Showing posts with label მეორე მსოფლიო ომი. Show all posts
Showing posts with label მეორე მსოფლიო ომი. Show all posts

Friday, September 20, 2019

მეორე მსოფლიო ომის უცნობი იაპონური ზცრს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ავსტრალიის ომის ხსოვნის ვებ გვერდზე საკმაოდ საინტერესო საარქივო ვიდეო მასალა იქნა განთავსებული. ვიდეო 1946-1952 წლებში იაპონიაში ბაზირებული ბრიტანეთის თანამეგობრობის საოკუპაციო ძალების წევრის, ავსტრალიელი ბრიგადის გენერლის, ჯონ ო'ბრიენის, მიერაა გადაღებული.  გენერალი 1945-46 წლებში იაპონიაში ავსტრალიის მეცნიერულ მისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1946-51 წლებში მოკავშირე ქვეყნების უმაღლესი სარდლობის სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო.


ვიდეოზე ამერიკული B-29-ების მიერ მიწასთან გასწორებული ოსაკას არსენალია ასახული (იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო საწარმოო).

ვიდეოზე ორი საინტერესო მომენტი იქნა შემჩნეული:

  • 54 წამზე სავარაუდოდ გერმანული 6 ლულიანი ნაღმტყორცნი "Nebelwerfer"-ია ასახული
  • 59 წამზე უცნობი 20 ლულიანი ზალპური ცეცხლის სისტემას ვხედავთ


როგორც ჩანს იაპონლები გერმანული ტექნოლოგიების და ლიცენზიის გამოყენებით აწარმოებდნენ გერმანულ და საკუთარ ზცრს-ებს. საინტერესო იქნება ამ მეორე დანადგარის შესახებ დეტალების გაგება.

Monday, September 2, 2019

მეორე მსოფლიო ომის 80 წლის მემორიალური ღონისძიებები პოლონეთში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


პოლონეთში, ვესტერპლატტეს ნახევარკუნძულზე და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ველიუნში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.


1939 წლის 1 სექტემბერს დილის 4:45 საათზე სწორედ ეს ორი ადგილი გახდა პირველი გერმანული სამიზნე. გერმანულმა კრეისერმა "Schleswig-Holstein"-მა ზღვიდან ცეცხლი გაიუხსა ვესტერპლატტეში მდებარე პოლონურ სამხედრო-სატრანზიტო საწყობს. ეს გარნიზონი ჰიტლერის ჯარების იერიშებს 7 დღე იგერიებდა, რის შემდეგაც კაპიტულირება მოახდინა.

ქალაქ ველიუნზე, ნახევარკუნძულზე თავდასხმისმ პარალელურად, საავიაციო იერიში განხორციელდა, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

წელს ველიუნს აღნიშნულ ღონისძიებაზე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ესტუმრა. მას თან ახლდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა. პრეზიენდეტბი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ავიადაბომბვის შედეგად განადგურებული სინაგოგის მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკამ, პოლონეთის არმიის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ვესტერპლატტეში მდებარე პოლონელი ჯარისკაცების სასაფლაო.
თვითონ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიების ძირითადი ნაწილი ვარშავაში განხორციელდა. წელს ეს ღონისძიება დედაქალაქში იყო დაგეგმილი, რადგანაც მასში მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტერამპი, გეგმავდა. თუმცა ტრამპმა ფლორიდის სანაპიროებტან მოახლოებული ქარიშხლის "დორიანის" მიზეზით ვიზიტი გადადო და მის მაგივრად პოლონეთს ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი, ეწვია.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს, რომელზეც მიწერილი იყო სიტყვები "ხსოვნა და სიფრთხილე". ეს სიტყვები ასევე მიწერილი იქნება ზარზე, რომელიც ამ ღონისძიებებისთვის სპეციალურად იქნა დამზადებული. ზარი ქალაქ ველიუნს აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მემორიალურ ღონისძიებაზე მიწვეულოი არ იქნა რუსული დელეგაცია, ამის მიზეზად პოლონეთმა დაასახელა ის, რომ რუსეთი არაა გაწევრიანებული არცერთ პოლონეთისთვის მეგობრულ კავშირში (NATO, ევროკავშირი და "აღმოსავლეთის პარტნიორობა"). რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანის, დიმიტრი პესკოვის, განცხადების თანახმად - მეორე მსოფლიო ომისთვის მიძღვნილი არცერთინ ღონისძიება არ იქნება სრულყოფილი რუსების მონაწილეობის გარეშე.

 

Tuesday, June 25, 2019

გერმანიაში მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა


ქალაქ Ahlbach-ის (ცენტრალურ გერმანია) მცხოვრებლები ღამის 4 საათზე აფეთქებამ და ვიბრაციამ გააღვიძა. დილით ქალაქი მახლობლად, სიმინდის ყანაში, პოლიციამ 10 მეტრი დიამეტრისა და 4 მეტრი სიღრმის კრატერი აღმოაჩინა. როგორც ვარაუდობენ აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დრო ჩამოგდებული ბომბის სპონტანურმა დეტონაციამ გამოიწვია.



აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, პილიციის განცხადების თანახმად - ამფეთქებელ-ინჟინრებს, სხვა ფაქტორების გარდა, თვითონ კრატერის ფორმაც მიანიშნა იმაზე, რო ეს ბომბი იყო.

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის შემდეგაც კი პოულობენ აუფეთქებელ ბომბებსა და ჭურვებს.


Friday, June 7, 2019

იმპერიის ინტერესებს შეწირული კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია - ქართველი პატრიოტის ავტობიოგრაფია

მიხეილ ნატროშვილი - დაიბადა პირველი მსოფლიო ომის დროს, ომობდა მეორე მსოფლიო ომში ჯერ საბჭოთა და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის მახრეს. ომის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებისას დააკავეს და ციმბირში გადაასახლეს.

ავტორი ავტობიოგრაფიაში გვიყვება ცხოვრბის განვლილი გზის შესახებ - გლეხკაცობა, სამხედრო სამსახური, ომი, უერთიერთობები, სამშობლოში დაბრუნება. წიგნის გადმოსაწერი ბმული სტატიის ბოლოსაა მითითებული:

წიგნი უკვე ამობეჭდვის პროცესშია - აუცილებლად წასაკითხია.




Friday, May 24, 2019

M4 Sherman-ის ამერიკელი ტანკისტების საუბედურო აპგრეიდი

საინტერესო ფოტოსურათი, რომელიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომისა და ჯავშანტექნიკის მთავარმა ისტორიკოსმა და ექსპერტმა, სტივენ ზალოგამ აღმოაჩინა (ზალოგამ კარგად იცის რუსული და ხშირად დადის რუსეთში არქვიების შესასწავლად). ფოტოზე ასახულია M4, რომელიც 1944 წლის დეკემბერში არდენებში Königstiger-მა გაანადგურა ბორტში მოხვედრით. საინტერესო ამ ფოტოში ტანკის ბორტზე მიდუღებული დამატებითი ჯავშანსექციებია, რომლებიც ზუსტად საბრძოლო მარაგის განთავსების ადგილზეა დამონტაჟებული - და სწორედ ეს სექციები გახდა გერმანელი ტანკისტებისთვის იმის მანიშნებელი თუ სად უნდა ესროლათ. აი ასეთი უფასო და თვითნაკეთი მოდიფიკაცია შესთავაზეს ამერიკელებმა გერმანელებს და იმის მაგალითი, რომ მანდ უმიზნებდნენ და ახვედრებდნენ სწორედ ფოტოზეა ასახული.

Thursday, March 7, 2019

M26 Pershing vs. Panther - კიოლნის ცნობილი დუელი (ვიდეო)


ზუსტად 74 წლის წინ, 1945 წლის 6 მარტს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მოხდა ცნობილი სატანკო დუელი, რომელიც მოიერიშე ამერიკულ ძალებზე მიმაგრებულმა რეპორტიორმა დეტალურად გადაიღო ვიდეოფირზე. შემდეგში ეს შერკინება შემონახული მდიდარი ვიდეო და ფოტომატერიალების გამო ცნობილი გახდა როგორც "კიოლნის სატანკო დუელი".


შეტაკებაში მონაწილეობა მიიღო იმ დროისთვის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა ტანკმა M26 Pershig-მა - მასთან ერთად ბრძლაში ასევე მონაწილეობდა ორი M4 Sherman-ი.

კაპიტან კელნერის Sherman-ი გერმანული Panther-ის მიერ იქნა განადგურებული - ამერიკულმა ტანკმა ზეზდიზედ ორი მოხვედრა მიიღო. ტანკიდან სამმა ტანკისტმა მოახერხა ამოსვლა, აქედან ორი გადარჩა.

მეორე Sherman-ის ეკიპაჟმა, იმის მაგივრად რომ გერმანელების წინააღმდეგ, რომლებიც ცეცხლს აწარმოებდნენ მათი მიმართულებით, ბრძლაში ჩართულიყო, მიატოვა მანქანა და ცეცხლმოკიდებული მეწინავე Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად გაემართა.

ამერიკელი ტანკისტები განადგურებული Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად მიემართებიან

ამასობაში გერმანული Panther-ა ანდრეასკოლსტერის კუთხესთან მივიდა და მათი ტანკიც გაანადგურა. მეორე Sherman-ის ეკიპაჟისა და ასევე გერმანული Panther-ას მოქმედებები დღესაც დისკუსიის თემაა.

ბრძოლის რუქა

შემდეგში მარსელენშტრასეს კუთხესათან მოსულმა Pershing-მა ცეცხლი გაუხსნა გერმანულ ტანკს. მოხვედრების შედეგად Panthera-ს კოშკურა დაუზიანდა, საბრძოლო მარაგი მესამე მოხვედრის შემდეგ აალდა. გერმანულმა ეკიპაჟმა მოახერხა ტანკის დატოვება, თუმცაღა საღამოს ყველანი ამერიკელების ტყვეობაში აღმოჩდნენ.

Pershing-ის ეკიპაჟი განადგურებული Panther-ას ფონზე

განადგურებული Sherman-ის მძღოლ მექანიკოსი 

აშშ-ს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლი - კაპრალი ლუთერ ე. ბოგერი კიოლნის საკათედრო ტაძართან განადგურებული გერმანული Panthera-ს წინ განთავსებულ გამაფრთხილებელ წარწერას კითხულობს


Saturday, February 23, 2019

დღის ფოტო - ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვენეციის ქუჩებში

აშშ-ს არმიის ამფიბირუი DUKW ვენეციის ქუჩებში - მეორე მსოფლიო ომი, 1944 წელი
 DUKW Amphibious 2 1/2 Ton 6x6 Trucks in Venice, Italy, during World War II

Thursday, August 31, 2017

ჰენრიხ სევერლო - ომაჰა ბიჩის მხეცი


ჰენრიხ სევერლო 1942 წელს გაიწვიეს ჯარში, ის ჯერ საფრანგეთში მოხვდა, საიდანაც შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს, მსახურობდა მძღოლად. ომის ბოლოს წლებში ის დასაჯეს და გადაიყვანეს ნორმანდიაში, სწორედ აქ მოხდა მისი "ცნობილი"ისტორია.


1944 წლის 6 ივნისს, მეკავშირეების დესანტის ნორმანდიაში გადმოსხდომის მომენტში, ის  „Easy Red“-ის გადმოსხდომის ზონაში, ზღვის ნაპირას მდებარე საყრდენი პუნქტი 62-ის (Widerstandsnest 62) პოზიაციაზე იმყოფებოდა. და სანამ ბუნკერში მყოფი ოფიცერი არტილერიის ცეცხლის კორექტირებას ახორციელებდა, ჰენრიხი MG42-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან მარტოდმარტო აწარმოებდა ცეცხლს (ამას გარდა მას თან ჰქონდა 98К ტიპის ორი ცალი კარაბინი). ბრძანებას "ნებისმიერი საშუალებით გადაეყარა ნაპირიდან ამერიკელები" ის პირნათლად ასრულებდა.


15:00 საათისთვის მანდ დახარჯა ტყვიამფრქვევის არსენალში არსებული ყველა 12 000 ტყვია და ზედ კარაბინის 400 ტყვიაც მიყოლა. რის შემდეგაც უკან გაცოცდა, დაიჭრა და მომდევნო დღეს ტყვედ ჩავარდა. ტყვეიობაში ჰენრიხმა ჭკუა იხმარა და თავისი მეტყვიამფრქვევეობის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა, რადგანაც იმ დღეს ბევრი ამერიკელი გაისტუმრა იმქვეყნად.

მომდევნო დღეს მანდ შეიტყო რომ, მისი სახელი ქვეყანაში ძალიან ცნობილი გახდა და მას "ომაჰს მხეცი" (The Beast of Omaha) უწოდეს, რომელმაც თავის სექტორში 2000-ზე მეტი ამერიკელი დაჭრა ან მოკლა (სხვადასხვა წყაროებში მონაცემები 2500-3000 კაცამდე მერყეობს).

ტყვეობაში მანდ დიდი ხანი გაატარა. დაბრუნების შემდეგ სოფლის მეურნეობით დაკავდა.

შურისძიების შიშით ჰენრიხი 40 წლის მანძილზე არ ამხელდა რომ თვითონ ეკავა ის ლეგენდარული 62-ე საყრდენი წერტილი და რომ სწორედ მან 12 000 ტყვიით დახვრიტა ორიათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი.

40 წლის შემდეგ, მან იპოვა ამერიკელი ჯარისკაცი დევიდ სილვა, რომელიც იმ ბრძოლაში მუცელში იქნა დაჭრილი. დევიდმა იმ დღეს ფიცი დადო, თუ გადარჩებოდა მღვდელი გახდებოდა. დევიდი დღესაც ამერიკულ არმიაში კაპელანად მსახურობს.

საბოლოოდ ეს ორნი დამეგობრდნენ. ჰენრიხი რამდენჯერმე მონაწილეობდა ნორმანდიაში დესანტის გადმოსხმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ესაუბრა ისტორიკოსებს, დაწერა მოგონებები.


ამერიკელი ვეტერანი მასზე ნაწყენი არ იყო, რადგანაც ესმოდა, რომ იმ დღეს ის უბრალოდ მეტყვიამფრქვევედ "მუშაობდა".

სამაგიეროდ თანამედროვე გერმანიის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ომისშემდგომმა თაობამ, ჰენრიხი სასტიკად გააკრიტიკა.

Tuesday, June 6, 2017

გერმანული Tiger-ის ინტერიერი

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Tiger-ის ინტერიერი - ბევრ თანამედროვე ტანკს შეშურდება