Friday, February 26, 2016

და სახელია მისი B-21


ამერიკის ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენს (პროგრამა LRS-B) B-21 დაერქმევა, რაც 21-ე საუკუნის ბომბდამშენს ნიშნავს. ამის შესახებ ორლანდოს შტატში გამართულ აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო-საბრძოლო სიმპოზიუმზე აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა (Deborah Lee James) 26 თებერვალს განაცხადა.
სიმპოზიუმსე ასევე ნაჩვენები იყო საინტერესო რენდერი, რომელზეც B-21-ის სავარაუდო იერია გამოსახული, მიუხედავად იმისა რომ  ბომბდამშენის არც მაკეტი და არც პროტოტიპი ჯერ არაა გასაჯაროებული, ეს ნახატი მიახლოებით მაინც ქმნის წარმოდგენას ახალი თაობის ამერიკულ ბომბდამშენის დიზაინის შესახებ.
სიმპოზიუმზე ასევე ცნობილი გახდა რომ ბომბდამშენის საკუთარი სახელის შესარჩევად სამხედროებს შორის კონკურის გამოცხადდება.

წყარო:


P.S. პროგრამის შესახებ არაერთხელ ვწერდი ბლოგზე. კონკურსში კომპანია Northrop Grumman-მა დაამარცხა Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი. ამ ბოლო ორმა საჩივარი შეიტანეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.


Т-90 vs TOW

დროის ამბავი იყო და აი მოხდა - სირიაში რუსების მიერ მიწოდებული Т-90 და ამერიკული ტსმრ TOW ერთმანეთს თბილად შეხვდნენ:

ვიდეოს მიხედევით რაკეტა ტანკს სწორედ სამიზნე 1Г46-ის რაიონში მოხვდა. აფეთქების წინ რაკეტის ალი სწორედ სამიზნის გამომავალ ოპტიკას ეფარებს. ამ ადგილას ტანკის ჯავშანი საკმაოდ სუსტია და დინამიკური დაცვა არ გააჩნია. მოხვედრის შემდეგ ტანკიდან მემიზნე ოპერატორი ამოდის, ხელები თავზე (ან ყელზე უკავია), სავარაუდოდ დაჭრილია. ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრის ბედი უცნობია:

Tuesday, February 23, 2016

МТ-ЛБ + დინამიკური დაცვა

დღეს, 23 თებერვალს დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, ეგრეთ წოდებული "მამულის დამცველის" დღისადმი მიძღვნილი სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. საყვარელმა ხალხმა ტექნიკის ასეთი საინტერესო ნიმუშით დაგვაჯილდოვა

წყარო:

ტსმრ Javelin ქურთების ხელში (ფოტო და ვიდეო)

ქურთი მებრძოლები სირიაში ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის, Javelin-ის გვერდით პოზირებენ

და სავარაუდოდ კომპლექსის გამოყენების შედეგი

Monday, February 22, 2016

დღის ფოტო - უკანასკნელი სახაზო ხომალდი

1943 წლის 22 თებერვალს მწყობრში ჩადგა სახაზო ხომალდი "Iowa" - იმავე სახელწოდების ოთხ ხომალდიანი სერიის სათაო ხომალდი და მწყობრში მყოფი უკანასკნელი სახაზო ხომალდი. წყალწვა 58 000 ტონა წყალწვის ხომადლი რეზერვში ორჯერჯ იყო გაყვანილი, 1949 და 1958 წლებში. პირველად ის კორეის ომთან დაკავშირებით მწყობრში 1951 წელს დაბრუნდა, ხოლო 1984 წელს რეზერვიდან მისი გამოყვანა პრეზიდენტ რეიგანის პროგრამა "600 ხომალდიანი ფლოტის" რეალიზაციის მიზნით იქნა მოხსნილი.
1990 წელს "Iowa" იკვლავ მოხსნეს ექსპულატაციიდან, მაგრამ დატოვეს ატლანტიკის ოკეანის ფლოტის რეზერვში და სამხეტრო-საზღვაო რეგისტრში. 2012 წელს ხომალდმა უკანასკნელი ცურვა განახორციელა, რომელიც ლოს-ანჟელესში, 7 ივლისს დასრულდა, სადაც ის მუზეუმის სახით იქნა გახსნილი.


აშშ-მ ევროპაში, ბოლო ათი წლის მანძილზე საბრძოლო მასალების ყველაზე მსხვილი პარტია გადაზიდა

როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი, აშშ-მ ევროპაში, ბოლო ათი წლის მანძილზე საბრძოლო მასალების ყველაზე მსხვილი პარტია გადაზიდა.
5000 ტონამდე სატანკო, ჯავშანტექნიკისა და მსუბუქი შეიარაღების საბრძოლო მარაგი საზღვაო გზით გადასროლილი იქნა ამერიკიდან გერმანიაში, საიდანაც შემდეგში ამ მარაგის  NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სახმელეთო გზით გადაზიდვა მოხდება.
როგორც აშშ-ს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, მეთიუ რედდინგმა განაცხადა "ბოლო ათი წლის მანძილეს ეს ერთ ჯერზე გადაზიდული ყველაზე დიდი პარტიაა, რაც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენ ჩვენი მოკავშირეების დაცვა გვსურს".
აშშ-ს ევროპული დაჯგუფების გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამ გაძლიერების მიზანს NATO-ს ბლოკის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა წარმოადგენს.
აშშ-ს სამხედროების განცხადების თანამხად ეს საბრძოლო მარაგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკული კონტინგენტის ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ კი ბულგარეთში, პოლონეთსი და ბალტისპირეთში, სადაც ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფები მუდმოვად იმყოფებიან როტაციულ საფუძველზე.
ამას გარდა საბრძოლო მარაგების საწყობები ამერიკელი სამხედროების გარდა ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნების უზრუნველსაყოფადაც იქნება გამოყენებული.

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ევროპაში საბრძოლო მარაგით დატვირტული 415 საზღვაო კონტეინერი გადაისროლეს

KTO Rosomak-ას ავღანური აბჯარი

პოლონური არმიის ჯტრ KTO Rosomak-ას ავღანურ ვარიატზე დამატებითი ჯავშანმოდულებია დამონტაჟებული. მწარმოებლის განცხადების თანახმად დამატებითი ჯავშანი წინიდან ПГ-7В-სგან, ხოლო ბორტებიდან 14,5მმ-ნი ტყვიებისგან უზრუნველყოფს მანქანის დაცვას.

ჯტრ-ის ავღანურ ვერსიაზე წინიდან მხოლოდ მძღოლ-მექანიკოსის განყოფილება იყო დაცული დამატებითი ჯავშანმოდულით, თუმცა არსებობს ასევე მანქანის ვერსია, რომელსაც წინიდან მთელს ზედა ფილაზე აქვს დამატებითი მოდული დამონტაჟებული. ქვევით ორივე ვარიანტია მოყვანილი

მოდული გამოცდაზე. ჭურვის დახრის კუთხე მანქანის წინა ზედა ფილის კუთხის იმიტაციას ახდენს 

მძღოლ-მექანიკოსის განყოფილების მოდულის ძირითადი მონაცემები:

  • სისქე - 130მმ
  • მოცულობა - 1,3მ2
  • საშუალო წონა - 340კგ (1,3მ2)
  • დაცვის ხარისხი 
- STANAG level IV
- იცავს მძღოლ-მექანიკოსის გაყოფილებას РПГ-7 გასროლა ПГ-7В-სგან (ექვივალენტია 330მმ RHA-სი)
  • მძღოლს არ უზღუდავს ხედვის არეს.
  • მდგრადია დაზიანებისადმი
  • შესაძლებელია მისი შეცვლა საველე პირობებში
  • კომპზიტური შემადგენლობა
  • შეუძლია რამდენიმე მოხვედრის გაძლება.

მანქანის საბრძოლო კოშკურიაზეც ასევე დაყენებულია დამატებითი ჯავშანპაკეტები

კოშკურის ჯავშანპაკეტების მონაცემები:
  • სისქე 40მმ
  • წონა - 82კგ/მ2
  • დაცვის ხარისხი:
- STANAG Level IV (14,5მმ API) 
- დამატებითი დაცვა ძირითად ჯავშანზე მაგრდება, რომლის დაცვის ხარისხიც Level-2-ს უდრის
  • იაცვს კოშკურას დაზიანებისგან
  • მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ
  • ადვილად ხდება საველე პირობებში შეცვლა
  • შემადგენლობა კომპზიტური - კერამიკა, შუშა, ალუმინი, არამიდი
  • მდგრადია მრავლობითი მოხვედრების მიმართ

კორპუსის საბორტე ჯავშანმოდული

  • სისქე 40მმ
  • წონა - 82კგ/მ2
  • დაცვის ხარისხი:
- STANAG Level IV (14,5მმ API) 
- დამატებითი დაცვა ძირითად ჯავშანზე მაგრდება, რომლის დაცვის ხარისხიც Level-2-ს უდრის


  • იაცვს კორპუსს დაზიანებისგან
  • მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ
  • ადვილად ხდება საველე პირობებში შეცვლა
  • შემადგენლობა კომპზიტური - კერამიკა, შუშა, ალუმინი, არამიდი
  • მდგრადია მრავლობითი მოხვედრების მიმართ
დამატებითი ჯავშანფილებით აღჭურვილი KTO Rosomak-ა 14,5მმ-ნი ტყვიებით დაცხრილვის შემდეგ

დამატებითი ჯავშანფილებით აღჭურვილი KTO Rosomak-ა საერთო-საჯარისო სწავლებაზე 

წყარო:

ჰიუ ჯეკმანმა გამანადგურებლით იფრინა


19 თებერვალს ჰიუ ჯეკმანმა, თავისი ახალი ფილმის "ედდი არწივის" (Eddie "The Eagle" ) პრომო-ტურის ფარგლებში ტეხასის შტატი მოინახულა, სადაც სამხედროებმა ის თავიანთ ბაზაზე, გამანადგურებელ F-16-ით, საფრენად მიიწვიეს. ჯეკმანის მისვლისთვის ერთ-ერთ გამანადგურებელზე მისი სახელი და სახმისი "სამურავი" (Wolverine) დააწერეს.
ჰიუ ჯეკმანმა გაიარა ინსტრუკტაჟის მცირე კურსი და მეორე პილოტის როლში ბაზის თავზე ფრენა განახორციელა.

"მე ძალიან, ძალიან მიხარია, ცოტათი ვინერვიულე, მაგრამ მე გამიმართლა რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა და მე ძლიან მადლობელი ვარ" - მოყვა ჰიუ ინტერვიუში.

"მიხარია რომ გული არ ამერია" - განაცხადა ჯეკმანმა ფრენის შემდეგ

"როდესაც ჩვენ უკვე ფრენისათვის მზად ვიყავით, თავში ერთმა აზრმა გამიელვა, თუ არიან ესენი იმის კურსში რომ მე უბრალოდ მსახიობი ვარ" - იცინოდა ჯეკმანი, რითაც იმაზე მიუთითა რომ სამხედრო ბაზაზე მას სახელის ნაცვლად ყველა "სამურავი"-ით მიმართავდა.



Sunday, February 21, 2016

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები - 2015 წლის შედეგების ანალიზი


2016 წლის 19 თებერვალს გაზეთ "წითელ ვარსკვლავში" ("Красная Звезда") გამოქვეყნდა ანა პოტეხინას სტატია "მამულის ცის დამცველები" ("Стражи неба Отчизны"). სტატიაში რუსეთის ფედერაციის საჰარო-კოსმოსრუი ძალების და მათ მიერ სირიაში აქტივობის შესახებ, მისი მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკივ ვიქტორ ბონდარევის მიერ რამოდენიმე საინტერესო ფაქტია მოყვანილი.


კერძოდ:

2015 წელს რუსეთის ფედერაციის საავიაციო ბირთვული სტრატეგიული ძალები 10 ცალი მოდერნიზირებული თვითმფრინავით შეივსო. აქედან ორი ცალი Ту-160, სამი ცალი Ту-195МС და ხუთი ცალი Ту-22М3. სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთის ფარგლებში მიღებულია 243 ცალი ვერტმფრენი და თვითმფრინავი, 90 ცალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა და კომპლექსი, 208 ცალი რადიოლოკაციური სისტემა. ამის წყალობით საჰაერო-კოსმოსურ ძალებში თანამედროვე შეიარაღების წილი 52%-მდე გაიზარდა. უკან იქნა მოტოვებული ერთიანი კოსმოსრუსი სივრცი შექმნის პირველი ეტაპი. მოქმედებაში შევიდა მისი დასავლეთი მოდერნიზირებული პუნქტი და განხორციელდა კოსმოდრომ პლესეცკის სახმელეთო ინფრასტრუქტური მომზადება. ნოემბერში ერთიანი კოსმოსრუი სისტემის პირველი კოსმოსური აპარატი იქნა ორბიტაზე გაყვანილი. 2015 წელს საჰაერო-კოსმოსურ ძალებში განხორციელდა 450 სხვადასხვა დონის სწავლება, რომელთა შედეგებიც ყოველ დღე უმჯობესდება.

2016 წელს ასევე მოხდება რამოდენიმე მოდერნიზირებული Ту-160-ისა და Ту-195МС-ის მიწოდება. ხუთი საზენიტო-სარაკეტო პოლკი С-400-ზე გადაიარაღდება. ამას გარდა დაგეგმილია ერთიანი კომოსური სისტემის კიდევ ერთი კოსმოსური აპარატის გაშვება.

საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალმა განსაკუთრებულად ყურადღება გაამახვილა სირიაში პირადი შემადგენლობის პროფესიონალურ მოქმედებაზე. მისი განცხადების თანახმად - რუსეთის ავიაციამ სირიაში 11 700 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და დაარტყა ტერორისტების 22 000 ობიექტს. სირიაში მთლიანმა ფრენადობამ 9 500 საათი შეადგინა.

წყარო:

შედარებისთვის საფრანგეთის საჰაერო ძალების სტატისტიკა ბოლო 500 დღის განმავლობაში (დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ავიაცია სირიაში უკვე 150 დღეა რაც იმყოფება):

1600 საბრძოლო გასვლა

6600 საათი ფრენა
4000 საწვავის საჰაერო გამართვა

წყარო:

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შედეგები (ფოტოები)

8 თებერვალს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი). განგაშის შედგეად საბრძოლო მდგომარეობაში ფაქტიურად ოლქის მთელი შემადგენლობა იქნა გადაყვანილი. წარმოგიდგენთ ამ განგაშის შედეგად სხვადასხვა რუსლი სამხედრო ქვედანაყოფების მფოტომასალას (მათ შორის აფხაზეთიდან):

P.S. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოქლის ქვედანაყოფებს, რაოდენობასა და განლაგებას შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ - სამხრეთ სამხედრო ოლქი – ქვედანაყოფები, განლაგება, რაოდენობა

საქართველო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზიდან, სამხრეთ სამხედრო ოლქის მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში რუსეთის არმიის ქვედანაყოფების განგაშზე გასვლა (აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა)

მოულოდნელი საბრძოლო შემოწმების ფარგლებში სამხრეთ სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო შენაერთების საველე გაშლა (ქ. ვლადიკავკაზში ბაზირებული მოტოსმროლელთა მე-19 ცალკეული ბრიგადა (19-я отдельная мотострелковая бригада))


რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში განხორციელებული საბრძოლო შემოწმების ფარგლებში საჰაერო-სადესანტო ჯარების ტექნიკის რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუი ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში ჩასატვირთად მომზადება (მარინოვკას აეროპორტი, ვოლგოგრადის რაიონი)

მოულოდნელი საბრძოლო შემოწმების ფაგლებში რუსეთის სავიაციის მოქმედება (ვოლგოგრადის რაიონი)

საბრძოლო შემოწმების ფარგლებში კასპიის ფლოტილიის ხომალდების ზღვაში გასვლა (კასპიისკი, ასტრახანის რაიონი)


წყარო: