суббота, 18 октября 2014 г.

აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney ბათუმის პორტშია

USS Mount Whitney (LCC/JCC 20) — Blue Ridge-ს ტიპის მეორე სამეთაურო ხომალდი, აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი. მწყობრშია 1971 წლის 16 იანვრიდან. სახელი დაერქვა სიერრა–ნევადას ქედის ყველაზე მაღალი მთის, კალიფორნიის შტატში მდებარე უიტნის (Whitney) საპატივცემულოდ.
მონაწილეობდა ატლანიტიკის ოკეანეში, ხმელთაშუაზღვაში, კარიბის ზღვაში და ინდოეთის ოკეანეში განხორციელებულ ოპერაციებში. 1994 წელს მონაწილეობდა ჰაიტის ოპერაციაში. 2005 წლიდან აშშ–ს მე–6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდია და ბაზირდება იტალიურ პორტ გაეტაში.
2008 წელს იყო NATO–ს პირველი ხომალდი, რომელმაც საქართველოში, ფოთის პორტში, რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა.
2008 წლის 6 ნოემბერს ხმელეთზე მიმდინარე NATO–ს საწინააღმდეგო აქციების გამო ვერ შესძლო სევასტოპოპოლის პორტში შესვლა, მოგვიანებით მაინც შევიდა, მაგრამ ეკიპაჟმა ხმელეთზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა აქციების გამო (სულ 50–80 კაციანი რუსულენოვანი აქცია იყო,ფული გაუმაზა ალბათ ФСБ–ემ).
2011 წლის 19 მარტიდან USS Mount Whitney ხმელთაშუა ზღვაში როგორც სამეთაურო ხომალდი ასრულებს გაეროს მიერ ლიბიის წინააღმდეგ მიღებული № 1973 რეზოლუციის უზრუნველყოფის მისიას.
2014 წლის 4 თებერვალიდან, მე–5 ფლოტის ფრიგატ USS Taylor (FFG 50) ერთად იმყოფებოდა შავ ზღვაში, სოჩის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
11 ოქტომბერს ხომალდმა USS Mount Whitney გაიარა ბოსფორის სრუტე და შავ ზღვაში შემოვიდა. 16 ოქტომბერს ხომადლი ბათუმის პორტში იდგა.

P.S. ფოტოების ხარისხი მოიკოჭლებს, ტელეფონითაა გადაღებული. მოკლედ ადამიანმა ფოტოაპარატი მუდამ თან უნდა იქონიო, სად რას წააწყდები კაციშვილმა არ იცის.

понедельник, 13 октября 2014 г.

საქართველომ ესპანელი ფერერ–დელმაუ დაიქირავა ავღანეთში ქართველების დასახატავად

ცნობილი ესპანელი მხატვარი, ავგუსტო ფერერ–დელმაუ, ავღანეთში ქართველებთან ერთად ერთი კვირა იმყოფებოდა და მათი ყოველდღიური ცხოვრების ჩანახატებს აკეთებდა. ასევე ქართულ ბაზაზე იმყოფებოდა ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა, რომელი ჩვენი მებრძოლების შესახებ წიგნის გამოცემას გეგმავს.
ქართული მხარის მიერ დაქირავებული ესპანელი მხატვრის ჩანახატები გამოფენილი იქნება შემოქმედის სხვა ნახატებთან ერთად მადრიდში, პარიზში, ლონდონში, ნიუ–ორკში, ბრიუსელსა და თბილისში.

ცენტრში ნინო იოსელიანი (პროექტის კურატორი), მის უკან მხატვარი ფერერ–დელმაუ და მარჯვნივ ლუკას მოლინა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში

წყარო:

დონეცკის აეროპორტი – რუსებმა კიდევ ერთხელ იტირეს და დედიკოსთან გაიქცნენ

დღეს, 13 ოქტომბერს დონეცკელმა "კიბორგებმა" რუსი ტერორისტების მორიგი იერიში მოიგერიეს. 
АТО–ს პრეს ცენტრის განცხადების თანახმად: "შეტევის შედეგად მოკლული იქნა 12 რუსი ტერორისტი და განადგურებული იქნა ერთი ტანკი და ერთი ჯავშანმანქანა "Тигр".

ტერორისტებმა ძაან იტირეს და დედიკო მოითხოვეს:

"კიბორგებმა" აეროპორტში კიდევ ერთხელ დაატრამბოვკეს რუსი ტერორისტები

კიბორგების ყოველდღიური ცხოვრება:

воскресенье, 12 октября 2014 г.

კიბორგების ყოველდღიური ცხოვრება დონეცკის აეროპორტში

კიბორგები, ხალხი რომელიც უკრაინის ისტორიაში გმირის სახელით ჩაიწერება

სულ არ ჰგავს აი ბაღანე კიბორგს ;)

კიბორგები შესვენებაზე 

 პოსტაპოკალიფსური ხედი – კიბორგების არსებობის ადგილი

საბრძოლო ამოცანაზე 





დღის ფოტო – უკრაინული ზვიგენი

ასე უღიმის უკრაინული БТР-80 რუს ტერორისტებს

პოროშენკო მალიშევის სახელობის ქარხანაში

უკრაინის პრეზიდენტმა მალიშევის სახელობის ჯავშან–სატანკო მშენებელი ქარხანა მოინახულა


 "Оплот-Т" (ტაილანდის შეკვეთა)

Т-64Б1М (უკრაინის ნაცგვარდიისთვის)

დაცული საზნეტი სატყვიამფრქვევო დანადგარით აღჭურვილი "Булат" უკრაინის არმიისთვის

БТР-4Е და БТР-4МВ

БТР-4Е

წყარო: