пятница, 14 июня 2013 г.

European Defence Agency–მ პროექტი e-Quip ჩაუშვა


დღეს, 2013 წლის 14 ივნისს, ევროპის თავდაცვითმა სააგენტომ (European Defence Agency, EDA) პროექტ e-Quip–ის ჩაშვების შესახებ განაცხადა – პროგრამა მთავრობათშორის ელექტრონულ სავაჭრო მოედანს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელი იქნება სამხედრო დანიშნულების ნაწარმის ნაჭარბის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
e-Quip–ის დახმარებით მთავრობები სამხედრო სისტემების ნაჭარბის,  ტყვიაწამლის, სამხედრო ქონებისა და ასევე აუმოქმედებელი სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სიმძლავრეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოახერხებენ.
პროეკტი თავის ისტორიას 2012 წლის მარტიდან იწყებს, როდესაც European Defence Agency–მ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს სამხედრო ნაწარმის ნაჭარბის სარეალიზაციო ელექტრონული სავაჭრო მოედნის შექმნის წინადადებით მიმართა.
მოცემულმა ნაბიჯმა, სააგენტოს აზრით, ოპტიმიზაცია უნდა გაუკეთოს იმ სამხედრო აღჭურვილობის ნაჭარბის გამოყენების პროცესს, რომელიც გამონთავისუფლდება ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის შემცირების შედეგად და ასევე ევროპის ქვეყნების არმიების უცხო ქვეყნებში არსებული ბაზების შეკვეცით (პირველ რიგში ავღანეთში). ამჟამად პროგრამა e-Quip–მა ევროკავშირის 13 ქვეყნის სამხედრო უწყების თანხმობა მიიღო.
European Defence Agency–ს განცხადებით, e-Quip არ წარმოადგენს კომერციულ მოედანს, პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა სააგნეტოს ბიუჯეტიდან განხორციელდება. EDA–ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება განათავსოს ინფორმაცია არსებული სამხედრო დანიშნულების ნაჭარბის, უქმად მდგომი ტექნიკის მომსახურებისა და სარემონტო სიმძლავრეების და ასევე ჯარებისა და პერსონალის მომზადების შეთავაზებული პროგრამების შესახებ. ყველაფერი ამის მიუხედავად, პროგრამა e-Quip ჯერ–ჯერობით დახურულ მოედანს წარმოადგენს – სამოქალაქო აქტივისტებს და მასმედიას არ ექნებათ განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგის საშუალება. European Defence Agency–ს წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება განთავსებული ინფორმაციის "მგრძნობიალობით" ახსნა. აღსანიშნავია რომ პროგრამის მონაწილეები ევროკავშირის ყველა ქვეყანა და + ნორვეგიაა.

P.S. იქნებ ჩვენც გამოვკრათ რამეს ხელი.

EDA–ს პრეს–რელიზი აღნიშნული თემის შესახებ:



четверг, 13 июня 2013 г.

Eurocopter X3–ის ორი ახალი რეკორდი

 ჰიბრიდულმა ვერტმფრენმა Eurocopter X3–მა 7 ივნისს სიჩქარის ორი ახალი რეკორდი დაამყარა (ჯერ–ჯერობით არაოფიციალურად) – ვერტმფრენმა ჰორიზონტალურ სიბრტყეში ფრენისას 255 კვაძი (472კმ/სთ) ხოლო პიკირებაში 263 კვანძი (487კმ/სთ) განავითარა, რითაც მწარმოებლის განცხადების თანახმად "ვერტმფრენების ისტორიაში" ახალი ჰორიზონტები გახსნა.

წყარო:

120მმ–ნი ნაღმტყორცნების სასწავლო სროლები

კრწანისის სასწავლო ცენტრი, სავარაუდოდ 2010 წელი

среда, 12 июня 2013 г.

ავღანეთი ქართველი ჯარისკაცების თვალით/Afghanistan through the eyes of the Georgian soldiers vol.1


ჩინური stealth ბომბდამშენი

ინტერნეტში გავრცელდა ჩინური stealth ბომბდამშენის პროექტის მაკეტის ფოტოსურათები (როგორც წესი ჩინურ "ვითომდა გაჟონილ" ინფორმაციას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ).


P.S. როგორც 3D გამოსახულებიდან და მაკეტიდან ჩანს ბომბდამშენი მეწინავე, stealth დიზაინითაა შექმნილი და არაა გამორიცხული რომ რუსულ ПАК ДА-ს ან ამერიკული ანალოგიური პროგრამის საპირწონე იყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ჩინელები ერთი წელია რუსებს ეხვეწებიან Су-35С მოგვყიდეთო (რასაც საბოლოოდ მიაღწიეს და რუსებმა მათ ამ გამანადგურებლის დემონსტრაციაც კი ჩაუტარეს ჩინურ დელეგაციას), არ გამიკივრდება რომ ეს პროგრამაა უბრალოდ სამეცნიერო–საკვლევი პროგრამა იყოს, რომელსაც მომავალი არც გი გააჩნია.

вторник, 11 июня 2013 г.

КАМАЗ-ის საცდელი პროტოტიპების ვიდეო და ფოტოები

ინტერნეტში გავრცელდა კომპანია "КАМАЗ"–ში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტის ვიდეო, სადაც მას კომპანიის მიერ წარმოებული საცდელი ჯავშანმანქანები წარუდგინეს: 
4Х4 სავალი ფორმული მქონე მოდულური "Камаз-63969 Тайфун"

ჯავშანდაცვის ელემენტები

ვიზიტის ვიდეომასალა

წყარო: