пятница, 30 мая 2014 г.

AJAX – ანუ "ფრთები" მსროლელის დასაცავად

კომპანია "Tactical Revolution"–ის მიერ წარმოდგენილი მსროლელის დამცავი ჯავშანფრთები. ფრთები სროლის დროს მსროლელის ყველაზე დაუცველ ადგილს – მის მხრებს იცავს.
ფრთები საშუალოდ 2 კილოს იწონის თავისი სამაგრებით. აშკარაა რომ მათი გამოყენება მობილურ ჯგუფში შეუძლებელია და მხოლოდ სტატისკური პოზიციაზე შეიძლება მათი იარაღზე დამაგრება. თვითონ ჯავშანფილები მებრძოლისთვის დამატებით წონას არ წარმოადგენს, რადგანაც ისინი საშტატო ჯავშანჟილეტის გვერდითი სექციების შემადგენელი ნაწილია:


ქართული წარმოების ფორმა და აღჭურვილობა (ფოტოები)

26 მაისს გამართულ გამოფენაზე ყველაფერთან ერტად გამოტანილი იყო კომპანია "დემეტრე 96"–ის ნაწარმი (კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი – "დემეტრე 96"). კომპანია სამხედრო ფორმებსა და ეკიპირების დეტალებს აწარმოებს. თვითონ გამოფენაზე კომპანია დამთვალიერებლებს საჩუქრებს სთავაზობდა:

"დემეტრე 96"–ის მიერ ნაჩუქარი ხელჩანთა.............

ხელჩანთაში შემდეგი საჩუქრები იდო – კომუფლირებული მაისური, კომუფლირებული კეპი, სარეკლამო  ბროშურა და კომპანიის მიერ გამოშვებული სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების აქსესუარების კატალოგი:

კატალოგის შემადგენლობა:

სარეკლამო ბროშურა:

ჯავშანმანქანების გამოფენა ბრონიცაში

მოსკოვთან მდებარე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 21–ე სამეცნიერო–კვლევით გამოსაცდელი ინსტიტუტის საცდელ პოლიგონ "ბრონცაზე", 29 მაისს, სამხედრო მძღოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. გამოფენილი იქნა სამხედრო და სპეციალური დანიშნულებსი ავტოტექნიკა და ასევე განხორციელდა საჩვენებელი შემოვლები.
სამხედრო საწარმოებმა წარმოადგინეს საევაკუაციო საშუალებები, რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, ძარა–კონტეინერები, ძარა–ფურგონები, მულტილიფტები, ტექნიკური დაზვერვის სატრანსპორტო საშუალებები, პოლარულ პირობებში და არქტიკაში ექსპულატაციისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ტექნიკა.
ასევე გამოფენილი იქნა ჯავშანტექნიკა – "Тайфун-У", "Тайфун-К", "Скорпион", "Тигр-М", БТР-82А1, შეჯავშნული მანქანა "Булат", "Федерал-М".

"Скорпион"–ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შესახებ არა ერთხელ ვწერდი:
 მანქანაზე ეკიპაჟის ქონების გადასატანი თაროები გაჩნდა

წარმოდგენილი იქნა მოდერნიზირებული БТР-82А1 – მოდერნიზაცია საცეცხლე შესაძლებლობებს შეეხო, თუმცა კონკრეტულად რა ღონისძიებებია გატარებული ჯერ–ჯერობით უცნობია

"Тайфун-К"–ს კაბინით (კაბინა დამატებითი ჯავშნის გარეშეა) აღჭურვილი КАМАЗ-6560 "Торнадо" 

КамАЗ "Тайфун" შიგნიდან

არქტიკული შეწყვილებული შეჯავშნული ყველგანმავალი ДТ-3ПБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი МТ-ЛБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი  БТР-82


წყარო: