Saturday, May 25, 2019

აშშ-ს ავიაციის F-35A-ს რაოდენობამ F-22A-ს რაოდენობას გადააჭარბა

წინა დღეებში აშშ-ს საჰაერო ძალებს 196-ე F-35A გდაეცა, ამგვარად მათ F-22A-ს მთლიან რაოდენობას გადააჭარბეს


წყარო - F-35 Lightning II


P.S. საინტერესოა თუ როგორ ბარდება წარსულ ამერიკული მე-4 თაობის გამანადგურებლები - დროებით ღირსეული მოწინააღმდეგის არ არსებობის გამო კი გაიწელა თაობათა ცვლა დროში, მაგრამ მაინც შეუქცევადი პროცესია. დღეს ამერიკას უფრო მეტი მე-5 თაობის გამანადგურებელი ყავს ვიდრე რუსეთს მთლიანად ახალი გამანადგურებლები.

Friday, May 24, 2019

F-15EX და F-35A საბრძოლო მისიებზე უპილოტოების გვერდი-გვერდ იფრენენ

აშშ-ში იკვლევენ თუ როგორ მართონ უპილოტო საფრენი აპარატები ისეთი უახლესი გამანადგურებლებიდან, როგორებიცაა Lockheed Martin F-35 და Boeing F-15EX. უპილოტოები მეწინავე მზვერავებად იქნება გამოყენებული - განახორციელებენ საჰაერო სივრცის საკნიერებას და საფრთხეების აღმოჩენას. პროგრამა ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს საჰაერო ძალების ხელოვნურ ინტელექტს Skyborg-ს და უახლეს უპილოტო საფრენ აპარატ XQ-58A Valkyrie-ს.



ამ კონცეფციის თანახმად - F-35A Block-4 და F-15EX სპეციალური საბორტე აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით უნდა აღიჭურვოს, რაც მათ რამდენიმე უპილოტოს ერთდროულად მართვის შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ უპილოტოს მეწინავე მეთვალთვალედ გამოყენების შემთხვევაში, პილოტირებად გამანადგურებელს რადარი გამორთული ექნება, რაც მის აღმოჩენასა და განადგურებას საგრძნობლად გაართულებს, და როგორც კი უპილოტო აღმოაჩენს სამიზნეს, პილოტის მის მიმართულებით რაკეტას გაუშვებს.

აშშ-ს საჰაერო ძალების თანახმად ფრთოსანი უპილოტოს როლში კომპანია Kratos Defense-ს უპილოტო XQ-58A Valkyrie იქნება გამოყენებული, რომელიც საჰაერო ძალების ხელოვნური ინტელექტით -  Skyborg-ით იქნება აღჭურვილი.

Skyborg-ი ეს მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც შეუძლია იყოს როგორც პილოტირებადი გამანადგურებლის დამხმარე პროგრამა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატის ინტელექტუალური მართვის პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში მას შეეძლება შეასრულოს ან პილოტირებადი გამანადგურებლის უპილოტოს მმართველი მეორე პილოტის როლი, ან კიდევ იყოს უპილოტო XQ-58-ის საბორტე ინტელექტი საბრძოლო მისიაში.

მეწინმავე მეთვალთვალის კონცეფცია საკმაოდ საინტერესოა. როგორც ინტერნეტში გავრცელებული წყაროებიდან ხდება ცნობილი - საჰაერო ძალებს, რადარებითა და რაკეტებით აღჭურვილი ოთხი პილოტირებადი გამანადგურებლის ფორმაციიდან, შეუძლიათ პილოტირებადი და უპილოტო ოთხი საფრენი აპარატის ფორმაციაზე გადავიდეს, სადაც ერთი იქნება რაკეტებითა და რადარებით აღჭურვილი პილოტირებადი, ხოლო სამი კიდევ უპილოო საფრენი აპარატი. მაშტაბის გაზრდის შემთხვევაში ოთხი პილოტირებადი გამანადგურებელი 12 უპილოტოს მართვას შესძლებს. ეს ყველაფერი აშშ-ს საჰაერო ძალებს, პილოტების რაოდენობის გაზრდის გარეშე, ჰაერში უფრო მეტი საფრენი აპარატის აწევის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული კონცეფციის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე:

XQ-58 მაღალი ქვებგერითი სიჩქარეებით დაფრინავს და ასევე შეუძლია 500 ფუნტიანი მარგი დატვირთვით 1500 მილის დაფარვა. რა თქმა უნდა საჰაერო ძალები ამ მარგ დატვირთვაში რადარსა და ინფრაწითელი სენსორს განიხილავენ, მაგრამ როგორც კი შემუშავებული იქნება ადამიანებზე ცეცხლის გახსნის ეთიკური ინტელექტი (თუ საერთოდ როდესმე მოხდა მისი შემუშავება), მარგი დატვირთვა რა თქმა უნდა შეიცვლება ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა შეიარაღებით. 

აღსანიშნავია, რომ გამანადგურებლებისა და უპილოტოების კომბინაცია ფრენისთვის 2023 წელს იქნება მზად. სწორედ ამ წელს მწარმოებელი ქარხნის კონვეერზე Block-4 დონემდე მოდერნიზირებული პირველი F-35-ები იქნება გამოშვებული, რომელთა საბორტე აპარატურა პილოტს უპილოტოებთან ინტეგრირებულად მოქმედების საშუალებს მისცემს.

M4 Sherman-ის ამერიკელი ტანკისტების საუბედურო აპგრეიდი

საინტერესო ფოტოსურათი, რომელიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომისა და ჯავშანტექნიკის მთავარმა ისტორიკოსმა და ექსპერტმა, სტივენ ზალოგამ აღმოაჩინა (ზალოგამ კარგად იცის რუსული და ხშირად დადის რუსეთში არქვიების შესასწავლად). ფოტოზე ასახულია M4, რომელიც 1944 წლის დეკემბერში არდენებში Königstiger-მა გაანადგურა ბორტში მოხვედრით. საინტერესო ამ ფოტოში ტანკის ბორტზე მიდუღებული დამატებითი ჯავშანსექციებია, რომლებიც ზუსტად საბრძოლო მარაგის განთავსების ადგილზეა დამონტაჟებული - და სწორედ ეს სექციები გახდა გერმანელი ტანკისტებისთვის იმის მანიშნებელი თუ სად უნდა ესროლათ. აი ასეთი უფასო და თვითნაკეთი მოდიფიკაცია შესთავაზეს ამერიკელებმა გერმანელებს და იმის მაგალითი, რომ მანდ უმიზნებდნენ და ახვედრებდნენ სწორედ ფოტოზეა ასახული.

უკრაინამ თურქეთში ლაზერით მართვადი რაკეტებისგან დაცვის სისტემები შეიძინა

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით თურქეთში მიმდინარე თავდაცვითი ტექნოლოგიების გამოფენა IDEF-2019-ზე, უკრაინულმა მხარემ ლაზერით მართვადი რაკეტებისგან ჯავშანტექნიკის დაცვის 90 ცალი კომპლექტი შეიძინა.


უკრაინულმა მხარემ ხელშეკრულება ანკარაში მდებარე თურქულ კომპანია Nero industries-თან გააფორმა. კომპანიის საიტზე ლაზერული სენსორისა და საკვამლე ფარდის დამყენებელი სისტემის შესახებ შემდეგი ინფორმაცია იძებნება:


როგორც ჩანს კომპლექსი შეიძლება ორნაირად დაკომპლექტდეს და აღიჭურვოს ან 360 ან 180 გრადუსიანი ლაზერული დეტექტორებით. სხვა მხრივ შესრულება არ განსხვავდება - ტანკზე ყენდება საკვამლე მორტირები და სისტემის მართვის პანელი.

P.S. ისე საინტერესოა თვითონ უკრაინული КОЕП Варта რატო არ შეიძინეს. წარმოების პრობლემა თუ დაბალი ეფექტურობა?

უკრაინული ელექტრო-ოპტიკური ხარვეზების კომლექს Варта-თი აღჭურვილი ძირითადი საბრძოლო ტანკი БМ Оплот

Thursday, May 23, 2019

აშშ-ს არმიის მე-8 საკავალერიო პოლკს პირველი M1A2C (M1A2 SEP v.3) გადაეცა

ფორტ ჰუდი (FORT HOOD), ტეხასი - აშშ-ს არმიის "რკინის ცხენის" ("Iron Horse") ბრიგადის მე-8 საკავალერიო პოლკის, მე-2 ბატალიონის ჯარისკაცები ველზე Abrams-ის უახლესი ვერსიის - M1A2C (M1A2 SEP v.3)-ის გამოცდებს ახორციელებენ. ქვედანაყოფი დღემდე M1A2 SEP v.2-ით იყო აღჭურვილი, ეს უკანასკნელი პირველად 2005 წელს წარადგინეს. 2011 წელს არმიამ ტანკის მოდერნიზაციის აუცილებლობა აღიარა და მის გასაუმჯობესებლად ახალ ტექნოლოგიებზე დაიწყო მუშაობა. 



მოდერნიუზირებულმა M1A2C-მ აშშ-ს არმიაში მცირედი განახლებებით მომდევნო ათწლეული უნდა იმსახუროს და თუ აუცილებელი გახდება ტანკების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსება, მაშინ სახმელეთო კონფლიქტში M1A2 აშშ-ს არმიის  ყველაზე ძლიერი იარაღი იქნება.

ტანკის ბოლო ვერსიაში გამოსწორებულია წინა ვერსიის პრობლემები ისეთ საკითხებში, როგორებიცაა - სივრცე, წონა და სიმძლავრე. გაზრდილ გადარჩენადობასთან ერთად Abrams M1A2 SEPv3-ს შეუძლია შეითავსოს ნებისმიერი ისეთი მომწიფებული ტექნოლოგია, რომელსაც არმია ოპერატიულად ჩათვლის საჭიროდ. გაუმჯობესება შეეხო ენერგოეკონომიურობას, მართვას, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვას, ჩაშენებულ სასწავლო ფუნქციებსა და ჭურვებისთვის გასროლის შემდეგ ინფორმაციის გადაცემის არხს. ეს Abrams-ის ყველაზე საიმედო მოდიფიკაციაა, ის ამცირებს არმიის მატერიალურ-ტექნიკურ ტვირთს და გაყავს არმია საწარმოო დონის მომსახურებასა და მომარაგებაზე.

თემატური სტატიები აღნიშნული ტანკის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმჯულებზე:


მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ტანკების როლი ბრძოლის ველზე არ შემცირებულა. საფრთხე თანაბარი კონკურენტებისგან, ტრადიციული, ასიმეტრიული და ახალი საფრთხეები, როგორებიცაა - კიბერ, გადასატანი ელექტროაპარატურა, ტაქტიკური დრონები და ფართოდ გავრცელებული რადიოელექტრონული ხარვეზები (მაგალითად GPS-ის ჩახშობა ან მოტყუება), განაგრძობს ამერიკული არმიის გამოწვევას. ამას გარდა ძველი საფრთხეები, როგორიცაა - მაღალტექნოლოგიური ტსმრ-ები, იწვევს ტანკის გაუმჯობესების და მოდერნიზაციის აუცილებლობას.


Wednesday, May 22, 2019

Textron Systems-მა აშშ-ს არმიას ახალი თაობის ავტომატური იარაღი გადასცა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

კომპანია Textron Systems-ის ტელესკოპური 6,5 მილიმეტრიანი ვაზნების მქონე მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-AR


25 მარტს, კომპანია Textron Systems-მა აშშ-ს არმიის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სარდლობასა (U.S. Army Combat Capabilities Development Command - CCDC) და ცეცხლსასროლი იარაღის პროგრამებისა და შეიაღაღების გაერთიანებულ სამსახურს (Armaments Center and Joint Services Small Arms Program - JSSAP) ახალი თაობის ავტომატური ცეცხლსაროლი სისტემის სადემონსტრაციო ნიმუში გადასცა. ავტომატური შაშხანის პროტოტიპი, რომელიც გამოცდილ ტელესკოპურ (Cased-Telescoped - CT) ტექნოლოგიას ეფუძნება, Textron Systems-ის მიერ წარსადგენი ხუთი სადემონსტრაციო პროტოტიპიდან პირველია.

წყარო - TEXTRON SYSTEMS DELIVERS NEXT-GENERATION SQUAD WEAPON TECHNOLOGY DEMONSTRATOR

Textron Systems-ის მიერ შეთავაზებული ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღი აშშ-ს მომავლის ჯარისკაცის პროგრამაში ღებულობს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში შეიარაღებაზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესაცვლელად პროექტი NGSW იქნა წამოწყებული. ახალი იარაღი გაცილებით მსუბუქი და ეფექტური უნდა იყოს - მას უნდა შეეძლოს გაზრდილ დისტანციაზე მუშაობა და ამავდროულად როგორც საბრძოლო მარაგის, ასევე თვითონ კომპლექსის შემცირებული წონით უნდა ხასიათდებოდეს.

პროექტ NGSW-ს შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Tuesday, May 21, 2019

სსსტც "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა სამხედრო სიმულაციურ თამაშზე (ნაწილი მე-2)


შაბათს, 18 მაისს, სსსტც "დელტა"-ს ორგანიზებით საბრძოლო-სიმულაციური ღონისძიების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი (ინფიორმაცია იხილეთ ბმულზე - სსსტც "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა სამხედრო სიმულაციურ თამაშზე). ამჯერად წარმოგიდგენთ სსსტც "დელტა"-ს პრესსამსახურის მიერ გადაღებულ ფოტომასალას.