суббота, 28 июля 2012 г.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეცხრე

მოდიფიკაციები

იმის შემდეგ, რაც T-90 1991 წელს შეიარაღებაში იქნა მიღებული და 1992 წელს სერიულ წარმოებაში იქნა ჩაშვებული, მოხდა მისი რამდენიმე მოდერნიზაცია და ასევე ყველა მოდერნიზაციას გააჩნია სამეთაურო მოდიფიკაცია.


არსებობს Т-90 შემდეგი სახეობების მოდერნიზაციები და მოდიფიკაციები:
Т-90 (Объект-188) 1992 წლის მოდელი რუსეთის არმიისთვის
Т-90K (Объект-188K) 1994 წლის სამეთაურო ვარიანტი რუსეთის არმიისთვის.
Т-90С (Объект-188С) 2001 წლის საექსპორტო მოდელი ინდოეთისთვის.
Т-90СК (Объект-188СК) საექსპორტო, სამეთაურო ინდოეთისთვის.
Т-90A (Объект-188A1) 2004 წლის, «Буран-М» აღჭურვილი, რუსეთის არმიისთვის.
Т-90A (Объект-188A2) 2006 წლის, «Эсса» აღჭურვილი, რუსეთის არმიისათვის.
Т-90AK (Объект-188А1К) სამეთაურო რუსეთის არმიისთვის.
Т-90АК (Объект-188А2К) ТПК–თ აღჭურვილი, სამეთაურო,რუსეთის არმიისათვის.
Т-90СA (Объект-188СА) 2006 წლის საექსპორტო მოდელი ალჟირისთვის, თურქმენეთისთვის და უგანდასთვის (А-ალჟირი)
Т-90СAK (Объект-188САK) საექსპორტო, სამეთაურო ალჟირისთვის, თურქმენეთისთვის და უგანდასთვის.
Т-90МС  (Объект-188М)  ეს ინდექსი მხოლოდ საბრძოლო მოდულს ეხება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მთლიანად ტანკზე გავრცელდეს.


Т-90K (Объект-188K) 1994 წლის სამეთაურო ვარიანტი რუსეთის არმიისთვის

საბჭოთა კავშირის სამხედრო-საწარმოო კომისიის 1991 წლის 4 აპრილის დადგენილების თანახმად, საკონსტრუქციო ბიურომ დაიწყო Т-90-ის სამეთაურო ვარიანტის პროექტირება (პროექტის სახელწოდება «Самбук»). ტანკი დანიშნული იყო ქვემდგომი ქვედანაყოფების მართვისთვის, ზემდგომ მეთაურებთან კავშირისთვის და ასევე ქვედანაყოფებთან და ნაწილებთან შეთანხმებული საბრძოლო მომქმედებების საწარმოებლად და მათთან მოქნილი მოქმედებისთვის დღისა და ღამის პირობებში.
სამეთაურო ტანკის საერთო გაწყობის ძირითადი სამუშაოები შეასრულა კონსტრუქტორმა ვ.ი. ბუნდინმა. კავშირის საშუალებების და ცეცხლის მართვის ბლოკების საერთო რაოდენობამ, რომლებიც განთავსებული იყო «Объект-188K», გაცილებით გადააჭარბა Т-72Б–ს სამთაურო ვარიანტში განთავსებული ბლოკების რაოდენობას. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები ამ ყველაფრის ტანკში ჩატევის თაობაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მოხერხდა გაწყობის და აპარატურის ერთმანეთთან მორგება.
Т-90K ძირითადი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები დარჩა Т-90 დონეზე. დაცვა, სავალი ნაწილი, ძრავა-ტრანსმისია, გათბობის და მასიური იარაღისგან დაცვის სისტემები, შეიარაღება და ცეცხლის მართვის სისტემა ორივე ტანკზე ანალოგიური იყო. ძირითადი ცვლილება შეეხო კავშირის და მართვის სისტემებს. მასში დამატებით განთავსდა:
მოკლეტალღური რადიოსადგური Р-163-50К.
მანჭვლისებრი ანტენები.
მოკლეტალღური ანტენების კომპლექტი, რომლებიც მონტაჟდებოდა 11 მეტრიან ტელესკოპურ ანძაზე.
ტანკის სანავიგაციო სისტემა ТНА-4-3.
საარტილერიო ბუსოლა ПАБ-2М.
1 კილოვატის სიმძლავრის დამატებითი ელექტროაგრეგატი АБ-1-П/28.5-В-У.
მოკლეტალღური მანჭვლისებრი ანტენის საფუძვლის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მის წამოწოლილ მგომარეობაში დამაგრებისა, ასეთ მდგომარეობაში მის დამაგრებას დამატებით უზრუნველყოფს კოშკურაზე დამაგრებული სპეციალური ზამბარა. წამოწოლილი მდგომარეობა უზრუნველყოფს მის ზენიტური გამოსხივების ანტენად გამოყენებას. გამოყენების ასეთი ხერხი ეფექტურია მთიან რელიეფზე. 11 მეტრიანი ანძაზე დაყენებული “სიმეტრიული ვიბრაციის” ანტენის 2-18 მეგაჰერცამდე სიხშირით მუშაობისას შესაძლებელია კავშირის 350 კილომეტრზე დამყარება.
სახელმწიფო გამოცდების დასრულების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს 1994 წლის 3 ივნისის ბრძანებულების საფუძველზე «Объект-188K» მიღებული იქნა რუსეთის არმიის შეიარაღებაში სახელით T-90K.

2006 წლის დეკემბერში გამოშვებული T-90K, გამოფენა МВСВ-2008 (2008 წელი)


Т-90С (Объект-188С)-საექსპორტო მანქანა

«Объект-188»–ის პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა მის საექსპორტო ვერსიაზე, ინდექსით «Объект-188C», რომლის ექსპორტზე გატანა დაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 1992 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულებით, სახელით Т-90С. Т-90С  და Т-90 შორის ძირითადი განსხვავება დაცვის ხარისხში იყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება ტრადიციული იყო საექსპორტო მანქანებისთვის. ამის მიუხედავად, საექსპორტო მანქანა მაინც კარგად იყო დაცული, ამას გარდა ცვლილებები შეეხო კომპლექტაციის ზოგიერთ დეტალს, ხოლო ყველა სამსახურეობრივი წარწერა ტანკზე ინგლისურად იქნა დატანილი.
Т-90С  ყველაზე პირველი მოდელები თავდაპირველად მოხვდნენ რუსეთის სატანკო სასწავლებლებში, სადაც გადიოდნენ მომზადებას და გადამზადებას რუსული ტექნიკის იმპორტიორი ქვეყნების სატანკო ეკიპაჟები. პირველი დაწესებულება, რომელმაც მიიღო საექსპორტო ტანკები, იყო ჩელიაბინსკის სატანკო ინსტიტუტი. თუმცა თავიდან ტანკის ექსპორტზე გატანა პრობლემებს წააწყდა - ვერ მოხერხდა ბაზარზე მანქანის აქტიური მიწოდება, რაც პირველ რიგში დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსეთის იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფო კომპანია მყიდველებისთვის უფრო მიმზიდველად  Т-80У თვლიდა. ამ მიზეზის გამო ჩავარდა ტანკის ჩვენება გამოფენაზე IDEX-93. საწარმოოს მხოლოდ Т-72C გამოფენაზე გატანის ნება დართეს. პირველად საერთაშორისო გამოფენაზე ტანკის გაყვანა მოხერხდა 1997 წელს, აბუ-დაბიში, გამოფენა IDEX-97. ამ მომენტიდან Т-90С გამოფენების მუდმივ სტუმრად იქცა.


1999 წლის Т-90С-ის ნიმუში

დროთა განმავლობაში ტანკი რამდენადმე შეიცვალა. წარმატების ერთერთ პირობად იქცა მისი თბოვიზორული სისტემით აღჭურვა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯერ საბჭოთა კავშირს და შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციას პრობლემები ჰქონდა თანამედროვე ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურის მასობრივ წარმოებასთან. საბჭოთა მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავების დონე, როგორც წესი, საკმაოდ მაღალი იყო, პრობლემას წარმოადგენდა საწარმოო და ელემენტთა ბაზა. 90-იან წლებში რუსეთში შექმნეს სატანკო თბოვიზორული ხელსაწყოები «Агава» და «Ноктюрн». თუმცაღა პირველი გამოდიოდა საკმაოდ მცირე რაოდენობით, ხოლო მეორე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთში სითბოვიზორების შექმნა ჩქარ ტემპეპში ხდებოდა და მეცნიერების ეს მიმართულება ერთერთ პრიორიტეტულ დარგად ითვლებოდა და ამიტომ რუსული ტანკმწარმოებლები იძულებულები გახდნენ დასავლეთისთვის მიემართათ დახმარებისთვის.
  პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 1993 წელს გადაიდგა. ყველაზე მეტ ინტერესს ფრანგული და ებრაული სისტემები იწვევდნენ. შედეგად Т-90С ახალ სადემონსტრაციო მოდელებზე დაიწყეს ბელორუსიული ფირმის, «Пеленг»-ის წარმოების თბოვიზორული ხელსაწყოების დაყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ფრანგული ფირმის, «Tales Optronic»-ის თერმული კამერა «Catherine-FC»  და ასევე ფრანგული «Tomposn»-ის ტელემონიტორი.
საკმაოდ სერიოზულად შეიცვალა კოშკურა. 90-იანი წლების ბოლოს სახელმწიფო შეკვეთების უქონლობის გამო შეკვეცილი იქნა კოშკურის ჩამოსხმის წარმოება, რადგანაც მათი ჩამოსხმა მცირე პარტიებად არამომგებიანი იყო. ამ სიტუაციაში გამოყენებული იქნა გამოცდილება, რომელიც ურალის მძიმე მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროში 80-იან წლებში კოშკურების შედუღების წესით დამზადების შესწავლისას დაგროვდა.

ახალი ძრავით, სავალი ნაწილით, კოშკურით და თბოვიზორით აღჭურვილი T-90C სადებიუტო გამოსვლა გამოფენა «UralExpoArms – 1999»

2007 წელი, ახალი ძრავით, სავალი ნაწილით, კოშკურითა და თბოვიზორით აღჭურვილი T-90C სოლიტას პოლიგონზე, ფოტოსესიის დროს. ჩანს ჯავშანხუფით დაფარული თბოვიზორი და საკვამლე მორტირების მარცხენა კონსოლზე განსხვავებული განლაგება



ნაჭედი ჯავშანფილები, რომლებისგანაც ხდება კოშკურის შედუღება, უზრუნველყოფდნენ ჩამოსხმული კოშკურის ანალოგიურ ჯავშანმდგრადობას უფრო ნაკლები ფოლადის გამოყენებით, ანუ უფრო ნაკლებ წონაში და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კოშკურის წარმოების შრომატევადობა გაიზარდა, მისი თვითღირებულება ძველ ჩამოსხმულ კოშკურასთან შედარებით მაინც დაბალი იყო. პირველი მანქანები ჩამოსხმული კოშკურით დამზადდა 1998 წელს. 1998-99 წლებში ერთ-ერთმა  Т-90С-მა ასევე მიიღო ახალი, 1000ც/ძ-ნი ძალური დანადგარი В-92С2. ახალი ძრავის ამორჩევას წინ უძღოდა სხვადასხვა ძალური დანადგარების სასტენდო და ნატურული გამოცდები. В-92С2  ერთერთ კონკურენტად ითვლებოდა ბარნაულის ტურბო-დიზელი КД-34. თუმცა ამ ძრავამ განვითარება არ ჰპოვა მისი მაღალი ვიბრაციის გამო, ეკიპაჟის განცხადებით ტანკის 2-საათიანი ტარების შემდეგ ძრავის ვიბრაცია იწვევდა სახსრების დაბუჟებას.ცვლილება ასევე შეეხო სავალ ნაწილს, დაყენდა ახალი საკიდარი, მუხლუხები და მგრიხავი ღერძები. 1996 წლიდან ახალი მუხლუხო ყენდება ყველა Т-90. ზუსტად ახალი მუხლუხებით გამოვიდა Т-90С გამოფენაზე IDEX-97.
Т-90 საშტატო სანავიგაციო სისტემებს დაემატა თანამგზავრული ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე მძღოლ-მექანიკოსისთვის სამუშაოს შემსუბუქების მიზნით დაყენდა დასაკეცი სარკეები და უკანა ხედვის ვიდეოკამერა.
უცვლელი დარჩა ჩაშენებული დინამიკური დაცვის კომპლექსი, შეიცვალა მხოლოდ კონტეინერების რაოდენობა კოშკურის სახურავზე, მათი რაოდენობა 17-მდე შემცირდა. შეიცვალა საკვამლე სისტემის, «Туча»-ს ყუმბარების გამშვები მორტირების განლაგების სქემა, ჩამოსხმულკოშკურიან Т-90С შედარებით, შედუღებულკოშკურიანის მარცხენა კონსოლზე განლაგებული 4 მორტირი და დანარჩენი 2 კოშკურის სახურავზეა ატანილი.


თბოვიზორი «Эсса»-ს ტექნიკური მონაცემები

მემიზნე-ოპერატორის სამუშაო ადგილი, მარცხნიდან მარჯვნივ-თბოვიზორის ტელემონიტორი და მართვის პულტი, თბოვიძორის ბლოკი, 1Г46

მეთაურის სამუშაო ადგილი თბოვიზორის ტელემონიტორით და მართვის პულტით

თბოვიზორული სამიზნე კომპლექსით, შედუღებული კოშკურით, ახალი ძრავით და სავალი ნაწილით აღჭურვილი Т-90С პირველი სახალხო დემონსტრაცია მოხდა 1999 წელს, გამოფენა «UralExpoArms – 1999». ხოლო 2000 წელს გამოფენა «RussiaExpoArms – 2000»  დემონსტრირებისას მასზე გადაკრული იყო შემნიღბავი კომპლექსი «Накидка». გამოფენის სამუშაო დოკუმენტაციაში ეს ტანკი გაფორმებული იყო ინდექსით «Объект 188СМ»,  რამაც ჟურნალისტებს საბაბის მისცა ტანკის ამ ვარიანტისთვის მცდარად ეწოდებინათ Т-90М ან Т-90СМ.


ინდოეთის Т-90С «Bhishma»  

მეოცე საუკუნის ბოლოს ინდოეთის სატანკო პარკმა დაიწყო როგორც ფიზიკური, ასევე მორალური მოძველება. ამ მომენტში ინდოეთის მთავრობა ძირითად იმედებს საკუთარი ტანკის წარმოებაზე ამყარებდა, მაგრამ 90-იანი წლების მეორე ნახევარში აშკარა გახდა, რომ ეროვნული ტანკის «Ajun»-ის შექმნის პროგრამა ჩავარდნის პირასაა. სწორედ ამ დროს ინდოეთის ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ - პაკისტანმა უკრაინაში შეისყიდა ხარკოვის წარმოების თანამედროვე ტანკები Т-84(Т-80УД)-ის დიდი პარტია, რამაც რეგიონში ძალთა ბალანსი საგრძნობლად დაარღვია. რის შემდეგაც ინდოეთის მთავრობამ აქტიურად დაიწყო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნა. რუსეთმა ინდოეთის ამ პრობლემის და ასევე იმ გამოცდილების იმედით, რაც მას დაუგროვდა ინდოეთში Т-72М  და Т-72М1 ლიცენზიური წარმოებისას, გადაწყვიტა მისთვის Т-72C შეეთავაზებინა. თუმცა იმ მომენტში Т-72C უკვე ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს და ინდურმა მხარემ ეს იცოდა. მათ ასევე იცოდნენ, რომ რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა გაცილებით თანამედროვე Т-90. ამიტომ, მიუხედავად Т-72C მიერ წარმატებით გავლილი ინდური ტესტებისა, ბუნებრივია, რომ მათ მასზე უარი განაცხადეს. ამიტომაც გამოფენა IDEX-97-ზე, რომელიც აბუ-დაბიში მიმდინარეობდა 1997 წლის 16-20 მარტს, დემონსტრაციის შემდეგ Т-90–მა ინდური დელეგაციის ყურადღება მიიპყრო. 1997-99 წლების განმავლობაში ინდოეთის სამხედროებმა ყურადღებით შეისწავლეს ახალი რუსული ტანკი და იმავდროულად ახორციელებდნენ მისი კომპლექტაციის მოთხოვნებზე მწარმოებელთან მოლაპარაკებას. ამ მიზნით ჩატარდა ახალი ტანკის მთელი რიგირ ჩვენებები კუბინკაში და ურალში.
1999 წლის 6 აპრილს ხელმოწერილი იქნა კონტრაქტი ინდოეთში სამი ცალი სხვადასხვა კომპლექტაციის Т-90С გამოცდების შესახებ. ნიმუშების დაკომპლექტება ხდებოდა შემკვეთის კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით. მათზე დაყენდა ცეცხლის მართვის ორი სხვადასხვა ვარიანტი (ორი სხვადასხვა სითბოვიზორული სამიზნე: «Ноктюрн» და «Эсса»). მანქანები ასევე განსხვავდებოდნენ სისტემა «Штора»-ს ქონა/არქონით. პირველ ორ მანქანას ჩამოსხმული კოშკურა ეყენა, ხოლო მესამე მანქანას შედუღებული. ყველა მანქანა აღჭურვილი იყო ახალი სავალი ნაწილით და 1000ც/ძ-ნი В-92С ძრავით.

N1 საცდელი პროტოტიპი ინდოეთის უდაბნო ტარში გამოცდებისას

N2 საცდელი პროტოტიპი

N3,შედუღებულკოშკურიანი საცდელი პროტოტიპი უდაბნო ტარში გამოცდებისას

სამივე პროტოტიპი ერთად, გამოცდებისას. ეკიპაჟები ახორციელებენ ქვემეხის წმენდას სროლის შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ ტანკების განლაგებულის თანმიმდევრობა შემდეგნაირი-N3, N1 და N2

ინდოეთის, ჩამოსხმულკოშკურიანი, პირველი პარტიის Т-90C

შედუღებულკოშკურიანი Т-90C


მანქანებმა წინასწარ გაიარეს გამოცდები ნიჟნი ტაგილში, ხოლო შემდეგ 17 მაისს სატვირთო მანქანებით გადაყვანილნი იქნენ ეკატერინბურგში, აეროპორტ კოლცოვოში, საიდანაც ორი სატვირთო Ан-124-ით, ერთში ორი ტანკი და მეორეში ერთი ტანკი და მოძრავი სარემონტო სახელოსნო, გადააფრინეს ინდოეთში.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთში ტანკის გამგზავრებამდე 4 დღით ადრე გარდაიცვალა ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის მთავარი კონსტრუქტორი ვლადიმირ პოტკინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა შესთავაზა ტანკისთვის, მისი მთავარი კონსტრუქტორის საპატივცემულოდ, ვლადიმირი ეწოდებინათ, რაც განხორციელდა იმ 3 ტანკზე, რომლებიც გაგზავნილი იყო ინდოეთის უდაბნო ტარში, 2000 კილომეტრიან საგამოცდო მარშზე. თუმცა შემდეგში ეს სახელი საერთოდ დარჩა Т-90 არაოფიციალურ სახელად.
გამოცდებისთვის სპეციალურად ამორჩეული იქნა მაის-ივნისის თვეები, რათა დამთხვეოდა ყველაზე ექსტრემალურ პირობებს. დღის ტემპერატურა უდაბნო ტარში ამ პერიოდში აღწევს +50°C, ხოლო ღამისა +30°-ზე დაბლა არ ჩამოდის. ეკიპაჟები ინდოეთის არმიის პროფესიონალი ტანკისტებიდან ამოირჩა, ძირითადად ისეთები, ვისაც Т-72 ექსპლუატაციის გამოცდილება ჰქონდა.
გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული იყო ჯერ ეკიპაჟების მომზადება, ხოლო შემდეგ 2000-კილომეტრიანი მარშის გავლა უდაბნოში, რომელიც დაყოფილი იყო 500-კილომეტრიან მონაკვეთებად, და ასევე საცეცხლე გამოცდები 150 გასროლით, მათ შორის 10 რაკეტით. გამოცდები 1999 წლის 20 ივნისამდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ სამივე მანქანა დაბრუნებული იქნა ურალის ვაგონმშენებელ საწარმოში, სადაც მოხდა მათი შემოწმება და დეფექტაცია. გამოცდების ბოლო ეტაპი განხორციელდა НТИИМ (Нижнетагильский Институт Испытания Металлов)-ის საარტილერიო პოლიგონის ჯავშანტირში. ტირში მოხდა ტანკის ჯავშანმდგრადობის შემოწმება, შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.
გამოცდების დასრულების შემდეგ დაიწყო კონტრაქტის პირობების შეთანხმების კონკრეტული პროცესი. ამ მოლაპარაკებებზევე დადგინდა ინდოეთისთვის ტანკის კონკრეტული კომპლექტაცია. საქმე იმაშია, რომ ამ სამი საცდელი ვერსიიდან სერიაში რომელიმე კონკრეტული მოდელი კი არ წავიდა, არამედ ამოირჩა მანქანა, რომელიც შემკვეთის მოთხოვნით შედგებოდა ამ სამი მოდელის კომპლექტაციის ნაზავისგან. ამგვარად ინდური მხარე იღებდა უშუალო მონაწილებას თავისი ტანკის შექმნაში. საბოლოოდ ტანკების შესყიდვაზე კონტრაქტს ხელი მოეწერა დელიში, 2001 წლის 15 თებერვალს. კონტრაქტის თანახმად რუსეთის მხარეს ინდოეთისთვის 3 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა 310 ცალი Т-90C. აქედან 124 მანქანა აიწყო ურალის ვაგონმშენებელ საწარმოში და მზა სახით გაიგზავნა ინდოეთში, ხოლო დანარჩენი 186 მანქანა ინდოეთში იგზავნებოდა დაშლილ მდგომარეობაში, რათა შემდეგ მომხდარიყო მათი ლიცენზირებული აწყობა მძიმე მანქანების საწარმოში, ქალაქ ავადიში. ტანკებთან ერთად ინდურ მხარეს გადაეცემოდა მათი წარმოების ტექნოლოგია, სათანადო სალიცენზიო-საკონსტრუქციო დოკუმენტაციით, მესამე ქვეყანაში გაყიდვის უფლების გარეშე, ჭურვები, სასწავლო-საწვრთნელი საშუალებები და ასევე უნდა მომხდარიყო ქ.ავიდის მძიმე მანქანების საწარმოოს სპეციალისტების მომზადება. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 800 მილიონ დოლარს მიაღწია.
რას წარმოადგენს ინდოეთისთვის განკუთვნილი Т-90С ტექნიკური თვალსაზრისით? კოშკურა - პირველი პარტია, 40 ტანკის ოდენობით, გაგზავნილი იქნა ინდოეთში 2001 წლის დეკემბერში. ყველა ეს მანქანა აღჭურვილი იყო ჩამოსხმული ძველი კოშკურით. ასეთივე კოშკურით იქნა აღჭურვილი შემდეგი პარტიის 2 მანქანა. დანარჩენი მანქანები უკვე შედუღებული კოშკურებით ეწყობოდა. საერთოდ ინდოეთის მიერ შეკვეთილი მანქანები იყო ხარისხის და ფასის კომპრომისი. მაგალითად, მათზე არ იყო ლაზერული დასხივების აღმომჩენი და ხარვეზების დამდგმელი კომპლექსი «Штора-1», რომელიც რუსული არმიის მანქანებისთვის სტანდარტულ აღჭურვილობას წარმოადგენდა. ყველა მანქანამ მიიღო ახალი სავალი ნაწილი და 1000ც/ძ-ნი ძრავა В-92С2, თანამედროვე თბოვიზორული სამიზნე ხელსაწყო «Эсса». მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსის ПНК-4С «Агат-С»-ის აქტიურ რეჟიმში გამოსაყენებლად სამეთაურო კოშკურაზე დაყენდა პროჟექტორი ОУ-3ГКУ. (რუსულ ტანკებზე აქტიურ რეჟიმში სამუშაოდ გამოიყენება «Штора-1» ინფრაწითელი პროჟექტორები). კოშკურაზე «Штора-1» პროჟექტორების ადგილზე განლაგებულია დინამიკური დაცვის ტრაპეციის ფორმის სექციები, ამის წყალობით ინდური მანქანების შედუღებულ კოშკურაზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკები უფრო ჰარმონიულად გამოიყურება. ამას გარდა, კოშკურის სახურავზე განლაგებულია დინამიკური დაცვის 20 კონტეინერი. მანქანის გამოკვეთილი განმასხვავებელი დეტალია აშკარად გაზრდილი ანტირადიაციული დაცვის სარჩულის და გარსსაკრის ფენა, რუსულ ტანკებზე განლაგებულ დაცვასთან შედარებით მისი სისქე 2-ჯერ მეტია. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ტანკები ყველაზე კარგი ანტირადიაციული დაცვით გამოირჩევიან. საკვამლე მორტირების სისტემის 902А «Туча» განლაგება შეცვლილია და არ ჰგავს არც რუსული არმიის შეიარაღებაში მყოფ და არც სხვა სადემონსტრაციო ტანკებზე დაყენებული სისტემის განლაგებას. მთლიანობაში მანქანა გამოვიდა საკმაოდ ჰარმონიული დიზაინის და ტექნიკურად განვითარებული. პარადოქსი იმაშია, რომ ანალოგიური მანქანა რუსეთის არმიას ჯერ არ ჰყავდა შეიარაღებაში, მის სამსახურში მყოფი Т-90 ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით გაცილებით ჩამორჩებოდა ინდოეთის მიერ შეკვეთილ ტანკს.
ამ მომენტისთვის ინდოეთის კონტრაქტი სრულებით შესრულებულია: 40 მანქანა იქნა გაგზავნილი 2001 წლის დეკემბერში, ხოლო მომდევნო წელს ორ პარტიად გაიგზავნა 84 მანქანა, ამავდროულად ხდებოდა ავადის საწარმოს მომზადება ლიცენზიური წარმოებისთვის. საიდანაც ინდოეთის მიერ აწყობილი პირველი ტანკები გამოშვებული იქნა 2003 წლის 20 ნოემბერს, ხოლო 2004 წლის 8 იანვარს უკვე გამოშვებული იქნა პირველი სრულიად ინდოეთში აწყობილი Т-90C.

KMT-8 აღჭურვილი შედუღებულკოშკურიანი Т-90С სწავლებაზე

ამ ყველაფრის შედეგად რეგიონში ძალათა ბალანსი აღსდგა, ხოლო ტაგილის და ხარკოვის ტანკები ვირტუალური მოწინააღმდეგეებიდან გადაიქცნენ რეალურ სავარაუდო მოწინააღმდეგეებად. 2007 წლის 30 ნოემბერს ინდოეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან ახალ კონრაქტს, რომლის მიხედვითაც მას უნდა მიეღო დამატებით 347 ცალი Т-90С. ახალი კონტრაქტის თანახმად რუსეთს უნდა მიეწოდებინა 124 ცალი ტანკი აწყობილი სახით, ხოლო დანარჩენი 223 მანქანა დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ ავადის საწარმოოში აეწყობოდა. კონტრაქტის ღირებულებამ 1,236 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ კონტრაქტის პირველი 24 მანქანა ინდოეთში 2008 წელს გაიგზავნა.
ინდოეთში გაგზავნილი ტანკები რამდენჯერმე მოჰყვნენ კრიტიკის ქვეშ რაკეტებისა და თბოვიზორების გაუმართაობის გამო. თუმცა ეს პრობლემა გამოწვეული იყო მხარეების მიერ გაფორმებული კონტრაქტის დაუხვეწავობით, რომლის თანახმადაც ინდურმა მხარემ უარი თქვა მწარმოებლისგან გარანტიის შემდგომ მომსახურებაზე. თუმცა შემდგომში ეს პრობლემები გადაჭრილი იქნა, ამის პარალელურად ინდური მხარის მოთხოვნით მისი ტანკების მცირე რაოდენობაზე მონტაჟდება დამხმარე ენერგოგენერატორი. ინდოეთის არმიის განვითარების გეგმის მიხედვით მის შეიარაღებაში 2020 წლისთვის უნდა იყოს 1657 ცალი Т-90С, რომლებითაც აღიჭურვება 21 პოლკი.

მალაიზიის ტენდერი

1999 წელს, ინდოეთში გამოცდების დამთავრების შემდეგ, Т-90С-ის  შედუღებულკოშკურიანმა ნიმუშმა N3 განიცადა გადაკეთება. კერძოდ კოშკურაზე, მარცხენა მხარეს განლაგებული საკუთნოს კოლოფის ნაცვლად განთავსდა კონდიციონერი. ასეთი სახით ტანკი გაგზავნილი იქნა მალაიზიაში, გამოფენაზე DCA-2000. გამოფენის დასრულების შემდეგ ურალვაგონმშენის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ დარჩენილიყვნენ მალაიზიის ჯუნგლებში, სადაც მათმა მანქანამ მონაწილეობა მიიღო მალაიზიის სატანკო ტენდერში.

Т-90С მალაიზიის ჯუნგლებში, სანაპიროზე და ბრინჯის ყანაში






მალაიზიის მხარის მოთხოვნის მიხედვით, მონაწილე ტანკებისადმი წაყენებული იქნა რამოდენიმე აუცილებელი პირობა, კერძოდ ტანკებს დაყენებული უნდა ჰქონოდა ბრაუნინგის სისტემის 12,7მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევი და ფრანგული «Tales»-ის რადიოაპარატურა. გადაკეთების ასეთი სამუშაო გატარებული იქნა ურალის საკონსტრუქციო ბიუროში, თუმცა ამ გადაკეთებებით აღჭურვილი საცდელი, ნატურალური მოდელი მალაზიის ტენდერიზე წარდგენილი არ ყოფილა. ტენდერის მსვლელობისას Т-90С მონაწილეობა მიიღო გამოცდებში რომელიც მიმდინარეობდა 2000 წლის 13 ივნისიდან 21 აგვისტომდე მარშუტზე კუალა-ლუმპური – პორტ დიქსონი (პულამორ) – მელაკა – კუანტან – პენარიკ – პორტ დიქსონი.
გამოცდისათვის შერჩეული იქნა უმძიმესი მარშუტი. Т-90С-მა თითქმის უპრობლემოდ გაიარა მალაზიის როგორც მოასფალტებულ გზებზე, წყლიანი, ბრინჯის ყანები და ჯუნგლების უსწორმასწორო ტალახიან ბილიკებზე, ასევე სანაპიროს ქვიშებზე და მაღალმთიან რელიეფზე. თუმცა გამოცდებს შემთხვევების გარეშე არ ჩაუვლია, ჯუნგლებში გადაადგილების დროს, წვიმისგან აზელილი თიხიან გზაზე მალაიზიელი მძღოლ-მექანიკოსის უყურადღებობის გამო მანქანა კიუვეთში გადაცურდა და კოშკურამდე ტალახში ჩაეფლო, მის ამოსაყვანად საჭირო გახდა ორი ექსკავატორის დახმარება. საერთო ჯამში ტანკმა გამოცდები წარმატებით გაიარა, თუმცა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო მალაიზიურმა მხარემ არჩევანი სხვა ტანკზე შეაჩერა.


Т-90A (Объект-188A1) რუსეთის არმიის განახლებული მანქანა

1999 წლის 1 სექტემბერს ურალის მძიმე მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს სათავეში ჩაუდგა ახალი მთავარი ინსტრუქტორი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვ.ბ.დომინი. ახლა უკვე მას მოუწია Т-90 სრულყოფაზე მუშაობის გაგრძელება. თავის მხრივ, ინდოეთის კონტრაქტმა სტიმული მისცა ამ მანქანის სრულყოფაზე მუშაობას და ფაქტიურად გადაარჩინა რუსეთის ტანკმშენებლობა. ინდოეთიდან მიღებული ფულით ურალვაგონმშენებელმა საწარმოომ აითვისა ახალი კოშკურების შედუღების ტექნოლოგიები, აღადგინა კონტრაგენტურული ქსელი და საერთოდ მზად იყო მიეღო ახალი შეკვეთები, მათ შორის რუსეთის არმიისგანაც. 2004 წელს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის არმიამ ურალვაგონმშენებელ საწარმოოს როგორც იქნა შეუკვეთა 14 ერთეული ტანკი და ამით მწარმოებელი დიდ საგონებელში ჩააგდო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღება სურდა რუსეთის არმიას? 1993 წელს შეიარაღებაში მიღებული Т-90 აშკარად მოძველდა და ამასთანავე მისი ბევრი კომპონენტი აღარ იწარმოებოდა, მაგრამ მის გარდა არმიას სხვა არაფერი არ გამოუცდია და შეიარაღებაში არ მიუღია.

Объект-188A1-ის საცდელი პროტოტიპი, კუბინკაში პოლიგონ სტარატელზე, 2006 წელი. ჩანს სითბოვიზორი «Эсса» და მოდერნიზებული «Штора»

მკითხველს შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ტარდებოდა ყოველმხრივი და მასშტაბური გამოცდები არა მარტო ახალი საბრძოლო მანქანის, არამედ მისი მომდევნო მოდიფიკაციის შეიარაღებაში მიღების წინაც კი. თვითონ ეს გამოცდები წარმოადგენს საკმაოდ ხანგრძლივი და რთულ პროცესს. იგივე სტანდარტები მოქმედებდა რუსულ არმიაშიც, მაგრამ აქ უცებ ყოველგვარი ახსნის გარეშე მოხდა შეკვეთა 14 ერთეული 1993 წლის «Объект-188»-ის მოდელის ტანკისა. ამ ტანკის წარმოება ფიზიკურად შეუძლებელი იყო მთელი რიგი საწარმოების აღარ არსებობის გამო. ამ ყველაფრის ფონზე გაურკვეველი იყო, რას გულისხმობდნენ სამხედროები ობიექტის ამ ინდექსის ქვეშ. ამის გასარკვევად მწარმოებელმა დაიწყო შემკვეთთან ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მიიღო ახალი ტექნიკური დავალებები, რაც დაეხმარა ახალი მანქანის ტექნიკური იერის განსაზღვრაში.
ახალ რუსულ ტანკს საფუძვლად დაედო ინდოეთის შეკვეთის შედეგად მიღებული გამოცდილება. სიტუაცია მართლაც რომ პრადოქსული იყო: საბჭოთა კავშირის ისტორიის განმავლობაში ექსპორტზე გადიოდა ცუდი მახასიათებლების მქონე ტექნიკა, რომელსაც ბევრი მაჩვენებელი დაწეული ჰქონდა სპეციალურად მის ანალოგიურ საბჭოთა არმიის შეიარაღებაში არსებულ ტექინკასთან შედარებით. ხოლო ამ შემთხვევაში ინდოეთზე მიყიდული ტანკი რუსული არმიის ტანკებთან შედარებით გაცილებით თანამედროვე იყო და სჯობდა მას მთელი რიგი ტექნიკური მახასიათებლებით. ამიტომაც საკონსტრუქციო ბიუროში შეეცადნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ინდური შეკვეთის დროს შეძენილი ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგიები და აპარატურა.
ახალი მანქანის ცეცხლის მართვის სისტემა მემიზნის სითბოვიზორი «Эсса»-ს და მეთაურის მოდერნიზებული სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი Т01-К04 «Агат-МР»-ს გარშემო აეწყო. გამოყენებული იქნა გაუმჯობესებული ბალისტიკური კომპიუტერი 1В216М.
ძალურ დანადგარად მიღებული იქნა ინდოეთში კარგად გამოცდილი დიზელის В-92С2 ძრავა.
დაცვის კომპლექსი სრულიად უზრუნველყოფდა მანქანის წინა პროექციიდან დაცვას თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისგან, თუმცა მის ასამაღლებლად რამდენიმე ცვლილება მაინც გატარდა, კერძოდ გაძლიერდა კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილა, მისი სისქე 20მმ გაიზარდა. ხოლო რაც შეეხება ბორტების და უკანა ნაწილის დაცვას, საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკები ისედაც მათი დაცვის მაღალი დონით გამოირჩევიან. ასევე მოდერნიზაცია ჩაუტარდა ტანკზე განლაგებულ ოპტიკო-ელექტრონული ხარვეზების სისტემ «Штора»-ს.
ჩეჩნეთის ომის და ასევე სხვა რეგიონალური კონფლიქტების ანალიზის საფუძველზე კონსტრუქტორებმა გაატარეს ტანკის ყველაზე მეტად დაზიანებადი დაუცველი ადგილების ლოკალური გაძლიერების ღონისძიებები. ასევე სპეციალური საფარველების, საღებავების და გამონაბოლქვის შენიღბვის ხარჯზე შემცირდა მისი ინფრაწითელი გამოსხივების დონე. მოხდა მანქანის საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდაც - მასზე დაყენდა სიზუსტის და შიდა და გარე ბალისტიკის გაზრდილი მახასიათებლების მქონე, ახალი, მოდერნიზებული ქვემეხი 2А46М5.
აღსანიშნავია, რომ საწყის კონტრაქტში, რომელიც გაფორმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელს შორის, შეტანილი არ იყო ზემოთ ხსენებული მოდერნიზაციის ყველა ღონისძიება. ასევე ადგილი ჰქონდა ფინანსურ შეზღუდვებსაც.
მანქანის საწყისი პარტიების სერიული წარმოება მიმდინარეობდა დროებით ტექნიკურ პირობებზე დაყრდნობით, რომლებიც შეთანხმებული იყო შემკვეთთან. ეს პირობები ითვალისწინებდა საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს  ღონისძიებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო შეკვეთილ მანქანებზე. პირველი პარტიის 14-ვე მანქანა თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გადაეცა შემკვეთს 2005 წლის დასაწყისში. იმავე წელს ტანკის ახალი მოდიფიკაცია ოფიციალურად იქნა მიღებული რუსული არმიის შეიარაღებაში ინდექსით «Объект-188А1», ხოლო ოფიციალური საჯარისო სახელი Т-90А ეწოდა. 2005 წელს მწარმოებელმა სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველეზე არმიას კიდევ 18 ცალი Т-90А მიაწოდა. ამ სერიული 32 ტანკის განმასხვავებელი ნიშანი (2004-05 წლებში შეკვეთილი 32 ტანკიდან 2 სამეთაურო იყო) იყო ღამის მოდერნიზებული სამიზნე კომპლექსი Т01– К05 «Буран-М» და ასევე მოდერნიზებული ოპტიკო-ელექტრონული ხარვეზების კომპლექსი «Штора-1M». ნაკლებად რადიკალური ცვლილებები განიცადა კორპუსის კონსტრუქციამ. განახლდა ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები, ძველი რადიოსადგურების ნაცვლად ტანკებზე დაყენდა რადიოსადგური Р-168-25У  და შიდა კავშირის აპარატურა Р-168 АВСК-Б.
2006 წლიდან წარმოებაში იმყოფებოდა სრულყოფის ღონისძიებებით გათვალისწინებული ყველა საშტატო აღჭურვილობით აღჭურვილი მანქანა. ამ დროისათვის ურალვაგონმშენებელმა ფაქტიურად დასრულდა ტექნოლოგიური ხაზის და კოოპერაციული კავშირების აღდგენა. ამ ღონისძიებებმა მას საშუალება მისცა 2006 წელს დროზე ადრე შეესრულებინა სახელმწიფო კონტრაქტი 31 ტანკის ოდენობით. 2007 წელს ასევე 31 მანქანა იქნა გამოშვებული, ხოლო მომდევნო 2008 წელს გამოშვებული მანქანების რაოდენობამ უკვე ორი ბატალიონის კომპლექტს - 62 ტანკს მიაღწია, ამდენივე იქნა გამოშვებული 2009 წელს. 2009 წლის შეკვეთაც, ურალვაგონმშენი საწარმოოს პრეს-სამსახურის თანახმად, ვადაზე ადრე  - დეკემბრის დასაწყისისთვის იქნა შესრულებული. ამგვარად, 2004-2009 წლებში გამოშვებული იქნა: 30 ცალი Т-90А («Буран-М»-ით), 180 ცალი Т-90А («Эсса»-თი), 2 ცალი Т-90K («Буран-М»-ით და ჩამოსხმული კოშკურით), 6 ცალი Т-90AK («Эсса»-თი და შედუღებული კოშკურით).

«Буран-М»-ის ტექნიკური მონაცემები

საერთო ჯამში რუსეთის არმიამ ამ წლებში შეისყიდა 218 ცალი მოდერნიზებული Т-90. აქედან 2004-06 წლებში გამოშვებული ტანკებით დაკომპლექტდა ტამანის მოტომსროლელთა მე-2 გვარდიული დივიზია. რუსეთის არმიის რეფორმებთან დაკავშირებით 2009 წლის 15 მაისს ეს დივიზია დაიშალა და მის საფუძველზე შეიქმნა მოსკოვის სამხედრო ოლქის მოტმომსროლელთა მე-5 დივიზია. 2007-08 წლებში გამოშვებული მანქანები კი გადაეცათ ნახევარი მაიკოპის 131-ე მოტომსროლელთა დივიზიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სასწრაფოდ იქნა გადასროლილი აფხაზეთში, ხოლო მეორე ნახევარი ვლადიკავკაზში განლაგებულ ცალკეულ 141-ე მოტომსროლელთა ბრიგადას. მანქანების ნაწილი ასევე მოხვდა სასწავლო ცენტრებში - კერძოდ ქალაქ ომსკის სატანკო-საინჟინრო ინსტიტუტში.

ტამანის ცალკეული მოტომსროლელთა დივიზია, 2004 წელს გამოშვებული პირველი პარტიის T-90A, კოშკურაზე მოჩანს «Буран-М», მოდერნიზებული ელექტროოპტიკური ხარვეზების კომპლექსი «Штора-1M», მეთაურის ახალი სამიზნე კომპლექსი და დამატებითი ჯავშანფილით გაძლიერებული კორპუსის წინა ზედა ჯავშანი

ქვემეხ 2А46М5 ლულაზე დაყენებული ნაღუნის აღრიცხვის მოწყობილობა, რო-მელიც საგრძნობლად ამაღლებს დამიზნების სიზუსტეს და ზრდის სიბურჯღნეს

ქვემეხი 2А46М5, რომელიც წარმოადგენს ქვემეხ 2А46М მოდერნიზებულ ვარიანტს, მასთან შედარებით გააჩნია 15-20% გაზრდილი სიბურჯღნე, 1,7-ჯერ დაბალი ჯამური გაფანტვა, გაზრდილი რესურსი და ლულის გეომეტრიული დაშვებები, აღმოფხვრილია ლუფტი ლულის პოჭოჭიკებში და შემცირებულია ლულის ნაირკედლიანობის მაჩვე-ნებელი


Т-90СA (Объект-188СА) ალჟირის კონტრაქტი

უკრაინის სარეკლამო განცხადებებით დაინტერესებული ალჟირის და შემდეგ უკვე ლიბიის წარმომადგენლები 2005 წელს ესტუმრნენ მას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზე წინადადებით. თუმცა ჯერ თვითონ უკრაინის არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის და შემდეგ უკვე რუსეთსა და ინდოეთს შორის განხორციელებული წარმატებული სატანკო შეკვეთის გამო მათო ყურადღება ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებელი ბიუროდან გადატანილი იქნა ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ბიუროზე და მის ნაწარმ Т-90С-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ როცა ამ ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინას ესტუმრნენ, ისენი უკვე გაცნობილნი იყვნენ ურალის საკონსტრუქციო ბიუროს წინადადებებს და მის შესაძლებლობებს. 2001 წელს ალჟირის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტისას განიხილებოდა ალჟირის სატანკო პარკში არსებული მოძველებული Т-72–ის მოდერნიზაციის საკითხი. 2004 წლის 28 იანვარს НТИИМ-ის პოლიგონზე განხორციელდა რუსული ტექნიკის შესაძლებლობების დემონსტრაცია ლიბიის დელეგაციისთვის, ხოლო იმავე წლის 24-25 მარტს იმავე პოლიგონზე ანალოგიური დემონსტრაცია მოეწყო უკვე ალჟირის წარმომადგენლობისთვის. რუსული მხარის დიდ პლუსი სატანკო თემაში იყო მოქნილი და კომპლექსური გადაწყვეტილებების პაკეტი, ადრე გამოშვებული ტანკების მოდერნიზაციის მზა პროგრამები და საინჟინრო და დამხმარე მანქანების ერთ ბაზაზე აწყობის შესაძლებლობა.

Т-90СA გამოფენა «International Forum Engineering Technologies-2010» 


ალჟირის მხარის ტექნიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ურალის საკონსტრუქტორო ბიურომ მოახდინა ინდოეთის მიერ შეკვეთილი 1999 წლის ნიმუშის Т-90С-ის  გადაკეთება. ალჟირის წარმომადგენლებს წარუდგინეს ტანკის 10-ზე მეტი კომპლექტაციის მოდელი, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფასი-ეფექტურობის მაჩვენებლით. ინდოეთის ცხელ კლიმატში ექსპლუატაციის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამორჩეული იქნა Т-90С-ის კონდიციონერით აღჭურვილი ვარიანტი, რომელზეც ასევე განთავსებული იქნა ლაზერული დასხივების აღმოჩენის მოდერნიზებული სისტემა. ამ მოდელმა მიიღო ინდექსი Объект-188СА (A-ალჟირის) და სამხედრო დასახელება Т-90СA. მანქანის საცდელი პროტოტიპი დამზადებული იქნა 2005 წელს. იმავე წლის ბოლოს მან წარმატებით გაიარა გამოცდები ალჟირში. 2006 წლის იანვარში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ.პუტინის ალჟირში ვიზიტისას ხელი მოეწერა ხელშეკრულებათა პაკეტს სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჯავშანსატანკო ტექნიკის შესყიდვის შესახებ. ამ კონტრაქტის თანახმად რუსეთის მხარე ვალდებულებას იღებდა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ალჟირისთვის მიეწოდებინა 185 ცალი Т-90СA და მისი სამეთაურო ვარიანტი Т-90СAK და ასევე უნდა ჩაეტარებინა 250 ცალი Т-72М/М1 მოდერნიზაცია Т-72М1М დონემდე რუსი სპეციალისტების ძალებით, ოღონდ ალჟირში,მის საწარმოო ბაზებზე. ამას გარდა კონტრაქტი ითვალისწინებდა კონდიციონერით აღჭურვილი სარემონტო-საევაკუაციო მანქანის БРЭМ-1М–ის პარტიის და სასწავლო ტრენაჟორების მიწოდებას. კონტრაქტის თანახმად ტანკების პირველი 40-მანქანიანი პარტია 2006 წლის ბოლოს უნდა მიწოდებოდა შემკვეთს. თუმცა კონტრაქტის ამ პირობის შესრულება წააწყდა გარკვეულ საორგანიზაციო პრობლემებს, რის გამოც 2006 წლის ბოლოს 40 მანქანის ნაცვლად ალჟირს მხოლოდ 30 ცალი Т-90СA მიეწოდა. 2007 წელს ალჟირში გაიგზავნა 102, ხოლო 2008 წელს 53 მანქანა. ამგვარად, ალჟირის მხარის მიერ გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, კონტრაქტი ვადაზე ადრე და საკმაოდ წარმატებულად იქნა შესრულებული. პრეტენზიები ძირითადად გამომდინარეობდა ალჟირის მიერ რუსეთში შესყიდულ გამანადგურებელ МиГ-თან დაკავშირებული სკანდალიდან. ამ სკანდალის შემდეგ ალჟირული მხარე ტანკების მიღებისას მათ უფრო დაკვირვებით შესწავლას ახდენდა. ამჟამად ზოგიერთი წყაროს თანახმად ალჟირი აწარმოებს მოლაპარაკებას რუსულ მხარესთან T-90CA-ს მომდევნო პარტიის შესყიდვის თაობაზე.

Т-90СA, ჩანს მოდერნიზირებული ლაზერული დასხივების აღმომჩენი სისტემა, შედურებული კოშკურა და სითბოვიზორული კომპლექსი «Эсса»

2009 წლის ზაფხულში ასევე გაფორმდა კონტრაქტი 30 ცალ Т-90С თაობაზე რუსულ და თურქმენულ მხარეებს შორის. კონტრაქტის თავისებურება მისი სასწრაფოობა იყო, თურქმენეთმა იმავე წლის აგვისტოში მიიღო შეკვეთილი მანქანები. მანქანები მიწოდებული იქნა სახელით Т-90С, თუმცა თავისი ტექნიკური მახასიათებლებითა და კომპლექტაციით აბსოლუტურად ანალოგიურია ალჟირის მიერ შესყიდული ტანკებისა. 
ალჟირის კვალდაკვალ რუსული ტანკის პოტენციური მყიდველი ლიბია გახდა. ლიბიის მიერ რუსული ტანკების შესყიდვის კონტრაქტი გაფორმდა 2006 წლის ზაფხულში, მას მერე რაც განხორციელდა ტექნიკის წარმატებული დემონსტრაცია მწარმოებლის ტერიტორიაზე. ზემოთ ხსენებული გადაკეთებების გარდა, ლიბიას სურვილი ჰქონდა, რომ თავისი ტანკები აღეჭურვა მაგნიტური ნაღმებისგან დამცავი ელექტრომაგნიტური ტრალვის სისტემით და შემნიღბავი კომპლექსით «Накидка»-თი.თუმცა მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ Т-90С  ფასი რამდენადმე მაღალია. ამის შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკება მოდერნიზებული Т-72 შესყიდვის თაობაზე. თუმცა ლიბიაში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა მხარეებს კონტრაქტის რეალიზების საშუალება არ მისცა.
თავის დროზე Т-90С-ით დაინტერესდა პერუ, ვენესუელა, ბრაზილია, მაროკო, იემენი, საუდის არაბეთი. ამ უკანასკნელში ტენდერიც ჩატარდა 2006 წელს. სადაც მონაწილეობდნენ Abrams (აშშ), Leclerc (საფრანგეთი), Leopard-2 (გერმანია). გავრცელებული ცნობებით უდაბნოში 1300-კილომეტრიანი მარშის წარმატებით გავლა და პოლიგონზე მისვლა მხოლოდ Т-90С  მოახერხა, რის შემდეგაც წარმატებით ჩაატარა საცეცხლე ჩვენება, რომლის შედეგიანობაც 60% იყო.

Т-90СA საუდის არაბეთის უდაბნოში 2006 წელს, ტენდერის დროს





Т-90МС (Объект-188М) - ევოლუციის გაგრძელება

2010 წლის 8 დეკემბერს, ნიჟნი ტაგილში გამართული თათბირის წინ, ვ.ვ.პუტინს საიდუმლო ვითარებაში წარუდგინეს Т-90 ახალი საბრძოლო მოდული, ეგრეთ წოდებული «Объект-188М», რომელიც დამონტაჟებული იყო Т-90A კორპუსზე. თუმცა ეს ინდექსი მხოლოდ საბრძოლო მოდულს ეკუთვნის, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მომავალში მთელს ტანკზე გავრცელდეს.

2010 წლის 8 დეკემბერს ნიჟნი ტაგილში წარმოდგენილი საბრძოლო მოდული «Объект-188М», რომელიც დამონტაჟებული იყო სერიული Т-90A-ს კორპუსზე. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოდულზე, კორპუსისგან განსხვავებით, რომელიც აღჭურვილია მე-2 თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსით «Контакт-5», დამონტაჟებულია მე-3 თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსი «Реликт»

«Бурлак»-ით აღჭურვილი Т-90 კუბინკაში. «Бурлак»-ი წარმოადგენდა უნიფიცირებულ საბრძოლო მოდულს, რომელიც აღჭურვილი იყო ცეცხლის მართვისა და ინფორმაციული მართვის სრულიად ახალი სისტემებით. თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე კოშკურის უკანა მხარეს, გარეთ გატანილი მეორე ავტომატური დამტენი იყო, რომელშიც კოშკურის ძირში არსებული ძველი ავტომატური დამტენის გარეთ არსებული საბრძოლო კომპლექტი უნდა ყოფილიყო მოთავსებული


კონკრეტული მანქანა ურალის საკონსტრუქციო ბიუროს საინიციატივო ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც შეიქმნა ომსკის საკონსტრუქციო ბიუროს საცდელ-საკონსტრუქციო ნამუშევრის, «Бурлак»-ის საწინააღმდეგოდ. «Бурлак» შეიქმნა ტანკების Т-72 და Т-90 მოდერნიზაციისთვის, თუმცა ომსკის საკონსტრუქტორო ბიურომ ვერ შეძლო ამ საბრძოლო მოდულის სერიულ კონდიციამდე მიყვანა, კერძოდ ვერ შეძლო ჩატეულიყო წონის შეზღუდვებში, რაც იწვევდა ტანკის მექანიკური ნაწილების რესურსის ვარდნას. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ნახვა ურალის საკონსტრუქტორო ბიურომ თავისი საბრძოლო უნიფიცირებული მოდულის შექმნით გადაწყვიტა. ტაგილელების ახალი მანქანის (მთლიანი მანქანის და არა მხოლოდ მოდულის) საჯარო დემონსტრაცია მოხდა 2011 წლის 9 სექტემბერს, გამოფენა REA-2011-ზე. მასზე გამოყენებულია მთელი რიგი თანამედროვე ტექნოლოგიები. გაზრდილია დაცვის ხარისხი, დაყენებულია ახალი ძრავა, ცეცხლის მართვის სისტემა, სავალი ნაწილი, კოშკურა, ტანკზე დამონტაჟებულია ციფრული კავშირის, მართვის და ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლის ავტომატიზებული სისტემა და ასევე სხვა მრავალი ტექნოლოგიური სიახლე.
ტანკზე დაყენებულია В-92С2Ф, 1130ც/ძ-ნ დიზელის ძრავა (იხ.თავში «გამავლობა», ქვ.თავი «ძრავა»), შეცვლილია საყრდენი თვლები, მექანიკური ტრანსმისიის ნაცვლად გამოყენებულია ავტომატური ტრანსმისია მექანიკური გადართვის შესაძლებლობით, მძღოლ-მექანიკოსის მუშაობის გასაადვილებლად ბერკეტების მაგივრად ტანკის მართვა ხდება საჭით, მძღოლ-მექანიკოსს ასევე გააჩნია უკანა ხედვის ვიდეოკამერა უკან ტარების გასაადვილებლად და  საბორტე-საინფორმაციო მართვის სისტემა, რომელის ეკრანზეც გამოდის ძრავა-ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის მდგომარეობის სიტუაციური ინფორმაცია, რაც აადვილებს ტანკის მართვას, ამაღლებს მის რესურსს და ამცირებს საწვავის ხარჯვას.
Т-90СМ დაცვის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა მის წინამორბედებთან შედარებით. მასზე გამოყენებულია კომბინირებული ჯავშნის უფრო თანამედროვე შემავსებელი, კოშკურის სრულიად ახალი ფორმა და მე-2 თაობის დინამიკური დაცვის «Контакт-5» მაგივრად დამონტაჟებულია მე-3 თაობის, უნივერსალური დინამიური დაცვა «Реликт» (იხ.თავში «დაცვა», ქვ.თავი «ჩაშენებული დინამიკური დაცვა»), რომელიც ფარავს როგორც ტანკის მთლიან წინა პროექციას, ასევე ბორტების უმეტესობას როგორც კოშკურაზე, ასევე კორპუსზე. კორპუსის ბორტების უკანა ნაწილი დაფარულია ცხაურისებრი ეკრანებით, რაც იძლევა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების წინასწარი განადგურების 50-70% გარანტიას, ხოლო კოშკურის ბორტებზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკების დაცვის ხარისხი 500 მმ-ს უდრის, ასევე საკმაოდ ძლიერადაა დაცული კოშკურის სახურავი, რომლის ზედაპირის უმეტეს ნაწილს დინამიკური დაცვა ფარავს (ოპტიკური ხელსაწყოებისა და სარქველების გარდა), გაძლიერდა ასევე კორპუსის წინა ჯავშანფილის სისქე, განსაკუთრებით მძღოლ-მექანიკოსის სარქველის რაიონში. მასზე, ისევე როგორც მის წინამორბედებზე, აყენია ლაზერული დასხივების აღმომჩენი სისტემა (იხ.თავში «დაცვა», ქვ.თავი «ТШУ-1-2A «Штора-1»), რომელიც აფრთხილებს ეკიპაჟს ლაზერული დასხივების შესახებ და აძლევს მას დროს მოახდინოს რეაგირება. ასევე გაზრდილია ეკიპაჟის ბრძოლის ველზე გადარჩენის ხარისხი - ტანკის საბრძოლო განყოფილებიდან გატანილია საბრძოლო კომპლექტის ის ნაწილი, რომელიც ავტომატური დამტენის გარეთ იყო და მოთავსებულია ტანკის კოშკურის უკან, იზოლირებულ ყუთში, ამ გზით ნაწილობრივ აღმოიფხვრა ტანკის დაზიანების შემთხვევაში მის საბრძოლო განყოფილებაში ჭურვების დეტონაციის საფრთხე. თვითონ ავტომატური დამტენი დაფარულია ჯავშანფილით, რაც ასევე ამცირებს ნამსხვრევებისგან ჭურვების დეტონაციის ალბათობას, ამას გარდა გაზრდილია ტანკის ხანძარსაწინააღმდეგო მდგრადობა შემდეგი ღონისძიებების ხარჯზე - დამონტაჟებულია უფრო თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და უარია ნათქვამი ადვილად აალებად ანტირადიაციულ გარსსაკრზე და სარჩულზე, რომლის ნაცვლადაც ტანკის საბრძოლო განყოფილებაში შიგნიდან გამოკრულია ნამსხვრევდამჭერი სარჩული.

საბრძოლო მოდული «Объект-188М»–ით აღჭურვილი მოდერნიზებული Т-90МС ადრეული ვარიანტი. როგორც კოშკურაზე, ასევე კორპუსზე კარგად ჩანს დინამიკური დაცვის კომპლექსის «Реликт»–ის და ცხაურისებრი ეკრანების განლაგება, კოშკურაზე ამას გარდა მოჩანს კონდიციონერი (მარჯვენა ბორტზე), დისტანციურად მართვადი სატყვიამფრქვევო მოწყობილობა და მეთაურის პანორამული სამიზნე

საცეცხლე სიმძლავრე გაზრდილია ახალი შეიარაღების და ცეცხლის მართვის სისტემის გამოყენებით. საგამოფენო მოდელზე დამონტაჟებული იყო ქვემეხი 2А46М5, მაგრამ შესაძლებელია გაზრდილი ბალისტიკური მონაცემების და ჯავშანგამტანობის მქონე 2А82-ის გამოყენება, რომელსაც გააჩნია გაზრდილი სახაზინო ნაწილი და გამოიყენებს უფრო დიდი ზომის სატყორცნ მუხტებს, რისი საშუალებითაც მისი ლულიდან გასროლილი ჭურვების საწყისი სიჩქარე და ანალოგიურად ჯავშანგამტანობაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედებისა. თუმცა ამ ქვემეხის გამოსაყენებლად საჭიროა ავტომატური დამტენის ნაწილობრივ გადაკეთება, რათა მოხერხდეს მუხტების მასში ჩალაგება. ასევე შეცვლილია საზენიტო ტყვიამფრქვევის როგორც ტიპი, ასევე მართვის და განლაგების სისტემა. საზენიტო დანადგარზე დამონტაჟებულია 7,62მმ ტყვიამფრქვევი ПКТМ, რომლის მართვაც ხორციელდება სრულიად დისტანციურად, რომლის ორ სიბრტყეში სტაბილიზაციაც ხდება ცეცხლის წარმოების მთელ სექტორში. მის სამაგრზე შეიძლება ასევე დამონტაჟდეს როგორც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, ასევე ავტომატური ყუმბარმტყორცნი.
ყველაზე მთავარ ინოვაციას ამ მანქანაში წარმოადგენს მისი განახლებული ცეცხლის მართვის ავტომატიზებული კომპლექსი, რომლის განსაკუთრებულობას მეთაურის სამარხიანი პანორამული სამიზნე კომპლექსი განსაზღვრავს. ამ ცმაკ-ის შექმნისას გამოყენებული იქნა საკმაოდ წარმატებული «Рамка-99» და «Рогатка-1» საცდელ-საკონსტრუქციო პროგრამებზე და ასევე ალჟირის პროგრამაზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება და ტექნოლოგიები.
რადგანაც ახალი ტანკის მთავარ სიახლეს მისი ცმაკ «КАЛИНА» წარმოადგენს, შევეცდებით მისი ფუნქციების და მოწყობილობების მეტ-ნაკლებად დაწვრილებით აღწერას.
  ცმაკ-ის შემადგენლობაში შედის:
მემიზნე ოპერატორის მრავალსპექტრალური სამიზნე «Сосна-У».
მეთაურის ბალისტიკური გამომთვლელით და სროლის პირობების გადამწოდებებით აღჭურვილი პანორამული მრავალარხიანი სამიზნე «Соколиный глаз».
ცმაკ-ში ინტეგრირებულია ტაქტიკური ჯაჭვის საბრძოლო საინფორმაციო-მართვის სისტემა.
მრავალსპექტრალური ცმს-ის დანიშნულებაა უზრუნველყოს საბრძოლო მანქანის მაღალი ეფექტურობა სხვადასხვა ხარისხის კონფლიქტებში 24 საათის განმავლობაში. მრავალსპექტრალური სამიზნე მოწყობილობები იკავებს შედარებით ნაკლებ ჯავშნის შიდა სივრცეს  და ასევე გააჩნია უფრო ნაკლები მართვის ხელსაწყოები, რაც აადვილებს ეკიპაჟის მიერ ტანკის მართვის ათვისებას და მის ექსპლუატაციას.

საბრძოლო მოდული «Объект-188М»–ით აღჭურვილი მოდერნიზებული Т-90МС გვიანდე-ლი ვარიანტი, გამოფენა REA-2011-ზე ნიჟნი ტაგილში. ჩანს სხვაობა კოშკურის ბორტებს შორის. გვიანდელ ვარიანტზე კოშკურის ბორტებზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკების ზემოდან განთავსებულია ფოლადის ფირფიტის  საფარი

ცმს  «КАЛИНА»-ს მოქმედების ზოგადი პრინციპი მდგომარეობს დამიზნების კომპლექსის, მართვადი შეიარაღების კომპლექსის, შეიარაღების სტაბილიზებული დამიზნების ელექტროამძრავების, შეიარაღების აღმასრულებელი ელემენტების მართვის სისტემების, მართვის პულტებისა და პანელების კომპლექსურ ურთიერთქმედებაში ცმს-ის გამომთვლელი კომპლექსის შესაბამის აპარატურასთან, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო სიგნალების მიღებას, მმართველი ბრძანებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის ჩამოყალიბებას სხვადასხვა რეჟიმებში ცმს-ის მუშაობის ალგორითმების შესაბამისად.
ამასთან ელემენტთა შეუღლება უზრუნველყოფილია მულტიპლექსური არხით საინფორმაციო გაცვლის ხარჯზე (ГОСТ Р 52070-2003-ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-1553  რუსული ანალოგი). ცმაკ-ში ინტეგრირებულია აეროზოლური და საკვამლე ფარდების დაყენების სისტემის აპარატურა და ასევე აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს «ჩემი-სხვისი» სისტემის და სატანკო ბატალიონის ავტომატიზებული მართვის სისტემების (АСУтб) მუშაობას.
ცმს-ის ძირითად ელემენტებს შეადგენს ფუნქციურად-დასრულებული მემიზნე-ოპერატორის მრავალარხოვანი სამიზნე კომპლექსი «Сосна-У» და მეთაურის პანორამული სამიზნე «Соколиный глаз», რომლებიც ფართო სამძებრო საშუელებების ხარჯზე, ნებისმიერ პირობებში (დღისით, შეზღუდული მხედველობის პირობებში და ღამით) უზრუნველყოფენ მემიზნე-ოპერატორის და მეთაურის მიერ შეიარაღების ეფექტურ გამოყენებას და მის დამიზნების ხაზის ზუსტ სტაბილიზაციას ორ სიბრტყეში.
მთლიანობაში ცმს «КАЛИНА»-ს სამძებრო-დაკვირვებითი და სამიზნე შესაძლებლობების უზრუნველყოფა ხდება მიზნების აღმოჩენის და ამოცნობის შემდეგი ხერხების კომპლექსური გადაწყვეტილებით:
ტანკის ინტეგრაცია АСУтб–ში ურთიერთმოქმედების სისტემების საშუალებით, რაც იძლევა დაზვერილი მიზნების ტიპების და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების საშუალებას.
ურთიერთქმედების სისტემის ვიზუალიზაციის საშუალებების კომპლექსირება მეთაურის პანორამის დაკვირვების მიმდინარე სექტორის ინფორმაციასთან, რაც ელექტრონულ რუკაზე აღმოჩენილი მიზნის ადგილმდებარეობის რაიონის მხარეს მეთაურის პანორამის ხედვის არის სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
მიზნების ამოცნობის და იდენტიფიკაციის მაქსიმალური სისწრაფე მეთაურის მრავალსპექტრული პანორამული სამიზნის გამოყენების ხარჯზე, რომელსაც გააჩნია დაბალდონიანი TV არხი (ხედვად სპექტრში დასაკვირვებლად) და თბოვიზორული არხი (ინფრაწითელ სპექტრში დასაკვირვებლად), და ასევე დაკვირვების გამოსახულების გადამუშავების (გაუმჯობესების) რეჟიმის გამოყენების ხარჯზე.
მიზნის ავტომიყოლაზე ჩაჭერა და მიზანჩვენების რეჟიმის საშუალებით მისი გადაცემა მემიზნე ოპერატორის მრავალარხოვან სამიზნე კომპლექსის ტექნიკური ხედვის არეში («მონადირე-მკვლელის» ფუნქციის რეალიზაცია).
მეთაურის პრიზმული ხელსაწყოების, რომლებიც უზრუნველყოფენ ახლო მანძილზე ხედვას, კომპლექსირება მეთაურის პანორამასთან, ამორჩეულ პრიზმულ ხელსაწყოსთან პანორამის მიყვანის რეჟიმის ორგანიზაციის ხარჯზე, და ასევე შესაბამის პრიზმულ ხელსაწყოში პანორამის ხედვის ხაზის მდგომარეობის ინფორმაციის გამოსახვა.
შეიარაღების მოდერნიზებული სტაბილიზატორი უზრუნველყოფს გადაგდების მაღალ სისწრაფეს – 40 გრად/წმ-მდე.
ცმაკ «КАЛИНА»-ს შესაძლებლობების და გადაჭრად ამოცანათა წრის კომპლექსური შეფასებისას თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში 20-წლიანი ჩამორჩენის შემდეგ შექმნეს მსოფლიო დონის ცმაკ-ი, რომელიც ზოგიერთი მაჩვენებლით ბევრ დასავლურ ანალოგზე მაღლა დგას.

მოდერნიზირებული Т-90МС ცმაკ-ის შემადგენლობაში შემავალი მემიზნე - ოპერატორის მრავალარხოვანი სამიზნე კომპლექსი «Сосна-У» (მარცხნივ), რომლის შემადგენლობაშიც შედის მე-2 თაობის თბოვიზორი «Catherine-FC» და მე-3 თაობის თბოვიზორი «Catherine-MP»–თი აღჭურვილი მეთაურის პანორამული სამიზნე «Соколиный глаз»(მარჯვნივ)

მოდერნიზებული Т-90МС ცმაკ-ის შემადგენლობა: 1-მეთაურის პანორამული სამიზნე. 2-შეიარაღების სტაბილიზატორის მართვის ბლოკი. 3-ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი. 4-ვიდეოგამოსახულების ინტელექტუალური დამუშავების აპარატურა. 5-მემიზნე-ოპერატორის მრავალარხიანი სამიზნე. 6-სამიზნე დუბლიორი. 7-შეიარაღების სტაბილიზატორის ჰორიზონტა-ლურად დამიზნების ამძრავის აღმასრულებელი ძრავა. 8-ლულის ნაღუნის კონტროლის სისტემის გაზომვითი ბლოკი. 9-მეთაურის ვიდეომონიტორი. 10-შეიარაღების სტაბილიზატორის სიმძლავრის გამზრდელი მოწყობილობა. 11-შეიარაღების სტაბილიზატორის ვერტიკალური დამიზნების ჰიდროამძრავის მკვებავი მოწყობილობა. 12-შეიარაღების სტაბილიზატორის ვერტიკალურად დამიზნების ჰიდროამძრავის აღმასრულებელი მილაკი. 13-შეიარაღების სტაბილიზატორის ჰორიზონტალურად დამიზნების ამძრავის სტატისტიკური გარდამქმნელი

«Сосна-У»-ს და «Соколиный глаз»-ის ტექნიკური მონაცემები

ასევე აღსანიშნავია ტანკის АСУтб–ში (Автоматизированная Система Управления танковым батальоном) ჩართვა და ამ მიზნით მასზე გამოყენებული ПТК (Программно-Технические-Комплексы). კონკრეტული სისტემა წარმოადგენს კოსმოსური ნავიგაციის და სამხედრო ინტერნეტის კომპონენტებით აღჭურვილ ქვედანაყოფის მართვის ავტომატიზებულ ციფრულ კომპლექსს, რომელიც წყვეტს შემდეგ ამოცანებს:
გამოსახავს ელექტრონული რუკის ფონზე ტაქტიკურ მდგომარეობას (მიზნების, საკუთარი ტანკის, დაქვემდებარებული და მიმაგრებული ქვედანაყოფების ადგილმდებარეობას და ასევე სხვა ტაქტიკურ მონაცემებს).
ცეცხლის მართვის ბრძანებების ფორმირება და გადაცემა კავშირის არხების მეშვეობით (ПТК–ს ასა-ს (ავტომატიზებული სამუშაო ადგილის) ციფრული რუქიდან მიზანთა ტიპების და კოორდინატების მოხსნა და დაქვემდებარებულ ტანკებზე მათი გადაცემა, დაქვემდებარებული ტანკების ПТК–ს ასა-ს ციფრული რუკის ფონზე მათი ვიზუალიზაცია შესაბამისი ტექნიკური ნიშნებით).
მანევრის მართვის ბრძანებების ფორმირება და გადაცემა კავშირის არხების მეშვეობით (დაქვემდებარებული ტანკების ПТК–ს ასა-ს ციფრული რუკის ფონზე დანიშნულების წერტილის და გადაადგილების მარშუტების ვიზუალიზაცია).
რადიოელექტრონული საშუალებების ბუნებრივი და ხელოვნური ხარვეზების პირობებში მუშაობას.
ინფორმაციასთან და საბრძოლო მართვასთან არასანქცირებული დაშვებისგან დაცვას და ასევე სხვადასხვა კატეგორიების მომხმარებელთა ინფორმაციასთან დაშვების გამიჯვნას.
ზემდგომი მეთაურობის მოთხოვნის შესაბამისად ტანკის ადგილმდებარეობის ინფორმაციის ავტომატურად ფორმირებას და მის გადაცემას.
შესაბამისი ПТК–სთვის დანიშნული ინფორმაციის ავტომატიზებულ შეგროვებას, დამუშავებას, დოკუმენტირებასა და შენახვას.
სატანკო ქვედანაყოფში შესაძლებელია ორი სახის ПТК–ს გამოყენება:
სამეთაურო ობიექტის, მართვის ავტომატიზებული სისტემის, ჯავშანსატანკო ობიექტების სამხედრო ტექნიკის სამართავად განკუთვნილი პროგრამულ-ტექნიკური კომპლექსი ПТК-Т-1Е.
სახაზო ობიექტის მართვის ავტომატიზებული სისტემის, ჯავშანსატანკო ქვედანაყოფის სამხედრო ტექნიკის სამართავად განკუთვნილი პროგრამულ-ტექნიკური კომპლექსი ПТК-Т-2Е.

მოდერნიზებული Т-90МС გვიანდელ ვარიანტზე დინამიკური დაცვის და ცხაურისებრი ეკრანების განთავსების სქემა.
1-კორპუსის წინა ზედა ფილაზე განლაგებული დინამიკური დაცვის სექციები. 2-კოშკურის წინა მხარეს განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკები. 3-კორპუსის ბორტებზე განლაგებული სექციები. 4-კოშკურის ბორტებზე განლაგებული სექციები. 6-კორპუსის ძრავა-ტრანსმისიის და კოშკურის უკანა მხარის დამცავი ცხაურისებრი ეკრანები


Т-90МС კოშკურის სახურავზე დინამიკური დაცვის ბლოკებისა და კონტეინერების განლაგება

ყურადსაღები ფაქტია, რომ ასეთ კომპლექსზე მუშაობა ჯერ კიდევ 2000 წელს პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო კონცერნ «Созвездие»-მ, შეიქმნა მისი რამდენიმე სამუშაო მოდელი, რომლებმაც თავიდან დაბალი ეფექტურობა აჩვენეს, თუმცა მათ საფუძველზე ჩამოყალიბდა მოთხოვნებისა და მახასიათებლების მთელი რიგი კრიტერიუმები, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო უფრო თანამედროვე და ეფექტურის სისტემის შექმნას. 2010 წელს მართვის ასეთი ავტომატიზებული სისტემით პირველად სრულად აღიჭურვა მოსკოვის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ბრიგადა. ეს ბრიგადა წარმოადგენს საცდელ ქვედანაყოფს, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს კომპლექსის დახვეწის, სრულყოფისა და ექსპლუატაციის დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების არმოფხვრის პროცესი. ამ ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი ტექნიკა და მათ შორის ტანკები Т-90А და Т-90АК (Объект-188А2К) სრულებით აღჭურვილია მართვის ავტომატიზებული სისტემით. ასევე ამ ავტომატიზირებული სისტემითაა აღჭურვილი ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული უმეტესი ქვედანაყოფები.

Т-90МС–ის მეთაურის სამუშაო ადგილი: 1-ვიდეოხედვითი მონიტორი. 2-მრავალფუნქციური ეკრანი. 3-წრიული ხედვის პრიზმული ხელსაწყოები. 4-შიდა კავშირის და კომუტაციის აპარატურა. 5-მეთაურის სამიზნე მოწყობილობის და პრიზმული ხედვის ხელსაწყოების ხედვის არის შეთანხმების ორგანოები. 6-მეთაურის სამიზნის მართვის პულტი. 7-სამიზნე დუბლიორის მართვის პულტი. 8-მეთაურის პულტი. 9-კონდიციონერის გაგრილების ბლოკი. 10-ავტომატური დამტენის მათვირთვის პულტი

Т-90МС–ის მემიზნე-ოპერატორის სამუშაო ადგილი: 1-ვიდეოხედვითი მონიტორი. 2-კონდიციონერის გაგრილების ბლოკი. 3-სამიზნეს მოწყობილობის პანელი. 4-ცეცხლის მართვისა და ავტომატური დამტენის მართვის სისტემის პულტი. 5-სამიზნის მართვის პულტი. 6-სამიზნე-დუბლიორის მართვის პულტი. 7-აზიმუტის მაჩვენებელი. 8-მემიზნე-ოპერატორის პულტი

ПТК-Т-1Е-ს კომპონენტები და მათი განლაგება ტანკში: 
АСН 14Ц821СЖА - თანამგზავრული ნავიგაციის აპარატურა.
УОИ - ინფორმაციის გამოსახვის მოწყობილობა (მონიტორი).
АПК - მეთაურის სააბონენტო პულტი.
АШ-4 - მანჭვლისებრი ანტერა.
БШДА - Р-168БШДА-ას ანტენა.
А100КБ - Р-168-100КБЕ-ეს გადამცემი.
ПБ-100КБ - Р-168-100КБЕ-ეს მეორადი კვების წყარო.
КДА - დამატებითი აბონენტის კომპლექტი.
БВСК-1У - შიდა კავშირის ბლოკი.
АПН - მემიზნეს სააბონენტო პულტი.
АП - სააბონენტო პულტი


ПТК-Т-1Е-ს მონიტორზე გამომავალი მთავარი მენიუ

ტანკ Т-90АK-ს მეთაურის ასა (ავტომატიზირებული სამუშაო ადგილი)

ПТК–თი აღჭურვილი Т-90АK 2010 წლის 8 დეკემბერს ნიჟნი ტაგილში ჩვენებისას

БМПТ და Т-90МС გამოფენა REA-2011-ზე, ნიჟნი ტაგილში. ორივე მანქანაში ცმს-ის ბევრი საერთო კომპონენტი გამოიყენება

Т-90МС ნიჟნი ტაგილში, გამოფენა REA-2011-ზე


пятница, 27 июля 2012 г.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "Рысь"-ების შესყიდვების გაზრდას


რუსეთის სამხედრო უწყებამ რუსეთის ფედერაციის მთავრობას ჯავშანმანქანა "Рысь"-ის შესყიდვების მოცულობის გაზრდის განცხადება გაუგზავნა. განცხადების თანახმად 2012-15 წლებში დაგეგმილი 727 ერთეული მანქანის ნაცვლად რაოდენობა 3000 მანქანამდეა გაზრდილი.
შეჯავშნული საბრძოლო მანქანები "Рысь" (იტალიური Iveco LMV M65-ის რუსული, ლიცენირებული ვარიანტი) იწარმოება საერთო იტალიურ-რუსულ საწარმოოში, ქალაქ ვორონეჟში. სულ 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია 150 ასეთი მანქანის გამოშვება. 
"თავდაცვის სამინისტროს 2013-2015 წლებში გეგმავს გაზარდოს ჯავშანმანქანა "Рысь"-ის შეკვეთები 3000 ერთეულამდე - ამ შინაარის განცხადებით მიმართა ანატოლი სერდიუკოვმა რუსეთის მთავრობას" - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა. 
წყაროს თანახმად 2013 წელს დაგეგმილი იყო 194 მანქანის, 2014 წელს 248 მანქანის ხოლო 2015 წელს 285 მანქანის შესყიდვა. წყარომ ასევე აღნიშნა რომ შეკვეთის ასეთი გაზრდა შეამცირებს თითო მანქანის საკონტრაქტო ფასს 20,3 მილიონიდან 16,4 მილიონ რუბლამდე.
"სავარაუდოდ ამ მანქანებით აღიჭურვება ათი, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი სადაზვერვო ბრიგადა, ასევე სადესანტო-მოიერიშე შენაერთები კამიშნიეში (ვოლგოგრადის ოლქი), ულან უდეში (ბურიატიიაში) და უსურიაში (პრიმოერიის მხარე). ამას გარდა ამ მანქანებით სავარაუდოდ საჰაერო-სადესანტო ჯარების საპარაშუტო-სადესანტო ქვედანაყოფებიც აღიჭურვება".