ვაგრძელებ სტატიების სერიას ქართული სამხედრო და სამოქალაქო წარმოების შესახებ, ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველი კონსტრუქტორის, გურამ კვერნაძის მიერ დაპროექტებულ და აწყობილ ავტომანქანებს:
გურამ კვერნაძე ქართველი დიზაინერია, მისი ნამუშევრები ცნობილი გახდა პერესტროიკის პერიოდში. მისი ნამუშევარია მცირე გაბარიტიანი სამხიდიანი ავტომობილები Тбилиси, Иверия და Дружба, აქედან პირველი გამოფენილი იყო 1987 წელს მოსკოვის საავტომობილო ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოფენაზე. ასევე ამავე კონსტრუქტორს ეკუთვნის ავტომანქანა MS-425–ი, რომელიც ივერიას და თბილისის გაგრძელებაა და ის გურამ კვერნაძის ყველაზე ბოლო და სრულყოფილი მოდელია.
Тбилиси და Иверия
ავტომანქანა "Тбилиси" УАЗ–ის ბაზაზეა აწყობილი, ტრანსმისია დამუშავებულია – დამზადებულია წინა ხიდის ამძრავის დაგრძელებული ღერძი. მისი უკანა ბოლოს მეშვეობით ორიგინალური შუალედური საყრდენის გავლით, რომელიც მეორე ხიდზეა დამაგრებული, მოძრაობაში მოდის მესამე ხიდი. მანქანის კაბინა დამზადებულია სატვირთო "Колхида"–ს კაბინის დეტალებისა და პანელებისგან. მანქანა მცირე სერიით იწარმოებოდა.
"Тбилис"–ზე ფორსირებული ბენზინის ძრავა УМЗ-451М ეყენა, ასევე გაუმჯობესებული იყო ხიდების კონსტრუქციაც (ტრანსმისიის სქემა ავტომანქანები УАЗ-452К და УАЗ-452ДГ–ეს სრული ანალოგი იყო). გამანაწილებელი კოლოფი სტანდარტული გამანაწილებელი ციფრებიანი იყო, მაგრამ 1987 წელს გადაკეთდა (შენელებაზე შემნელებელი ციფრი 1,94–ის ნაცვლად 2,45 გახდა). მუშა სამუხრუჭე ცილინდრები ГАЗ-24–ისგან იყო აღებული. მთავარი სამუხრუჭეები კი ГАЗ-69–ისგან. ვაკუუმგამაძლიერებლის ისევ ГАЗ-24–ისა იყო.
შემდეგში მანქანის გაუმჯობესებული ვერსია შემუშავდა, სახელწოდებით - "Иверия", რომელზეც ГАЗ-52-04–ის ძრავა ეყენა, დაგრძელებული იქნა ბაზა. შეცვლილი იყო ტრანსმისიის სქემაც – "Тбилиси"–თ კარგ გზებზე სიარულისას ბრუნვითი მომენტი მხოლოდ შუა ხიდს გადაეცემოდა, ხოლო "Ивериа"–ს შემთხვევაში უკვე უკანა ხიდზე ხდებოდა მომენტის გადაცემა.
1989 წელს "Тбилиси"–ს ბაზაზე შექმნილი იქნა მისი გაუმჯობესებული მოდელი, სახელწოდებით "Дружба". რაიმე ინფორმაცია ამ მანქანის შესახებ უცნობია.
Тбилиси–ს აწყობის მომენტი
Дружба და Тбилиси გამოცდებზე НИМИ–ს საცდელ ცენტრში
Дружба
ზემოთ ავტომანქანა "Тбилиси", ქვემოთ УАЗ-452–ის ბაზაზე აწყობილი რეანომობილი "Медея"
80–იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში УАЗ-452К–ას ბაზაზე ქართველი სამთო მაშველებისთვის შეიქმნა სამხიდიანი რეანომობილი "Медея". რეანომობილი "Медея" 1989–1994 წლებში ქალაქ ბოლნისში არსებულ კოოპერატივ "Вездеход"–ში მცირე რაოდენობით იწარმოებოდა.
P.S. სამწუხაროდ ივერიის ფოტო სურათები ვერ მოინახა, თუ დაგვეხმარებით და მოგვაწოდებთ კარგი იქნება. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ნებისმიერი ინფორმაცია "Дружба"–ს და "Медея"–ს შესახებ.
MS-425
გურამ კვერნაძემ ავტომანქანა MS-425 1995 წელს დააპროექტა. 2007–2008 წლებში მას მოდენრიზაცია ჩაუტარა, მისი ძარის დეტალები ГАЗ-53 ბაზაზეა აწყობილი, მაგრამ მას ГАЗ-66–ის 140 ცხენის ძალიანი ძრავა უდგას, ერთი MS-425–ის ღირებულება წინასწარი გამოთვლებით 20 000 $ არ გაცდება, წარმოების შემთხვევაში ავტომობილი ხელით აიწყობა დეტალებით და ნაწილებით. მუშებს 31 ქარხანა მოამარაგებს.
გურამ კვერნაძე ახალ მოდელში მთავარ ნოვაციად მიიჩნევს საჭის ჰიდროგამაძლიერებელის დაყენებასა და უკანა ოთხი თვლის ბლოკირების სისტემის გაუმჯობესებას. ამის მიღწევა მუხრუჭების ვაკუუმგამაძლიერებლის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, ამორტიზატორები უაზის აქვს, შეუძლია მაქსიმუმ 2 ტონამდე ტვირთის გადატანა (გადატვირთულ ვარიანტში 3,5 ტონის), ავტომობილის ექსპლოატაციის ვადა არის 10 წელი, დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია 50 ცალის წარმოება წელიწადში. მისი გამოყენება შესაძლებელია სანიტარულ სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის, ერთადერთი ეგზემპლარი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა და მისი წარმოება ქვეყნის პირველ პირზეა დამოკიდებული. ცილინდრის მოცულობა 4,25 ლიტრია.
მონაცემები 2008 წლისაა, როგორც ჩანს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ მანქანით არ დაინტერესდა. მიზეზები უცნობია, მაგრამ გავბედავ და გამოვთქვამ რამოდენიმე ვარაუდს – პირველ რიგში მანქანაზე უარის თქმა მასში არსებულ რუსულ მაკომპლექტებლებლებს უნდა გამოეწვია, ასევე არანაკლებ სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს შესაბამისი საწარმოო ბაზის არ არსებობა და გაუმართლებელი ფინანსური დანახარჯები.
MS-425-ის სალონი
MS-425 44 გრადუსიანი აღმართის დაძლევისას – საინტერესოა ეს საცდელი ტრასა სად მდებარეობს?
MS-425–ის ტექნიკური მონაცემები
გამოყენებული წყაროები:
MS-425–ის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ჟურნალ Auto Bild–იდანაა (2008 წლის №3), რომლის სკანების მოწოდებისთვის მადლობა ვუხდი გიორგი სეფიაშვილს.
No comments:
Post a Comment