BAE Systems-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა კორეაში განთავსებული აშშ-ს ბაზის 236 ცალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley A3 მოდერნიზაცია BUSK-III (Bradley Urban Survivability kit III - Bradley-ს ქალაქში გადარჩენადობის გაუმჯობესებული აღჭურვილობა) დონემდე.
მოდერნიზაციის სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დასრულდა, რამაც ხარჯების 20% ეკონომია გამოიწვია. BUSK მოდერნიზაცია ამაღლებს Bradley-ს გადარჩენადობას ფუნქციონალურობას ქალაქის პირობებში ბრძოლის დროს.
"ეს სიახლე საგრძნობლად ამაღლებს მანქანის გადარჩენადობას ბრძოლის ველზე. Bradley-ს ჩვენი, აშშ–ს მთავრობისა და BAE Systems -ის, ერთობლივი გუნდი აგრძელებს მუშაობას ჯარისკაცთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად., რაც კარგად აისახება ამერიკის საზოგადოების აზრზე, რაც თავის მხრივ BUSK-III პროგრამის ეკონომიურ ასპექტზე დადებითად მოქმედებს" - განაცხადა BAE Systems-ში Bradley-ს დირექტორმა ჯონ გ.ტაილმა (John G.Tile).
Bradley-ს პროგრამის პროდაქტ-მენეჯერმა, ვიცეპოლკოვნიკმა გლენ დინმა (Col. Glenn Dean) განაცხადა რომ აშშ-ს მთავრობამ და BAE Systems-მა BUSK-III პროგრამით მოდერნიზაცია ჩაუტარა 236 ცალ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს, ეს სამუშაოები ერთი თვით ადრე დასრულდა, რისი წყალობითაც მოხდა პროგრამის ღირებულების 20% ეკონომია, რაც მიახლოებით 700 000$ უდრის.
მოდერნიზაციის პროგრამა BUSK-III (რომელიც ხორციელდება კალიფორნიის შტატში, სანტა-კლერის ქარეხანაში და იორკში, პენსივლანიის შტატში) საშუალებას აძლევს მანქანას მოახდინოს უკეთესი ადაპტირება ქალაქის ბრძოლებში. BUSK-III მოიცავს ოთხ მოდიფიკაციას. მოდერნიზაცია მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა - საწვავის ავსების ჯავშანდაცვის ქვეშ განთავსება, მძღოლ-მექანიკოსის აფეთქებადაცული სავარძელი,, კოშკურის გადარჩენადობის სისტემა და რამპის ავარიული დებლოირების სისტემა. BUSK-III დაყენების პროგრამა კორეაში 2012 წლის იანვარში დაიწყო.
მოდერნიზაციის შემდეგი ეტაპი ქვეითთა მე-4 დივიზიის Bradley-ბს შეეხება, რომლეიც კოლორადოს შტატშია განთავსებული.
წყარო:
No comments:
Post a Comment