пятница, 9 ноября 2018 г.

ახალი ჩინური სატანკო ჭურვები

ჩინეთში მიმდინარე სამხედრო გამოფენა Zhuhai-2018-ზე, წარმოდგენილი იქნა 125 მილიმეტრიანი სატანკო ჭურვების ახალი ნომენკლატურა. 


მარცხნიდან მარჯვნივ - რუსული სატანკო ტსმრ "Рефлекс"-ის ჩინური კლონი GP125, ქვეკალიბრული ფრთასხმული ჯავშანგამტანი გასროლა BTA4, კუმულაციური BTJ1, მსხვრევად ფუგასური BTE2 და უახლესი BTS8 PELE

ჭურვი PELE (გაზრდილი მეორადი ეფექტურობის ჭურვი) მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების წინააღმდეგ და დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად გამოიყენება. ჭურვი ფოლადის კორპუსისგან, პლასტიდის მუხტისგან და ცხვირა ბუნიკისგან შესდგება. მიზანში მოხვედრისას ჭურვი დეფორმირდება, პლასტიტის მუხტი კორპუსის მსხვრევას იწვევს, რითაც ჭურვის ტრაექტორიის მიმართულებით მოძრავი მრავალი ნამსხვრევი წარმოიქმნება.

კუმულაციური BTJ1-ის მიერ გამჭოლად გახვრეტილი 70 სანტიმეტრიანი ფოლადის სამიზნე

უახლესსი ჩინური 125 მილიმეტრიანი, კომოზიტური დისტანციური ამფეთქით აღჭურვილი კუმულაციური ჭურვი (Composite detective proximity fuse) 

четверг, 8 ноября 2018 г.

ჩინური ტსმრ Red Arrow 10B-ს ფენომენალური ჯავშანაგამტანობა

ჩინეთში მიმდინარე სამხედრო გამოფენა Zhuhai-2018-ზე, ჩინურმა მწარმოებელმა, უახლესი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, Red Arrow 10B, წარადგინა.  კონცერნ NORINCO-ს მიერ შექმნილი რაკეტა დახურული პოზიციებიდან სასროლად გამოიყენება (non-line of sight) და ის კოცნეპტუალურად ებრაული Spike-ს ტიპის რაკეტებს ჰგავს.

გამოფენაზე რაკეტის გვერდით, მის მიერ გამჭოლად გახვრეტილი ფოლადის სამიზნის დემონსტრირებაც მოხდა, რაკეტის კუმულაციურმა ქობინმა, როგორც მინიმუმ, 1,6 - 1,75 მეტრის არხი გაჭრა სამიზნეში.



წყარო:
红箭-10亮相珠海航展,现场直观展示穿甲威力

среда, 7 ноября 2018 г.

თურქეთი ტანკების აქტიური დაცვით აღჭურვას იწყებს

თურქეთის არმია M60TM ტიპის ტანაკების ადს-ით აღჭურვას იწყებს


პროექტ Active Protection Systems ASELSAN-ის მენეჯერის, კადირს პარსლის (Kadir Karsli), განცხადების თანახმად, PULAT-ის ტიპის (უკრაინული Заслон-ის კლონი) აქტიური დაცვის ინტეგრაცია  M60TM ტიპის ტანკზე უკვე დაწყებული, 2018 წლის ბოლოსთვის ამ სისტემით 40 ტანკი უნდა აღიჭურვოს. მენეჯერის თქმით, ადს PULAT-მა ყველა გამოცდა წარმატებით გაიარა.

ASELSAN's Active Protection Systems Project Manager Kadir KARSLI said in a panel that, PULAT Active Protection System's integration to M60TMs was started and 40 M60TMs will get their PULATs until at the end of 2018. Karslı said the PULAT APS has passed all the tests successfully.

გამოცდების ვიდეომასალა


ჯავშნის იმიტატორი ტსმრ-ის მოხვედრამდე და მოხვედრის შემდეგ, ადს-მა გამართულად იმუშავა


წყარო:
Cemal Acar

вторник, 6 ноября 2018 г.

აშშ-ს არმიის პერსპექტიული 155მმ-ნი ჰაუბიცა სატვირთოს ბაზაზე


  • აშშ-ს არმიამ ექსპერიმენტალური, სატვირთოზე შემოდგმული,  155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა შეიმუშავა და მას ბრუტუსი (Brutus) უწოდა.


ინტერნეტ რესურს www.defence-blog.com-ის თანახმად, Brutus - ეს MTV 6X6 ტიპის სატვირთოზე დამონტაჟებული გაზრდილი მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების მქონე 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცაა. ჰაუბიცის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


როგორც ცნცობილია, აშშ-ს არმია დიდი ხანია უფრო მობილურ და მსუბუქ საარტილერიო დანადგარს ეძებს. მანამდე არმიის წარმომადგენლებმა, კომპანია AM General-ის მიერ წარმოდგენილი, 105 მილიმეტრიანი მობილური სისტემის, 105MWS-ის (ასევე ცნობილია როგორც HAWKEYE), მიმართ გამოიჩინეს ყურადღება. სისტემა HMMWV-ეს პიკაპზე შემოდგმულ 105 მილიმეტრიან ქვემეხს წარმოადგენდა. არაა გამორიცხული რომ, აშშ-ს არმია დაინტერესებული იყოს არსებული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისა და მათთვის საჭირო ჭურვების მოდერნიზაციაში, როგორც ჩანს სწორედ ამ მიზნით მოხდა ამ სადემონსტრაციო 155 მილიმეტრიანი მობილური საარტილერიო კომპლექსის შემუშავებაც.

105MWS HAWKEYE

პირველად აშშ-ის ასეული საქართველოში როტაციული საფუძველზე



„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ოფიციალურად დაიხურა. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა შეაჯამეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ მიდგომაზე გაამახვილა, რომელიც სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება და ნატოში გაწევრიანებისთვის ყოველდღიურ მზადყოფნას, ნატოს სტანდარტებთან მეტ თავსებადობასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს გულისხმობს. მან ასევე,  ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა და სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  მინისტრის განცხადებით, საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადექვატური სამხედრო მზადყოფნა. დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის თვალსაზრისით აქცენტი გაკეთდა საზოგადოების მდგრადობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტოს მიერ გატარებულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ლევან იზორიამ ახალი ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის დაარსებისა და პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ის ასეულის საქართველოში, საბრძოლო მზადყოფნის ცენტრში მომზადების მიზნით როტაციული პრინციპით ჩამოსვლის შესახებ.
 „კონფერენციის განმავლობაში მიმოვიხილეთ როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზადყოფნის საკითხები, ასევე სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესაკავებლად. ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საკითხებს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, რათა მოხდეს მოსახლეობის ინტეგრაცია და მომზადება, რათა ქვეყნის დაცვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. აქ არ არის საუბარი მარტო სამხედრო თავდასხმის შეკავებაზე. უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია ისეთ დივერსიულ ქმედებებს, როგორიცაა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა კონფერენციის შეჯამებისას.

ფიქრები საქართველოს მობილური არმიის შესახებ

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ესპანური 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნია აღბეჭდილი. ნაღმტყორცნი საკმაოდ დიდი მოქნილობითა და მობილურობით ხასიათთდება


მსგავსი კომპლექსი უკრაინელებმაც წარადგინეს (იხილეთ ბმული - უკრაინის ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი "Барс-8ММК" გამოცდებზე).

მსგავს სისტემებს აუარება პლიუსი გააჩნია:

  • მობილურობა.
  • სწრაფი გაშლა და აკეცვა.
  • დამიზნების ავტომატიზირებული სისტემა.
  • მე-2 და მე-3 პუქნტის წყალობით "ისროლე და გაიქეცის" პრინციპი (Shoot and Scoot).
  • სიიაფე სხვა თვითმავალ სისტემებთან შედარებით (სატრანსპორტო საშუალება მაინც სჭირდება ბუქსირებად 120 მილიმეტრიანს, შესაბამისად მობლურად გადაკეთება ძაან არ გააძვირებს კომპლექსს, ძირითადი ღირებულება მაინც ელექტრონულ შიგთავსზე წავა).


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართული არმიის მცირერიცხოვან და მობილურ კონცეფციაში, ამგვარი იაფი კომპლექსები საკმაოდ კარგად ჯდება - იფაი, მოქნილი და სწრაფი.

შესრულების ვარიანტები ათასნაირი შეიძლება იყოს - გინდა დიდგორი და გინდა სხვა ყველგანმავალი და პლიუს ბევრიც არაა საჭირო. დღევანდელი შტატით 120 მილიმეტრიანები ბრიგადის დონეზეა, სულ 4 ბრიგადაა. ვისურვებდი რომ 120 მილიმეტრიანები ბატალიონის დონეზე ყოფილიყო. 4 ბრიგადას სამ-სამი საბრძოლო ბატალიონი ყავს, გამოვიდა 12 ბატალიონი, ბატალიონზე 3 ამგვარი მანქანა, ეგეც 36 მანქანა.  პლიუს სამეთაურო მანქანები ყოველ ბატალიონზე. ეგეც კიდევ ოთხი მანქანა, სულ 40 მანქანაზეა საუბარი.

სამეთაურო მანქანები სასურველია ახლო მანძილზე მოქმედი (5-8კმ-ზე) უპილოტოებით იყოს აღჭურვილი. ასევე მანქანებს უნდა შეეძლოს მიზანჩვენების და მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის საბრძოლო მანქანებს შორის რეალურ დროში განაწილება, მათი გამიზვნა და საცეცხლე ამოცანის დასახვა, აღჭურვილი უნდა იყოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით (როგორც სხვა დანარჩენი საბრძოლო მანქანები) და კავშირის როგორც რადიო ასევე სადენიანი საშუალებებით. სასურველი იქნება თუ ეს ყველაფერი საერთო საინფორმაციო ველში იქნება ინტეგრირებული და სხვა, როგორც ზემდგომი, ასევე ქვემდგომი, ეშელონებიდან მიიღებს მტრის შესახებ ინფორმაციას. ამას თუ დავუმატებთ კასეტურ, ტანკსაწინააღმდეგო, თვითდამიზნებადი ქვეჭურვებით აღჭურვილ ნაღმებს, რეალურად მკვლელ სისტემას მივიღებთ, რომელიც ბატალიონების ეფექტურობის მულტიპლიკატორი გახდება.

დღის ფოტო - მეკლდეური Т-55

კლდეზე ასული Т-55. სადღაც ლიბიაში

понедельник, 5 ноября 2018 г.

Zhuhai-2018 გახსნისთვის ემზადება

ჩინეთში სამხედრო გამოფენა Zhuhai-2018 გახსნისთვის ემზადებიან



ჩინეთის სახელმწიფო სარაკეტო-კოსმოსური კორპორაციის, China Aerospace Science და Technology Corporation (CASC), მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი პერსპექტიული, დაბალი შემჩნევადობის მქონე, სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი.

ჩინური ახლო მანძილის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი FM-2000 - რუსული Tor-M1-ის კლონი

წევის ცვალებადი ვექტორით აღჭურვილი J-10B დემონსტრაციისთვის ემზადება - იმედია შთამბეჭდავ მანევრებს ვიხილავთ

ჩინური Javelin

ბალისტიკური რაკეტა СМ-401-ით აღჭურვილი ახალი ჩინური ხომალდსაწინააღმეგო სარაკეტო კომპლექს სახმელეთო მობილური და სახომალდო გამშვები დანადგარები 


საზღვაო საარტილერიო დანადგარის საბრძოლო ნაწილის ბაზაზე შექმნილი 76 მილიმეტრიანი თვითმავალი საზენიტო ქვემეხი JRVG-1. კომპლექსის 10х10 სავალი ფორმულის მქონე შეჯავშНულ პლატფორმაზეა დამონტაჟებული

ახალი ზებგერითი, ზედაპირი-ზედაპირი კლასის რაკეტა HD-1 (სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად), აღჭურვილია პირდაპირი შესხურების საჰაერო-რეაქტიული ძრავით. შექმნილია ჩინური რაკეტმშენებლობის ახალი კერძო კომპანიის - Guangdong Hongda Blasting Company-ს ნაწარმს

მცირე ზომის, დაბალი შემჩნევადობის სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტოს, XY-280-ის, მაკეტი

ჩინური კომპანია Beihang Unmanned Aircraft System Technology Company-ს მიერ შექმნილი და პირველად 2017 წელს წარმოდგენილი დიდი სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტოს, TYW-1-ის, სრულმაშტაბიანი მაკეტი.

ჩინური Sichuan Academy of Aerospace Technology-ს მიერ შექმნილი, მრავალფუნქციური ბალისტიკური რაკეტა WS-600L და გამშვები დანადგარი