Sunday, July 22, 2012

მოდერნიზირებული LAV - II DVH


ჟურნალი "Jane's International Defence Review" თავის სტატია Christopher F Foss "GDLS develops LAV II upgrade package" იტყობინება, რომ General Dynamics-ის კანადურმა ფილიალმა - General Dynamics Land Systems - Canada (GDLS-C), რომელიც თვლიან ჯავშანავტომობილ LAV და Stryker-ებს აწარმოებს, შეიმუშავა და ცდის ჯავშანმანქანა LAV-II მოდერნიზირებულ ვარიანტს, რომელმაც მიიღო სახელწოდება LAV-II DVH (Double-V Hull). ეს მოდერნიზაცია განკუთვნილია საექსპორტოდ იმ ქვეყნებში რომელთა არმიის შეიარაღებაშიც უკვე იმყოფება LAV-II (ყველაზე სავარაუდოდ საუდის არაბეთი). მოდერნიზაციის დანერგვა შესაძლებელია როგორც ახლად აწყობილ მანქანებში ასევე ძველ, უკვე სამსახურში მყოფ მანქანებზე.
მოდერნიზაციის ძირითად ღონისძიებას გაძლიერებული, ნაღმსაწინააღმდეგო, ორმაგი V-სებური ფორმის ფსკერი წარმოადგენს. ამდაგვარი გადაწყვეტილება GDLS-C-ემ უკვე გამოიყენა 2011 წელს, აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორ Stryker DVH-ბზე. LAV-II DVH-ში დესანტი განთავსებულია ინდივიდუალურ დარტყმაგამძლე სავარძლებში. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერების მიზნით მანქანის საწვავის შიდა ავზები მოცილებულია და მთელი საწვავი განთავსებულია ორ შეჯავშნულ პროტექტირებულ გარე ავზში, რომლებიც მანქანის უკანაა განლაგებული, უკანა კარის გვერდებზე. მანქანაზე ასევე შესაძლებელია დამატებითი ჯავშანდაცვის განთავსება.
ჯავშანმანქანის წონის 18,6 ტონამდე ზრდასთან დაკავშირებით (დამატებითი ჯავშანდაცვის დაყენების შემთხვევაში) მიღებულია LAV-II DVH გამავლობის გაუმჯობებსების ზომები. ძველი, 275 ცხენისძალიანი, დიზელის Detroit Diesel 6V-53T ძრავის ნაცვლად, რომელიც Allison MT-653 ავტომატური ტრანსმისიით იყო აღჭურვილი მანქანაზე დაყენდა  300 ცხენისძალიანი დიზელის Cummins 6.7 ISBE ძრავა, რომელიც Allison 2500 SP ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი. მანქანაზე ასევე გამოიყენება გაძლიერებული საკიდარი, ახალი მუხრუჭები და საბურავები. დაყენებულია 280 ამპერიანი, ცვალებადდენიანი ახალი ელექტროგენერატორი. 
GDLS-C განცხადების თანახმად კომპანიამ უკვე მიიღო ამ სქემით 550 ერთეული კანადური LAV-III მოდერნიზაციის შეკვეთა კანადური არმიისგან. შეკვეთა სავარაუდოდ 2017 წელს იქნება დასრულებული.

მოდერნიზირებული, თვლიანი ჯავშანტრანსპორტიორი LAV-II DVH 

No comments:

Post a Comment