ნიჟნი ტაგილში მიმდინარე გამოფენა "Russia Arms EXPO-2013"–ზე საავტომობილო ქარხანა "Урал"–მა პირველად წარადგინა პრინციპიალურად ახალი დაცული ავტომანქანა "Урал-4320ВВ".
მანქანა რუსეთის ფედერაციის შსს მთავარი სამმართველოს ტექნიკური დავალების მიხედვითაა შექმნილი. მანქანის დანიშნულებაა დაიცვას გადასაყვანი პირადი შემადგენლობა როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან ასევე აფეთქებისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორებისგან.
"Урал-4320"–ის შასიზე შექმნილ სრული ამძრაობის მქონე მანქანას ერთმოცულობიანი ძარა გააჩნია, რომელშიც 17 მებრძოლი ეტევა და უზრუნველყოფს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, რომელსაც შეუძლია 2კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მასალის აფეთქების გაძლება. მანქანაზე მე–4 ეკოლოგიური კლასის ЯМЗ–ის დიზელის ძრავა აყენია, რომელის სიმძლავრეც 270ც/ძ აღწევს.
მანქანის გათანწყობა საშუალებას იძლევა დავალებიდან გამომდინარე მასზე სხვადასხვა მოწყობილობები და საბრძოლო მოდულები განთავსდეს. ამგვარად არაა გამორიცხული რომ მანქანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ტაქტიკური დაცული მანქანების მთელი ოჯახობის საფუძველი გახდეს.
წყარო: