2012 წლის 19-23 სექტემბერს პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გამართულ გამოფენა "Africa Aerospace and Defence 2012", პატარა სამხრეთაფრიკულმა კომპანია Industrial and Automotive Design-მა (IAD), რომელიც პრეტორიაში მდებარეობს, წარმოადგინა ინფორმაცია საუდის არაბეთის ჯგუფ Saudi Groups-თან ერთად შემუშავებული MRAP-ის კლასის, 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯაშანმანქანა Masmak-ის შესახებ.
მანქანა Masmak-ს ასევე გააჩნია საფირმო სახელწოდება IAD Nyoka Mk-2. IAD-მა Masmak-ის ორი პროტოტიპი Saudi Groups-ის დაფინანსებით 2011 წელს ააწყო, რის შემდეგაც მანქანებმა ინტენსიური გამოცდები გაიარა, მათ შორის გაერთიანებულ საემირატოებში. გამოფენა "Africa Aerospace and Defence 2012"-ზე ასევე დემონსტრირებული იყო მანქანის პროტოტიპი, სახელწოდებით Nyoka Mk-2. მანქანის სერიული წარმოება დაგეგმილია სამხრეთ ასფრიკის რესპუბლიკაში ან საუდის არაბეთში პოტენციური მყიდველის სურვილისდა მიხედვით. IAD-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მანქანის წარმოებას გეგმავს ცნობილ ფირმა Streit Group-თან ერთობლივ საწარმოოში. როგორც ჩანს Saudi Groups ცდილობს ერთდროულად შესთავაზოს მანქანა როგორც საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალებს ასევე გაერთიანებულ არაბულ საემირატოებს. მანამდე Saudi Groups-ს საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალებისთვის და სპარსეთის ყურის მთელი რიგი მონარქებისთვის გამოშვებული ყავს სხვადასხვა ტიპის 300 ერთეული ჯავშანმანქანა, ისეთების როგორებიცაა - Al Kaser, Al Mansour, Al Naif და Al Faisal.
Masmak-ის საბრძოლო წონა 13 ტონაა, ხოლო მარგი ტვირთის წონა 3 ტონას აღწევს. მანქანის შეუძლია ეკიპაჟის ორი წევრის და ექვსი მედესანტის გადაყვანა, რომლებიც აფეთქებადაცულ სავარძლებზე არიან განთავსებულები. როგორც მწარმოებელი ირწმუნება მანქანამ აფეთქებამდგრადობის გამოცდები გაიარა, რომლის შედეგადაც დადასტურდა მისი ნაღმდგრადობის STANAG 4569 Level 4A და 4В დონე (10კგ ტროტილი კორპუსის ფსკერის ქვეშ და 10კგ ტროტილი საბურავის ქვეშ). როგორც მწარმოებელი ირწმუნება - ეს არის მსოფლიოში პირველი 4x4 სავალი ფორმულის მქონე მანქანა, რომელსაც პრაქტიკაში გააჩნია ამ დონის ნაღმდგრადობა. კორპუსის ბალისტიკური დაცვის ხარისხი STANAG 4569 Level 3 დონისაა.
მანქანა აღჭურვილია 450ც/ძ-ნი, ტურბოშებერვის მქონე Cummins-ის დიზელის ძრავით და Allison-ის ექვსსიჩქარიანი ავტომატური სიჩქარეების კოლოფით, რაც გზატკეცილზე მანქანას საშუალებას აძლევს განავითაროს 150კმ/სთ სიჩქარე. მანქანის ყველა თვალი აღჭურვილია IAD-ის მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი ჰიდროპნევმატური საკიდარი IS-7000-ით.
მანქანის პროტოტიპი აღჭურვილია ერთადგილიანი, ელექტროამძრავიანი კოშკურით, რომელშიც განთავსებულია 12,7მმ ტყვიამფრქვევი M2HB.
No comments:
Post a Comment