რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვები ვებ გვერდზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტენდერი მედესანტეთა საბრძოლო მანქანის მოდერნიზაციის შესახებ. ბოლო ინფრომაციით ტენდერი ვოლგოგრადის ტრაქტორმშენმა ქარხანამ მოიგო. ტენდერის თანახმად მოდერნიზაცია უნდა ჩაუტარდეს 135 საბრძოლო მანქანას, მანქანები БМД-1-დან გადაკეთდება
БМД-2К და БМД-2 მოდელებად.
БМД-2К და БМД-2К უნდა უზრუნველყონ რესურსი, რომელიც დადგენილია საგარანტიო გამომუშავების მიხედვით (3000 კილომეტრი გარბენი და 500 საათი ძრავის მუშაობა), გარანტირებული ექსპულატაციის ვადები (5 წელი) ან გარანტირებული გამომუშავების ვადებში 5 დესანტირება.
БМД-2 ძველ ვერსიებთან შედარებით მოდერნიზირებული მანქანები განსხვავდება ახალი რადიოსადგური Р-168-25У-2 და შეიარაღების სტაბილიზატორი 2Э36-6 არსებობით
БМД-1-ის გადაკეთების ეტაპები - დაშლიდან საბოლოო პროდუქტამდე
წყარო:
No comments:
Post a Comment