пятница, 27 марта 2015 г.

ზეიმის გაგრძელება – ამჯერად "Объект-195"

ბოლო კვირაა ჯავშანმოყვარულებს დღესასწაული გვაქვს. საღამო გრძელდება – ამჯერად Т-95:




ცოტაოდენი ანალიტიკა:
Green - 2A42 (?)
Black - GPS
White - APS
Red - smoke grenades

წყარო:

четверг, 26 марта 2015 г.

25 მარტის აღლუმი ათენში

გუშინ, 25 მარტს, ათენში 1821 წლის თურქების წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყების საიუბილეო აღლუმი გაიმართა, ამ თარიღის აღსანიშნავად საბერძნეთის ბევრ ქალაქში სამხედრო აღლუმი გაიმართა.

ფოტოები ათენში გამართული აღლუმიდან

 
 


ფოტოების წყარო:

ქსმ "Курганец" ახლოდან

9 მაისისთვის მოსკოვში, წითელ მოედაზნე პერსპექტიული რუსული საბრძოლო მანქანა, "Курганец" ჩაივლის. ეს მანქანები უკვე წინასააღლუმო რეპეტიციებს გადიან
ფოტოებზე კარგად ჩანს თუ რამხელა მასიური საბორტე ეკრანებითაა აღჭურვილი მანქანა. ასევე კორპუსის წინა ზედა დეტალზე სავარაუდოდ აქტიური დაცვის ელემენტები აყენია.

შედარებისთვის გვერდზე БМД-4М–ის ზომები გამოდგება

ხუთი დღის წინა 12 ცალი (ერთი "კოლოფი") ქსმ "Курганец" საბორტე ეკრანების გარეშე გადიოდა რეპეტიციას


და ასევე ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს სადესანტო აპარელი, რომელშიც საავარიო კარებია დატანებული

среда, 25 марта 2015 г.

ამერიკამ უკრაინას შეჯავშნული HMMWV M-1151–ბის პირველი პარტია მიაწოდა

დღეს უკრაინაში ორი სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი, C-5B ჩაფრინდა, რომლებმაც ამერიკიდან შეჯავშნული HMMWV M-1151–ბის პირველი პარტია ჩაიყვანეს.


ფოტოების წყარო:

ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში

24 მარტს, პოლონეთში, გამანადგურებელთა 355–ე ავიაფრთის შემადგენლობიდან, ოთხი ცალი A-10C "Thunderbolt II" გადაფრინდა. მოიერიშეები მანამდე აშშ–დან დროებით იყვნენ გადასროლილები გერმანიაში, ავიაბაზა შპანგდალემში. მოიერიშეების გარდა პოლონურ ავიაბაზა პოვიდზზე პერსონალით და საჭირო აღჭურვილობით დატვირთული ორი სამხედრო–სატრანსპორტო C-130 ჩაფრინდა.
A-10C ჯგუფი ევროპაში სწავლება "Operation Atlantic Resolve" მონაწილეობის მისაღებად იქნა გადაგზავნილი, რომელსაც ამერიკა თავისი ალიანის წევრების რუსეთის აგრესიისგან დაცვის მიზნით ახორციელებს. მოიერიშეები პოლონეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ სწავლებას გამართავენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული "მეჭეჭა ღორი" პოლონეთში განათავსეს.

ფოტოების პოლონური ავიაბაზის FB გვერდიდანაა – 33 Baza Lotnictwa Transportowego w Powidzu

წყარო: