пятница, 19 апреля 2013 г.

ბოსტონის ტერაქტი ჩეჩნების მოწყობილია

როგორც The New York Times იუწყება ბოსტონის ტერაქტი ჩეჩნებმა – ძმებმა ჯოხარ და თამერლან ცარნაევებმა (19 და 20 (ან 26) წლის შესაბამისად) მოაწყვეს. აქედან მეორეს ლიკვიდაცია პოლიციამ უკვე ჩაატარა. ის ბოლო წელი ბოსტონში ცხოვრობდა.

F-35 "Adir"


ისრაელის ავიაციამ უკვე ამოირჩია ზედმეტსახელი, რომელსაც ის შეძენის შემდეგ F–35–ეს უწოდებს – გამანადგურებელს "Adir" დაერქმევა, რაც "მძლავრს", "დიდებულს" ან კეთილშობილს" ნიშნავს. პირველი F-35 ავიაბაზა Nevatim–ზე 2017 წელს უნდა მიიღონ. თუმცა გამანადგურებელს ებრაული მხარე უფრო ადრე გადაიბარებს, მაგრამ 2017 წლამდე ისინი ამერიკაში დარჩებიან – სადა ებრაელი პილოტები მათზე გადამზადებას გაივლიან.

ცნობისთვის ისრაელის საჰაერო ძალები თავის თვითმფრინავებს სახელებს ადრეც არქმევდა:
  • F-15 A/B/C/D “Baz” (შევარდენი)
  • F-15I “Ra’am” (ჭექა–ქუხილი)
  • F-16A/B “Netz” (ქორი)
  • F-16C/D “Barak” (ელვა)
  • F-16I “Sufa” (ქარიშხალი)

P.S. F–35–ის სახელი "Adir" კონკურის შედეგად 1700 სახელიდან იქნა ამორჩეული.


წყარო:

вторник, 16 апреля 2013 г.

ბაზა "ერთობა" - პატარა ექსკურსი წარსულში

ყველაფერი 2010 წლის ოქტომბერში იმ სიმაღლეების აღებით დაიწყო, რომელზეც ეხლა ბაზა "ერთობა" დგას / Everything began on October 2010 with the occupation of the hill top, where COP ERTOBA is located nowadays

ოპერაციის დასაწყისი / Beginning of the operation
 ოპერაციის მსვლელობა / During the operation
მომდევნო დღეებში ბაზის გაშლის პროცესი (ცენტრში ფერდზე ბაზის სახელისთვის რომბი უკვე მოსუფთავებულია) / The process of establishing the base on the following days (The spot for the base name has already been cleared)
 მაშნდელი წარწერა / Previous inscription
ახლანდელი წარწერა და იმ ასეულების "შევრონები" რომლებმაც მისია ამ ბაზაზე გაატარეს / Today’s inscription with the symbols of the companies, who were accomplishing it’s missions on this base

понедельник, 15 апреля 2013 г.

NATO Tiger Association-2011

2011 წელს ნატოს "ვეფხვების" ასოციაციის (NATO Tiger Association) 50 წლისთავს ჩრდილოეთ საფრანგეთში ავიაბაზა Cambrai-Epinoy–ში ЕС 01. 012 Escadron de Chasse "Cambresis"–სი მასპინძლობდა.

The NATO Tiger Association (NTA) celebrated its 50th anniversary during the 2011 tiger meet at BA103 Cambai. Over 60 aircraft from 15 nations deployed to the base in the North of France, for what looks like to become the largest military exercise in Europe this year.























მცირე ყუმბარსატყორცნი კომპლექსი "БУР"

რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "ხელსაწყოთმშენებელი საკონსტრუქტორო ბიურო"–ს (ОАО "Конструкторское бюро приборостроения") მიერ შექმნილი ახალი უნივერსალური საიერიშო იარაღი - მცირე ყუმბარსატყორცნი კომპლექსი "БУР", რომელსაც შეუძლია ახლო ბრძოლის განსხვავებულ პირობებში შეასრულოს საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანები.

კომპლექს  "БУР"–ის ძირითადი მახასიათებლები:
  • სროლის მაქსიმალური მანძლი – 950მ.
  • ოპტიკური სამიზნით გდამიზნების მანძილი – 650მ.
  • სროლის მინიმალური მანძილი – 25მ.
  • გასროლის მასა – 3,5კგ.
  • გამშვებისა და ოპტიკური სამიზნის მასა – 1,3კგ
  • კალიბრი – 62მმ
  • გასროლის სიგრძე – 742მმ
  • 200 მეტრზე სროლის სიბურჯღნე:
– ვერტიკალურად – ≤ 0,5
– ჰორიზონტალურად – ≤ 0,5
  • სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი – –40–იდან +60 გრადუსამდე
  • გამშვები მოწყობილობიდან სროლსი მაქსიმალური რაოდენობა – არა ნაკლებ 500
კომპლექსის უპირატესობები და გამოყენების თავისებურებები:

  • კომპლესი ორ სხვადასხვანაირ საბრძოლო გასროლას მოიხმარს – ფუგასურს და მსხვრევადს–ფუგასურს.
  • გამოყენების პრიობებიდან გამომდინარე შეუძლია სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობები გამოიყენოს.
  • ჭურვის მაღალის სიმძლავრე და ეფექტურობა კომპლექსის მცირე წონისა და ზომიების ფონზე.
  • დახურული შენობებიდან ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა (შენობის მოცულობა არანაკლებ 30 კუბური მეტრა).
  • კომპლექსი ადვილი გამოსაყენებელია, ცეცხლის წარმოება ნებისმიერი მდგომარეობიდანაა შესაძლებელი

ფუგსაური ჭურვის ეფექტი
 მსხვრევად–ფუგასური ჭურვის ეფექტი
გამშვები მოწყობილობა 
 გამშვებ მოწყობილობაზე შესაძლებელია სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობის დაყენება
 



წყარო: