რუსული БМПТ Терминатор–ის ფრანგულ ანალოგზე უკვე ვწერდი სტატიაში Leclerc T-40. ახლა უკვე ამერიკისა და გერმანიის ჯერი მოვიდა. პირველ რიგში შეგახსენებთ რო აქ არაა საუბარი იმაზე რომ მათ ეს რუსებისგან გადაიღეს – რო არავის გაუჩნდეს რაიმე ამდაგვარი გრძნობა (ბევრი უცნაური ადამიანია მასეთ მოპარვებზე ჩაციკლული).
მაშ ასე საცდელი გერმანული Begleitpanzer 57mm, 1977 წელი – აღნიშნული მანქანა 1977 წელს იქნა აწყობილი. ბაზად გამოყენებული იქნა გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Marder"–ი. მანქანის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა და ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერა საბჭოთა БТР–ებისა და БМП–ეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ საქმისთვის ძვირი და მძლავრი "Leopard"–ები რომ არ მოეცდინათ (ითვლებოდა რომ ისენი უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი), გერმანელმა კონსტრუქტორებმა "Marder"–იდან მთელი დესანტი გადმოსხეს, დატოვეს მხოლოდ სამ კაციანი სადაზვერვო ჯგუფი, მოხსნეს მშობლიური 20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი და მის ნაცვლად დააყენეს "Bofors"-ის 57 მილიმეტრიანი ავტომატური სოლიდური, დაბალპროფილიანი ქვემეხი. ქვემეხი მოიხმარდა 57x438R გასროლას, რომელიც ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტან ჭურვს 1020მ/წმ სიჩქარით ისროდა.
სწრამფსროლელი ქვემეხი საბჭოთა მსუბუქი ჯავშანტექნიკის დიდ მანძილებზე განადგურების საშუალებას იძლეოდა, ხოლო ტანკებთან საბრძოლველად გერმანელმა კონსტრუქტორებმა მანქანაზე ისეთი ტანკსაწინააღმედგო მართვადი რაკეტები დააყენეს როგორებიცა HOT ან TOW/TOW-2 და სხვათაშორის მათი გადატენვა ეკიპაჟის გარეთ გამოუსვლელად, ავტომატურად ხდებოდა.
კონსტრუქტორებმა ქვემეხის კვება საკმაოდ მოხერხებულად და საინტერესოდ გადაწყვიტეს: გასროლების მიწოდების მექანიზმში ოთხი ხონჩა იყო განთავსებული, თითოეულ მათგანში სამი ცალი სხვადასხვა სახეობის გასროლებით აღჭურვილი ხუთ გასროლიანი მჭიდი თავსდებოდა. ხონჩის ამორჩევა ღილაკის ერთი დაჭერით ხორციელდებოდა. ამგვარად კონსტრუქტორებმა ჭურვის მომენტალურად შეცვლის რეალიზაცია მოახდინეს (იმ პირობით რომ წინა მჭიდი დაცლილი იყო).
რათქმა უნდა კვების ამგვარი სისტემა მუშა ხელებს მოითხოვდა და როდესაც მზვერავები თავისი პირდაპირი საქმით არ იყვნენ დაკავებულები მათ საბრძოლო განყოფილებაში ჭურვებით ჟონგლირება უწევდათ, რადგანაც მანქანის საბრძოლო მარაგი საკმაოდ დიდი იყო – 148 ცალი 57 მილიმატრიანი გასროლა და 6 ცალი მართვადი რაკეტა.
აწყობილი იქნა სულ ერთი პროტოტიპი, რის შემდეგაც ამგვარი მანქანის ნიშის გაურკვევლობის გამო სამუშაოები შეჩერდა. მისი შეიარაღება სადაზვერვო მანქანისთვის ზედმეტად ძლიერი იყო და ამ დროს ცურვაც არ შეეძლო, ხოლო სახაზო მხარდაჭერის მანქანის ამოცანებს ის თავს ვერ გაართმევდა.
ამერიკული Liberty-II – მანქანაზე საკმაოდ ცოტა რამეა ცნობილი – აღჭურვილია Bushmaster–ის ორი 25 მილიმეტრიანი ქვემეხით და 12 ცალი რაკეტა ADATS–ით. მანქანაზე ასევე აყენია რადიოლოკაციური სადგური TSR–2630. სავალ ბაზად ტანკ Abrams–ის შასი იყო გამოყენებული. პროექტზე მუშაობა 80–იანი წლების შუაში მიმდინარეობდა, მეტალში რეალიზირებული არ ყოფილა.
ამერიკული AGDS/M1 – საინტერესო ამერიკული პროექტი, სახელწოდებით AGDS/M1 (Air Ground Defense System – საჰაერო და სახმელეთო საფრთხეებისგან დამცველი სისტემა). რაღაცა რუსული БМПТ–ესი და საზენიტო–სარაკეტო საარტილერიო კომპლექსის (რუსული Панцирь–ისა ან Тунгуска–ს მსგავსი) ნაზავი. მანქანა სავარაუდოდ 80–იანი ლწების ამერიკული პროექტების – Liberty–II–ისა M247 Sergeant York DIVAD–სის გაგრძელებას და ნაზავს წარმოადგენს. მანქანა ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებითა და რადიოლოკაციური სადგურითაა აღჭურვილი.
მანქანის სავარაუდო შეიარაღება შემდეგნაირად გამოიყურება:
- ორი ცალი 35 მილიმეტრიანი ქვემეხი Bushmaster–III, წუთში 250 გასროლა, საბრძოლო კომპლექტი 1000 გასროლა.
- 12 ცალი უნივერსალური რაკეტა ADATS–ი, ჯავშანგამტანობა მიახლოებით 900მმ, სროლის სიმაღლე 5000 მეტრი, სროლის მანძილი 10 000 მეტრი.
- დამხმარე შეიარაღება - დისტანციურად მართვადი სატყვიამფრქვევო დანადგარი CSWS (Crew-Served Weapon System), სავარაუდოდ 7,62მმ კალიბრისა.
ცეცხლის მართვის სისტემაში შედის – რადიოლოკაციური სადგური, ინფრაწითელი გადამწოდებები, სითბო და ტელე არხები.
ეკიპაჟი 3 კაცი – მძღოლ–მექანიკოსი, მეთაური და მემიზნე–ოპერატორი (ავტომატიზაციის მაღალი დონე ერთ კაცს საშუალებას აძლევს მართოს მთელი შეიარაღება, ამას გარდა არსებობს სამეთაურო "დუბლი").
No comments:
Post a Comment