Saturday, January 12, 2013

უკრაინაში Ан-70–ის გამოცდები გრძელდება

Antonov-ი აგრძელებს Ан–70–ის პირველი და ერთადერთი პროტოტიპის გამოცდებს. გამოცდები გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ განახლდა რაც თვითმფრინავმა მოდერნიზაცია განიცადა.
ქვემოთ მოყვანილი სურათები თვითმფრინავის მიერ ამ წელს განხორციელებული პირველი ფრენის დროსაა გადარებული. გამოცდების ამ ფაზის დასრულების შემდეგ Ан–70 რუსულ–უკრაინულ ერთობლივ კომისიას გადაეცემა გამოსაცდელად, რომლის შედეგების საფუძველზეც რუსული მხარე გადაწყვიტავს შეისყიდოს თუ არა ეს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი.







P.S. ვიზუალურად საკმაოდ ლამაზი თვითმფრინავია.

ბრიტანული ზომის შესახებ


ბრიტანულმა კომპანიამ Aircraft Carrier Alliance–მ, რომელიც ბრიტანულ ავიამზიდებს R 08 Queen Elizabeth და R 09 Prince of Wales აგებს, გამოაქვეყნა სარეკლამო ბუკლეტი, რომელზეც Queen Elizabeth თითქოსდა ტემზაში, ვესტმინისტერის გვერდით დგას. სარეკლამო ბუკლეტი შედარების მიზნითაა გაკეთებული: Queen Elizabeth–ის ზომებია – სიგრძე–280, გემბანის სიგანე 70 მეტრი, სიმაღლე 58 მეტრი. 
შედარებისთვის: პარლამენტის შენობის სიგრძე 265 მეტრია, ბიგ–ბენის სიმაღლე 96 მეტრია, ხოლო ნელსონის კოლონა, რომელიც ტრაფალგარის მოედანზე დგას, სიმაღლეში 52 მეტრია.
სპეციალისტების აზრით ეს ავიამზიდი ტემზაში ამ ადგილზე ვერ ავა – არა იმიტომ რომ წყალჯდომი შეუშლის (9,9 მეტრია წყალჯდომი და ტემზას 12 მეტრა წყალჯდომის ხომალდების გატარება შეუძია), არამედ მას მისი სიმაღლე და სიგანე არ მისცემს იმის საშუალებას რომ ვიწრობებში და ხიდების ქვეშ გაიაროს.


ასევე გამოქვეყნდა რამოდენიმე სხვა საინტერესო გრაფიკული გამოსახულება შედარებითი ზომების საჩვენებლად.



შედარებისთვის გრაფიკულ გამოსახულებებზე შემდეგი საგნებია გამოსახული:
  • Bus - 10m.
  • Stone Henge - 35m.
  • Angel of the North - 54m.
  • Buckingham Palace - 97m.
  • Clifton Suspension Bridge - 214m.
  • QE Class Aircraft Carrier - 280m.



დედოფალი ელიზაბეტას ყველაზე დიდი სექციის აწყობისა და ტრანსპორტირების ვიდეომასალა




ავღანეთში ქართული კონტინგენტის დანაკარგები

Georgian side began taking part in anti-insurgents operations in Afghanistan from the April of 2010 and is still maintaining its mission in that country. During the whole period of time of mission Georgian side took these casualties – 19 soldier were killed and 93 were wounded. Number of wounded soldiers is distributed like this by the years:
- 2010 - 20 wounded soldiers.
- 2011 - 44 wounded soldiers.
- 2012 - 29 wounded soldiers.


როგორც თქვენთვის ცნობილია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ  ვწერდი ავღანეთში დაღუპილი ქართველი მებრძოლების შესახებ. სტატიის დაწერისას ჯერ კიდევ უცნობი იყო აღნიშნული მისიის შესრულებისას დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ წინამორბედი ხელისუფლების მმართველობის პრიობებში თითქმის სრულად  იმალებოდა ოფიციალური ინფორმაცია ავღანეთში ქართული მხარის დანაკარგების შესახებ და მისიაში დაღუპულ ჯარისკაცებს საზოგადოებისგან მალულად კრძალავდნენ, ყოველგვარი პატივის მიგებისა და დამსახურებული ოფიციალური ცერემონიალის გარეშე. გარდაცვლილების ოჯახებს ჟურნალისტებთან საუბარსაც კი უშლიდნენ. მიუხედავად ზემოაღნიშულისა, ინფორმაცია დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებზე  მაინც „ჟონავდა“ საზოგადოებაში და ხალხმა დაახლოებით იცოდა მათი  ოდენობა, რაც შეეხება დაჭრილებს, ეს, ნამდვილად გასაიდუმლოებული იყო მოსახლეობისთვის შესაბამისი უწყებებიდან და მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმღვანელობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება ტაბუ დადებული იყო. მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, შეიცვალა რა წინა ხელისუფლება, საბედნიეროდ, საზოგადოებისთვის  ინფორმაცია ქართველი გმირების ISAF - ის მისიაში მონაწილეობის შესახებ საჯარო და ხელმისაწვდომი გახდა. დღესდღეობით ჩვენს მებრძოლებსა და გმირებს არავინ უმალავს საზოგადოებას და მათი გადმოსვენებაც, ავღანეთიდან სამშობლოში, შესაბამისი პატივით ხორციელდება.  აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე ღიაა ინფორმაცია ზემოაღნიშნული მისიის ფარგლებში ქართული კონტიგენტიდან დაჭრილების შესახებ.  

ავღანეთში ქართულმა არმიამ სულ 19 მებრძოლი დაკარგა
„ქართველი მეომრების მემორიალური დაფა“ - ბაზა შუკვანი, ჰელმანდის პროვინცია, ავღანეთი (დაფაზე მარჯვენა ზედა კუთხეში, ამერიკელი საზღვაო ქვეითი -  სერჟანტი Julian Chase არის გამოსახული, რომელიც 2012 წლის 28 მაისს დაიღუპა, როდესაც ქართველებთან ერთად საბრძოლო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ მემორიალურ დაფაზე დატანილი არ არის ქართველი მებრძოლების: მინდია აბაშიძისა და გიორგი კიკაძის სურათები). (C) თამაზ დემეტრაშვილი.

Afghanistan, Helmand Province, in base Shukvani Georgian soldiers memorial plaque (on the plaque, on the right top photo is pictured American Marine, Sergeant Julian Chase, who was killed on 28th May of 2012, when he was on duty, in action with Georgian soldiers against insurgents, on the plaque are missing photos of Georgian soldiers: Mindia Abashidze and Giorgi Kikadze) – (C) Tamaz Demetrashvili.

მისიაში დაღუპულთა დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

რაც შეეხება დაჭრილებს – კერძოდ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFF - Institute for Dewelpment of Freedom of Information) თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნა და შეკითხვები იყო დაფიქსირებული, მათ შორის ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შესახებაც. თავდაცვის სამინისტრომ ამ კითხვაზე ოფიციალური წერილით უპასუხა, რომლიდანაც პირველად გახდა ცნობილი თუ რამდენი მებრძოლი დაგვეჭრა ავღანეთში:



როგორც დოკუმენტიდან ჩანს,  2010 წლის აპრილიდან 2012 წლის 26 ნოემბრამდე ავღანეთში სულ 93 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სამწუხაროა, რომ ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ დაუბრუნდება სამხედრო სამსახურს.

Friday, January 11, 2013

F-15–ის ჰაერში დაშლის მიზეზი უხარისხო ნაწილი გამოდგა


"მისურის ეროვნული გვარდიის კუთვნილი F-15–ის დაკარგვიდან ხუთი წლის შემდეგ, პენტაგონი და Boeing ეკონომიკურ შეთანხმებამდე მივიდნენ, კომპანია ვალდებულია გამანადგურებლების მთელ პარკს ეს ნაწილი შეუცვალოს, რაც მას ერთი მილიონი დოლარი დაუჯდება.
2007 წლის ნოემბერში, F-15–მა კატასტროფა განიცადა – მას ფრენის დროს წინა ნაწილი მოსძვრა. თვითმფრინავის ძედა მარჯვენა გრძივძელი (longeron), რომელიც თვითმფრინავის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს, გატყდა, რის შემდეგაც F–15 ფაქტიურად შუაზე გადატყდა.


უბედური შემთხვევის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით კომპანია Boeing–მა გამანადგურებელი F-15 დაბალი ხარისხის ნაწილებით მოამარაგა. კატასტროფის შემდეგ 441 ამ ტიპის გამანადგურებელი მიწაზე აღმოჩნდა მიჯაჭვული, აქედან 182 ცალს წუნდებული გრძივძელი აღმოაჩნდა, რომლებიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ ჰპასუხობდნენ. კონკრეტულად გრძივძელის სოსქე 0.10 ინჩი უნდა ყოფილიყო, ხოლო გამანადგურებლებზე 0.039 და 0.073 ინჩი სისქის ძელები ეყენა.





წყარო:


P.S. ცნობისათვს გამანადგურებლის პილოტი გადარჩა და შემდგომ Boeing–ს უჩივლა.

Thursday, January 10, 2013

გერმანელები თურქეთისკენ დაიძრნენ


როგორც უკვე ვწერდი გერმანელები მზად იყვნენ ხომალდზე დასატვირთავად და თურქეთში გასამგზავრებლად. ბოლო ინფრომაციით გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, patriot–ები უკვე დაიტვირთა ხომალდზე. მთლიანობაში 300–ზე მეტი ავტომანქანა, ყუთი და კონტეინერი იქნა დატვირთული ჰოლანდიურ ხომალდ Suecia Seaways–ის ბორტზე.











Dassault კანადას Rafale–ს სთავაზობს


Dassault Aviation იმ შემთხვევაში თუ კანადის სამხედრო ხელმძღვანელობა უარს იტყვის  F–35–ის შესყიდვაზე შესთავაზოს მათ თავისი გამანადგურებელი Rafale, რომელიც მათი ავიაციისთვის საჭირო ახალი გამანადგურებელის როლს იკისრებს.


ამ სიახლეს, ფრანგული კომპანიის სახელმძღვანელო რგოლის წევრის, Eric Trappier–ის, განცხადების საფუძველზე წერს ფრანგული გაზეთი "Les Echos". Eric Trappier–ის თანახმად – "კანადა არის ფაქტიურად პირველი ქვეყანა სადაც Rafale ამერიკულ F-35–ეს დაუპირისპირდება". 
როგორც ცნობილია კანადელმა ოფიცრება გასულ თვეს განაცხადეს რომ სავარაუდოდ ქვეყანა გაზრდილი ფასის გამო უარს იტყვის ამერიკულ F–35–ზე და თუ ეს მოხდა მაშინ ქვეყანას სხვა გამანადგურებლის ძებნა მოუწევს. მაგრამ ჯერ–ჯერობით კანადის ავიაციაში გარკვეული არაფერი არაა და ამიტომ ფრანგები მხოლოდ ოცნებობენ რომ კანადამ ამერიკულ გამანადგურებელზე უარი თქვას.

წყარო:


Wednesday, January 9, 2013

რუსეთში აწყობილი პირველი ებრაული უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს

გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "ОПК "Оборонпром"–მი თავი 2013 წლის 9 იანვრის პრეს–რელიზში იტყობინება რომ წარმატებით გამოიცადა ეკატერინბურგში მდებარე გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება «ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხაში» (УЗГА – Уральский завод гражданской авиации) აწყობილი უპილოტო საფრენი აპარატები – «ფორპოსტი» და «ზასტავა» («Форпост» და «Застава»), რომლებიც თავის მხრივ ებრაული კომპანიის, Israel Aerospaces Industries–ის (IAI) მიერ წარმოებულ უპილოტო თვითმფრინავების, შესაბამისად Searcher Mk–II–ის და Bird Eye–400–ის რუსულ ვერსიებს წარმოადგენენ.
პრეს–რელიზში ნათქვამია რომ უპილოტო თვითმფრინავები «Форпост» და «Застава» გამოცდებს 2012 წლის დეკემბრის დასაწყისიდან გადიან ეკატერინბუგში მდებარე საფრენოსნო ბაზა "სალკაზე" («Салка»). მიუხედავად ექსტრემალური ამინდისა (ზოგიერთ დღეებში ბაზაზე ტემპერატურა –30˚С–ზე ჩამოდიოდა, ხოლო 2000 მეტრ სიმაღლეზე რეალური ფრენების დროს –50˚С–საც კი აღწევდა) უპილოტო თვითმფრინავის სისტემები უპრობლემოდ და შენიშვნების გარეშე ფუნქციონირებდა.

«ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში» აწყობილი უპილოტო "Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) გამოცდები  საცდელ ავიაბაზა "სალკაზე" (25.12.2012)

პრეს–რელიზი ასევე იტყობინება რომ – "უპილოტო თვითმფრინავის სისტემების აწყობითი წარმოება ხორციელდება 2010 წელს ОПК «Оборонпром»–სა და კომპანია Israel Aerospaces Industries შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ებრაულმა მხარემ რუსეთს გადასცა აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, საკონტროლო–შემმოწმებელი სტენდები და სატრენაჟორო კომპლექსები. ამას გარდა კომპანია IAI შემკვეთს აწვდის აპარატის კვანძებს და ნაწილებს და ახორციელებს ქარხნის ტექნიკური პერსონალის ტრენინგს. ამასთან უპილოტო თვითმფრინავის წარმოების ტექნოლოგია შეესაბამება რუსულ სანორმატივო–ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნებს".
ამ წარმოების ათვისებით რუსულმა მხარემ საკმაოდ დიდი გამოცდილება  შეიძინა, რომელიც მომავალში მას საშუალებას მისცემს მოახდინოს ამ უპილოტოების წარმოების ლოკალიზაცია.
შეგახსენებთ რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ УЗГА–სთან 2011–2013 წლებში 10 ცალი, 9,006 მილიარდი რუბლი ღირებულების "Форпост"–ისა და 27 ცალი, 1,3392 მილიარდი რუბლი ღირებულების "Застава"–ს მიწოდების შესახებ 2011 წელს გააფორმა ხელშეკურლება.

«ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში» აწყობილი უპილოტო "Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) გამოცდები  საცდელ ავიაბაზა "სალკაზე" (14.12.2012)

"Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) ასაწოყობი ხაზი «ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში»



დავფრინავთ Lockheed U-2–ით





ეხლა ფრენით ვეღარავინ იფრენს, მაგრამ ტექნიკური სახელმძღვანელოს გადმოწერა და ფრენის თეორიული სწავლა აგერ შეგიძლიათ:


გადმოსაწერი ბმული:

Tuesday, January 8, 2013

დღის ფოტო (“Robonaut” კოსმოსში)

სხვათაშორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სხვა მექანიზმებს შორის რობოტიც იმყოფება, რომელსაც “Robonaut–2” ეწოდება. რობოტი მიახლოებით 130 კილოს იწონის და წარმოადგენს ტორსს თავით და ხელებით, ფეხები ამ მექანიზმს არ გააჩნია. რობოტი  მეცნიერებს კოსმოსში ადამიანების ნაცვლად ანდროიდების გამოყენების გამოკვლევაში ეხმარება. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე ამ ანდროიდის პროტოტიპია გამოსახული, რომელიც ცდილობს რაღაცა მოუხერხოს სასწაცლო "მართვის პანელს".

In the International Space Station's Destiny laboratory, Robonaut 2 is pictured on Jan. 2, during a round of testing for the first humanoid robot in space. Ground teams put Robonaut through its paces as they remotely commanded it to operate valves on a task board.
Robonaut is a testbed for exploring new robotic capabilities in space, and its form and dexterity allow it to use the same tools and control panels as its human counterparts do aboard the station.



წყარო:



Monday, January 7, 2013

ეგვიპტური Град–КамАЗ (ქართული Град–КрАЗ–ის ძმობილი)

ფეისბოკის ეგვიპტურ რესურსებზე გამოჩნდა ეგვიპტის არმიის შეიარარებაში მყოფი საბჭოთა 122 მიმილმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის БМ-21 "Град"–ის ეგვიპტური მოდიფიკაციის, SAKR–ის ფოტოსურათი. ამ შემთხვევაში SAKR–ის 30 გამშვებიანი პაკეტი RL-21 დამონტაჟებულია რუსული წარმოების,  6х6 სავალი ფორმულის მქონე ავტომანქანა КамАЗ-43118–ის შასიზე. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, SAKR–ის წარმოებას ეგვიპტე 1981 წლიდან ახორციელებს ჰელუანეში მდებარე სახელმწიფო საწარმოო Helwan Machine Tools Company–ში.

КамАЗ-43118–ის შასიზე შემოდგმული 122 მილიმეტრიანი SAKR–ის ახალი ვარიანტი


ინტერვიუ ალასანიასთან


გაზეთ "კვირის პალიტრა"–ს ვებ გვერდზე განთავსდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის  საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესოა:




"დიდი პატივია, როდესაც ჯართან გაქვს საქმე, როდესაც ღმერთი და ხალხი გაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანაში რაღაც  უკეთესობისკენ შეცვალო", - გვითხრა თავდაცვის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც "კვირის პალიტრის" მკითხველმა მაღალჩინოსნების რეიტინგში მოწინავე ადგილი მიაკუთვნა:

  • - წინა ხელისუფლების დროს უცხოეთში დაღუპულ ჯარისკაცებს მალულად ჩამოასვენებდნენ, მალავდნენ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობასაც. 
- უკვე მეცხრამეტე ჯარისკაცი დაგვეღუპა.  საქართველომ თავის შვილებს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს, როდესაც ბოლო გზაზე ვაცილებთ და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ საშუალება, ამის თანამონაწილე გახდეს. ეს ხალხი ხომ ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ავღანეთში. ამიტომაც აუხსნელი იყო ხელისუფლების შეცვლამდე არსებული პრაქტიკა. 
  • - უცხოეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ხომ არ გეგმავთ?
- 2014 წლამდე არც შემცირება იგეგმება და არც კონტინგენტის გაზრდა.  "აისაფის" ოპერაციის დასრულების შემდეგ აღარ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო საბრძოლო ამოცანებში. აქცენტს გადავიტანთ ავღანელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებასა და წვრთნაზე. შეიძლება ითქვას, 2014 წლიდან ჩვენ არასაბრძოლო მისია გვექნება ავღანეთში.

  • - რადგან სამუშაო მაგიდაზე საბრძოლო მანქანა "დიდგორის" მოდელი გიდევთ, ეტყობა, მოგწონთ. როგორი იქნება ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო-სამრეწველო კომპლექს "დელტას" მომავალი, მით უმეტეს, რომ იქ სამინისტროს გენინსპექცია შევიდა?
- "დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება. საბრძოლო მანქანა "დიდგორის" საბრძოლო გამოცდა უნდა ჩავატაროთ (რაც აქამდე არ ჩატარებულა) და მერე გვექნება თავდაჯერებული პასუხი. 

  • - პრემიერმა განაცხადა, რომ  სკეპტიკურად უყურებს საბრძოლო მანქანების წარმოებას საქართველოში, ამას უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსი სჭირდება, რაც არა გვაქვსო.
- პრემიერი უახლოეს დღეებში ნახავს ამ საწარმოს. თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას. ვმუშაობთ უპილოტო სისტემაზეც, მომავალში ვნახავთ, რა პრიორიტეტები გამოჩნდება. 



P.S. ყურადრებას გავამახვილებ მინისტრის პასუხს სამხედრო–სამრეწველო კომპლექს "დელტას" შესახებ – ამ რამდენიმე დღის წინათ ბლოგზე ჩემს მიერ დაწერილი ანალიზი სრულებით ეთანხმება მინისტრის მიერ გამხაურებულ მოსაზრებას:


  • რამდენად გააჩნდა საქართველოს სამეცნიერო ბაზა და გამოცდილება რომ ტექნიკის ახალი ნიმუშები სათანადოდ გამოეცადა და დაეხვეწა?
  • საერთოდ რა გამოცდები გაიარა?
  • გამოცდების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრები რა დაჯდა, რამდენად მოუმატა ფასი საბრძოლო ტექნიკას და რამდენად სასარგებლო იყო ამ ფასად ტექნიკის შესყიდვა და სერიაში ჩაშვება (ფასი/ეფექტურობა)?
  • რამდენად გააჩნია ჩვენს სამხედრო წარმოებას ამ ტექნიკის მასიურად წარმოების შესაძლებლობა? საუბარი არაა შესყიდული ნაწილებით აწყობილ უპილოტოებზე და ჯავშანმანქანა დიდგორზე – მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაზე" ვსაუბრობ, რომელიც ნამდვილად ყველაზე რთული მანქანაა რაც ჩვენებმა ააწყვეს.
  • როგორც წესი სამხედრო ტექნიკაზე დახარჯული თანხები ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამჭვირვალეა – ჩვენთან ეს თანხა არ გახმაურებულა და ესეც კიდევ დამატებითი ეჭვების წყაროა.
  • რა ხარისხით მზადდება ეს ყველაფერი და ხარისხის კონტროლი რა ბერკეტები არსებობს? ეს იმის ფონზე რომ დელტას ფაქტიურად მონოპოლიზაცია აქვს სამხედრო წარმოებაზე.
  • შემოტანილ თუ აქ შექმნილ შეიარარებისა და საბრძოლო ტექნიკის შექმნა–აწყობისას რამდენია შემოტანილი და რამდენია ადგილობრივი წარმოების წილი და რა მოგება რჩება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ყველაფრიდან.



იმედია სულ მალე ნებადართულის ფარგლებში ჩვენთვის ცნობილი გახდება ამ გამოცდების შედეგები და ფინანსური მიზანშეწონილობის კვლევების შედეგები.