суббота, 13 октября 2012 г.

რეაქტიული ჯავშანი BRENUS რუსული და ამერიკული ჯავშანტექნიკისთვის

წარმოგიდგენთ ფრანგული კომპანია  GIAT industries-ის რეაქტიულ ჯავშან BRENUS-ს, რომელიც პარიზში გამართულ გამოფენაზე იქნა გამოტანილი.

დინამიკური დაცვა BRENUS-ის კომპლექტი T-72-ისთვის


დინამიკური დაცვა BRENUS-ის კომპლექტი БМП-3-ისთვის


დინამიკური დაცვა BRENUS-ის კომპლექტი М-60-ისთვის


დინამიკური დაცვა BRENUS-ის კომპლექტი М-113-ისთვის


დღის ფოტო (Ка-52 Аллигатор)


Ка-52 Аллигатор




საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Бук-М1-2 და Тор-М1Э ეგვიპტეში


ინტერნეტში გამოჩნდა 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ეგვიპტის არმიის შეიარარებაში მყოფი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების - Бук-М1-2 და Тор-М1Э ფოტოსურათები.
2005 წელს წგვიპტენ ФГУП "Рособоронэкспорт"-თან გააფორმა ტექნიკის შესყიდვისა და მოდერნიზაციის მსხვილი პროექტი. კონტრაქტის ტანახმად რუსულმა მხარემ ეგვიპტეს მიაწოდა Бук-М1-2-სა და Тор-М1Э-ს პარტია, ასევე კონტრაქტის თანახმად განხორციელდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი 2К12Э "Квадрат"-ის მოდერნიზაცია, მასზე ახალი რაკეტა 9М317Э დაყენების გზით და თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი ЗСУ-23-4 "Шилка"-ს მოდერნიზაცია ЗСУ-23-4М4 დონემდე და მასზე განთავსდა საზენიტო რაკეტა 9К338 "Игла-С". 
ეგვიპტური მხარის თანახმად მათ მიახლოებით მიიღეს Бук-М1-2-ების 10 დივიზიონი (მიახლოებითი ციფრი) და Тор-М1Э-ს ორი ბატარეა (თითოში ოთხი საბრძოლო მანქანა 9А331) - ერთი 2006 წელს, ხოლო მეორე 2011 წელს.


საზენიტო სრაკატეო კომპლექსი 9K37M1-2 Бук-М1-2-ის შემადგენლობაში შემავალი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9А310М1-2 და გამშვებდამტენი დანადგარი 9А39М1

9К331Э Тор-М1Э-ს შემადგენლობაში შემავალი საბრძოლო მანქანები 9А331


მოდერნიზირბეული საზენიტო თვითმავალი დანადგარი ЗСУ-23-4М4

пятница, 12 октября 2012 г.

ჩინური ავიამზიდის "ლიაოიანის" პირველი ცურვა

ჩინური ავიამზიდის "ლიაოიანის" საგემბანო ჯგუფი თვალს ადევნებს ხომალდზე ვერტმფრენ Z-8-ას დაჯდომას


"ლიაოიანი" ჩინეთის ფლოტის მწყობრში ჩაყენების შემდეგ პირველ გასვლას ახორციელებს ზღვაში.

დღის ფოტო (USS Columbus (SSN 762))


ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს ცნობით ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.

კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.



Ministry of Defence of Georgia extends its condolences over the death of Corporal Mindia Abashidze born in 27 October of 1989 and expresses grief to his family members. Corporal Abashidze was killed while performing a combat task under the ISAF mission in Afghanistan.

Corporal Mindia Abashidze has been serving in army since August 4 2008. He was Commander of Fire Group of 32 Light Infantry Battalion of III Infantry Brigade of Land Forces. Corporal has been participating in the NATO mission since 2010-2011.

Ministry of Defence of Georgia condoles once again to the dead soldier`s family. The funeral expenses will be covered by the Defence Ministry.


წყარო:
MINISTRY IF dEFENCE OF GEORGIA

ჩინური ჯავშანმანქანები უსაფრთხოების ძალებისთვის (უხანას გამოფენა)



ჩინეთის ეროვნულ რესპუბლიკაში გრძელდება უსაფრთხოების ძალებისთვის განკუთვნილი ჯავშანმანქანების წარმოებისა და შექმნის ბუმი. ქვეყნის შიგნით ამ ტექნიკის შესყიდვას სხვადასხვა ქალაქების შეიარაღებული ეროვნული პოლიციის  და საპოლიციო სპეც ჯგუფები ახორციელებენ. შესყიდვები დეცენტრალიზირებულად ხორციელდება, რაც იწვევს ტექნიკის მრავაფლეროვნებას და ამით ხელს უწყობს ისეთი საწარმოების ბაზარზე გასვლას, რომლების მანამდე არასოდეს არ აწარმოებდნენ თვლიან ჯავშანმანქანებს - სამოქალაქო სატვირთოების მწარმოებლეი ფირმებით დაწყებული და ბაოტაში (მონღოლეთი, ავტონომიური რაიონი) განლაგებული სატანკო ქარხანა № 617-ით დამთავრებული. 

უხანაში გამართულ სამხედრო სა საპოლიციო ტექნიკის გამოფენაზე ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები, რომლებიც ძირითადად Wuhan Xiaolong Autotech Co-ს მიერ იწარმოება.





 






 

მსოფლიოში ყველაზე მძიმე მცურავი ტანკი

მესამე სამყაროს ქვეყნისთვის ჩრდილოეთ კორეას საკმაოდ კარგად განვითარებული სამხედრო წარმოებაა გააჩნია. კერძოდ კორეის ნაციონალურმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აითვისა სახმელეთო ჯარებისთვის საჭირო შეიარაღების მთელი ნომენკლატურა. ეს არის - ძირითადი საბრძოლო ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და სხვები. რა თქმა უნდა მოცემული სამხედრო ტექნიკა თანამედროვეობის ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით დამზადებულ ნაკეთობებს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მეცნიერულ-ტექნიკური აზროვნება ადგილზე არ დგას და სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესება ამ ქვეყანაში უწყვეტი პროცესია.


კორეის ნახევარკუნძულზე გამოშვებულ პირველ ტანკად ითვლება ჩრდილოეთ კორეული ტანკი, რომელიც ცნობილი გახდა ამერიკელების მიერ შერქმეული სახელწოდებით - M-1985. ოკეანსგაღმელმა სპეციალისტებმა ეს მანქანა პირველად 1985 წელს გამართულ აღლუმზე ნახეს და ამგვარად შესაბამისი სახელწოდებაც მიანიჭეს. ბოლო დროს ამ მცურავ ტანკს ასევე უწოდებენ -  ПТ-85 ან Type-82. არც ერთი ამ სახელთაგანი არაა კორეული.
რელობაში არც ერთმა სპეციალისტმა არ იცის ზუსტად თუ როდის შეიქმნა ეს მანქანა, მაგრამ ითვლება რომ არმიაში მისი მიწოდება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, სამხრეთკორეული ძირითადი საბრძოლო ტანკი K-1, რომელიც ასევე ცნობილია Type-88 სახელწოდებით.

რადგანაც ინფორმაცია ამ ტანკის შესახებ გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა ცნობარებში მოცემულია მისი მხოლოდ სავარაუდო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები. ითვლება, რომ М-1985 არის მოსფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ტანკი. მისი კორპუსის წყალწვა საკმაოდ დიდია და ამიტომ სპეციალისტების ვარაუდიდ ტანკი ქვეითების წყლის წინაღობებზე გადასაყვანად გამოიყენება. მანქანის წონა - სავარაუდოდ 20 ტონაა.
ტანკი თავისი კლასისთვის არც თუ ისე ცუდადაა შეიარაღებული - 85მმ-ნი ძირითადი ქვემეხი, 7,62მმ-ნი დამხმარე ტყვიამფრქვევი, მსხვიკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი  და ასევე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "Малютка"-ს გამშვები მოწყობილობა. ამძრაობა ამ მცურავ ტანკს ცუდი არ უნდა ჰქონდეს. თუ მასზე დგას 500ც/ძ-ნი ძრავა, მაშინ მისი მაქსიმალური სიჩქარე 65კმ/სთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 
თავისი კონსტრუქციით ПТ-85 ახლოს დგას ჩინურ Type-63A-სთან, თუმცა არ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ამ ტანკის შექმნაში კორეელებს ჩინელები ეხმარებოდნენ. ზოგიერთი ექსპერტის შეფასების მიხედვით სულ გამოშვებული იქნა 500 ერთეული ПТ-85. არაა გამორიცხული რომ ამ ტანკის მოდერნიზირებული ვარიანტი დღემდე იწყობოდეს. ასევე არსებობს ვარაუდი რომ ახალი, ჩრდილო კორეული საბრძოლო მანქანა ამ მცურავი ტანკის ბაზაზეა აწყობილი.
ამ ტანკის ბოლო ჩვენება 2012 წლის აპრილში, ფხენიანში გამართულ გრანდიოზულ აღლუმზე განხორციელდა. ეს მანქანა ესქპორტე არ გაუტანიათ და შესაბამისად საბრძოლო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.


წყარო:
Северная Корея создала самый крупный в мире плавающий танк

четверг, 11 октября 2012 г.

დღის ფოტო (Freestyle)

იაპონური ძირითადი საბრძოლო ტანკი Type-10 ჰიდროპნევმატიკურ, რეგულირებად საკიდარს ამარიაჟებს







რელსი ტყვიის წინააღმდეგ

რელსი - მაგისტრალური, ყელის სისქე 18 მილიმეტრი.



1-წითელი ფერით აღნიშნულია მოსინის შაშხანიდან ნასროლი ჯავშანგამტანი ტყვიები - ორი გამჭოლი ნახვრეტი ერთი არა.
2-ყვითელი - იგივე ტყვიები, ოღონდ ამჯერად  СВД-დან, მიბრჯნით. გახვრეტა ვერ მოხერხდა - მსროლელებმა არ იცოდნენ რომ მიბრჯნით სროლისას ტყვიის გამტანეფექტურობა შედარებით დაბალია. შემდეგში ნორმალური დაშორებიდან СВД-დან იმავე ტყვიებით სროლისას მოხერხდა რელსის გამჭოლად გახვრეტა.
3-მწვანე - СКС-დან 7,62х39 БЗ ტყვიების სროლის შედეგი. გამჭოლი გასვლა არ დაფიქსირდა, მხოლოდ ბზარები წინაღობის უკანა მხარეს.
4-თეთრი - 300 Win Mag.
5-ლურჯი - 7,62х39 ПС.


среда, 10 октября 2012 г.

რუსეთ-ერაყს შორის მეგა კონტრაქტი შესდგა



რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა წყაროებმა 2012 წლის 9 ოქტომბერს, ერაყთან 4,2 მილიარდი დოლარი ღირებულების შეიარაღების თაობაზე კონტრაქტის გაფორმების შესახებ, ინფორმაცია დაადასტურეს (ამის თაობაზე ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია - რუსეთსა და ერაყს შორის მეგა კონტრაქტები მზადდება). ცნობების მიხედვით, კონტრაქტების ნაწილი ჯერ კიდევ ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის რუსეთში ვიზიტამდე შესდგა. შეგახსენებთ რომ ამ კონტრაქტის საფუძველს შეადგენს 42 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო საზენიტო მანქანები "Панцирь-С1" და 30 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენი Ми-28НЭ. 

წყარო:

вторник, 9 октября 2012 г.

დღის ფოტო (საიდან სადაო)

კუბის მექანიზირებული ბრიგადა ეთიოპიაში (დირედავას რაიონი, 1978 წელი) - სურათზე ჩანს Т-55, БТС-4 და ГАЗ-66


თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab შეიარაღებაში მიიღეს



დამუშავებისა და ვადების გადადებების (მათ შორის ფინანუსრი მიზეზების გამო) ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს პოლონური არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა 155მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab-ის პირველი სერიული ბატარეა, რომელიც დამზადებულია საწარმოო Huta Stalowa Wola-ს მიერ (HSW შედის ჯგუფ Bumar-ის შემადგენლობაში). 8 ჰაუბიცის ოდენობით აღჭურვილი პირველი ბატარეა მიღებული იქნა გენერალ იუზეფ ბემას სახელობის, ცენტრალური დაქვემდებარების, მაზურიის მე-11 საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში, რომელიც ვენგოჟევოში დისლოცირდება (რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის საზღვართან).
ამას გარდა, პოლკმა მიიღო შეჯავშნული სამეთაურო-საშტაბო მანქანები WD/WDSz (თითო მანქანა ოცეულის, ბატარეის და დივიზიის მეთაურებს), ჭურვების მომტანი მანქანა WA, რომელიც მანქანა Jelcz P882.53-ს შასიზეა შექმნილი და შეიარაღების სარემონტო მანქანა WRUiE, რომელიც მანქანა Jelcz P662D.35-ს შასიზეა შექმნილი. 2 ოქტომბერს მე-11 პოლკში ახალი ჰაუბიცების გამოყენებით ჩატარებული იქნა პირველი სწავლება. საბოლოოდ პოლკის დაკომპლექტება დაგეგმილია ნოემბრის ბოლოსთვის.
მე-11 მაზურიის საარტილერიო პოლკი 2010 წელს იქნა ჩამოყალიბებული, 1-ლი მასურიის საარტილერიო ბრიგადის გადაფორმირებების შედეგად და ახალი ჰაუბიცების მიღებამდე მასში შედიოდა ორი დივიზიონი - 1-ლი აღჭურვილი იყო 152მმ-ნი ქვმეხ-ჰაუბიცა Dana-თი და მე-3, რომელიც აღჭურვილი იყო 122მმ-ნი РСЗО БМ-21 "Град"-ებით. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის მაისში და 2011 წლის ივნისში ხელი მოაწერა კონტრაქტებს საწარმოო HSW-თან, რომლებიც ითვალისწინებდა 2015 წლის ბოლოსთვის მე-11 პოლკის შემადგენლობაში ერთი სადივიზიონო კომპლექტი Krab-ების მიწოდებას, რომელიც ოფიციალურად "დივიზიონის საცეხლე მოდულ"  (Dywizjonowy moduł ogniowy - DMO) Regina-დ იწოდება (საუბარია ცეცხლის მართვის ავტომატიზირებულ სისტემაზე). DMO Regina-ს საშტატო შემადგენლობაში შედის და კონტრაქტის მიხედვით მიწოდებული უნდა იქნას 24 თვითმავალი ჰაუბიცა Krab (სამი ბატარეა), ცეცხლის მართვის 11 შეჯავშნული მანქანა (ოცეულის მეთაურების ექვსი მანქანა და ბატარეის მეთაურის სამი მანქანა WD და დივიზიონის მართვის ორი მანქანა WDSz), ჭურვების მიმტანი ექვსი მანქანა WA და ერთი შეიარაღების სარემონტო მანქანა WRUiE. სულ პოლონეთის არმია სულ გეგმავს შეიძინოს Krab-ის (DMO Regina) ორი სადივიზიონო კომპლექტი.

Krab-ები სწავლებაზე


წყარო:

понедельник, 8 октября 2012 г.

რუსმა ინჟინრებმა ახალი საარტილერიო სისტემები აჩვენეს

სააგენტო "РИА Новости"-ს ვიდეორეპორტაჟში გამოჩნდა ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი პერსპექტიული 152მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლების შემუშავებაც თემა "Коалиция-СВ-О" ფარგლებში მიმდინარეობს. რეპორტაჟში დემონსტრირებული იყო თემა "Коалиция-СВ-О"-ს ფარგლებში შექმნადი თვითმავალი საარტილერიო ქვემეხის ორნაირი ვარიანტის მოდელი - 2С35, რომელიც ОАО "НПК "Уралвагонзавод"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფ მძიმე მუხლუხოვან პლატფორმა "Армата"-ზე ბაზირდება, ხოლო მეორე 2С35-1, განთავსებულია პერსპექტიულ 8х8 სავალი ფორმულის მქონე შასიზე, რომელიც ОАО "КамАЗ"-ის მიერაა შექმნილი.
თემა "Коалиция-СВ-О"-ზე მუშაობა ითვალისწინებს მაღალავტომატიზირებული, ერთლულიანი საჰაუბიცო არტსისტემის შექმნას (მოქანავე ნაწილიწ ინდექსი სავარაუდოდ 2А88), რომელიც უკაცურ კოშკურაში იქნება განთავსებული.


თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Армата"-ს ბაზაზე



თვითმავალი საარტილერიო დანადგარი  КАМАЗ-ის ბაზაზე


სისტემები აღჭურვილი იქნება მსხვრევად-ფუგასური, შორსმსროლელი და ზეზუსტი ჭურვებით, რომლებსაც შეეძლებათ მოწინააღმდეგე 70 კილომეტრის მანძილზე დააზიანონ.
"საბრძოლო განყოფილება სრულებით უკაცურია, ანუ ეკიპაჟი საბრძოლო ნაკვეთურის გარეთ იმყოფება. გაშლის დრო - წუთნახევრამდეა", - განაცხადა ОАО ЦНИИ "Буревестник"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორმა ალექსეი ზელენცოვმა.
ლეგენდარული კომპლექსების "Град" და "Смерч" შემქმნელებმა გამოფენაზე განაცხადეს თუ როგორი იქნება ახალი შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის სისტემა "Торнадо-С", ეს სისტემა ჯერ მხოლოდ გამოცდების სტადიაშია.
"Торнадо-С" – ეს თავდაპირველად მართვადი ჭურვებია, რომლებიც "ГЛОНАСС"-ის მეშვეობით იმართება, მათ შორის დიდი მანძილი გააჩნიათ. ჩვენ უკვე დღეს შეგვიძლია უზუნველყოთ "Смерч"-ის 200 კილომეტრზე სროლის მანძილი, - განუცხადა ჟურნალისტებს ФГУП "ГНПП "Сплав"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი მაკაროვეცმა.
თვითონ სამხედროების განცხადებით - კონფერენციაზე ნაჩვენები ტექნიკა რუსეთის არმიას ესაჭიროება. ის საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგესთან კონტაკტში შეუსვლელად, ზეზუსტი იარაღის მინიმალური რაოდენობით განადგურდეს მოწინააღმდეგის დაჯგუფების ძირითადი ნაწილი.

ერთი LC-130F ისტორია

თვითმფრინავი LC-130F, საბორტე ნომერი 321-ის, 1971 წლის 4 დეკემბერს, მოედან D-59-დან აფრენის დროს მას მოძვრა მარცხენა ბორტის ორი მყარსაწვავიანი ამაჩქარებელი - ერთი მათგანი ძრავის გონდოლაში მოხვდა, ხოლო მეორე ხრანხში. თავის მხრივ ხრახნის ფრთები კორპუსს მოხვდა და გაარღვია იგი. არავინ არ დაზიანებულა, ეკიპაჟი 80 საათის მერე იქნა ევაკუირებული.
თვითმფრინავი 17 წლიანი ზამთრის ძილის შემდეგ, 1988 წელს ამოთხარეს, აღადგინეს საფრენ მდგომარეობაში და გადააფრინეს მაკ-მიერდოში. ამჟამად თვითმფრინავი არიზონას შტატში, ავიატექნიკის შემნახავ ბაზა Tucson-ზე ინახება.

თვითმფრინავის ამოთხრა 17 წლიანი ზამთრის ძილის შემდეგ




წყარო: 

P.S. LC-130F წარმოადგენს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ შეძენილ C-130-ის არქტიკულ მოდიფიკაციას, თვითმფრინავი თოვლიანი ზედაპირიდან ასაფრენად აღჭურვილი იყო თხილამურებით და ადაპტირებული ძრავები Т56-А-16-ებით. სულ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმაარქტიკაში გამოსაყენებლად 4 ასეთი თვითმფრინავი შეუკვეთეს სახელწოდებით UV-1L.

დაწვრილებით თვითმფრინავის შესახებLockheed LC-130

დღის ფოტო (Always READY)

ფოტო გადიდებადია


ჩვენი ტექნიკა მტრის ხელში

გავრცელდა ქართული БМП-1У ახალი სურათი, რომელიც რუსებმა ხუთდღიანი ომის დროს გაიყვანეს გორის ბაზიდან. 



БМП-1У წარმოადგენს ძველი БМП-1-ს უკრაინულ მოდერნიზაციას - მოდერნიზაციის შედეგად მანქანაზე განთავსდა ახალი საბრძოლო მოდული «Шквал»-ი და განახლდა მანქანის რესურსი.




P.S.დაწვრილებით მანქანის შესახებ იხილეთ უახლოეს მომავალში.

თურქული ვერტმფრენი T-129А დასმულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს


როგორც თურქული გაზეთი Zaman იუწყება - იტალიურ ვერტმფრენს, რომელიც Т-129А სახელწოდებით თურქეთში ეწყობა, ბოლო ცნობების თანახმად დასმული ტექნიკური მახასიათებლისგან განსხვავებით 70 კგ-თი ნაკლები შეიარაღების აწევა შეუძლია. მთლიანობაში საწარმოო ხაზიდან ორი სერიული ვერტმფრენია გამოსული და დანარჩენი ოთხი აწყობის სხვადასხვა სტადიაშია.

Т-129-ს მოსალოდნელისგან განსხვავებით 70 კილოგრამზე ნაკლები შეიარაღების წაღება შეუძლია, მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრება მომდევნო პარტიის ვერტმფრენების წარმოებისას - განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ამჟამად ვერტმფრენი შეიარაღებულია ტანკსაწინააღმდეგო Hellfire და ჰაერსაწინააღმდეგო Stinger რაკეტებით.
ამ იტალიურ-თურქული ვერტმფრენის წარმოების პროგრამაში მონაწილეობს იტალიური AgustaWestland და თურქული TAI, Aselsan და Roketsan. Т-129 წარმოადგენს იტალიური Agusta A-129-ის მოდიფიკაცია, რომელიც თურქული მოთხოვნის მიხედვით გადაკეთდა.
3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილები (კორპუსი, ძრავა, ხრახნი) და კომპონენტები იტალიაში ეწყობა და ისე იგზავნება თურქეთში, ხორციელდება ТАI-ს საწარმოოში, სადაც ხორციელდება ვერტმფრენის საბოლოო აწყობა.