანაწილება.
- სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის ჯარების პირველი მმართველობა შეიქმნა სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის მე-6 არმიის საფუძველზე (ლენინგრადი სამხედრო ოლქი). ამას გარდა მმართველობას გადაეცა მოსკოვის სამხედრო ოლქის დასავლეთ ტერიტორიის ნაწილი და მე-16 საჰაერო არმიის მთელი დამრტყმელი ავიაცია.
- სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის ჯარების მე-2 მმართველობა შეიქმნა სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის მე-14 არმიის საფუძველზე (ციმბირის სამხედრო ოლქი და ბაიკალსიქითა სამხედრო ოლქის ნაწილი).
- სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის ჯარების მე-3 მმართველობა შეიქმნა სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის მე-11 არმიის საფუძველზე (შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი).
- სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის ჯარების მე-4 მმართველობა შეიქმნა სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის ორი არმიის საფუძველზე - მე-4 (ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი) და მე-5 (ვოლგისპირეთის-ურალის სამხედრო ოქლი).
- 2010 წელს ეს ახლად შექმნილი მმართველობები შევიდა სამხედრო ოლქების შემადგენლობაში:
- პირველი მმართველობა - დასავლეთ სამხედრო ოლქში.
- მე-2 მმართველობა - ცენტრალურ სამხედრო ოლქში.
- მე-3 მმართველობა - აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში.
- მე-4 მმართველობა - სამხრეთ სამხედრო ოლქში.
მარცხნიდან მარჯვნივ – Су-34, ПАК-ФА(Т-50) და Су-35C
2011 წლის დასაწყისისთვის რუსეთის სამხედრო საჰაერო ავიაციის შემადგენლობაში 140 ათასი ადამიანი ირიცხებოდა - აქედან 40 ათასი ოფიცერი და 30 ათასი კონტრაქტზე მომსახურე. ამ პერიოდის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ოპერატიულ-სტრატეგიული მეთაურობა (მმართველობა - მოსკოვი):
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-4 ბრიგადა (დოლგოპრუდნი).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-5 ბრიგადა (პეტროვსკოე).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-6 ბრიგადა (რჟევი).
- 6963-ე ავიაბაზა - შეიარაღებაში გააჩნია МиГ-29СМТ (კურსკი).
- 6968-ე ავიაბაზა - Су-27, МиГ-31 (ხოტილოვო).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის პირველი ბრიგადა (სევერომორსკი).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-2 ბრიგადა (ხვოინი).
- 6961-ე ავიაბაზა - Су-27 (ბესოვეცი).
- 6964-ე ავიაბაზა - Су-24M, Су-24MP (მონჩეგორსკი).
- 6965-ე ავიაბაზა - Ми-8, Ми-24 (ვიაზმა).
- მე-7000 ავიაბაზა - Су-24M, Су-24MP, Су-34 (ვორონეჟი).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-9 ბრიგადა (ნოვოსიბირსკი).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-10 ბრიგადა (ჩიტა).
- 6979-ე ავიაბაზა - МиГ-31 (კანსკი).
- 6980-ე ავიაბაზა - Су-24M (ჩელიაბინსკი).
- 6982-ე ავიაბაზა - МиГ-29 (დომნა).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-11 ბრიგადა (კომსომოლსკი ამურზე).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-12 ბრიგადა (ვლადივოსტოკი).
- 6983-ე ავიაბაზა - Су-25, Ми-8, Ми-24 (ვოზდვიჟენკა).
- 6987-ე ავიაბაზა - Су-27СМ (დზემგი).
- 6988-ე ავიაბაზა - Су-24M, Су-24M2, Су-24MP (ხურბა).
- 6989-ე ავიაბაზა - Су-27СМ (ცენტრალური უგლოვაია).
- 265-ე სატრანსპორტო ავიაბაზა (ხაბაროვსკი).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-7 ბრიგადა (როსტოვი დონზე).
- საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მე-8 ბრიგადა (ეკატერინბურგი).
- 6970-ე ავიაბაზა - Су-24M (მოროზოვსკი).
- 6971-ე ავიაბაზა - Су-25СМ, Ми-8, Ми-24, Ми-28 (ბუდიონოვსკი).
- 6972-ე ავიაბაზა (კრიმსკი).
- 6974-ე ავიაბაზა - Ми-8, Ми-24, Ми-28 (კორენევსკი).
- 6977-ე ავიაბაზა - МиГ-31 (პერმი).
- 999-ე ავიაბაზა - Су-25, Су-27, Ми-8 (კანტი).
- 229-ე სატრანსპორტო ავიაბაზა (როსტოვი დონზე).
- 6955-ე ავიაბაზა - Ил-76 (ტვერი).
- 6956-ე ავიაბაზა - Ил-76 (ორენბურგი).
- 6958-ე ავიაბაზა - Ил-76 (ტაგანროგი).
- 6985-ე ავიაბაზა - Ил-76 (ფსკოვი).
- 6950-ე ავიაბზა - Ту-22М3, Ту-95МС, Ту-160 (ენგელსი).
- 6952-ე ავიაბზა - Ту-95МС (უკრაინკა).
- 6953-ე ავიაბზა - Ту-22М3 (სრედნი).
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ავიაციის ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკა*
- 2003-2008 წლებში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს გადაეცა 55 მოდერნიზირებული Су-27СМ.
- 2007-2009 წლები - 30 ცალი მოდერნიზირებული Су-24М2
- 2008-2011 წლებში - 15 ცალი Су-34.
- 2008-2011 წლებში - ხდება МиГ-31-ების გეგმიური მოდერნიზაცია (რაოდენობა უცნობია).
- 2010 წელი - 4 ცალი ახალი Су-30М2
- 2011 წლები - 12 ახლად აგებული Су-27СМ3.
- 2006-2011 წლები - მოდერნიზირებული 40 ცალი Су-25СМ
- 2011-2012 წლები - მოდერნიზირებული Су-25УБМ (რაოდენობა უცნობია).
- 2009 წელი - 28 ცალი МиГ-29СМТ და 6 ცალი МиГ-29УБТ (ალჟირის კონტრაქტიდან).
- 2010-2011 წლები - 12 ცალი ახალი Як-130 (2011 წლიდან დამატებით 55 ცალის იქნა შეკვეთილი).
- 2011 წელი - 1 ცალი მოდერნიზირებული А-50У (2012 წელს დაგეგმილია კიდევ ერთის გადაცემა).
- 2004-2007 წლები - 28 ცალი მოდერნიზიზრებული Ми-24ПН.
- 2009-2011 წლები - 36 ცალი ახალი Ми-28Н.
- 2009-2011 წლები - 19 ცალი ახალი Ка-52.
- 2011 წელი - 4 ცალი ახალი Ми-35М (2015 წლამდე მიწოდებული იქნება დამატებით 18 ცალი).
- 2011 წელი - 4 ცალი ახალი Ми-26.
- 2009-2011 წლები - 25-ზე მეტი ახალი Ми-8АМТШ.
- 2009-2011 წლები - 14-ზე მეტი ახალი Ансат-У.
- 2012 წელი - 2 ცალი ახალი Ка-252РЛД (Ка-31Р).
2010-2015 წლებში დაგეგმილია სამხედრო-საჰაერო და საარმიო ავიაციისთვის 500 ერთეული თვითმფრინავის და ვერტმფრენის მიწოდება, რაც მათ მოძველებულ პარკს 30%-ით განაახლებს, ხოლო 2020 წლისათვის ეს მაჩვენებელი 80% უნდა გაიზარდოს. ასევე გაიზარდა რუსეთის სამხედრო, საზღვაო და საარმიო ავიაციის პილოტების ფრენის წლიური საათები (საშუალოდ 100 საათი), რაც მათი მომზადების ხარისხს საგრძნობლად ამაღლებს.
* - სია ღია წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი და არა სრულია.
რუსეთის საარმიო ავიაციის საიერიშო ვერტმფრენი Ка-52