Showing posts with label LRS-B. Show all posts
Showing posts with label LRS-B. Show all posts

Friday, February 26, 2016

და სახელია მისი B-21


ამერიკის ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენს (პროგრამა LRS-B) B-21 დაერქმევა, რაც 21-ე საუკუნის ბომბდამშენს ნიშნავს. ამის შესახებ ორლანდოს შტატში გამართულ აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო-საბრძოლო სიმპოზიუმზე აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა (Deborah Lee James) 26 თებერვალს განაცხადა.
სიმპოზიუმსე ასევე ნაჩვენები იყო საინტერესო რენდერი, რომელზეც B-21-ის სავარაუდო იერია გამოსახული, მიუხედავად იმისა რომ  ბომბდამშენის არც მაკეტი და არც პროტოტიპი ჯერ არაა გასაჯაროებული, ეს ნახატი მიახლოებით მაინც ქმნის წარმოდგენას ახალი თაობის ამერიკულ ბომბდამშენის დიზაინის შესახებ.
სიმპოზიუმზე ასევე ცნობილი გახდა რომ ბომბდამშენის საკუთარი სახელის შესარჩევად სამხედროებს შორის კონკურის გამოცხადდება.

წყარო:


P.S. პროგრამის შესახებ არაერთხელ ვწერდი ბლოგზე. კონკურსში კომპანია Northrop Grumman-მა დაამარცხა Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი. ამ ბოლო ორმა საჩივარი შეიტანეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.


Saturday, November 7, 2015

Boeing-მა და Lockheed Martin-მა პროგრამა LRS-B თაობაზე პროტესტი წარადგინეს


როგორც ჩანს მათი შეთავაზება შედარებით ძვირად ჩათვალა კომისიამ. დაველოდოთ რა გამოვა, მაგრამ პროგრამის გადატვირთვა სავარაუდოდ ამ ორ გიგანტს არ გამოუვა.

პრეს-რელიზის ბმული:

Northrop Grumman-მა საპასუხო პრეს-რელიზი გაავრცელად, მოკლედ შინაარის ასეთია:
1 - კონკურსის ყოფილი მონაწილეების (კაი ფორმულირებაა) გადაწყვეტილებამ პროტესტი განაცხადონ იმედი გაგვიცრუა, ეს საქციელი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პროგრამას დაამუხრუჭებს.
2 - საჰაერო ძალებმა ყველაფერი კარგად ამოირჩიეს. თქვენს ადგილზე საერთოდ გავჩუმდებოდი გაზრდილი ღირებულების თაობაზე.
3 - მთელს მსოფლიოში ჩვენ ერთადერთი ვართ ვინც სტელს ბომბდამშენი შექმნა, თქვენ კიდევ არაფერი არ შეგიძლიათ.

პრეს-რელიზის ბმული:


P.S. როგორც ჩანს ეს უფრო საზოგადოებაზე გათვლილი პოლემიკაა. თავის მხრივ საზოგადოების აზრსაცა აქვს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე. ამხელა პროგრამის ამორჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, დარწმუნებული ვარ ორივე პროგრამა ღირსეული იყო. ამიტომ ეხლა უკვე გადამხდელზე წავიდა მანიპულაცია - "ნახე შენი ფული რა უაზროდ იხარჯებაო!"