რუსეთის სამხედრო უწყებამ რუსეთის ფედერაციის მთავრობას ჯავშანმანქანა "Рысь"-ის შესყიდვების მოცულობის გაზრდის განცხადება გაუგზავნა. განცხადების თანახმად 2012-15 წლებში დაგეგმილი 727 ერთეული მანქანის ნაცვლად რაოდენობა 3000 მანქანამდეა გაზრდილი.
შეჯავშნული საბრძოლო მანქანები "Рысь" (იტალიური Iveco LMV M65-ის რუსული, ლიცენირებული ვარიანტი) იწარმოება საერთო იტალიურ-რუსულ საწარმოოში, ქალაქ ვორონეჟში. სულ 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია 150 ასეთი მანქანის გამოშვება.
"თავდაცვის სამინისტროს 2013-2015 წლებში გეგმავს გაზარდოს ჯავშანმანქანა "Рысь"-ის შეკვეთები 3000 ერთეულამდე - ამ შინაარის განცხადებით მიმართა ანატოლი სერდიუკოვმა რუსეთის მთავრობას" - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.
წყაროს თანახმად 2013 წელს დაგეგმილი იყო 194 მანქანის, 2014 წელს 248 მანქანის ხოლო 2015 წელს 285 მანქანის შესყიდვა. წყარომ ასევე აღნიშნა რომ შეკვეთის ასეთი გაზრდა შეამცირებს თითო მანქანის საკონტრაქტო ფასს 20,3 მილიონიდან 16,4 მილიონ რუბლამდე.
"სავარაუდოდ ამ მანქანებით აღიჭურვება ათი, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი სადაზვერვო ბრიგადა, ასევე სადესანტო-მოიერიშე შენაერთები კამიშნიეში (ვოლგოგრადის ოლქი), ულან უდეში (ბურიატიიაში) და უსურიაში (პრიმოერიის მხარე). ამას გარდა ამ მანქანებით სავარაუდოდ საჰაერო-სადესანტო ჯარების საპარაშუტო-სადესანტო ქვედანაყოფებიც აღიჭურვება".
No comments:
Post a Comment