суббота, 29 сентября 2012 г.

დაწვრილებით ახალი "Рысь"-ის შესახებ


ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია რუსული არმიის, იტალიური წარმოშობის, ჯავშანმანქანა "Рысь"-ის ახალი მოდიფიკაციის შესახებ, რომელიც დემონსტრირებული იქნა გასულ შაბათს, ტელეარხი  "Россия 1"-ის სიუჯეტში. (ამის თაობაზე უკვე ვწერდი: "Рысь"-ის ახალი სახე )

ეს არის ბრიგადის დონის სამეთაურო პუნქტი რომელიც აღჭურვილია მე-6 თაობის რადიო-ელექტრონული აპარატურით. მანქანა ჯერ ისევ ერთ ეგზემპლიარად არსებობს და გამოცდებს გადის. მთელი ელექტრო მოწყობილობა მანქანაში შექმნილია რუსული საწარმოო ანგსტრემის  მიერ. გამოცდებზე რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურამ ჩაახშო ამერიკული (კერძოდ Falcon-ის რაცია, ის რომელიც ქართული არმიის შეიარაღებაშია) და ფრანგული რადიოსადგურები, მაგრამ ახალი რუსული პარატურის ჩახშობა ვერ მოახერხა.

"Рыси"-ს ბაზაზე შექმნილი სამეთაურო-საშტაბო მანქანა სწავლება "Кавказ-2012"-ზე



წყარო:

შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება ოთხ კვირას გრძელდებოდა. კურსის მიმდინარეობას ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩევევბი გაიხსენეს. ზაფხულის კურსის მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე გადაადგილებას დაეთმო. მესამე ფაზა კი მაღალ მთაში საცეცხლე მომზადებას ითვალსიწინებდა. სწავლების ბოლოს კურსში მონაწილე ყველა სამხედროს სწავლების შემაჯამებელი ტესტირება ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, მარშირებასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ჩაუტარდათ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. კურსის დახურვის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო კოორდინატორი/უსაფრთხოების ოფიცერი პოლკოვნიკი ზბიგნიევ პრაშჩალეკი და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. კურსის დახურვის ცერემონიალს მუსიკალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.


Intermediate Summer Mountain Training Course has officially ended at the Sachkhere Mountain Training School today. The Summer Course held within the frames of NATO Partnership for Peace Program (PfP) lasted for four weeks. The French military instructors supervised the training process. 
Intermediate Summer Mountain Training Course covered three phases. At the initial phase the military servicemen recalled those skills which they adopted during the basic course at the Sachkhere School.  The second phase of the Course was devoted to mastering a crossing technique at the altitude of 4000 m, over high mountains and icy terrains. At the final step, the military servicemen were instructed in fire trainings.
At the end of the course, the participants were tested in climbing over artificial wall, marching and crossing obstacle lines. 
The closing ceremony of Intermediate Summer Mountain Training Course was held at the Sachkhere Mountain Training School. Deputy Defence Minister Maia Siprashvili-Lee and Trainings and Military Education Commander of JS LTC Shalva Bajelidze awarded the graduates with certificates. Awarding ceremony was also attended by Military Coordinator/Security Officer NATO Liaison Office in Georgia Colonel Zbigniew Praszczalek and foreign defence attaches accredited to Georgia. The ceremony was musically accompanied by the military orchestra of Georgian Ministry of Defence.










 

წყარო:

Intermediate Summer Mountain Training Course

დღის ფოტო (Leopard-2A4)

55 ტონა ცეცხლი და ფოლადი


ინდონეზიური X3K trimaran-ის ხანომკლე კარიერა

2012 წლის სექტემბრის დასაწყისში წყალში ჩაშვებული იქნა ინდონეზიური სტელს ტრიმარანი "X-3K"



თუმცა მისი კარიერა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა - წყალში ცაშვებიდან ერთი თვის თავზე, 28 სექტემბერს სტელს ტრიმარანი ხანძარმა გაანადგურა




пятница, 28 сентября 2012 г.

რუსეთის არმია კალაშნიკოვების მოდერნიზაციას აპირებს

2012 წლის 27 სექტემბერს «Ижмаш»-ის მთავარი კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა, სამხედრო-საწარმოო კომისიის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი თათბირზე წარადგინა AK-74-ის მოდერნიზაციის 4 ვარიანტი. ქარხნის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილებების ღირებულება 2 ათასიდან 10 ათას რუბლამდე მერყეობს - იმის და მიხედვით თუ რომელი სირთული კომპლექტაცია იქნება შერჩეული.
ყველაზე მარტივ ვარიანტში, რომლის რეალიზებაც სამხედრო ნაწილების საიარაღოებში იქნება შესაძლებელი, AK-74 გვერდით თამასას და პიკატინიან ცევეოს მიიღებს. ეს შესაძლებლობას იძლევა ავტომატზე ისეთი კოლიმატორული, ოპტიკური და ელექტრონულ-ოპტიკური სამიზნეები დაყენდეს რომლებსაც გააჩნიათ გვერდითი სამაგრი ბაზა. ამ ვარიანტში ასევე გადამყვანის საშუალებით შესაძლებელი იქნება პიკატინის თამასას დაყენება და ამგვარად მასზე ადაპტირებული აღჭურვილობის მორგება. ცევეოს შეცვლა საშუალებას იძლევა დაყენდეს ინფრაწითელი გამანათებელი ლაზერული მარკერით, მანძილმზომი და წინა სახელური.

მოდერნიზაციის ყველაზე რთულ ვარიანტში - რომლის რეალიზებაც ქარხნულ პირობებში იქნება შესაძლებელი, AK-74  მიიღებს ლულის კოლოფის თავსახურში ინტეგრირებულ პიკატინის თამასას, პიკატინის თამასით აღჭურვილ ლულის ზედსადებს და ცევეოს, წინა დასაკეც სახელურს, ტელესკოპურ კონდახს (ნახაზის მიხედვით ეს AK-12-ის კონდახია), ერგონომიულ ფისტოლეტის სახელურს და ინდიკატორიან სავაზნე კოლოფს.



სამუშაო ჯგუფის მიხედვით მიღებულია გადაწყვეტილება მოხდეს მაქსიმალურად აღჭურვილი ნიმუშის გამოცდა, რადგანაც ის ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს და უზრუნველყოფს ნაწარმის ხარისხის გარანტიას. «Ижмаш»-ი მოცემულ ნიმუშს ЦНИИТОЧМАШ-ში (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения - ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური მეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტი) ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, რის შემდეგაც  მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის არმიისთვის ავტომატების მოდერნიზაციის საჭირო რაოდენობა.

წყარო:

სწავლება «Кавказ-2012»-ზე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა

სწავლება  «Кавказ-2012»-ის მიმდინარ- ეობისას მოტომსროლელთა მე-19 ცალკეულმა ბრიგადამ, რომელიც ვლადიკავკაზში დისლოცირდება, სამი ჯარისკაცი დაკარგა - ერთი დაიღუპა და ორი მძიმედაა დაჭრილი. ამას გარდა, დაზიანდა ერთი  Т-90, ერთი БМП-3 და ერთი ავტოგამწე - ეს ტექნიკა აღდგენას არ ექვემდებარება. კიდევ შვიდი БМП, ტანკი და ავტომანქანა საჭიროებს ხანგრძლივ კაპიტალურ რემონტს.
- კონტრაქტნიკი დაიღუპა РПГ-7-ის ყუმბარასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო. ყუმბარა მას პირდაპირ ხელებში აუფეთქდა. ხოლო ორი წვევამდელი ჯარისკაცი ავტოგამწის ამობრუნების შემდეგ კაბინაში მოყვა - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის მმართველობის ოფიცერი.
ბრიგადის კოლონა ეგრეთ წოდებული "სამხრეთ ოსეთის" საზღვრისკენ გადაადგილდებოდა. ავტოგამწე «КамАЗ»-ი ეწეოდა БМП-3-ით დატვირთულ ტრეილერს, ავტოგამწის მძღოლმა ვერ გაართვა თავი მანქანის მართვას რთულ მთიან გზაზე, რის შედეგადაც გამწე და ტრეილერი ამობრუნდნენ და ხეობაში გადაცვივდნენ. ასევე მარშის დროს დაკარგული იქნა ავტოცისტერნა «Урал»-ი.

ოფიცრის სიტყვებით ტექნიკაში დანაკარგები ჯერ კიდევ სწავლების დასაწყისამდე დაიწყო. მუდმივი დისლოკაციის პუნქტზე დარჩა გაუმართავი სამი ტანკი  Т-90, ოცი БМП-3 და ინჟინერ-მესანგრეთა ბატალიონის თითქმის მთელი ტექნიკა. რადგანაც საინჟინრო ნაწილები, როგორც წესი ყველაზე კარგად აღჭურვილები არიან, თითქმის მთელი ბატალიონის (მიახლოებით 50%) არაბრძოლისუნარიანობა გახდა მეთაურობის ორგდასკვნების მიზეზი.
ტანკები და საბრძოლო მანქანები ჯერ კიდევ სწავლებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გამოდიოდა მწყობრიდან. ერთ БМП-ზე სრულებით გამოყვანილია მწყობრიდან ძრავა, ერთი ტანკი ხიდზე გავლისას ტრეილერიდან ჩამოვარდა და მდინარეში ჩავარდა, შედეგად მოძვრა კოშკურა, დაიმტვრა შიდა მოწყობილობები და ძრავა (აღდგენას არ ექვემდებარება), კიდევ ორ ტანკს ქვემეხის ლულები გაუსკდა. ასეთი მაშინ ხდება როცა უგზოობაზე ტანკი ლულით მიწაში წაერჭობა, ლულაში მიწა შედის და პირველივე გასროლაზე ის სკდება.
თვითონ სწავლების დროს მებრძოლებმა მდინარის ფორსირებისას ორი БМП-3 ჩაძირეს. გამწეების საშუალებით მოხერხდა მათი ამოთრევა, მაგრამ წყალი იმდენად ღრმა იყო, რომ ერთმა ჯავშანმანქანამ ჰიდროდარტყმა მიიღო. ახლა მისი აღდგენა მხოლოდ მწარმოებელ ქარხანაშია შესაძლებელი.
სროლების ეტაპზე მძღოლ-მექანიკოსმა თავისი БМП-ეს ძრავა მოკლა. მან არ შეამოწმა ზეთის ავზის საცობი, ზეთმა გამოჟონა, ხოლო მებრძოლმა მანქანა დაქოქა და გაზი მისცა.
სამხრეთ სამხედრო ოლქის მმართველობაში პირადი შემადგენლობის და მატერიალური მთელი ეს დანაკარგები პირადი შემადგენლობის მოუმზადებლობით და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების არასრულყოფილებით ახსნეს.
— ტანკი Т-90 და БМП-3 — ეს არის ახალი თაობის ტექნიკა და ათვისებაში და ექსპულატაციაში საკმაოდ რთული. ეკიპაჟის მომზადება მათთვის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს - თითქმის ერთ წელზე მეტს და ეს მაშინ როდესაც წვევამდელი მხოლოდ წელიწადს მსახურობს. ამგვარ ტექნიკას პროფესიონალები უნდა ატარებდნენ, ხოლო კონტრაქტნიკები ჩვენ არ გვყოფნის - განაცხადა სამხედრო ოქლის მმართველობის წარმომადგენელმა.
გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, ლეონიდ ივაშოვის განცხადებით პირადი შემადგენლობის სუსტი მომზადება - ეს რეფორმების შედეგია.
— პრობლემა კომპლექსურია. სუსტად არიან მომზადებულნი უმცროსი ოფიცრები, ჯარისკაცები და სერჟანტები. არ არსებობს შეიარაღებაში მიღებული თანამედროვე ტექნიკის ტრენაჟორები, მომზადების გაუმჯობესებული პროგრამები, სასწავლო მეთოდური ლიტერატურა - ამბობს აკადემიის პრეზიდენტი.
როგორც ჟურნალისტებისთვისაა ცნობილი ამჟამად ბრიგადაში კვლევითი კომისია მუშაობს - რათა გაარკვიონ ასე "ბრწყინვალედ" ცატარებული სწავლების მიზეზები.


წყარო:

На учениях «Кавказ-2012» погиб солдат, двое ранены

ПКМ/ПКП აპგრეიდი

ПКП Печенег-ის საინტერესო აპგრედი - გადაკეთება ხდება საიერიშო ვარიანტად, ახლო ბრძოლებისთვის






ტყვიამფრქვევი სულ რამდენიმე ცალია - გადაკეთება მოხდა რუსეთის რომელიღაცა სპეცნაზის მოთხოვნით



ПК/ПКМ/ПКП-ეს ახალი კონდახი 



ტყვიამფრქვევის ორივე აპგრეიდი ფირმა "Зенит"-ის მიერაა განხორციელებული


დესერტად ტყვიამფრქვევის პოლონური აპგრეიდი

დღის ფოტო - ჩახედე სიკვდილს თვალებში




სამხრეთ კორეა - AH-1Z Cobra vs AH-64D Apache Longbow Block III

აშშ-ს პენტაგონის შესყიდვების სააგენტომ (Defence Security Cooperation Agency - DSCA) შეატყობინა კონგრესს სამხრეთ კორეისთვის 36 ერთეული დამრტყმელი ვერტმფრენის მოსალოდნელი მიყიდვის შესახებ. 
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რომელ ვერტმფრენზე საუბარი, კანდიდატი ორია AH-1Z Cobra და AH-64D Apache Longbow Block III. კორეულმა მხარემ ორივე ვეტრმფრენზე გააკეთა მოთხოვნა - მოთხოვნაში ასევე შედის სათადარიგო ნაწილები, შეიარაღება, პერსონალის გაწვრთნა და ლოჯისტიკა.

მოთხოვნა AH-1Z Cobra -ზე


განცხადების  თანახმად კორეის არმიამ მოითხოვა შემდეგი რაოდენობის ვერტმფრენები და აღჭურვილობა:

- 36 ერთეული AH-1Z Cobra.
- 84 ერთეული ძრავა T-700 GE 401C (აქედან 12 ერთეული სათადარიგო).
- 228 ცალი მართვადი რაკეტა AGM-114K3 HELLFIRE.
72 ცალი რაკეტა AIM-9M-8 SIDEWINDER.
- დაკვირვების და დამიზნების სისტემები (Target Sighting Systems - TSS) AN/AAQ-30.
- რადიოხარვეზების სისტემები AN/ALQ-136.

ვერტმფრენი აღჭურვილი იქნება შემდეგი ელექტრონული ბრძოლის სისტემებით:

- რაკეტის გაშვების გამაფრთხილებელი სისტემა (Missile Warning System) AN/AAR-47.

- ინფრაწითელ ხარვეზების სისტემა AN/ALQ-144.

- ჩემი-სხვისი სისტემა APX-123 Mode-4.

- ინფრაწითელი მაშხალების გამშვები სისტემა AN/ALE-47.



კონტრაქტის ფასი - 2,6 მილიარდი აშშ დოლარი.





წყარო:


მოთხოვნა AH-64D Apache Longbow Block III-ზე


- 36 ერთეული  AH-64D Apache Longbow Block III .
- 42 ცალი მიზნის აღმომჩენი მოდერნიზირებული სამიზნე / პილოტის მოდერნიზირებული ღამე ხედვის სენსორები.
- 36 ცალი ცეცხლის მართვის რადარი (FCR) რადარის ელექტორნულ ბლოკთან ერთად 
(Longbow Component).
- 36 ცალი რადარის სიხშირის ინტერფორმერი AN/APR-48A.

- 42 ცალი რადარის სიხშირის დეტექტორი AN/APR-39.

45 ცალი ლაზერის დეტექტორი AN/AVR-2B.

43 ცალი რაკეტის მოახლოების გამაფრთხილებელი სისტემა AAR-57(V) 3/5 (Common Missile Warning Systems - CMWS) 5 სენსორით და ინფრაწითელი ხაფანგებით.
- 120 ცალი ჩაფხუტზე გამოსახულების გაუმჯობესებული სისტემა  (Improved Helmet Display Sight Systems - IHDSS-21)

81 ცალი გლობალური და ინერციული ნავიგაციის სისტემა.
- 38 ცალი 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხი.
- 90 ცალი ერთარხიანი სახმელეთო და საჰაერო  რდიოსადგური (Single Channel Ground and Airborne Radio System - SINCGARS) AN/ARC-201E.
- 90 ცალი რადიოსადგური AN/ARC-231.

- 42 ცალი რადიოსადგური AN/ARC-220.

- 80 ცალი რაკეტა HELLFIRE-ს გამშვები M-229.

- 400 ცალი ნახევრად აქტიური ლაზერული (
Semi-Active Lasers - SAL) 
რაკეტა  
AGM-114R1 HELLFIRE.

- 438 ცალი რაკეტა STINGER Block 192H.

- 774 144 ცალი 30მმ-ნი ქვემეხის ჭურვი HEDP (High Explosive Dual Purpose) M789.
- 11 020 ცალი უმართავი რაკეტა HYDRA.

- 108 ცალი ინტეგრირებული ჩაფხუტი (Aviator Integrated Helmets - AAIH)


კონტრაქტის ღირებულება - 3,6 მილიარდი აშშ დოლარი.


წყარო:

четверг, 27 сентября 2012 г.

რუსეთსა და ერაყს შორის მეგა კონტრაქტები მზადდება

ერაყის საინფორმაციო სააგენტო Shafaq News-მა 2012 წლის 26 სექტემბერს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის მოსკოვში ვიზიტისას ხელი უნდა მოეწეროს ერაყის მიერ საერთო ჯამში 5 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვის კონტრაქტს. ერაყული წყაროს თანახმად - სამხედრო კონტრაქტი მოიცავს Су და МиГ  მარკის თვითმფრინავებს, Ми მარკის ვერტმფრენებს და ასევე სხვა სამხედრო ტექნიკას.

რუსეთის წყაროები ამ ინფორმაციას ადასტურებენ, ამასთან აზუსტებენ რომ ერაყის პრემიერ მინისტრის ვიზიტისას ერაყის მხარე  ОАО "Рособоронэкспорт"-თან კონტრაქტის პირველ პაკეტს მოაწერს ხელს, რომლის ღირებულებაც 4,3 მილიარდი დოლარია. როგორც ცნობილი ხდება დაგეგმილია ერაყისთვის МиГ-29М/М2 გამანადგურებლის, ჯავშანსატანკო ტექნიკის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (კერძოდ 42 ცალი "Панцирь-С1" კომპლექსის), ასევე 30 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენი Ми-28НЭ-ს (აღსანიშნავია რომ ერაყი გახდება ამ ვერტმფრენის პირველი უცხოელი მომხმარებელი) მიყიდვა. პირველ პაკეტში სავარაუდოდ Ми-28НЭ და "Панцири-С1" შევა.


წყარო:

ნარჩენები

14 სექტემბერს ბაზა Camp Bastion/Camp Leatherneck-ზე თალიბანის თავდასხმის შედეგად განადგურებული ერთ-ერთი AV-8B+ სურათი (თავდასხმის შესახებ უკვე ვწერდი: თავდასხმა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე და რა მოხდა ბაზა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე)




საბოლოოდ დადგინდა რომ საერთო ჯამში განადგურდა ექვსი გამანადგურებელი, ორი სერიოზულად დაზიანდა და კიდევ ორმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სხვათა შორის ახალი რვა ამ კლასის თვითმფრინავი აშშ-დან უკვე ჩაფრინდა ბაზა Camp Bastion/Camp Leatherneck-ზე და ჩაანაცვლა განადგურებული თვითმფრინავები - ეს თვითმფრინავები VMA-211-ის განმასხვავებელ ნიშნებს ატარებენ.



დღის ფოტო (MV-22B Osprey + AV-8B Harrier)

MV-22B Osprey და  AV-8B Harrier ერთ მწყობრში
(ფოტო გადიდებადია)

Marine Medium Tiltrotor Squadron 261 (Reinforced), (24th Marine Expeditionary Unit)  კუთვნილი MV-22B Osprey და  AV-8B Harrier მიფრინავენ ერთ მწყობრში მას შემდეგ რაც 24-ე MEU-ს საწვავმზიდმა KC-130J მოახდინა მათი ჰაერში საწვავით გამართვა. ფოტო გადაღებულია აშშ-ს მე-5 საზღვაო ფლოტის პასუხისმგებლობის რაიონში და საფრენი აპარატები ეკუთვნის საზღვაო-სადესანტო დამრტყმელ ჯგუფს, რომლის ცენტრსაც USS Iwo Jima წარმოადგენს.

დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები


როგორც "РИА Новости" იუწყება, რუსეთის სახმელეთო ჯარები (сухопутные войска - СВ) შეუდგნენ საბრძოლო ეკიპირების პერსპექტიული ნიმუშების საჯარისო გამოცდებს და გეგმავენ ამ გამოცდების ჩარჩოებში ჩაატარონ სწავლება - ოთხშაბათს ამის თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა, ვიცეპოლკოვნიკმა ნიკოლაი დონიუშკინმა აუწყა.
სახმელეთო ჯარების საბრძოლო ეკიპირების გამოცდების შემოდგომაზე დაწყების გეგმებზე, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში, დენიუშკინი აგვისტოს ბოლოს იუწყებოდა.

"სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო მომზადების პერიოდში საბრძოლო ეკიპირების მსროლელის, მზვერავის და მძღოლ-მექანიკოსის ნიმუშების ინტენსიურ, ყოველდღიურ ექსპულატაციას შეუდგნენ. დაგეგმილია ასევე ასეულის ტაქტიკური სწავლებების ჩატარება ამ კომპლეტით აღჭურვილ ქვედანაყოფებთან" - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მან დააზუსტა, რომ საბრძოლო ეკიპირების გამოცდა მოტომსროლელთა 27-ე ცალკეული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობს, მოსკოვთან მდებარე პოლიგონ "Алабино"-ზე. დონიუშკინის სიტყვებით, კომპლექტში შეიდს ორმოცამდე მოდერნიზირებული ან ხელახლა შექმნილი ელემენტი - შეიარაღებიდან დაწყებული პირადი ნივთებით დამთავრებული.


"დაცვის სისტემა წარმოდგენილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მასიური დაზიანების იარაღის დამაზიანებელი ფაქტორებისგან და არალეტალური იარაღისგან დამცავი საშუალებებისგან, მართვის სისტემა შესდგება - კავშირგაბმულობის საშუალებებისგან, ამოცნობის, დამუშავების და ინფორმაციის გამოსახულების, ორიენტირების, ნავიგაციის სისტემებისგან, სიცოცხლის უზრუნველყოფის კომპლექტი მოიცავს - დამცავ სათვალეებს, სმენის დამცავ გარნიტურას, მუხლებისა და იდაყვების სახსრების დამცავებს, წყლის გასუფთავების ინდივიდუალურ ფილტრს, სითბოს  ავტონომიურ წყაროს და სხვა აუცილებელ კომპონენტებს. კომპლექტში ასევე შედის ენერგომომარაგებისა და დაზიანების საშუალებების ნაკრები" - განმარტა დონიუშკინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოცდებს თვალყურს ადევნებს სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახმელეთო ძალების მთავარსარდლის მოადგილე - საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს ხელმძრვანელი გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ბოგდანოვსკი. საარმიო გამოცდების შედეგების მიხედვით ამორჩეული იქნება საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც შემდეგში დაშვებული იქნება სახელმწიფო გამოცდებზე.
2011 წლის თებერვალში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პოპოვკინა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებას აწარმოებს საფრანგეთთან "მომავლის ჯარისკაცის" ეკიპირების FELIN-ის შეყიდვის თაობაზე. მოგვიანებით გენშტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს ჯარისკაცის საბრძოლო ეკიპირების (боевой экипировки солдата - БЭС) შექმნის დამოუკიდებელ სამუშაოებს.










წყარო:

Испытания боевой экипировки для Сухопутных войск
СВ РФ приступили к войсковым испытаниям "экипировки солдата будущего"

среда, 26 сентября 2012 г.

Africa Aerospace & Defence 2012


საერთაშორისო აფრიკული გამოფენა თავდაცვით, ეროკოსმოსურ წარმოების და უსაფრთხოების ტექნოლოგიებში. ერთდროულად ეძღვნება სამ სექტორს - ჰაერს, მიწას და წყალს.

ამ გამოფენას ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე სამხრეთაფრიკული ორგანიზაცია - სამხრეთაფრიკული აეროკოსმოსური, საზღვაო და თავდაცვითი წარმოების ასოციაცია (AMD), სამხრეთაფრიკის შეიარაღების კორპორაცია (ARMSCOR) და სამხრეთ აფრიკის კომერციული ავიაციის ასოციაცია (CAASA). გამოფენას ასევე მხარს უჭერს სამხრეთ აფრიკის სამხედრო-საჰაერო ძალები (SAAF). გამოფენა AAD ტარდება 1992 წლიდან, ერთხელ ორ წელიწადში. 2006 წლამდე გამოფენა იხსნებოდა ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში. შემდეგ გამოფენის ჩატარების ადგილად სამხედრო-საჰაერო ბაზა Ysterplaat-ი გახდა, რომელიც პრეტორიასთან ახლოს მდებარეობს. 2012 წელს გამოფენა AAD კვლავ დაბრუნდა პრეტორიის სამხრეთით მდებარე ავიაბაზა WATERKLOOF-ზე. AAD-2010-ზე გამოფენაზე იმყოფებოდა 31 ქვეყნის 300 მონაწილე, დარეგისტრირდა 13 000 ვიზიტორ-სპეციალისტი, მათ შორის 20 თავდაცვის მინისტრი - ძირითადად აფრიკული ქვეყნებიდან. გამოფენის პროგრამაში გათვალისწინებული იყო როგორც საჰაერო სადემონსტრაციო ფრენები, ასევე სახმელეთო ტექნიკისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების დემონსტრირება.
გამოფენის ძირითადი მიმართულებები - მოიცავს თავდაცვით და აეროკოსმოსურ თემატიკასთან დაკავშირებული მოწყობილობების, მომსახურების, ტექნიკის და ტექნოლოგიების მთელ სპექტრს: სამოქალაქო და სამხედრო ავიაცია, შეიარაღება და თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი რაც საჭიროა ავიაციისთვის და ავიაკოსმოსური წარმოებისთვის, სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებები და ასე შემდეგ. 

T-72


T-72 და БМПТ

Rooikat

BAE Systems - RG35 Multi-Role Fighting Vehicle

BAE Systems - TRT-R30MK 30mm Tactical Remote Turret

BAE Systems - TRT-R30MK 30mm Tactical Remote Turret

Patria with DENEN LAND Systems Turret МСТ-30

მოდერნიზირებული Centurion-ი (Olifant-2B)




Patria with DENEN LAND Systems Turret MCT Missile

Marauder Patrol

MaxxPro Wrecker

Thales Scorpion a new mobile automated mortar weapons platform

 Valkiri-Mk2 MLRS

IFV Ratel, MBT Olifant, CSH-2 ROOIVALK

APC Mbombe

Kwla multi role armoured vehicle with TRT-30 turret

 Stryker

MRAP Masmak

Kfir C.10

 C-47TP

C-27

Kfir C.10, Gripen, 

Gripen



Silver Falcons perform a Star Burst

 CSH-2 ROOIVALK

C-130