суббота, 23 февраля 2019 г.

ებრაული სატანკო ჭურვების ლიცენზირებული წარმოება სერბეთში

საერთაშორისო გამოფენა IDEX-2019-ზე, სერბეთის სამხედრო დანიშნულების ნაწარმის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიამ, "YUGOIMPORT"-მა საბრძოლო მასალების დიდი ნომენკლატურა წარადგინა. ყველაფერთან ერთად ებრაული IMI-ს 125 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ფრთასხმული ჭურვი - CL-3579 Mk. 2-იც იქნა გამოტანილი (საექსპორტო დასახელება M711 Mk. 2). უფრო სწორედ მისი ლიცენზირებული კლონი.


აღნიშნული ჭურვი ებრაულმა სამხედრო მრეწველობამ ექსპორტისთვის შექმნა და საბჭთა და ჩინური 125 მილიმეტრიანი სატანკო ქვემეხებიდან გამოსაყენებლადაა განკუთვნილი. მისი ჯავშანგამტანობა, ექსპორტე არსებული ყველაზე საუკეთესო 125 მილიმეტრიანი ჭურვის, საბჭოთა 3ВБМ-17 Манго-ს, ჯავშანგამტანობაზე უკეთესია - ასევე ცნობილია რომ ებრაული ჭურვის გაუმჯობსებული ვერსიებიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ამ ჭურვის ლიცენზირებული წარმოების მცდელობა პოლონელებსაც ჰქონდათ - სახელწოდებით Pronit, მაგრამ რამდენიმე ასეული ერთეულის იქეთ საქმე არ წასულა. ამჯერად ამ საქმეს ხელი სერბებმაც მოჰკიდეს - საინტერესოა წარმოება თუ დაიწყეს და საერთოდ რა სტადიაში არიან. 

გამოფენა IDEX-2019 - ფოტორეპორტაჟი (ნაწილი 2)

გამოფენა IDEX-2019-ის შესახებ ბლოგზე უკვე დაიდო რამოდენიმე სტატია - რომელთა ნახვაც შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი:


ქვემოთ გამოფენის ფოტორეპორტაჟის მეორე ნაწილს ხილვაა შესაძლებელი:

სააქციონერო საზოგადოება "Концерн «Калашников»"-ის ნაწარმი

"Концерн «Калашников»"-ის კამიკაძე უპილოტო

ამერიკული კომპანია LRWC-ს ნაწარმი

მსხვიკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Browning M2

ბელგიური წარმოშობისა და ამერიკული კომპანია U.S. Ordnance-ს 7,62 მილიმეტრიანი M240 ტიპის ტყვიამფრქვევები - საავიაციო, სატანკო და ქვეით ვარიანტში

MGL-ის ახალი მოდიფიკაცია - Extenden Range 40mm MGL

სამხრეთ კორეული ტსმრ Raybolt-ის რაკეტა და გამშვები. უკანა ფონზე ახალი თაობის კონტრბატარეული რადარი


General Dynamics-ის 3 ლიულიანი .50 კალიბრიანი GAU-19


კომპანია Orbital ATK-ის M230LF - ცნობილი AH-64-ის 30 მილიმეტრიანი ქვემეხის სახმელეთო ვარიანტი. მარცხნივ კომპანიის 120 მილიმეტრიანი ჭურვები - კონტეინერული შრაპნელის და ქვეკალიბრული


Bell V-22 Osprey

გაერთიანებული საემიროს შეიარაღებული S-70i/UH-60M Black Hawk

გაერთიანებული საემიროს საზღვაო ძალების AS565 Panther

გაერთიანებული საემიროს საზღვაო ძალების AS-332B1 Super Puma

საერთაშორისო საფრენოსნო აკადემიის - EDIC Horizon-ის კუთვნილი Bell 429

გაერთიანებული საემიროს მსუბუქი საიერიშო ვერტმფრენი NorthStar 407MRH (ბაზად Bell 407-ია გამოყენებული)

მსუბუქი მოიერიშე თვითმფრირნავი Calidus B-250

კომპანია Boeing-ის უპილოტოები - ScanEagle-3 და Intergrator

ჩინელებისა და ემირატებსი ერთობლივი კონსორციუმის პავილიონი - წარმოდგენილია ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო ბაზირების რაკეტების და მართვადი ბომბების ფართო ნომენკლატურა და ზცრს-ის რამდენიმე სახეოება

ავსტრალიური კომპანია Codan-ის რადიოკავშირგაბმულობის სისტემა

კომპანია L-3-ის პანორამული ღამის ხედვის სათვალე  Ground Panoramic Night Vision Goggle (GPNVG-18)

უკრაინული საბრძოლო მოდულ «Штурм»-ით აღჭურვილი კომპანია Calidus LLC-ს ჯტრ WAHASH 

კომპანია OSHKOSH-ის JLTV

AM General-ის თვითმავალი 105 მილიმეტრიანი ჰაუბიცა HMMWV Hawkeye 105mm SPH

ArmorWorks Tacticam-ის ახალი შემნიღბავი საშუალებით აღჭურვილი კომპანია AM General-ის ტაქტიკური ავტომანქანა NXT 360 

Polaris MRZR-ის ბაზაზე დადგმული კომპანია Raytheon-ის დრონების ლაზერული მკვლელი HELWS MRZR

კომპანია IGG (International Golden Group)-ის 57 მილიმეტრიანი კოშკურა "Desert Spider" 

გერმანული-ამერიკული საგემბანო საზენიტო-სარაკეტო სისტემა RIM-116 Rolling Airframe Missile

ფრანგულ-ბრიტანული საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა MBDA Sea Venom

კომპანია MBDA-ს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Marte ER

აშშ-ში 1980 წელს აწყობილი საემიროს სარაკეტო კორვეტი "Al Yarmook"

ეგვიპტის საზღვაო ფლოტის სარაკეტო კატერი Ahmed Fadel (ყოფილი რუსული «Р-32» პროექტი 12418)