Friday, July 26, 2013

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების მოულოდნელი შემოწმების რამდენიმე მაჩვენებელი

გუშინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებში მოულოდნელად განხორციელებული შემოწმებისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა.

წარმოგიდგენთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ექსპერტებისთვის და ჟურნალისტებისთვის წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალას:

მთლიანი მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:



Wednesday, July 24, 2013

PzH–2000 - მიზნის პირდაპირი დარტყმით განადგურება

სამხრეთაფრიკულ საცდელ პოლიგონ Alkanptan–ზე წარმატებით დასრულდა 155მმ–ნი მართვადი ჭურვი "Vulcano"–ს გამოცდები. 155მმ–ნმა თვითმავალმა ჰაუბიცა PzH–2000–მა ჭურვით 33 კილომეტრში მიზანი პირდაპირი მოხვედრით გაანადგურა, აღსანიშნავია რომ სამიზნეს 2×2 მეტრიან ფოლადის დაფა წარმოადგენდა.
"Vulcano"–ს ჭურვების ოჯახის შექმნაზე მუშაობა OΤΟ Melara–მ დაიწყო. თავდაპირველად ეს სამუშაო მხოლოდ საზღვაო 127მმ–ნ ჭურვებს ეხებოდა, მაგრამ შემდეგში კვლევა 155მმ–ან ჭურვებსაც შეეხო. ბოლო შემთხვევაში იტალიური კომპანია Diehl Defence–სთან თანამშრომლობს, ეს სამუშაო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშისთვის სრულდება.


"Vulcano"–ს ოჯახის ჭურვებს ორი ვარიანტის ორმაგი მართვის სისტემა გააჩნია – პირველი GPS/IR, ხოლო მეორე GPS/SAL. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ GPS–ის დახმარებით მართვად ჭურვს PzH–2000–ის საუკეთესო შემთხვევაში მიზანთან 20 მეტრის რადიუსში აგდებდა, ხოლო კომბინირებული დამიზნების სისტემით (ამ შემთხვევაში ლაზერის დახმარებით) ჰაუბიცამ მიზანი პირდაპირი დარტყმით გაანადგურა.

წყარო:

Tuesday, July 23, 2013

Return to Black Hawk Down

დაბრუნება "შავი ქორის ვარდნის" ბრძოლაში და განვითარებული მოვლენების აღდგენა მონაწილების მიერ – ეს იდეა რეჟისორ Matt Knighton–სა და პროდუსერ Mary Beth Minnis–ს გაუჩნდათ და განახორციელეს კიდევაც.

საკმაოდ ემოციური ვიდეო რგოლია:

ფილმის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე წაიკითხოთ:

Monday, July 22, 2013

Syria VS ΝΑΤΟ - ΝΑΤΟ–ს პირველი სტრატეგიული მარცხი ცივი ომის დასრულების შემდეგ


ამერიკული ინტერნეტ გაზეთი World Tribune–ს თანახმად სირიაში ისლამისტმა ამოხებულებმა სერიოზული მარცხი განიცადეს და 2013 წლის ბოლოსთვის მათი კონტროლის ქვეშ მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მცირე ტერიტორიები იქნება და ისიც მხოლო და მხოლოდ თურქეთის დახმარების წყალობით. რაც თავისთავად რეგიონში დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს.
ცივი ომის შემდეგ ეს დასავლეთისთვის პირველი წარუმატებელი კონფლიქტია. რა თქმა უნდა ომი ჯერ არ დამთავრებულა და გეოსტრატეგიული "ჯახი" ახლა იღებს მაშტაბურ გაქანს, მაგრამ ამ "ჯახს" დასავლეთი ცუდი პოზიციიდან იწყებს.
ამერიკულ გაზეთს, დასავლეთის (აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელბის შეხვედრისას, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს რომ სირიელმა ამბოხებულებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში სერიოზული მარცხი განიცადეს და ასადს მათი სახით საფრთხე აღარ ემუქრება. 
ოფიციალური პირების ვარაუდით "ასადის არმია, რუსებისა და ირანელების დახმარებით, წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ სირიის გარდა ისლამისტების ყველა სერიოზულ საყრდენ პუნქტს ჩაიგდებს ხელში".
როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალმა, მარტინ დემპსიმ (Martin Dempsey) განაცხადა "იარაღის ფუნდამენტალისტი მუსულმანების ხელში აღმოჩენის საშიშროების გამო აშშ–მ, ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ისლამისტი მეამბოხეებისთვის იარაღის და სამხედრო დახმარების მიწოდება. ამგვარად სიტუაცია ასადის სასარგებლოდ ვითარდება".
ΝΑΤΟ–ს წყაროს თანახმად "ამბოხებულთა კომპანია აპრილის შემდეგ სულ უფრო და უფრო მარცხისკენ მიემართება და გაურკვეველია ვინ ებრძვის ასადს და ვინ უბრალოდ ფულს აკეთებს (საუბარია დაქირავებულ მებრძოლებზე)".
ΝΑΤΟ–ს წევრების შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ "იმ სირიელების უმეტესობა რომელთა მობილიზაციაც ამბოხებულებმა განახორციელეს უკვე აღარ იბრძვის". მათი წასვლით დარჩენილი სიცარიელე ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა დაქირავებულმა მებრძოლებმა შეავსეს.
აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერრიმ (John Kerry), იორდანიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკში ვიზიტისას აღიარა რომ "სირიელი პარტიზანები გაჯავრებულები არიან სირიელ ხალხზე, რადგანაც ის მათ გვერდში არ დგას". როგორც ჯონ კეერრიმ თქვა "ეს არაა ისეთი ადვილი საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს".
ივლისის შუა რიცხვებიდან საფრანგეთმა და ინგლისმა ოფიციალურად დააფიქსირეს მათი უარყოფითი პოზიცია სირიელ ამბოხებულთა დახმარებასთან დაკავშირებით და უარი განაცხადეს მათთვის იარაღის გაგზავნაზე. შეგახსენებთ რომ ეს ორი ქვეყანა არც თუ ისე დიდიხნის წინ სირიაში სამხედრო ინტერვენციის დიდ სურვილს გამოთქვამდნენ. მაგრამ უცბად "გაათვითცნობიერეს" რომ მათი იარაღი შესაძლებელია რომ ალ–ქაიდას ხელში მოხვდეს (უცნაურია და ამ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მათ მიერ სირიაში გაგზავნილი იარაღი ზუსტად ალ–ქაიდას ხელში ხვდებოდა რის შესახებაც არა ერთხელ ვწერდი – ჯერ სადა ხართWTF).

წყარო:

P.S.ამგვარად სირიის მთავრობის გამარჯვებისთვის ყველა წინა პირობა იქმნება – ევროპამ უარი განაცხადა მეამბოხეთა დახმარებაზე, ისრაელიც ცუდი თვალით უყურებს მუსულმან ფუნდამენტალისტებს და აწყობს სირიის მთავრობის გამარჯვება, რომელთანაც უკანასკნელი 40 წელია მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. ვნახოთ რა გამოვა ამ აჯაფსანდალიდან. ახლო აღმოსავლეთში ბრძოლის მეორე რაუნდი იწყება და ამ რაუნდში დასავლეთი უხერხულ მდგომარეობაშია.