Thursday, September 27, 2012

დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები


როგორც "РИА Новости" იუწყება, რუსეთის სახმელეთო ჯარები (сухопутные войска - СВ) შეუდგნენ საბრძოლო ეკიპირების პერსპექტიული ნიმუშების საჯარისო გამოცდებს და გეგმავენ ამ გამოცდების ჩარჩოებში ჩაატარონ სწავლება - ოთხშაბათს ამის თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა, ვიცეპოლკოვნიკმა ნიკოლაი დონიუშკინმა აუწყა.
სახმელეთო ჯარების საბრძოლო ეკიპირების გამოცდების შემოდგომაზე დაწყების გეგმებზე, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში, დენიუშკინი აგვისტოს ბოლოს იუწყებოდა.

"სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო მომზადების პერიოდში საბრძოლო ეკიპირების მსროლელის, მზვერავის და მძღოლ-მექანიკოსის ნიმუშების ინტენსიურ, ყოველდღიურ ექსპულატაციას შეუდგნენ. დაგეგმილია ასევე ასეულის ტაქტიკური სწავლებების ჩატარება ამ კომპლეტით აღჭურვილ ქვედანაყოფებთან" - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მან დააზუსტა, რომ საბრძოლო ეკიპირების გამოცდა მოტომსროლელთა 27-ე ცალკეული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობს, მოსკოვთან მდებარე პოლიგონ "Алабино"-ზე. დონიუშკინის სიტყვებით, კომპლექტში შეიდს ორმოცამდე მოდერნიზირებული ან ხელახლა შექმნილი ელემენტი - შეიარაღებიდან დაწყებული პირადი ნივთებით დამთავრებული.


"დაცვის სისტემა წარმოდგენილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მასიური დაზიანების იარაღის დამაზიანებელი ფაქტორებისგან და არალეტალური იარაღისგან დამცავი საშუალებებისგან, მართვის სისტემა შესდგება - კავშირგაბმულობის საშუალებებისგან, ამოცნობის, დამუშავების და ინფორმაციის გამოსახულების, ორიენტირების, ნავიგაციის სისტემებისგან, სიცოცხლის უზრუნველყოფის კომპლექტი მოიცავს - დამცავ სათვალეებს, სმენის დამცავ გარნიტურას, მუხლებისა და იდაყვების სახსრების დამცავებს, წყლის გასუფთავების ინდივიდუალურ ფილტრს, სითბოს  ავტონომიურ წყაროს და სხვა აუცილებელ კომპონენტებს. კომპლექტში ასევე შედის ენერგომომარაგებისა და დაზიანების საშუალებების ნაკრები" - განმარტა დონიუშკინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოცდებს თვალყურს ადევნებს სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახმელეთო ძალების მთავარსარდლის მოადგილე - საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს ხელმძრვანელი გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ბოგდანოვსკი. საარმიო გამოცდების შედეგების მიხედვით ამორჩეული იქნება საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც შემდეგში დაშვებული იქნება სახელმწიფო გამოცდებზე.
2011 წლის თებერვალში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პოპოვკინა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებას აწარმოებს საფრანგეთთან "მომავლის ჯარისკაცის" ეკიპირების FELIN-ის შეყიდვის თაობაზე. მოგვიანებით გენშტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს ჯარისკაცის საბრძოლო ეკიპირების (боевой экипировки солдата - БЭС) შექმნის დამოუკიდებელ სამუშაოებს.










წყარო:

Испытания боевой экипировки для Сухопутных войск
СВ РФ приступили к войсковым испытаниям "экипировки солдата будущего"

No comments:

Post a Comment