Showing posts with label ეროვნული გვარდია. Show all posts
Showing posts with label ეროვნული გვარდია. Show all posts

Saturday, January 30, 2021

Tuesday, April 30, 2019

და ასე იბადებოდა ქართული არმია - გილოცავთ 30 აპრილს

 პრეზიდენტი გამსახურდია გვარდიის დროშას პოლკოვნიკ ცქიტიშვილს გადასცემს, 1991 წლის 26 მაისი

"ღვთისა და ერის წინაშე საჯაროდ ვფიცავ, პირნათლად ვემსახურო ჩემს სამშობლოს - საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი!"


1991 წლის 26 მაისს, ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმზე, საზეიმო ფიცის ტექსტი, პირველ გვარდიელებს, პირადად ზვიად გამსახურდიამ წაუკითხა. 38 დღით ადრე, 14 აპრილს, უზენაესმა საბჭომ იგი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია.

ისტორიული აღლუმი, სანახევროდ შევსებულ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე შედგა, რომელშიც ახლადშექმნილი პირველი და მეორე გვარდიული ბრიგადების, დაახლოებით, 10 ათასამდე ოფიცერმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

პირველი ეროვნული სამხედრო აღლუმის სარდლის, პოლკოვნიკ ავთანდილ ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, აღლუმმა მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაიარა, სტადიონზე მხოლოდ ცხენოსანთა მცირე რაზმი იქნა გამოყვანილი.

მთავარსარდალს პირველმა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა გოგი პაპავაძემ მიმართა, აღლუმის სარდალს კი პრეზიდენტმა გვარდიის დროშა ოფიციალურად გადმოსცა. ტაბლოზე ანთებული იყო წარწერა "ეროვნულ გვარდიას დიდება!", აღმოსავლეთ ტრიბუნაზე კი ეროვნული გვარდიის სიმბოლო - წმინდა გიორგი განათდა.

პირველად 70 წლიანი კომუნისტური ოკუპაციის შემდეგ, ქართველმა გვარდიელებმა ფიცი საკუთარი სამშობლოს სამსახურისთვის დადეს.

გასაგები მიზეზების გამო, ეს საბჭოთა ხაკისფერ სამხედრო ფორმაში გამოწყობილებმა გააკეთეს, ამ ფორმას საბჭოთა არმია ავღანეთის კამპანიის დროს იყენებდა. უმთავრესი სიახლე - შინდისფერი ბერეტი იყო, ულამაზესი ქართული კოკარდათი გაწყობილი.

ეროვნული გვარდიის ამჟამინდელი სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე იხსენებს:

"განსხვავება იყო ის, რომ მხოლოდ გვქონდა შინდისფერი ბერეტები და ეროვნული გვარდიის ნიშანი, რომელიც წერეთელმა გააკეთა, ეს იყო შვიდქიმიან ვარსკვლავში ჩასმული წმინდა გიორგის გამოსახურება."


დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნისთვის ფუნდამენტის ჩაყრის მიზნით, ისტორიულ აღლუმს წინ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, ტიტანური სამუშაო უსწრებდა,

1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ" საბჭოთა არმიისა და მილიციის წინააღდეგ მაშინვე გაილაშქრა, ამ მიზნით, რესპუბლიკაში, ეროვნული გვარდია შექმნა და სამხედრო-სავალდებულო გაწვევის წესი შეცვალა.

ახალმა უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 20 დეკემბერს მიიღო კანონი "ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების შესახებ". კანონის პირველ მუხლში ეწერა, რომ: "საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნას, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით დაკომპლექტდება ".

1991 წლის 29 იანვარს ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ისტორიული დადგენილება "ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ". ორი დღის შემდეგ, ამერიკის ხმის მოსკოველი კორესპოდენტი ჯულიან ნეგელი იტყობინებოდა:

„საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა მისცეს ხმა იმას, რომ ახალგაზრდები საბჭოთა არმიის ნაცვლად, საქართველოს გვარდიაში გაიწვიონ. მათ, აგრეთვე, შესთავაზეს იმ ქართველებს, რომლებიც ახლა საბჭოთა არმიაში მსახურობენ, მოხალისეებად საქართველოს ეროვნულ გვარდიაში დაიწყონ სამსახური. საეჭვოა, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო მოიწონებს საქართველოს ამ გადაწყვეტილებას“.

1991 წლის 30 აპრილს, საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯანჯღავას სახელობის სასწავლო ცენტრში (ყოფილი ლესელიძის სამხედრო სკოლა) განთავსებულ სამხედრო კომისიას გეგმის მიხედვით, 18-დან 25 წლამდე, 800 წვევამდელი უნდა გაეწვია, რეალურად კი ეროვნულ გვარდიაში სამსახუროდ 8000-მდე მოქალაქე მივიდა.


მათ შორის, საბჭოთა ჯარიდან წამოსული პროფესიონალი ქართველი სამხედროებიც იყვნენ. ისინი უყოყმანოდ ჩადგნენ სამშობლოს სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, ეროვნულ გვარდიას თითზე ჩამოსათვლელი ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ჰაუბიცა და ზვავთსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ქვემეხი ჰქონდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პროფესიით ფილოსოფოსი დავით თევზაძე, რომელიც 1991 წელს, ეროვნულ გვარდიას მოხალისეს სტატუსით შეუერთდა, ამბობს:

"მთელი წყება ქართველი ოფიცრებისა, რომლებიც საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ, მასობრივად გადმოვიდნენ ქართულ არმიაში სამსახურისთვის და ეს არ ეხება მარტო ახალგაზრდა თაობის ოფიცრებს, ძალიან ბევრი იყო ძველი თაობის პროფესიონალი სამხედროც."

საბჭოთა მოსკოვი საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნაზე უმწვავესად რეგირებდა.

1991 წლის იანვარში, სსრკ-ს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლუკიანოვის პირით გამსახურდიას შემოუთვალა, რომ გვარდიის შექმნას უკრძალავს.

საბჭოთა არმიის ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში „Красная Звезда“-ში კი გამოქვეყნდა დამცინაცი წერილი „ბატონი პრეფექტები და ბატონი გვარდიელები“. თუმცა, დიდი ისტორიული პროცესი უკვე დაძრული იყო..

ეროვნულ გვარდიაში, პირველი საგაზაფხულო გაწვევის ისტორიული დღე - 30 აპრილი, ქართული არმიის დაბადების დღეა.

Sunday, October 12, 2014

პოროშენკო მალიშევის სახელობის ქარხანაში

უკრაინის პრეზიდენტმა მალიშევის სახელობის ჯავშან–სატანკო მშენებელი ქარხანა მოინახულა


 "Оплот-Т" (ტაილანდის შეკვეთა)

Т-64Б1М (უკრაინის ნაცგვარდიისთვის)

დაცული საზნეტი სატყვიამფრქვევო დანადგარით აღჭურვილი "Булат" უკრაინის არმიისთვის

БТР-4Е და БТР-4МВ

БТР-4Е

წყარო:

Thursday, December 20, 2012

საქართველოს ეროვნული გვარდია 22 წლისაა



საქართველოს ეროვნული გვარდია 22 წლისაა – ზუსტად ამ დღეს, 20 დეკემბერს, 22 წლის წინ, 1990 წელს, საქართველოს რესპუბლიკის კანონი №375–ი შევიდა ძალაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ეროვნული გვარდიის შექმნას. ვულოცავ ყველა მოქმედ და ყველა ვეტერან გვარდიელს – რომლებიც გმირულად იდგნენ და ახლაც დგანან სამშობლოს სადარაჯოზე. ხოლო ბრძოლის ველზე დაცემულებს მარადიული დიდება.


საქართველოს ეროვნული გვარდიის მოკლე ისტორია


1990 წლის 20 დეკემბერი - გვარდიის შექმნა
საქართველოს რესპუბლიკის კანონი №375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 
1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია; 
2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 
3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 
კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან. 

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება "შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი). ეროვნული გვარდიის დაარსებიდან მცირე ხანში გაირკვა, კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ არ სრულდებოდა ეროვნული გვარდიის სარდალისა და ფაქტობრივად მთელი სარდლობის (რომელსაც სარდალი თ.კიტოვანი ნიშნავდა თანამდებობაზე - უმეტესწილად მისი პირადი მეგობრების წრიდან) მიერ - ისინი, სარგებლობდნენ რა გვარდიის სარდლის განსაკუთრებული სტატუსით (იხ. კანონის მე-3 მუხლი) - ფაქტობრივად გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩილებიდან და ამდენად თანდათანობით დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდიის მატერიალურ-ტeქნიკური მომარაგება უმთავრესად ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებიდან. მაგრამ, გვარდიის სარდლობის თავნებობის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო გარკვეული ფინანსური და მატერიალური რესურსების თვითნებული მოკრება საბჭოთა სახელმწიფო საწარმოებიდან და კორუმპირებული კერძო პირებიდან. ამ საქმიანობაში გვარდიის სარდალს თ.კიტოვანს მხარში ედგა და დახმარებას უწევდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ.სიგუა - რომელთანაც თ.კიტოვანმა გარკვეული ალიანსი შექმნა. გვარდიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება უმთავრესად ხდებოდა იმ ახალგაზრდებით - რომლებიც უარს აცხადებდნენ საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურზე. ეროვნულ გვარდიაში ალტერნატიული სამსახური მათ გარკვეულწილად იცავდა საბჭოთა კანონებისაგან სამართლებრივი დევნისაგან. ეროვნული გვარდიის იარაღით მომარაგება მცირე ნაწილში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებიდან. მეორე მხრივ - გვარდიის შესაიარაღებლად გამოიყენებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე არსებული სასწავლო იარაღი შესაბამისი რემონტის შემდეგ. გვარდიის პირადი შემადგენლობა რომელიც 1991 წლის მაისისათვის დაახლოებით 700 მებრძოლს ითვლიდა მსუბუქი იარაღით ასე-თუ-ისე შეიარაღებული იყო 30-40%-ით. ხელის იარაღის გარდა გვარდიას გააჩნდა აგრეთვე სასწავლებლების სამხედრო კათედრებიდან მობილიზებული რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი („ბმპ" და „ბტრ"), ერთი ჰაუბიცა და ზვავთსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ზარბაზანი. შენიშვნა: შსს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანას "უკანასკნელი სამსახური” გაუწია, როცა სამინისტროს განკარგულებაში არსებული 25 ათასამდე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია სასწრაფო წესით რუსეთის ტერიტორიაზე გაიტანა. 

კიტოვანიმა და სიგუამ პრეზიდენტ გამსახურდიასთან ღია დაპირისპირების დაწყებისას რკონის ხეობაში მდებარე გვარდიის ბაზაში გაიყვანეს დაახლოებით 350 საუკეთესოდ შეიარაღებული გვარდიელი და პრაქტიკულად მთელი მძიმე იარაღი.

1991 წლის აპრილი - უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის შექმნა 
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა.

1991 წლის 10 აპრილი - გაფრთხილება კრემლიდან 
- შეკითხვა: როგორია თქვენი პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის? - პასუხი: ახალ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითად, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს "უკანონო" იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნა. იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. (პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას პრესკონფერენცია, 1991 წლის 10 აპრილი)

1990 წლის 19 აგვისტო -- გვარდიის რეორგანიზაცია 
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №526 შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

1991 წლის 23 აგვისტო - გვარდიის სარდლის განთავისუფლება 
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №535 თ.კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

1991 წლის 26 აგვისტო - თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნა 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი

1991 წლის 26 აგვისტო - ეროვნული გვარდიის სტატუსის შეცვლა 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

1991 წლის სექტემბერი - ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შექმნა 
შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როლანდ ლაკია.

ეროვნული გვარდიის ხელახალი შექმნა დასავლეთ საქართველოში 
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის პერიოდში ლეგიტიმურ ხელისუფლებას იცავდა ეროვნული გვარადიის ის ნაწილი რომელც არ გაჰყვა კიტოვანსა და სიგუას რკონის ხეობაში - დაახლოებით 200 მებრძოლის რიცხვოვნობით. ეს მებრძოლები გაჰყვნენ აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას, როდესაც იგი იჯევანში ილტვოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში გადასვლის შემდგომ მისი ერთგული ეროვნული გვარდია ფაქტობრივად დაიშალა და მისი წევრების არსებითი ნაწილი სამხედრო საბჭოს მიერ რეპრესირებული იქნა. 
ხუნტა შეეცადა მიემხრო პრეზიდენტისადმი ერთგული გვარდიელები „სტრუქტურებში ჩართვის" შეპირებით ანუ დაპირებით აეყვანათ ისინი ხელფასიან სამსახურში ხუნტის შეიარაღებულ ძალებში - რის შედეგადაც იმედგაცრუებული გვარდიელების ერთი, მცირე ნაწილი მართლაც მიიმხრეს. ეროვნული გვარდიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გახდნენ კოლაბორაციონისტები მიმდინარეობდა დაუნდობელი რეპრესიები. 
„მხედრიონისა" და კიტოვანის გვარდიის მიერ დასავლეთ საქართველოს ეგზეკუციების პერიოდში - როდესაც მათ ფართომასშაბოვანი ძარცვა მოაწყეს და მრავალი სისატიკე ჩაიდინეს - ძირითადად სამეგრელოში სტიქიურად ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პარტიზანული რაზმი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას იცავდნენ ძარცვისაგან და რომლებშიც გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდიელების ნაწილიც.
პირველი ბრძოლა პარტიზანულმა რაზმებმა გაუმართეს „მხედრიონს" მათ მიერ წალენჯიხის ძარცვის დროს 1992 წლის ზაფხულში, რომელსაც ახლდა მოსახლეობაზე დიდი ძალადობა და მკვლელობა-გაუთატიურებები. ელვისებურად ჩატარებულ წალენჯიხის ოპერაციისას „მხედრიონის" რაზმი, რომელსაც პირადად ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა პრაქიკულად განადგურებული იქნა, ხოლო იოსელიანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ ოპერაციის შემდეგ პარტიზანულმა რაზმებმა ხელთ ჩაიგდეს რამდენიმე ათეული საბრძოლო იარაღი და საკმაო საჭურველი - რამაც მათ საშუალება მისცათ კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად მთლიანად გაენთავისუფლებინათ სამეგრელოს რეგიონი სამხედრო საბჭოს შეიარაღებული ბანდებისაგან. 
ხელახალა შექმნილი ეროვნული გვარდიის მეთაურები და რიგითი წევრები - გვარდიელები მოხალისეებს წარმოადგენდნენ და შეიარაღებული იყვნენ საკუთარი (კერძო-პირადი, პრივატული) იარაღით. გვარდიის ტრანსპორტირებისათვის აგრეთვე კერძო-პირადი ტრანსპორტი (ავტოტრანსპორტი) გამოიყენებოდა. მოხალისური სისტემისა და საკუთარი შეიარაღებების ცენტრალიზებული მომარაგებით შეცვლა ვერ მოხერხდა (ვერც არსებული იარაღის ცენტრალიზებული კონტროლირება) და გვარდიის შეიარაღება კვლავ მოწინააღმდეგის განიარაღებით მოპოვებული იარაღით (ალაფით) ხდებოდა - რომელიც ალაფის მომპოვებელი რაზმის ხელში იყო. ალაფის მომპოვებელი რაზმი ჭარბ იარაღს ცვლიდა საჭურველში ან სატრანსპორტო საშუალებებსა და საწვავში.
1992 წლის ივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთ-სამეგრელოში) არსებული პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და ხელახლა შექმნეს ეროვნული გვარდია. მის მეთაურად და პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო რწმუნებულად დასავლეთ საქართველოში დაინიშნა პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია. ამ პერიოდისათვის გვარდიის რიცხვოვნობა სამეგრელო-აფხაზეთში 200-250 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა. 
აფხაზეთში ომის დაწყებიდანვე და განსაკუთრებით სოხუმის დაცვაში მონაწილეობდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის მებრძოლების თითქმის ნახევარი და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოხუმის ბატალიონმა სოსო ჯომიდავას მეთაურობით. 
პოლკოვნიკ ვ.ქობალიას პირადი მეთაურობით ჩატარებული იქნა აფხაზეთის ომის პრაქტიკულად ერთად-ერთი წარმატებული მასშტაბური ოპერაცია - როდესაც ტამიშის შესართავთან მოგერიებული და შემდგომ განადგურებული იქნა სეპარატისტების ძლიერი დესანტი - როდესაც გვარდიას ხელში ჩაუვარდა არსებითი რაოდენობის იარაღი და საჭურველი. 
1993 წლის სექტემბრისათვის გვარდიის პირადი შემადგენლობის რიცხვოვნობა 400-450 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა (აფხაზეთიდან ლტოლვილ მებრძოლთა ჩათვლით) და მას გააჩნდა 4 მოძველებული ტანკი, 2 „გრადი", რამდენიმე „ბმპ" და „ბრდმ". 

90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა. 
2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ –ს ევროპული სარდლობისა და გენერალ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია:
შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები),საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.