As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Thursday, January 31, 2013
GILDEMEISTER CTX beta 1250 TC სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ში
დღეს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "დელტა" საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა. რეპორტაჟში საბრძოლო ტექნიკასთან ერთად ერთი საინტერესო ჩარხიც მოყვა:
ეს არის გერმანული კომპანია GILDEMEISTER-ის 3D პროგრამირების მქონე უნივერსალური საჩარხ-საღარავი დაზგა CTX beta 1250TC.
CTX TC სერიის მაღალტექნოლოგიური ჩარხები მომთხოვნი კლიენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მწარმოებლურობა და უნივერსალურობა ესაჭიროებათ.
ეს მძლავრი საჩარხ-საღარავი დაზგები ინდივიდუალური აღჭურვილობის წყალობით მახალხარისხიანი ნაწარმის გამოშვების დროს სრულებით ავლენენ თავის შესაძლებლობებს. დამზადების მთელი ტექნოლოგიური ჯაჭვის განმავლობაში გამოიყენებინა მართვის მოსახერხებელი სისტემა 3D Siemens 840D solutionline.
CTX beta 1250TC მიერ დამზადებული ამძრავი ღერძი
CTX beta 1250TC მიერ დამზადებული კომპრესორი
CTX beta 1250TC მიერ დამზადებული ხელსაწყო VDL
CTX beta 1250 TC-ეს მართვისა და ინფორმაციის გამომყვანი ორ არხიანი ეკრანი SopTum 3G
დამატებითი დაზგის შესახებ იხილეთ ბროშურა:
პრეზიდენტი სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "დელტა" მოინახულა:
დასაქმებული დღეს–დღეისობით არის 2450 ადამიანი, საწარმოო პროცესი მიმდინარეობს ოპტიმიზაციის რეჟიმში, მიმდინარე პროცესები გრძელდება, იგეგმება თვისობრივად ახალი პროექტები რომლებზეც იგეგმება არა მხოლოდ ამ ადამიანების დასაქმება არამედ გაზრდა დასაქმების და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ორიენტაციას დელტა იღებს არა მხოლოდ ვიზუალურად და ესთეთიკურად უკეთეს იარაღზე, არამედ იარაღზე რომელიც არი ჭკვიანი და რომელის მიმართულებითაც მსოფლიოს შეიარაღებული ძალები დღეს–დღეობით მოძრაობენ.
ნაღმტყორცნი "მყუდრო"
БРДМ-2–ის რემონტი
"დელტა" ჯარის ჩაცმა–დახურვითაც არის დაკავებული
დაზგა–ჩარხების რამოდენიმე საინტერესო სურათი
ირანელი მაიმუნი კოსმოსში
ირანის მასმედიის თანახმად ქვეყნის სარაკეტო–კოსმოსურმა ძალებმა რაკეტა Pishgam–ის (Pioneer) დახმარებით განახორციელეს მაიმუნის წარმატებული მოგზაურობა კოსმოსში, რაკეტა ფრენისას 120 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც თავისი მგზავრი დედამიწაზე უვნებლად დააბრუნა.
ანალოგიური კოსმოსური გამოცდა შარშან წარუმატებლად დასრულდა, ხოლო 2010 წელს ირანელმა მეცნიერებმა წარმატებით ამოგზაურეს თაგვი, კუ და რამოდენიმე ჭია კოსმოსში. იგივე განცხადების თანახმად ირანი ათლწულის ბოლოსთვის გეგმავს კოსმოსში ასტრონავტი გაგზავნოს, ამ მიზნებისთვის ქვეყანაში კოსმოსური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ირანმა ადგილობრივი წარმოების კოსმოსური თანამგზავრი Omid (იმედი) პირველად 2009 წელს გაუშვა კოსმოსშ. პირვეი ბიოკაფსულა ქვეყანამ 2010 წლის თებერვალში, რაკეტა Kavoshgar-3–ის (Explorer-3) დახმარებით ამოგზაურა. 2011 წლის ივნისში ირანმა 15,3 კგ წონის კოსმოსური ზონდი Rasad (Observation) ორბიტაზე გაიყვანა. ასევე 2012 წლის 3 თებერვალს გაშვებული იქნა კავშირგაბმულობისა და ტელემეტრიის თანამგზავრი Navid-e Elm-o Sanat.
აღსანიშნავია რომ ირანი გაეროს ფარგლებში არსებული კოსმოსი მშვიდობისთვის გამოყენების ორგანიზაციის, რომელიც 1959 წელს ჩამოყალიბდა, დამაარსებელი 24 ქვეყნის შემადგენლობაში შედის.
შეჯავშნული სატვირთოების ბუმი რუსეთში
КАМАЗ-43501–ის ბაზაზე შექმნილი ჯავშანმანქანა Горец – უძლებს 2 კილოგრამ ტროტილს ჯავშანკაფსულის ქვეშ
КАМАЗ-43269 Выстрел - უძლებს 600 გრამ ტორიტლს ფსკერის ქვეშ
КамАЗ-5350 СБА-60-К2 Булат - უზეუნველყოფს ეკიპაჟისა და დესანტის დაცვას 6 კგ ტროტილისაგან
კომპანია Астейс–ის მიერ შექმნილი ჯავშანკაფსულა КамАЗ–ის ბაზაზე
ჯავშანკაფსულა СБА-60–ით აღჭურვილი КАМАЗ–ი – უძლებს 6 კილოგრამ ტორტილს
КАМАЗ-4326 Горец-К – უძლებს 2 კილოგრამ ტროტილს ჯავშანკაფსულის ქვეშ
წინა პლანზე – Урал Звезда (კაბინის თავზე რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამხშობი კომპლექსის Пелена–ს სოკო მოსჩანს), უკან – საცდელი БТР-ВВ Медведь, რომელიც გამოცდებს ჩრდილო კავკასიაში გადის
Урал Федерал-45291 – კაბინა და ჯავშანკაფსულა უზრუნველყოფს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცვას, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა არ გააჩნია
საცდელი Федерала-М – წინამორბედთან შედარებით გააჩნია უკეთესი ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა
Урал Звезда, ინგუშეთი, მცირე ზომის ნაღმზე აფეთქების შედეგი
Урал Федерал-45290 6 კილო ტროტილის აფეთქების შემდეგ – საგამოცდო გოჭები აფეთქებას გადაურჩნენ
და ბოლოს – რუსეთის შეიარარებული ძალებისთვის განკუთვნილი ყველაზე თანამედროვე MRAP–ის კლასის ჯავშანმანქანები Тайфуна-К და Тайфун–У (ჭორების თანახმად თითოს ფასი მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს).
Subscribe to:
Posts (Atom)