Thursday, January 31, 2013

GILDEMEISTER CTX beta 1250 TC სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ში



დღეს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "დელტა" საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა. რეპორტაჟში საბრძოლო ტექნიკასთან ერთად ერთი საინტერესო ჩარხიც მოყვა:


ეს არის გერმანული კომპანია GILDEMEISTER-ის 3D პროგრამირების მქონე უნივერსალური  საჩარხ-საღარავი დაზგა CTX beta 1250TC.
CTX TC სერიის მაღალტექნოლოგიური ჩარხები მომთხოვნი კლიენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მწარმოებლურობა და უნივერსალურობა ესაჭიროებათ.
ეს მძლავრი საჩარხ-საღარავი დაზგები ინდივიდუალური აღჭურვილობის წყალობით მახალხარისხიანი ნაწარმის გამოშვების დროს სრულებით ავლენენ თავის შესაძლებლობებს. დამზადების მთელი ტექნოლოგიური ჯაჭვის განმავლობაში გამოიყენებინა მართვის მოსახერხებელი სისტემა 3D Siemens 840D solutionline.

CTX beta 1250TC მიერ დამზადებული ამძრავი ღერძი

CTX beta 1250TC მიერ დამზადებული კომპრესორი

CTX beta 1250TC მიერ დამზადებული ხელსაწყო VDL

CTX beta 1250 TC-ეს მართვისა და ინფორმაციის გამომყვანი ორ არხიანი ეკრანი SopTum 3G


დამატებითი დაზგის შესახებ იხილეთ ბროშურა:

No comments:

Post a Comment