Friday, April 28, 2017

რუსეთის არმია უკრაინულ МТ-ЛБ-ს რუსული БТ-3Ф-ით ჩანაცვლებას გეგმავს

რუსეთის თავდაცის სამინისტრო საცდელი ექსპულატაციისთვის ჯავშანტრანსპორტიორ БТ-3Ф-ის პარტიის შესყიდვას გეგმავს- განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმა.
დღეს რუსეთის არმიის შეიარაღებაზე დიდი რაოდენობით უკრაინაში წარმოებული ჯავშანტრანსპორტიორი МТ-ЛБ იმყიფება. БТ-3Ф უკრაინული მანქანების შეცვლის მიზნით იქნა შემუშავებული.


წყარო:

დღის ფოტო - Eurofighter Typhoon-ი ისლანდიის ყინულებში

 უბრალოდ ლამაზი ფოტო - იტალიური გამანადგურებლები ისლანდიის ყინულებში
ფოტოს წყარო - www.eurofighter.com

Monday, April 24, 2017

„ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა vol3

ერთი ამონარიდი ბლოგის ერთგული მკითხველებისთვის უკვე ცნობილი წიგნიდან (პირველი ორი ნაწილი შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ - აქ „ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა და აქ „ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა vol2) ამ ეპიზოდში ისევ და ისევ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმსა და მათ მიერ გაფუჭებულ საქმეს შევეხები:

ინდოჩინეთის მეორე ომის არცერთი ეპიზოდის შესახებ არ ლაპარაკკობდნენ და არ უჩვენებდნე იმდენ სისულელეს, რამდენსაც კე-სანის ბაზის ალყის შესახებ. ბრედსტუპმა ამ მოვლენას „დენ-ბენ-ფუს სინდრომი“ უწოდა. მეგაზეთეები და ტელევიზიონისტები ძალას არ იშურებდნენ რათა დაემტკიცებინათ ტაქტიკური მდგომარეობების მსგავსება და უწყვეტად წინასწარმეტყველებდნენ ბაზა კე-სანის ამერიკული გარნიზონის ტრაგიკულ დასასრულს. მსგავსება რა თქმა უნდა იყო. ორვიე შემთხვევაში ჩრდილოვიეტნამის არმიამ გარნიზონი ჭარბი ძალებით მოაქცია ალყაში და შეეძლო მათი საარტილერიო და სანაღმტყორცნო ცეცხლით დამუშავება. ისევე როგორც დენ-ბენ-ფუს ფრანგი დამცველები, ამერიკელებიც სრულიად საჰაერო მომარაგებაზე იყვნენ დამოკიდებულები.

კე-სანის ბაზის ხედი ზემოდან

მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორ შემთხვევას შორის სხვაობები, რომლებსაც მასმედიის წარმომადგენლები არ ითვალისწინებდნენ, უფრო წონიანი იყო ვიდრე მსგავსებები. დენ-ბენ-ფუში ორი ფაქტორი არსებობდა, რომლებმაც შედეგად სასიკვდილო გავლენა იქონიეს ფრანგებზე, ესენია - ზიაპის საარტილერიო და სანაღმტყორცნო უპირატესობა და საჰაერო ხიდის, რომლითაც დამცველები ყველა აუცილებელ ნივთს ირებდნენ, გადაჭრის შესაძლებლობა. ოპერატიული ბაზა კე-სანის ალყის დროს ზიაპს საცეცხლე ძალაში ოდანავადაც კი არ ჰქონდა უპირატესობა. საჰაერო და გარე არტილერიის კომბინირებულმა დარტყმებმა ვესტმორლენდს საცეცხლე ძალაში კოლოსალური უპირატესობა მისცა. ამას გარდა, ან კი ზიაპს შეეძლოს საგრძნობლად გაერთულებინა ალყაში მყოფი გარნიზონის საჰაერო მომარაგება, კომუნისტემა პრაკტიკაში რამე ამგავრი არ განახორციელეს.
მეორე ზღაპარი, რომელიც მასმედიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე კე-სანის გარშემო შექმნა, მდგომარეობდა იმაში რომ, ზიაპი საახალწლო იერიშის დროს კე-სანს განიხილავდა როგორც ყურადღების გადასატან მანევრს. ორივე მხრიდან კე-სანის ალყის დროს ჩართულ ძალათა შეფარდება ამ თეორიის სიმცდარეზე მეტყველებს. კე-სანის ალყისთვის, ზიაპმა უშუალოდ ორი დივიზია, 304 და 325C გამოიყვანა, ანუ დამხმარე ქვედანაყოფებთან ერთად სადღაც 20 ან 25 ათასი კაცი. ამას გარდა ზიაპს ამერიკელი საზღვაო ქვეითების ფორპოსტიდან დახმარების მანძილზე (მიახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით) კიდევ ორი დივიზია ეყენა, მთლიანი 320-ე და 324-ეს ნაწილი (დამატებით კიდევ 12-15 ათასი კაცი). ამის საწინააღმდეგოდ გარნიზონი, რომელიც საზღვაო ქვეითების ოთხი ბატალიონისგან და ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის გაძლიერებული 37-ე რეინჯერთა ბატალიონი იცავდა, სულ რაღაც 6000 კაცს ითვლიდა. გამოდის რომ, ზიაპმა 32-დან 40 ათას კაცამდე (თან საუკეთესოები) ჩართო ყურადღების გადასატან მანევრში, რათა ბრძოლით მხოლოდ 6000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ვიეტნამელი რეინჯერი შეებოჭა. და თუ კე-სანი კომუნისტებისთვის მართლა წარმოადგენდა იმას, რადაც მას ამერიკული მასმედიის შინნაზარდი სტრატეგები წარმოგვიდგენენ, მაშინ ისტორიაში ძნელად მოიძებნება ჯარების ასეთი დაუდევრად გამოყენების მეორე, ანალოგიური მაგალითი.
მაგრამ ამგვარი გამოთვლები შტაბის „სიახლეების შემქმნელებისთვის“ არადამაჯარებელია, ისინი აცხადებენ, რომ კე-სანში არსებული სიტუაციის გამო, მათთვის მხარდასაჭერად ადგილზე 20 000-დან 45 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იყო მიჯაჭვული. ეს სრული სისულელეა. I კორპუსის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ამერიკული ჯარები, კე-სანის გარნიზონისთვის მხარდაჭერას არ ახორციელებდნენ, ასევე არ გადაჰყავდათ რაიონში რეზერვები, ამის საწინააღმდეგოდ ისნი ბრძოლებს დემილიტარიზილებული ზონის გასწვრივ და მჭდიდროდ დასახლებულ სანაპიროზე ახორციელებდნენ.
პრესამ და ტელევიზიამ ასევე გააფუეს მესამე უკვდავი ზღაპარი იმის შესახებ, რომ თითქოსდა კე-სანთან ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა და რომ ამერიკელები მთელი მეორე ინდოჩინეთის ომის მსვლელობისას ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ. ფაქტიურად კიდევ საახალწლოს იერიშის დროს ჰიუესთვის, საიგონისთვის და სამხრეთ ვიეტნამის სხვა მრავალი დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლა კე-სანისგან განსხვავებით გაცილებით მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ამ ბაზისთვის ბრძოლებში 205 ამერიკელი დაიღუპა და 852 დაიჭრა, ანუ საშუალოდ დღეში სამი სამხედრო მოსამსახურე იღუპებოდა და თორმეტი იჭრებოდა. ჩვეულებრივ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე ანალოგიური ზომის ქვედანაყოფები გაცილებით მნიშვნელოვან დანაკარაგებს განიცდიან.
და ყველაზე მეტად მასმედია კე-სანის „ბედის დოლზე“ უბრახუნებდა. 1968 წლის 27 თებერვალ სწორედ იმ გადაცემაში, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯონსონმა თქვა, რომ ის მას საშუალო კლასად დაუჯდებოდა, უოლტერ კრონკაიტმა იწინასწარმეტყველა: „კე-სანის დაცემისთვისაა განწირული, რაც საშინელ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს და ამერიკელების პრესტიჟსა და მორალურ სულ დააზარალებს“. სხვა ანალიტიკოსები და რეპორტიორებიც ასევე რეკავდნენ დამკრძალავ ზარებს. სიმართლე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ კე-სანის გარნიზონისთვის არასოდეს არ არსებობდა დენ-ბენ-ფუს ბედის გაზიარების საფრთხე. არცერთი ოფიცერი, დაწყებული საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკ დევიდ. ე. ლაუნდსით, რომელიც ოპერატიულ ბაზაზე გარნიზონს მეთაურობდა და დამთავრებული თვით სარდალ ვესტმორლენდით, არანაირად არ ხედავდნენ ამგვარ საფრთხეს.
კე-სანის ბაზისთვის ბრძოლა ფაქტიურად 1967 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. სწორედ ამ დროს აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რომ ჩრდილო ვიეტნამის არმიის რამდენიმე დივიზიამ ჩრდილო ვიეტნამის სამხრეთი მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. დეკემბრის ბოლოს ამერიკული დაზვერვისთვის აშკარა გახდა, რომ დივიზიები, 325C და 304-ე, კე-სანის რაიონისკენ მიემართებოდნენ. ჩრდილოვიეტნამის არმიის 320-ე დივიზია და 324-ეს ერთი პოლკი პირველ ორ დივიზიას მხარდასაჭერ მანძილზე მოჰყვებოდნენ.
კე-სანის შემოგარენში პირველი შეხვედრა 2 იანვარს ღამით მოხდა, როდესაც საზღვაო ქვეითების პატრული ბაზა კე-სანის გარეთ მდებარე ერთ-ერთ ავანპოსტთან ჩრდილოვიეტნამელთა პატრულს გადააწყდა. საზღვაო ქვეითებმა მოწინააღმდეგის ექვის ჯარისკაციდან ხუთი მოკლეს. ეს საზღვაო ქვეითების პოზიციებზე რეკოგნოსირების ჩასატარებლად გაგზავნილი ჩრდილოევიეტნამელთა არმიის პოლკის მეთაური და მისი შტაბი აღმოჩნდა. სამხრეთ ვიეტნამისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის კომისიის დაზვერვის ოფიცრებმა და საზღვაო ქვეითების მე-3 ამფიბიური კორპუსის (III MAF) გენერალ კაშმენის შტაბში 20 იანვრისთვის უკვე იცოდნენ, რომ ზიაპმა კე-სანთან ჩრდილოვიეტნამის არმიის ორი დივიზია (325C და 304-ე) მიიზიდა. მეორე დღეს მე და III MAF-ის მეორე განყოფილების მეთაური, საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკი კენნეტ ჰაფტონი (მოგვიანებით მან გენერალ-მაიორის წოდებამდე იმსახურა), კე-სანზე ჩავედით და გარნიზონის მეთაურთან, აშშ-ს საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკ დევიდ ე. ლაუნდსომთან და მისი შტაბის რამოდენიმე ოფიცერთან ვისაუბრეთ. თავიდან პოლკოვნიკ ლაუნდსს, მიუხედავად დაზვერვის ინფორმაციისა, არ ეჯერა, რომ კე-სანი ჩრდილოვიეტნამელთა ორი დივიზიის ალყაში იყო. ის თვლიდა რომ მოწინააღმდეგე იქ, „გარეთა მხარეს“, არის, მაგრამ ის არ ვარაუდობდა, რომ ამხელა რაოდენობით იქნებოდა. როდესაც მე და ჰაფტონი კე-სანიდან უკვე გამოფრენას ვაპირებდით, ჩვენ ჩრდილოვიეტნამელი დეზერტირი ოფიცრის ჩაბარების შესახებ მოგვახსენეს. დაკითხვაზე მან უჩვენა, რომ 325C დივიზიაში მსახურობდა, რომელიც საზღვაო ქვეითების ავანპოსტებზე, 881N და 861-ზე, ღამით იერიშის განხორციელებას აპირებდა. დეზერტირმა ასევე თქვა, რომ კე-სანის გარშემო თავმოყრილია არა მარტო 325C, არამედ ჩრდილოვიეტნამის არმიის 304-ე დივიზიაც. ინფორმაციასთან გაცნობის შემდეგ, ლაუნდსი, მე და ჰაფტონს (ჩვენ უკვე თვითმფრინავიდან ჩამოსულები ვიყავით) მოგვიბრუნდა: „რას შემომთავაზებთ?“ ჩვენ, მე და ჰაფტონმა, გადავხედეთ კარვებს, გროვებად დაყრილ საწვავის კასრებსა და ტყვიაწამლის ყუთებს, სამეთაურო პუნქტს - ყველაფერი ზეზეურ, დაცვის გარეშე იყო განთავსებული - და ერთხმად წარმოვთქვით: „ნიჩბები მოიმარჯვეთ“.


და ინტერესისთვის ტექსტს კე-სანის ბრძოლების ფოტო მასალაც დავამატე.

Sunday, April 23, 2017

კანადის არმია თოვლში (ფოტოები)

კანადის არმიის მე-4 დივიზიის ქვედანაყოფები სწავლება "RUGGEDBEAR"-ში მონაწილეობის მომენტში. ალბერტას პროვინცია, უეინტრაიტის საწვრთნელი პოლიგონი. 2017 წლის 20 აპრილი




გერმანიის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტექნიკის ძირითადი სახეობების გამართულობა


გერმანულმა გამომცემლობა ZEIT ONLINE-მ თავის ვებ გვერდზე 2016 წელს გერმანიის არმიის ტექნიკის გამართულობის შესახებ რამოდენიმე საინტერესო გრაფიკი გამოაქვეყნა და ეს მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა.
ინფორმაციის თანახმად ბუნდესვერის გამართული ტექნიკის მდგომარეობა 30-70 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი გაფუჭებული ან დაზიანებულია და რემონტს ელოდება.

სატრანსპორტო თვითმფრინავი С-160 მწყობრში 29-იდან 18 ცალი (2014 წელს 43-იდან 21)
სატრანსპორტო თვითმფრინავი А400М მწყობრში 3-იდან 1 ცალი (2014 წელს არ იყო)

სატრანსპორტო ვერტმფრენი СН-53 მწოყბრში 42-დან 18 (2014 წელს 16-დან 7) 

გამანადგურებელი Tornado მწყობრში 74-დან 28 (2014 წელს 66-დან 36)

გამანადგურებელი Eurofighter მწყობრში 79-დან 41 (2014 წელს 42-დან 8)

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot მწყობრში 10-დან 6 (2014 წელს 12-დან 7)
ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2 მწყობრში 167-დან 132 (2014 წელს 232-დან 232)
თვითმავალი გაუბიცა Panzerhaubitze 2000 მწყობრში 61-დან 41 (2014 წელს 76-დან 76)
ქსმ SPz Puma მწყობრში 48-დან 23 (2014 წელს არ იყო)
ჯტრ GTK Boxer მწყობრში 142-დან 102 (2014 წელს 70-დან 70)
მოიერიშე ვერტმფრენი KHS Tiger მწყობრში 27-დან 12 (2014 წელს 10-დან 10)
სატრანსპორტო-რაბრძოლო ვერტმფრენი NH-90 მწყობრში 29-დან 9 (2014 წელს 8-დან 2)
წყალქვეშა ნავი 212 A მწყობრში 4-დან 2 (2014 წელს 1-დან 1)
ფრეგატები მწყობრში 7-დან 7 (2014 წელს 8-დან 7)
კორვეტები K 130 მწყობრში 4-დან 3 (2014 წელს 2-დან 2)
ვერტმფრენები Mk 88 Sea Lynx მწყობრში 18-დან 5 (2014 წელს 18-დან 0)
ვერტმფრენები Mk 41 Sea King მწყობრში 14-დან 4 (2014 წელს 15-დან 3)


წყარო:

მძიმე ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვის“ რემონტი 40 მილიარდი რუბლი დაჯდება


თავდაცვით წარმოებაში არსებულმა წყარომ, საინფორმაციო სააგენტო ТАСС გაუმხილა მძიმე ავიამზიდის, „ადმირალ კუზნეცოვის“ (Адмирал Кузнецов), რემონტთან დაკავშირებული დეტალები. „სექტემბერში „ზვიოზდოჩკა“ (Звездочка) ფლოტთან ხელს მოაწერს „ადმირალ კუზნეცოვის“ მოდერნიზაციის ელემენტების შემცველ რემონტის მეორე ეტაპს“ - განაცხადა წყარომ.
„ხელშეკრულების ფასი უკვე შეთანხმებულია - თანხა თითქმის 40 მილიარდ რუსულ რუბლს აღწევს. სამუშაოები იმავე თვეს, მურმანსკთან, როსლიაკოვოშო მდებარე 35-ე ხომალდასრემონტო ქარხანაში დაიწყება“ - დაამატა წყარომ და ასევე განმარტა, რომ რემონტის დასრულება 2020 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. ТАСС-ს არ გააჩნია აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება.
როგორც ცნობილია. ხომალდი „ადმირალი კუზნეცოვი“ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში ღებულობდა მონაწილეობას. ხომალდის გემბანიდან 400 საბრძოლო გაფრენა განხორციელდა. ეს საბრძოლო მივლინება რუსეთის ბიუჯეტს 10 მილიარდი რუსული რუბლი დაიჯდა.

წყარო: