вторник, 7 апреля 2015 г.

OPFOR Т-80У

ამერიკელების OPFORF–ის შესახებ არაერთხელ ვწერდი ბლოგზე. ამჯერად ახალი ფოტოები ფორტ ირვინის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის მუზეუმიდან (Fort Irwin National Training Center).

Т-80У (VISMOD M-551)

ესეც Т-80–ის იმიტაცია

 ეს უკვე ნამდვილი Т-72 მუზეუმიდან

воскресенье, 5 апреля 2015 г.

აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქავეყნა აშშ-სა და რუსეთს ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ განახლებული ინფორმაციას. გამოქვეყნებულია 2015 წლის 1 აპრილის მონაცემები.

ინგლისურად:

წყარო:


შედარებისთვის 2012 წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

წყარო:

გერმანიის არმია შაშხანა G–36 იწუნებს

გერმანული არმიის ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება – ფოტოზე ვხედავთ G-36, FN Minimi, G-28, G-22 და MP-7

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე, და ბუნდესვერის გენშტაბის მეთაურზე, ფოლკერ ვიკერზე, დაყრდნობით,  30 მარტს, ავტომატური შაშხანა Heckler & Koch G36–ის საიმედოობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადგინა, რომ შაშხანა G–36–ის ლულის გახურების შედეგად საგრძნობლად ეცემა სროლის სიზუსტე. კერძოდ ლულის კომპზოტური სადები გახრუების შემდეგ ფართოვდება, რის შედეგადაც სიზუსტის გადახრა განცახდებულთან შედარებით 50სმ–თი იზრდება.
წინა გამოცდებმა, რომლებიც 2014 წლის თებერვალში განხორციელდა, ან ყველა იარაღზე ვერ აღმოაჩინეს ეს პრობლემა, ან ეს გადახრა ტყვია–წამლის უხარისხობას დაბრალდა. ბოლო გამოცდებმა პრობლემის მიზეზად, გარე ფაქტორებისა და ტყვია–წამლისგან დამოუკიდებლად, თვითონ G–36 დაასახელა.
ეს პრობლემა ძალიან ცხელი კლიმატის პირობებში და/ან ინტენსიური სროლის დროს იჩენს თავს. ავღანეთში მომსახურე გერმანელმა ჯარისკაცებმა ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ განაცხადეს.
ბოლო გამოცდები ბუნდესვერის იარაღისა და ტყვია–წამლის ტექნიკურმა ცენტრმა, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა (Fraunhofer Institute, the Bundeswehr's Technical Centre for Weapons and Ammunition (WTD 91)) და მატერიალების და საწვავ–საპოხი მასალების სამეცნიერო–კვლევითმა ინსტიტუტმა Research Institute for Materials, Fuels, and Lubricants (WIWeB)) ერთობლივად განახორციელეს. 
თვითონ კომპანია Heckler & Koch კვლევებში არ იყო მიწვეული და ის მის შედეგებს უარყოფს. მისი მტკიცებით, ბუნდესვერისთვის მიწოდებული 178 000 ცალი G–36 და მისი სხვადასხვა ვარიანტები, მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამებ და მიღება ჩაბარების დროს შემოწმებული იქნა როგორც კომპანიის ასევე ბუნდესვერის მიერ. "ზარალის ანაზღაურების ნებისმიერი ფაქტიური ან იურიდიული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია" – განაცხადა კომპანიამ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ფონ დერ ლაიენმა ორაზროვნად განაცხადა, თუ რას უნდა ელოდეს ბუნდესვერი ამ გამოცდების შედეგად. "უახლოეს მომავალში ჩვენ დავინახავთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალებისთვის და თუ იქნება მიღებული შეიარაღებაზე სხვა საიერიშო შაშხანა" – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ამ ახალი აღმოჩენებისგან დამოუკიდებლად, პრობლემასთან საბრძოლველად 2014 წელს მიღებული იქნა სხვადასხვა ზომები. კერძოდ ჯარისკაცებს მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ იარაღი, რომ ის გახურებისგან დაიცვან და ასევე ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება, რათა მისი საცეცხლე შესაძლებლობები მხოლოდ G–36 არ ყოფილიყო დამოკიდებული.


წყარო: