მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ავიასალონ МАКС-2015–ზე, რომელიც 25–დან 30 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ჟუკოვსკში მიმდინარეობს, კომპანია КТРВ–ემ (Корпорация "Тактическое ракетное вооружение") პირველად წარადგინა "ჰაერი–მიწა" კლასის მართვადი რაკეტების ახალი სახეობები.
კერძოდ КТРВ–ეს სათავო კომპანიამ (ყოფილი ГНПЦ "Звезда-Стрела") სალონზე წარმოადგინა მართვადი რაკეტა"Гром-Э1" და პლანირებადი მართვადი საბრძოლო მასალა "Гром-Э2". სისტემის მახასიათებლები არ ქვეყნდებმა, მაგრამ სავარაუდოდ "Гром-Э1" ეს არის საავიაციო რაკეტა ამაჩქარებლით, რომელიც საბრძოლო ნაწილად გამოიყენებს მართვად საბრძოლო მასალა "Гром-Э2"–ს. დამიზნების სისტემა უცნობია, თუმცა გარსშემომდენის მიხედვით საბრძოლო მასალის დამიზნება აქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკის მეშვეობით ხდება.
სიახლე ასევე КТРВ–ში შემავალმა «ГосМКБ „Радуга“»–მაც წარმოადგინა, გამოფენაზე კომპანიამ საავიაციო, მაღალი სიზუსტის მქონე ოპერატიულ–ტაქტიკური რაკეტა Х-59МК2 გამოიტანა. მოიხედავა იმისა რომ რაკეტის სახელი ცნობილი "ჰაერი–მიწია" რაკეტა Х-59/Х-59М მსგავსია, ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ის მაინც პრაქტიკულად ნოლიდან შექმნილი ახალი ქმნილებაა და თავისი არსით ცნობილი დასავლური ფრთოსანი რაკეტების AGM-158 JASSM, Scalp EG/Storm Shadow და Taurus ანალოგია. რაკეტა Х-59МК2–ის კორპუსი Stealth ფორმითაა შესრულებული და გააჩნია სროლსი დიდი მანძლი (გამოფენაზე გამოტანილ ვარიანტს საერთაშორისო შეზღუდვების თანახმად სროლის მანძილი 290კმ ჰქონდა). რაკეტის დანარჩენი მონაცემები სარეკლამო დაფაზეა მოცემული.
Х-59МК2 ტტმ
Х-59МК2 და კიდო რაცხა
ასევე «ГосМКБ „Радуга“»–მ წარმოადგინა ანტირადიოლოკაციური რაკეტა Х-58УШКЭ–ს ახალი ვარიანტი, რომელიც თვითმფრინავის შიდა ნაკვეთურში განსათავსებლადაა განკუთვნილი. ახლა რაკეტას Х-58УШКЭ (ТП) ეწოდება და ის პასიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკის გარდა დამატებით თბოხედვის თავაკითაცაა აღჭურვილი.
Х-58УШКЭ (ТП)
წყარო: