суббота, 8 ноября 2014 г.

ამერიკელები ქურთი მებრძოლების რიგებში ISIS–ის წინააღმდეგ

"This is my job, this is who I am. I’m a Protector"
Get fucked ISIS.
28 წლის ჯორდან მეტსონი, მოხალისე ვისკონსინიდან, რომელიც ქურთი მეამბოხეთა დაჯგუფების  (YPG) რიგებში ისლამური ხალიფატის მეომრების წინააღმდეგ იბრძვის
იმ დროს როდესაც კოალიციის ავიაცია ტერორისტებს ავია დარტყმებს აყენებს, სამმა ამერიკელმა მეგობარმა სირიაში საკუთარი სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს. FBI–ს თანახმად სირიაში სულ 10 ამერიკელი მოქალაქე იბრძვის.

ქურთ მებრძოლებთან ერთად




დღის ფოტო – თვალები

საპოროჟიე,ფესტვიალნაიას მოდეანზე ომიდან დაბრუნებული 93–ე ბრიგადის ჯარისკაცების დახვედრა – თვალები რომელშიც მთელი სამყაროა

Y-20–ისა და C-17–ის შეხვედრა – ჩინელი არც კი გაწითლდა

ჩჟუჰაის ავიასალონზე ჩინელებმა თავისი Y–20 ჩაიყვანეს (ამის შესახებ უკვე ვწერდი – ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20 ჩჟუხაიში ჩაფრინდა), მომდევნო დღეებში ავიასალონში მონაწილეობის მისაღებად ასევე ჩაფრინდა გაერთიანებული არაბეთის საემირატოს სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი C-17. ჩინელს რავი, არც კი შერცხვა თავისი არაბუნებრივი მსგავსებისა ამერიკელთან :D

დღის ფოტო – გენერალი აბრამის ბალტიისპირეთში

აშშ–ს არმიის 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი საბრიგადო საბრძოლო ჯგუფის მე–8 პოლკის მე–2 ბატალიონის M1A2 Abrams-ები ლატვიაში სწავლებაის მომენტში

пятница, 7 ноября 2014 г.

ჩემი ბიბლიოთეკა

დღეს ბიბლიოთეკას ზბიგნევ ბრეჟინსკის (Zbigniew Brzezinski) წიგნი "დიდი საჭადრაკო დაფა" შეემატა. წავიკითხავ, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ადგილებს გაგიზიარებთ



ფრანგული 20მმ–ნი ქვემეხი პეშმერგას შეიარაღებაში

ქურთების გასამხედროებულმა ქვედანაყოფმა ერაყში, პეშმერგამ, Gun-Track დაამზადა – ფრანგული 20მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Mle F2 სატვირთოზე შემოდგა:

ქვემეხის გამოცდა ამერიკული შეჯავშნული HMMWV-ს ჯავშანზე მოხდა

ადს Trophy–ის მორიგი წარმატება


ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს ებრაული ტანკი Merkava, რომლის აქტიური დაცვის სისტემა Trophy წარმატებით იგერიებს ყუბარმტყორცნის ჭურვს:

დაწვრილებით სისტემის შესახებ იხილეთ მწარმოებლის საიტზე:

четверг, 6 ноября 2014 г.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა


4 ნოემბრის ღამეს, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდ ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა. ხომალდის კიჩოში ხანძარი მოსკოვის დროით 05.12 საათზე იქნა შემჩნეული.
ხანძარმა დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა. სრულებით დაიწვა 4 განყოფილება, მსხვერპლი არ არის. ბრალი ხანძრის გამოწვევაზე БЧ–5–ის წვევამდელებს ედებათ.

დაიწვა მილი, ასევე დაიწვა კაიუტები ორივე ბორტზე. დამწვარია გემბანი და ტიხრები

წყარო:

ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20 ჩჟუხაიში ჩაფრინდა

ჩინურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმნფრინავის, Y-20–ის (საბორტე ნომერი "783"), მეორე პროტოტიპის ფოტოსურათები. თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ჩჟუჰაიში ჩაფრინდა, სადაც მომდევნო კვირას ავიასალონი უნდა გაიმართოს.
თვითმფრინავი Y-20 დააპროექტა და ააწყო ჩინეთის ავიამშენებელმა საწარმოო Xi'an Aircraft Industrial Corporation–მა (ХАС), რომელიც იანლანში (სინაი, შენსის პროვინცია) მდებარეობს. Y-20–ის პირველმა საფრენმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "20001") პირველი ფრენა XAC–ის ქარხნული აეროდრომიდან 2013 წლის 26 იანვარს განახორციელა. მეორე საფრენმა პროტოტიპმა (თავდაპირველი საბორტე ნომერი "20002") პირველი ფრენა 2013 წლის 14 დეკემბერს განახორციელა. 2014 წლის ივლისში Y-20–ის მეორე პროტოტიპი "სახელმწიფო გამოცდების" განსახორციელებლად ჩინეთის საფრენოსნო–საგამოცდო ცენტრ CTFE–ს გადაეცა. გადაცემის შემდეგ თვითმფრინავი მუქ–ნაცრისფრად იქნა გადაღებილი და მას საბორტე ნომერი "783" მიენიჭა.

среда, 5 ноября 2014 г.

უბრალოდ განტვირთვისთვის – ყაზბეგი დღეს

ყაზბეგი დღეს ასე გამოიყურებოდა
Georgia, Kazbegi today (05.11.2014)

ცაში დამწვარი ფენიქსი (ფოტოები გიორგი ქირიკაშვილისა – Giorgi Qirikashvili)

ვიდეო და ფოტოები Rooms Hotel Kazbegi–ს გვერდიდან
  

вторник, 4 ноября 2014 г.

ГАЗ-66 Ukrainian edition

ყველასთვის ცნობილი "შისიატშესტი" – უკრაინული ვერსია
........და ვარიანტი ორი, ისევ "შისიატშესტოი", ოღონდ უკვე სრიოზული პლასტიკური ოპერაციის მერე

დღის ფოტო – English Electric Lightning

გზაგადამჭრელ–გამანადგურებელი English Electric Lightning ზენიტში მიდის

АК-12-ის ფოტომიმოხილვა

АК-12 ეს ИЖМАШ-ის მიერ შემუშავებული, პერსპექტიული ავტომატია (საიერიშო შაშხანა დასავლური კლასიფიკაციით), რომელმაც რუსეთის არმიაში მოძველებული ავტომატები უნდა ჩაანაცვლოს. უფრო სწორედ უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გამოცდებზე რუსულმა არმიამ თავისი მომავლის ჯარისკაცის პროგრამისთვის დეგტირიაევის სახელობის ქარხნის მიერ АЕК-971–ის ბაზაზე შექმნილი ავტომატი А-545 აირჩია (თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა). ქვემოთ წარმოგიდგენთ АК-12-ის ფოტომიმოხილვას.

წყარო:
Константин Лазарев

P.S. АК-12–ის კონკურენტი А-545