ინტერნეტში (კერძოდ ფორუმ http://otvaga2004.mybb.ru –ზე) გამოქვეყნდა პოლონური პერსპექტიული ტანკის გრაფიკული გამოსახულება:
როგორც წინასწარი იფნორმაციითა ცნობილი ტანკის კოშკურა მრავალფუნქციურ პლატფორმაზე, Anders–ზე განთავსებულ კოშკურის გაგრძელებაა. აღსანიშნავია რომ კოშკურა სრულებით დისტანიურია და იზოლირებულია ეკიპაჟისგან. მანაქნის წონა 45–50 ტონის ფრაგლებში იქნება. მანქანის ძრავა სავარაუდოდ უკან განთავსდება.
როგორც სურათებიდან ჩანს ტანკის ქვემეხი მასიური თბოსაიზოლაციო გარსსაცმითაა დაფარული – ეს გარსსაცმი ეფექტურად შეამცირებს არა მარტო ლულის სითბურ ნაღუნს არამედ დაიცავს მას ნამსხვრევებისგან და ტყვიებისგან ბრძოლის ველზე და არაა გამორიცხული რომ მისი რადიოლოკაციური სიგნატურაც შეამციროს.
ტექნოლოგიების დემონსტრატორს პოლონელები სავარაუდოდ 6 თვის შემდეგ გამოაგორებენ, პროტოტიპზე მუშაობა 2020 წლამდე უნდა გაგრძელდეს, ხოლო ტანკის სერიაში ჩაშვება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment