2012 წლის 27 სექტემბერს «Ижмаш»-ის მთავარი კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა, სამხედრო-საწარმოო კომისიის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი თათბირზე წარადგინა AK-74-ის მოდერნიზაციის 4 ვარიანტი. ქარხნის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილებების ღირებულება 2 ათასიდან 10 ათას რუბლამდე მერყეობს - იმის და მიხედვით თუ რომელი სირთული კომპლექტაცია იქნება შერჩეული.
ყველაზე მარტივ ვარიანტში, რომლის რეალიზებაც სამხედრო ნაწილების საიარაღოებში იქნება შესაძლებელი, AK-74 გვერდით თამასას და პიკატინიან ცევეოს მიიღებს. ეს შესაძლებლობას იძლევა ავტომატზე ისეთი კოლიმატორული, ოპტიკური და ელექტრონულ-ოპტიკური სამიზნეები დაყენდეს რომლებსაც გააჩნიათ გვერდითი სამაგრი ბაზა. ამ ვარიანტში ასევე გადამყვანის საშუალებით შესაძლებელი იქნება პიკატინის თამასას დაყენება და ამგვარად მასზე ადაპტირებული აღჭურვილობის მორგება. ცევეოს შეცვლა საშუალებას იძლევა დაყენდეს ინფრაწითელი გამანათებელი ლაზერული მარკერით, მანძილმზომი და წინა სახელური.
მოდერნიზაციის ყველაზე რთულ ვარიანტში - რომლის რეალიზებაც ქარხნულ პირობებში იქნება შესაძლებელი, AK-74 მიიღებს ლულის კოლოფის თავსახურში ინტეგრირებულ პიკატინის თამასას, პიკატინის თამასით აღჭურვილ ლულის ზედსადებს და ცევეოს, წინა დასაკეც სახელურს, ტელესკოპურ კონდახს (ნახაზის მიხედვით ეს AK-12-ის კონდახია), ერგონომიულ ფისტოლეტის სახელურს და ინდიკატორიან სავაზნე კოლოფს.
სამუშაო ჯგუფის მიხედვით მიღებულია გადაწყვეტილება მოხდეს მაქსიმალურად აღჭურვილი ნიმუშის გამოცდა, რადგანაც ის ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს და უზრუნველყოფს ნაწარმის ხარისხის გარანტიას. «Ижмаш»-ი მოცემულ ნიმუშს ЦНИИТОЧМАШ-ში (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения - ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური მეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტი) ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის არმიისთვის ავტომატების მოდერნიზაციის საჭირო რაოდენობა.
წყარო:
No comments:
Post a Comment