კომპანია Raytheon-მა, 2018 წლის 19 არილს, დაასრულა SDB II (Small Diameter Bomb II) ტიპის ბომბების საწარმოო გამოცდები. კომპანიის განცხადების თანახმად, წელს ოპერატიული გამოცდების დაწყება იგეგმება.
ახალი ბომბები, გამანადგურებლის პილოტებს, ბრძოლის ველზე მოძრავი სამიზნეების განადგურების საშუალებას აძლევს. ცუდი ამინდის პირობებშიც კი, მის დამიზნების თავაკს, შეუძლია აღმოაჩინოს, მოახდინოს კლასიფიკაცია და დააკვირდეს და გაანადგუროს სამიზნეები შორ მანძილზე.
"SDB II-ს ჩვენს თამაშის წესების შემცვლელს ვუწოდებსთ, რადგანაც ის ხელმძღვანელობს არა მარტო GPS კოორდინატებით, არამედ ის პოულობს და ანადგურებს სამიზნეს" - განაცხადა Raytheon Air Warfare Systems-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ ჯარეტტმა (Mike Jarrett). "SDB II-ს ნაკლები თვითმფრინავების გამოყენებით შეუძლია სამიზნეების გაცილებით ფართო ნომენკლატურის განადგურება, რაც პილოტირების პარაზიტულ დროს შეამცირებს".
პილოტებმა, საწარმოო გამოცდების დროს, მუშაობის ყველა რეჟიმში, 44 ცალი SDB II-ის ჩამოგდება განახორციელეს. იარაღმა, ცუდი ამინდის პირობებში, მანევრირებადი სამიზნეები გაანადგურა და მონაცემთა გადაცეის არხით გარე მართვის შესაძლებლობებიც უჩვენა. გამოცდებზე მან ასევე მოახერხა ცრუ სამიზნეების გაფილტვრა და ნამდვიი სამიზნის გამორჩევა.
SDB II-ის ადრეული ინტეგრაცია F-35 Joint Strike Fighter და F / A-18E / F Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებლებზე დაიწყო, დღეს ის F-15E Strike Eagle ტიპის გამანადგურებელშიცაა ინტეგრირებული.
წყარო: