Saturday, March 2, 2013

Aselsan Leopard 2NG - გამოცდები გრძელდება


პროგრამის მიხედვით გრძელდება Aselsan–ის მიერ მოდერნიზირებული Leopard–2А4 Next Generation-ის გამოცდები. გამოცდები სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დასრულდება რის შემდეგაც გადაწყდება მისი თურქეთის არმიის შეიარაღებაში მირების საკითხი. გამოცდებისას რამოდენიმე პრობლემა წარმოიშვა – მანქანის წონამ 65 ტონას მიაღწია და ამგვარად მისი ძრავა (რომელიც შეუცვლელად დარჩა) ზღვარზე მუშაობს.


თუმცა თურქული კომპანია იმისგან დამოუკიდებლად მიიღებს თუ არა ამ მოდერნიზაციის პაკეტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მაინც ცდილობს განახორციელოს მისი სხვა ქვეყნებში ექსპორტი და ყველაზე საინტერესო ამ მოდერნიზაციაში თურქული ცეცხლის მართვის სისტემა და ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის კომპლექსია, რომლებიც მწარმოებლის განცხადებით გერმანულ Leopard-2A6–ის ანალოგიურ სისტემებს ჯობია.

წყარო:

Friday, March 1, 2013

დამატებითი ინფორმაცია და ფოტომასალა ოპერაცია „დინამიური პარტნიორობის“ შესახებ

A Georgian Soldier assigned to the 32nd Georgian Light Infantry Battalion pauses to have his photograph taken in the main staging area for units supporting Operation Dynamic Partnership in Shurakay, Helmand province, Afghanistan, Feb. 10, 2013. Dynamic Partnership was a multi-unit operation to retrograde all U.S. military equipment and personnel from Shurakay district. (U.S. Marine Corps photo by Cpl. Alejandro Pena/Released)

ავღანეთი, ბაზა Leatherneck, ოპერაცია „დინამიური პარტნიორობა“ – ოპერაცია 9–იდან 18 თებერვლამდე მიმდინარეობდა. ოპერაციის მიზანი მდგომარეობდა უსაფრთხოდ მოეხდინათ სოფელ Shurakay–ს მიდამოებში მდებარე ჯარის და სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირება Leatherneck–ის ბაზამდე. ოპერაცია ერთ–ერთი იმ მრავალი ოპერაციათაგანია რომელიც რეგიონის დემილიტარიზაციის ფარგლებში ხორციელდება, რის შედეგადაც ამრეიკას მორიგეობით გაყავს ჯარები და ხურავს სამხედრო ბაზებს.
სწორედ ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა ქართული არმიის 32-ე და 12-ე  ბატალიონების 200-მდე  სამხედრო მოსამსახურემ. მათ ევალებოდათ სამხედრო აღჭურვილობის გადასაზიდი გზის კონკრეტული მონაქკვეთის გაკონტროლება და ლოჯისტიკური კოვოის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


წარმოგიდგენთ ოპერაციის ფოტომასალას














 



















































წყარო: