Saturday, May 26, 2012

ახალი, სრული კომპლექტით აღჭურვილი Ка-52

ქსელში გამოჩნდა რუსული, ახლად აწყობილი Ка-52 სურათები, რომელიც აღჭურვილია საბორტე აპარატურის სრული კომპლექტით:




კონკრეტული ეგზემპლიარი წარმოადგენს დასრულებულ ნიმუშს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. ვერტმფრენი აწყობილია ОАО "Арсеньевская авиационная компания "Прогресс"-ის მიერ. მანქანა შესრულებულია ბოლო კონფიგურაციის მიხედვით, მასზე აყენია შემდეგი ახალი კომპონენტები - რადიოლოკაციური სადგური FН01 ("Арбалет") ცხვირა გარსშემომდენის შიგნით, ოპტიკო ელექტრონული ხარვეზების კომპლექსი Президент-С და ამას გარდა ვერტმფრენს 4 ნაცვლად იარაღის დაკიდების 6 წერტილი გააჩნია.

სურათები გადაღებულია საწარმოო "Прогресс"-ის ეზოში, ამა წლის 24 მაისს.

Президент-С

FН01 "Арбалет"


FED Bravo

ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული სტატია Eric Lindeman "US Army's NAC displays fuel-efficient FED Bravo demonstrator" გვაუწყებს, რომ აშშ-ს არმიის ავტოჯავშანსატანკო საკვლევ, საკონსტრუქციო და საინჟინრო  ცენტრში (Tank Automotive Research, Development and Engineering Center - TARDEC) შემავალმა ნაციონალურიმა საავტომობილო ცენტრმა (National Automotive Center - NAC) წარმოადგინა კომბინირებული ელექტრული ძალური აგრეგატით აღჭურვილი ჯავშანავტომობილის კონცეპტუალური დემონსტრატორი FED (Fuel Efficient ground vehicle Demonstrator) Bravo.
ამ მანქანამ უნდა უზრუნველყოს არა მარტო საწვავის ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები და მისი ეკონომია, არამედ უნდა გამოყენებული იქნას როგორც ავტონომიური ელეტრო მომარაგების წყარო ბლოკ-პოსტებზე და სხვა ბაზიდან მოშორებულ ადგილებში.



დემონსტრატორი FED Bravo ნაჩვენები იქნა 2012 წლის 24-26 აპრილში, დეტროიტში გამართულ საავტომობილო ინჟინრების საზოგადოების მსოფლიო კონგრეზსე (Society of Automotive Engineers 2012 World Congress).

FED Bravo შექმნაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით მუშაობდა TARDEC-ი კომპანია World Technical Services Inc.-თან (WTSI) ერთად. მანქანის დემონსტრატორი 2011 წლის დასაწყისში აწყობილი იქნა WTSI-ს მიერ და 2011 წლის მეორე ნახევრიდან გადიოდა გამოცდებს. მანქანა თავისი პარამეტრებით ახლოსაა ყველასთვის ცნობილი HMMWV-სთან (ეგრეთწოდებულ "ჰამერთან"), აღჭურვილია "road-coupled parallel hybrid drive system"-ით, რომელშიც წინა ხიდი აღჭურვილია ელექტროძრავით, ხოლო უკანა ამძრაობას ახორციელებს 4,4 ლიტრაინი, დიზელის, ორტურბოსაჭირხნიანი, 268 ცხენისძალიანი ძრავა Ford V8-ით. მანქანა ასევე აღჭურვილი 4 კილოვატი სიმძლავრს სტარტერ-გენერატორით, რომელიც თიშავს ძრავას გაჩერების დროს და ქოქავს მას როდესაც მძღოლი გაზის სატერფულს ეხება, რაც აუმჯობესებს საწვავის ეკონომიურობას და ამცირებს მავნე გამონაბოლქვს. მანქანაზე აყენია ექვსსაფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფით და წინა ლითიუმ-იონის, დიდი მოცულობის აკუმულიატორ А123-ით (უზრუნველყოფს 22,5 კილოვატ სიმძლავრეს). 




მანქანის საბრძოლო წონა 7600კგ. ჯავშან კორპუსი კარკასულია, V-სებური ფსკერით და გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით. საინტერესოა რომ კორპუსის კონცეპტი დეტროიტის კოლეჯ College for Creative Studies-ის (CCSსტუდენტმა, ჯოელ ზასტროვმა (Joel Zastrow) შეიმუშავა. მანქანაში მოთავსებული პირადი შემადგენლობისთვის დამონტაჟებულია სპეციალური მაღალტექნოლოგიური ნაღმსაწინააღმდეგო სავარძლები, რომლებიც შემუშავებული კომპანია Jankel Tactical Systems-ის მიერ.
ჯავშანავტომობილი აღჭურვილია TARDEC-ს მიერ შემუშავებული ქსელური ელექტრო გამანაწილებელი სისტემა ("microgrid") ТМ3-თი, მასთან შეერთების შემთხვევაში ის გამოიყენება როგორც გარე მომხმარებლების ელექტროენერგიის გამომმუშავებელი გენერატორი (საგუშაგოებზე,ბლოკ-პოსტებზე და სხვა).




Thursday, May 24, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეორე

გამოცდები

  გამოცდებზე წარდგენილი იქნა 2 სხვადასხვა კომპლექტაციის «Объект-188», საბჭოთა კავშირის სტანდარტების მიხედვით თითო კომპლექტაციაში 2 ეგზემპლარი უნდა ყოფილიყო, ანუ სულ 4 ტანკი გავიდა გამოცდებზე. კომპლექტაციებს შორის სხვაობა დაცვაში და ამძრავ აგრეგატში იყო. ამ გამოცდის დროს ტანკებმა გაიარეს 14 000 კილომეტრი, ანუ მთელი ციკლი კაპიტალურ რემონტამდე. გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით შემკვეთმა ამოარჩია კონკრეტული მოდელი შემდეგი დახვეწისთვის და შეიარაღებაში მიღებისთვის. 1990 წლის ივნის-სექტემბერში უკვე დახვეწილი ტანკის ორმა ეგზემპლარმა გაიარა გამოცდები, ამჯერად საბოლოო.
 გამოცდები მიმდინარეობდა ყველაზე ექსტრემალურ პირობებში, პროგრამა შედგენილი იყო იმგვარად, რომ საცდელ პოლოგონზე მოსულ ტანკს ეგრევე მოუწია ერთ-ერთი რთული გამოცდის ჩაბარება - მას უნდა ევლო მყარ ასფალტ-ბეტონის გზაზე საწვავის სრულ გამომუშავებამდე, ამ ცდით უნდა დადგენილიყო ტანკის სრული სვლა საწვავის ერთი გამართვით (ეგრეთ წოდებული “ხოჭოების რბოლა”). ცდებისთვის ტანკის ავზები ბოლომდე გაავსეს, გაავსეს ასევე ორი დამატებითი უკანა საწვავის კასრიც თითო 275ლ მოცულობით, საერთო ჯამში 1700 ლიტრი დიზელი. ტრასის გარბენის დროს ტანკი ყოველ 4 საათში ერთხელ ჩერდებოდა 1,5-2 წუთით და ძრავის ჩაუქრობლად ხდებოდა ეკიპაჟის შეცვლა. ამ ტესტით დადგინდა, რომ ტანკის სრული სვლა ერთი გამართვით 728 კმ-ს აღწევდა განცხადებული 600კმ-ს ნაცვლად. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ გამოცდილი მძღოლ-მექანიკოსების დამსახურებაცაა. ასევე ცნობილია, რომ ტანკის რესურსი 14 000კმ ცდების შედეგად დადასტურდა, ამ 14 000კმ-დან ტანკს 3500კმ მოუწია ტრასაზე სიარული 48-50კმ/სთ სიჩქარით, რაც ყველაზე დამანგრეველია მისთვის და მისი აგრეგატებისთვის, განსაკუთრებით სავალი ნაწილისთვის.
  ასევე ხდებოდა ტანკის სხვადასხვა ნაწილებისა და აგრეგატების დაზიანების იმიტაციაც - მაგალითად, ერთ-ერთი 250 კმ-იანი მარშის დროს იმიტირებული იქნა ძრავის ნაწილობრივი დაზიანება, კერძოდ, გამაგრილებელი სითხის გაჟონვა, რაც საკმაოდ რეალურია როგორც ყოველდღიური ექსპლუატაციის, ასევე საბრძოლო მოქმედების დროსაც, სადაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ტანკის საიმედოობის რესურსს. ეს ტესტი ჩაატარა გამოცდილმა მძღოლ-მექანიკოსმა ა.შოპოვმა. მანქანის გამაგრილებელ სისტემაში გათვალისწინებული 90 ლიტრის ნაცვლად ჩასხმული იქნა მხოლოდ 35 ლიტრი ანტიფრიზი. ძრავამ ტესტი წარმატებით ჩააბარა - მოცემული მონაკვეთი ძრავის ტემპერატურის ზღვრული მაჩვენებელზე მიღწევით გაიარა.
  საბჭოთა სტანდარტების მიხედვით ტანკი (და საერთოდ ყველა ტექნიკა) ყველანაირ კლიმატურ პირობებში უნდა გამოცდილიყო, როგორც თოვლიან, ცივ კლიმატში, ასევე უდაბნოში. თოვლში გამოცდებისას ტანკი ადვილად გადიოდა 1,1-1,3 მ თოვლის საფარით დაფარულ გრძელ მონაკვეთებს, ასევე შემოწმდა ტანკის დაქოქვისა და გადაადგილების დაწყების დრო -20°С და -40°С ყინვაში. ამ დრომ 11,5 და 23,7 წუთი შეადგინა.

«Объект-188» გამოცდებზე სმოლენსკის ოლქში, ქალაქ დოროგობუჟის მახლობლად

    «Объект-188» ერთერთი ეგზემპლარი, ბორტზე დინამიური დაცვის 4 ეკრანით


  გამოცდების დიდი ნაწილი ჩატარდა უდაბნოში, სადაც ჰაერის მაღალ ტემპერატურას (40-50°С ჩრდილში) თან ერთვოდა უდაბნოს მტვერი (10-20 სანტიმეტრიანი ფენა), რაც ყველა ძრავისთვის დამატებით სიძნელეს წარმოადგენს და ხშირად მის მწყობრიდან გამოსვლასაც კი იწვევს. ამ ცდებისას ტანკ T-90-ის უკან მტვერის სვეტის სიმაღლე აღემატებოდა ას მეტრს და მისი დანახვა 40 კილომეტრზეც კი შეიძლებოდა. ყოველი 4-5 მარშის გავლის შემდეგ ტანკი მტვერსასრუტით იწმინდებოდა და შიგნიდან 5-6 ვედრო მტვერი ამოჰქონდათ. 
  უდაბნოში ყოველდღიურად ტანკი 350-480 კმ-ს გადიოდა, მასში ხშირად ცვლიდნენ საწვავის სახეობას (ბენზინი, დიზელი, ავიანავთი). იყო შემთხვევა, როცა სამხედრო ოლქში არ აღმოჩნდა გათვალისწინებული ავიანავთი და საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ტანკის გამოცდა გადაწყდა РТ (Реактивное Топливо) – სარაკეტო რეაქტიული საწვავით, რომლის გამოყენებაც ტექნიკური სახელმძღვანელოს თანახმად Т-90-ის ძრავში აკრძალულია (კონკრეტული საწვავის პოხვადობის დაბალი თვისებების გამო). ტანკის ძრავამ ამ საწვავზე დანიშნული 1500 კილომეტრიანი მონაკვეთი რაიმე შენიშვნების გარეშე გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ უდაბნოში გამოცდებისას ტანკის საშუალო სიჩქარემ შეადგინა 35კმ/სთ ბენზინის საწვავზე და 48კმ/სთ-ს РТ და დიზელის საწვავზე. მთლიანად ამ სახელმწიფო გამოცდების დროს ტანკის საშუალო სიჩქარე 28კმ/სთ იყო. 
  წარმატებული იყო ასევე ტანკის საცეცხლე შესაძლებლობების გამოცდაც. ამ ცდების დროს გასროლილი იქნა 24 მართვადი რაკეტა 4-5კმ დისტანციაზე, ყველა მათგანი მიზანს მოხვდა, სროლა ხდებოდა მოძრავ და უძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან 30კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ტანკიდან, აღსანიშნავია, რომ ეს სროლები გამოუცდელი ეკიპაჟის მიერ განხორციელდა. ასევე დემონსტრირებული იყო საკმაოდ მაღალი სწრაფსროლა - ერთერთი სადემონსტრაციო  ცდის დროს მემიზნე-ოპერატორმა ტესტის დასაწყისში ჯერ 4კმ-ზე ადგილიდან მართვადი რაკეტით დააზიანა უძრავი სამიზნე და შემდეგ 54 წამის განმავლობაში, 25კმ/სთ-ით მოძრავი ტანკიდან გაანადგურა 7 ჯავშან-მიზანი 1500-2500 მეტრ დისტანციებზე, რის შემდეგაც ცეცხლის მართვა გადასცა ტანკის მეთაურს, რომელმაც ტანკის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას, უკან მოტრიალებული კოშკურით, “დუბლ” რეჟიმში კიდევ 4 სამიზნე გაანადგურა. თუმცა ამჯერად ტანკს საწარმოო ფირმის გამომცდელი ეკიპაჟი მართავდა, თავისი უზარმაზარი სტაჟით. მთლიანად გამოცდების დროს ტანკმა გააკეთა 2000 გასროლა, რომლის დროსაც ორჯერ იქნა შეცვლილი ქვემეხის ლულა.
  საცეცხლე გამოცდებისას გამოიცადა ასევე იარაღის სტაბილიზატორი. გამოცდის მიზნით სპეციალურად შეირჩა უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ტერიტორია, რომელზეც ტანკმა ჩართული ცეცხლის მართვის კომპლექსით განახორციელა 8-საათიანი მარში, რომლის დროსაც მემიზნე-ოპერატორი ყოველ 2-3 წუთში ერთხელ ახორციელებდა კოშკურის სრულ, 360º ბრუნს მოტრიალების მაქსიმალური სიჩქარით.
  ასევე საინტერესო იყო ტანკის წყალქვეშა გამოცდები. ტანკი ჩადიოდა 5 მეტრი სიღრმის წყალსაცავის ფსკერზე, შემდეგ ეკიპაჟი აქრობდა ძრავს და 1 საათის განმავლობაში ელოდა ამ მდგომარეობაში. ამ ცდით მოწმდებოდა ტანკის სხვადასხვა ელემენტების წყალგაუმტარობა და მათ შორის ისეთი მგრძნობიარე მოწყობილობისა, როგორიც ეოხკ ТШУ “Штора-1”. 1 საათის მერე ეკიპაჟი ქოქავდა ძრავს და ტანკი ხმელეთზე ამოჰყავდა, ამგვარად მოწმდებოდა ძრავის წყალქვეშ დაქოქვის შესაძლებლობაც.
  რა თქმა უნდა, გამოცდებზე აღმოჩენილი იყო ტანკის ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები - მაგალითად, ტანკის სველ გრუნტზე გამავლობის შემოწმების დროს ალაყა მიწაში აზელილმა ხრეშმა გამოიწვია საყრდენი თვლების რეზინის გარსაცმების დაშლა. ამ შემთხვევამ საკონსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია, მათი თქმით, ასეთი სახის  გრუნტი სხვაგან არსად არ იყო, მაგრამ გამომცდელი კომისიის წარმომადგენლების მოთხოვნით ეს ნაკლი მაინც აღმოიფხვრა - შეიცვალა მგრეხავი ღერძების გრეხვის კუთხე, რის შემდეგაც ტანკმა იგივე ტესტი გაიარა შენიშვნების გარეშე, ოღონდ უკვე სხვა პოლიგონზე. ასევე ერთერთი ცდისას მუხლუხოს კლანჭებში ჩაიჭედა ლითონის ნაჭერი, რომელმაც შემდეგში მუხლუხის ზემოთ მოთავსებული საწვავის ავზის გახვრეტა და საწვავის გაჟონვა გამოიწვია - თუმცა ეს ტანკის კონსტრუქციულ ხარვეზად არ ჩათვლილა. ყველაზე აღსანიშნავი კი მაინც ძრავის განყოფილებაში გაჩენილი ხანძარია - უგზოობაზე ხანგრძლივმა მარშებმა ძრავის ზეთის სარეზერვო ავზის სამაგრები მოადუნა, რის შემდეგადაც მან მიიღო დაზიანება და ზეთი ძრავიდან გამონაბოლქვის კოლექტორზე დაიქცა, რამაც მისი მყისეული აალება გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც კომისიის მოთხოვნით გაძლიერებული იქნა ავზის სამაგრები. 
  საგამოცდო პროგრამის დასრულებისას ერთ-ერთი ეგზემპლარი ყველა მიმართულებიდან სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით დაცხრილეს მისი ჯავშნის გამოცდის მიზნით. ასევე გამოიცადა მისი ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობა, რომლის შემდეგაც ეკიპაჟმა საკუთარი ძალებით მოახდინა დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენა ნორმატივით დადგენილ დროში.
  სულ სხვა ბედი ელოდა მეორე საცდელ ეგზემპლარს გამოცდების დასრულების შემდეგ, ის ურალის საკონსტრუქციო ბიუროში დააბრუნეს დეფექტაციისთვის და აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. გატარებული სამუშაოების შედეგად 1991 წლის 27 მარტს გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო წარმოების სამინისტროს რეკომენდაცია ტანკ «Объект-188»-ის შეიარაღებაში მიღების შესახებ. თუმცაღა ჯერ 1991 წლის პოლიტიკურმა კრიზისმა და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამ ამ ტანკის სერიაში ჩაშვება და შეიარაღებაში მიღება შეაყოვნა და მხოლოდ 1992 წლის 30 სექტემბერს პირველი სერიული ტანკი გამოვიდა მისაღებ გარბენებზე მიმღები კომისიის წინაშე.

«Объект-188» გამოცდები კუბინკის პოლიგონზე



  საკმაოდ საინტერესოა თვით ტანკის სახელის ისტორიაც - საწარმოოს დოკუმენტაციაში ამ მოდერნიზებულ ტანკს T-72БM ეწოდა, მოგვიანებით კი სახელი შეიცვალა და ეწოდა T-72БУ (Усовершенствованный). სავარაუდოდ რამდენიმე მიზეზმა განაპირობა მისი “90” წოდება, პირველი ალბათ თვითდამკვიდრებასთანაა კავშირში - როგორც მწარმოებელი, ასევე შემკვეთი შეეცადნენ საბჭოთა კავშირისგან დისტანცირებას, ანუ უნდოდათ აღენიშნათ, რომ ტანკი რუსულია და არა საბჭოთა კავშირის (თუმცაღა იგი საბჭოთა კავშირში შეიქმნა), მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კომერციული ტრიუკია, პოტენციურ მყიდველს ისე წარუდგენდნენ, როგორც ახალ ტანკს. 
  თავდაპირველად «Объект-188» იწოდებოდა T-88-ად (1992 წლის 8 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ურალვაგონმშენებელ საწარმოში ვიზიტისას მის ხელმძღვანელებს პირობა მისცა ხელი მოეწერა ტანკ T-88 შეიარაღებაში მიღების აქტისთვის). ხოლო დასახელება T-90 მოგვიანებით გაჩნდა და შეტანილი იქნა ტექნიკურ დოკუმენტაციაში. საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის მთავრობის 1992 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების N759-58-ის თანახმად ტანკი «Объект-188» მიღებული იქნა რუსეთის არმიის ჯავშანსატანკო ძალების შეიარაღებაში სახელით T-90. იმავე დადგენილების თანახმად ნებადართული იყო ტანკის საექსპორტო ვარიანტის T-90C-ს («Объект-188C») საზღვარგარეთ გაყიდვა. ძირითადი სხვაობა საექსპორტო და საარმიო ვარიანტებს შორის დაცვაში იყო, საექსპორტო ვერსიაზე თავდაპირველად 4C22 დინამიური დაცვის ელემენტის ნაცვლად 4C20 ელემენტები ეყენა. 
  1998 წლის ბოლოსთვის რუსეთის არმიის შეიარაღებაში 120 (სხვა წყაროებით 150) ერთეული T-90 იყო. პირველი ახალი ტანკებით დაკომპლექტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის სახელობის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი (94 ტანკი), ასევე ახალი ტანკები მიიღო დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა (დისლოკაცის ადგილი ბურიატინი).

«Объект-188»-ს პირველი პროტოტიპის აწყობის პასპორტი

T-90

T-90C გამოფენა IDEX-97 (აბუ-დაბი, 1997 წელი)


აღწერა

T-90 წარმოადგენს მუხლუხოვან სარაკეტო ტანკს. საბჭოთა კლასიკური გაწყობის რეალიზებამ საშუალება მისცა მიეღოთ ტანკის მინიმალური ზომები მისი საცეცხლე შესაძლებლობების და დაცვის მაქსიმალურად გაზრდის ფონზე. მისი ჯავშნის შიდა მოცულობა 11,4 კუბური მეტრია, რაც ყველაზე მცირეა არსებულ თანამედროვე ტანკებს შორის (მაგალითად, ამერიკულ M1A2 შიდა მოცულობა 19,7, ხოლო გერმანული Leopard-2A6  მოცულობა 19,8 კუბური მეტრია). ასეთი მცირე მოცულობა მიიღწევა მასში გამოყენებული ავტომატური დამტენის გამოყენებით, რომელიც ეკიპაჟის ერთი კაცით შემცირების საშუალებას იძლევა, და ასევე კომპაქტური ძრავა ტრანსმისიის განყოფილებით, სადაც ძრავა განივადაა განთავსებული.
მისი გაწყობა იმეორებს კლასიკური რუსული ტანკების გაწყობას - მართვის განყოფილება წინ, საბრძოლო შუაში (კოშკურაში), ძრავა ტრანსმისიის უკან. კორპუსის შუბლა ჯავშნის უკან, შუა ნაწილში მოთავსებულია მძღოლ-მექანიკოსი, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია საწვავის ავზები, მის უკან, კოშკურაში ქვემეხის მარჯვნივ ტანკის მეთაური, მარცხნივ მემიზნე ოპერატორი, კორპუსის უკანა ნაწილში ძალური აგრეგატი.

T-90 კორპუსის გვერდითი ხედი

T-90-ის კორპუსის ფორმა არ განსხვავდება მისი წინამორბედის, T-72-ის კორპუსის ფორმისაგან, თუმცაღა მისი დაცვა გაცილებით გაზრდილია ახალი კომპოზიციური მასალების გამოყენების ხარჯზე. კორპუსი კოლოფისებრი ფორმისაა, წინა სოლისებრი ნაწილით, რომლის ზედა შუა ნაწილში მძღოლ-მექანიკოსის სარქველია განთავსებული. კორპუსის ზედა ჯავშანფილის დახრა  68°-ია. ქიმები ვერტიკალურია, მათი ზედა ნაწილი შედგება ჯავშანფილებისაგან, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ფსკერის ნაწიბურებია. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა აქვს, მისი სახურავი რამდენიმე,ერთმანეთთან შედუღებული ჯავშანფილისგან შედგება, ხოლო ფსკერი მთლიანი დაშტამპული, რთული ფორმისაა. მძღოლ-მექანიკოსის ადგილას ფსკერზე საავარიო სარქველია. ასევე მისი სავალი ნაწილიც T-72-ის სავალი ნაწილის ანალოგიურია, ცვლილებების გარეშე, 6 საყრდენი და 3 დამჭერი თვლით, წამყვანი უკანა გვირგვინიანი თვალია. სავალი ნაწილი დაფარულია რეზინა-ქსოვილური ეკრანებით, რომლებზეც დამაგრებულია დინამიკური დაცვის ბლოკები.
პირველი მოდელების T-90 კოშკურა ჩამოსხმულია, შემდეგ მოდელებზე (T-90A, T-90C, T-90CA და      T-90MC) შედუღებული, ნაჭედი ჯავშანფილებისგან. კოშკურის წინა ნაწილი +/-35° კურსის მიმართულებით კომბინირებული მრავალშრიანი ჯავშნისგან შედგება, ასევე კომბინირებულია ნაწილობრივ კორპუსის და კოშკურის ქიმები და კოშკურის სახურავი. კოშკურის სახურავზე ორი სარქველია - მარჯვნივ ტანკის მეთაურის, მარცხნივ მემიზნე ოპერატორისა. მეთაურის სარქველის წინ მოთავსებულია მეთაურის სამიზნე მოწყობილობა, სარქველის გარშემო, მის ფუძეში ტრიპლექსები, რომლებიც წრიულ დაკვირვებას უზრუნველყოფს. მემიზნე ოპერატორის სარქველის წინ ორი სამიზნე მოწყობილობაა - ერთი დღის, მეორე ღამის. კოშკურის სახურავის უკანა ნაწილში მოთავსებულია გასროლილი ჭურვების ჰილზების გადმოსაგდები სარქველი.
ტანკის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 125მმ გლუვლულიანი ქვემეხ-გამშვები, დამხმარე იარაღია 7,62მმ კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევი, რომელიც ქვემეხის მარჯვნივაა დამონტაჟებული (ПКТ ან ПКТМ), კოშკურაზე, მეთაურის სარქველთან 12,7მმ დისტანციურად მართვადი საზენიტო ტყვიამფრქვევი აყენია (НСВТ ”Утес” ან “Корд”), რომელიც საბრძოლო განყოფილებიდან ამოუსვლელად იძლევა ცეცხლის წარმოების საშუალებას სახმელეთო და საჰაერო მიზნებზე. ასევე ტანკზე აყენია 12 ცალი (ექვსი თითო ბორტზე) 80მმ საკვამლე მორტირი. ტანკზე აყენია თანამედროვე ავტომატური  ცეცხლის მართვის კომპლექსი (ცმკ) ციფრული ბალისტიკური გამომთვლელით და თბოხედვის ღამის და დღის სამიზნე ხელსაწყოები, მაღალ საბრძოლო სწრაფსროლას უზრუნველყოფს კოშკურის საფუძველში დაყენებული ავტომატური დამტენი.

T-90-ის წინა სქემატური ხედი (ზემოთ) და განივი ჭრილი უკნიდან (ქვემოთ)


T-90-ის სქემატური ხედი მარცხენა ქიმიდან (ზემოთ) და სიგრძივი ჭრილი (ქვემოთ) 


ტანკი ასევე აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:  ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი (ეოჩკ) ТШУ “Штора-1” (რომელიც ამცირებს სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების მოხვედრის ალბათობას), მასობრივი დაზიანებისიარაღისაგან დაცვის კოლექტიური სისტემა (დკს), ხანძრის აღმომჩენი, ოპტიკურსენსორიანი, სწრაფად მოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ხსმ), სანგარმთხრელი მოწყობილობა, წყალქვეშ ტანკის სატარებელი მოწყობილობა (წტსმ), სატანკო თოვლმწმენდი-ბულდოზერი  ТБC-86, ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს დანისებრი ნაღმების მტრალავი KMT-6M2 ან თვლებიან-დანიანი მტრალავი KMT-7 ან დანისებრი მტრალავი ელექტრო-მაგნიტური მოწყობილობით KMT-8. ტანკში ასევე რეალიზებულია სითბური გამოსხივების შემცირების და ნაპალმისაგან დაცვის ზომები. რადიაციისაგან ეკიპაჟის დასაცავად მათ სამუშაო ადგილებზე შიგნიდან გამოკრულია წყალბადისშემცველი ანტირადიაციული სარჩული, რომლის შემადგენლობაშიც დამატებულია ლითიუმი, ბორი და ტყვია. ანალოგიური მასალითაა დაფარული კოშკურის უმეტესი ზედაპირი გარედან. 

T-90-ის სქემატური ხედი ჭრილში ზემოდან

ТБС-86-ით აღჭურვილი T-90

Wednesday, May 23, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი პირველი


ისტორია


T-90-ზე წერისას არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ მის პირდაპირ წინაპარზე, T-72-ზე და არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა მის შესახებ.რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოს ზოგიერთ მკითხველს, მაგრამ T-72 შექმნის პროცესს სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებამ «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ T-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ». ამ დადგენილების თანახმად, T-64-ის წარმოების ორგანიზება დაგეგმილი იყო არა მხოლოდ მალიშევის სახელობის ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანაში (XЗТМ - Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева), არამედ ტანკმშენებლობის სხვა საწარმოებშიც, მათ შორის ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაშიც (УВЗ - Уралвагонзавод), სადაც მანამდე იწარმოებოდა საშუალო ტანკი T-62. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო 1950-1960 წლების საბჭოთა კავშირის ტანკმშენებლობის განვითარების ლოგიკით. სწორედ იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სამხედრო ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ .. უსტინოვის, .. სმირნოვის, .. ზვერევისა და .. პოლუბოიაროვის წარმომადგენლობით მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება საბჭოთა არმიის -64-ებით აღჭურვის შესახებ, რომელიც შექმნილი იყო КБ-60 (Конструкторское Бюро-60) მიერ (1966 წლიდან Харьковский завод транспортного машиностроения имени Малышева - XЗТМ), რომელსაც თვით .. მალიშევი  ხელმძღვანელობდა.
აქ ალბათ საჭიროა აღვნიშნოთ, თუ კონკრეტულად რა გავლენა იქონია Т-72-ის შექმნაზე Т-64-მა: იდეა, რომლის რეალიზებასაც 20 წლის განმავლობაში ცდილობდა მოროზოვი, მდგომარეობდა იმაში, რომ გაეუმჯობესებინა ტანკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მისი წონის გაზრდის გარეშე. ამ იდეაზე დაფუძნებული საცდელი ტანკი « Объект-430» პირველად გამოჩნდა 1957 წელს. ამ მანქანაში რეალიზებული იყო ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომელთა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ახალი H-სებური ორტაქტიანი ძრავა 5ТД და ორი ცალი მცირეგაბარი-ტული ხუთგადაცემიანი სიჩქარეთა კოლოფი. ამ ტექნიკურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელი გახადა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების მოცულობის 2,6 კუბურ მეტრამდე და მთლიანად ტანკის ჯავშნისშიდა მოცულობის 10 კუბურ მეტრამდე შემცირება. ტანკის საბრძოლო მასის 36 ტონამდე შენარჩუნების მიზნით გადადგმული იქნა ნაბიჯები სავალი ნაწილის წონის შესამცირებლად: მიღებული იქნა მცირე დიამეტრის, შიდა ამორტიზაციის მქონე და ალუმინის შენადნობისგან დამზადებული საყრდენი თვლები დამოკლებული გრეხვითი ღერძებით. ამ ღონისძიებებით მიღწეული მასის ეკონომიის ხარჯზე გაზრდილი იქნა კოშკურის და კორპუსის ჯავშნის წონამაგრამ ამ ღონისძიებებს ტანკის გამძლეობა და ტექნიკური საიმედოობა შეეწირა. «Объект-430» გამოცდების დაწყებისთანავე აშკარა გახდა მისი ძრავის 5ТД-ის არასაიმედო მუშაობა. ასევე აღმოჩნდა, რომ გარემოს  +25°С და უფრო დაბალ ტემპერატურაზე შეუძლებელი იყო ძრავის დაქოქვა გამათბობლის გარეშე. ასევე გამომჟღავნდა შემსუბუქებული სავალი ნაწილის მრავალი ნაკლოვანება. ამას გარდა, პროექტირების სტადიაშივე ნათელი იყო, რომ «Объект-430» თავისი ტტმ-ით საგრძნობლად ჩამორჩებოდა თავის დასავლურ ანალოგებს. ამ ყველაფრის ფონზე აშკარა გახდა, რომ საბჭოთა კავშირის არმია ამ ტანკს შეიარაღებაში  ვერ მიიღებდა. სწორედ ამ დროს მოროზოვმა წარმოადგინა საცდელი ტანკის « Объект-432»-ის ტექნიკური დოკუმენტაცია. «Объект-430»-თან შედარებით ის შეიცავდა ბევრ ტექნიკურ სიახლეს, მათ შორის: 115მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი ცალკე-მასრული დატენვით, ქვემეხის მექანიკური დამტენი, რომელმაც ეკიპაჟის 3 კაცამდე შემცირების საშუალება მისცა, კოშკურის და კორპუსის წინა კომბინირებული ჯავშანი, ასევე კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო საბორტე ეკრანები, 700ც/ძ ფორსირებული ძრავა 5ТДФ და ბევრი სხვა.


ძრავა 5ТД

1962 წლის დასაწყისში დამზადებული იქნა «Объект-432»-ის სავალი ნაწილი. პირველი სრულიად დაკომპლექტებული ტანკი კი მზად იყო 1962 წლის სექტემბერში, მეორე 10 ოქტომბერს. 1963 წელს დამზადებული იქნა «Объект-432»-ის 6 საცდელი ერთეული. 1964 წელს კი დამზადდა საცდელ-საწარმოო პარტია 90 ტანკის ოდენობით. 1965 წელს საწარმოო საამქრო კიდევ 160 ტანკმა დატოვა. მაგრამ ყველა ეს ტანკი არ წარმოადგენდა სერიულ მანქანას. 1963-64 წლებში ტანკმა ვერ გაიარა სახელმწიფო გამოცდები. მხოლოდ 1966 წლის შემოდგომაზე ჩათვალა შესაძლებელი სამთავრობო კომისიამ «Объект-432»-ის შეიარაღებაში მიღება, სახელით T-64. ხოლო ის 250 ტანკი, რომელიც გამოშვებული იქნა 64-65 წლებში, ჩამოწერილი იქნა სულ რაღაც 4 წლის მერე. ტანკ T-64-ის გამოშვება 1969 წლამდე გაგრძელდა. საქმე იმაშია, რომ 1963 წელს მოროზოვმა მუშაობა დაიწყო ტანკ «Объект-434»-ზე, ეს პროექტი მიმდინარეობდა «Объект-432»-ის პარალელურად. 1964 წელს დასრულებული იქნა «Объект-434»-ის ტექპროექტი, 1966-67 წლებში დამზადდა პირველი საცდელი ერთეული, ხოლო 1968 წლის მაისში ტანკი T-64A 125მმ-იანი ქვემეხ Д-81-ით მიღებული იქნა შეიარაღებაში.


«Объект-430»

მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებას ტანკ T-64 საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღების შესახებ, ამ დადგენილებაში ამის გარდა საუბარი იყო ასევე T-64-ის “სარეზერვო” ვარიანტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო T-64-ის სერიოზული ნაკლოვანებებით, რომელთა შორის ყველაზე სერიოზულ პრობლემას ძრავის სერიული წარმოება წარმოადგენდა. თვითონ მოროზოვი მუშაობდა ამ სარეზერვო ტანკზე ინდექსით «Объект-436», რომელსაც ნაწილობრივი გადაკეთების შემდეგ ეწოდა «Объект-439». 1969 წელს დამზადებული იქნა 4 საცდელი ერთეული ახალი ძრავა ტრანსმისიის განყოფილებით და ძრავით B-45, რომელიც B-2 გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა. ამის გარდა, საქმე მარტო სარეზერვო ტანკში არ იყო. ამ პერიოდისთვის თავდაცვის სამინისტროში უკვე გაჩნდა ეჭვები 5ТДФ ძრავით ტანკ T-64-ის გამოშვების მიზანშეწონილობაზე. 1964 წელს ეს ძრავა სტენდზე სტაბილურად გამოიმუშავებდა 300 საათიან რესურსს, მაგრამ ტანკზე დაყენებისას ეს ძრავა 100 მოტო-საათსაც ვერ ძლებდა. 1966 წელს მისი რესურსი 200 საათამდე მიყვანეს. 1970 წელს მისი რესურსი 300 მოტო-საათამდე გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძრავა 5ТДФ  ამ 300 მოტოსაათსაც ვერ ცოცხლობდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ტანკ T-34-85 ძრავა B-2  სწორედ მაგდენს გამოიმუშავებდა, ზოგჯერ უფრო მეტსაც. 1966-1969 წელბში მწყობრიდან გამოვიდა 879 ძრავა 5ТДФ. მხოლოდ 1971 წელს მოხერხდა ძრავის რესურსის 400 მოტოსაათამდე გაზრდა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვების ნება დართო.


ძრავა 5ТДФ

 ხარკოველების პროგრამის პარალელურად საცდელი სამუშაოები მიმდინარეობდა УВЗ-ში, სადაც ხარკოველების დატენვის ელექტროჰიდრომექანიკური მექანიზმის საპასუხოდ შექმნეს ელექტრომექანიკური ავტომატური დამტენი, რომელშიც ჭურვები ჰორიზონტალურად იყო განთავსებული. (ხარკოველების მექანიკურ დამტენში ჭურვები ვერტიკალურად იდგა და კეტავდა მძღოლ-მექანიკოსთან შესასვლელს, მისი დაჭრის შემთხვევაში მასთან შესაღწევად საჭირო იყო ჭურვების ჩასადები 2 ნავის მოხსნა, ასევე ჭურვების თავები კოშკურის კორპუსთან შეერთების ადგილამდე აღწევდა და დიდ აფეთქებადსაშიშ ფართობს ქმნიდა).


T-64(Объект-432)

УВЗ-ში ეს ავტომატური დამტენი დააყენეს T-62-ზე. თუმცა 1965 წელს გამოვიდა სკკპ ცკ-ის და თავდაცვის სამინისტროს განკარგულება УВЗ-ში ხარკოველების ტანკის წარმოების შესახებ და УВЗ-ში მუშაობა ამ ტანკზე შეჩერდა.
რადგანაც ხარკოველებმა ვერანაირად ვერ შესძლეს თავისი ტანკის სერიულ კონდიციამდე მიყვანა, УВЗ-ში გადაწყვიტეს T-62-ზე 115მმ-იანის ნაცვლად დაეყენებინათ 125მმ-იანი ქვემეხი ავტომატური დამტენით (რომელიც მანამდე 115მმ ქვემეხზე იყო გათვლილი). ამავე პერიოდში ერთ-ერთ საცდელ პროტოტიპზე («Объект-167») დაყენებული და გამოცდილი იქნა გაძლიერებული 6-თვლიანი სავალი ნაწილი.


T-64A



რადგანაც «Объект-167»-მა T-72-ის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, მასზე რამოდენიმე სიტყვას თქმა ღირს - ამ ტანკზე დაყენებული იყო 700ც/ძალიანი ძრავა B-26 გაძლიერებული ტრანსმისიით, უკვე ნახსენები 6-თვლიანი სავალი ნაწილი (6 საყრდენი და 3 დამჭერი თვალი თითო ბორტზე) ამორტიზაციის გაზრდილი სირბილით, ახალი გენერატორი, ტრანსმისიის  ჰიდროსერვომართვის სისტემა და ანტირადიაციული სარჩული. ამ სიახლეებმა გამოიწვია ტანკის წონის ზრდა და მისი 36,5 ტონის ფარგლებში შენარჩუნების მიზნით საჭირო გახდა ჯავშნის შესუსტება. კორპუსის წინა ქვედა ჯავშანი შეთხელდა 100მმ-იდან 80მმ-მდე, ბორტების ჯავშანი 80-დან 70მმ-მდე, კიჩოს ჯავშანი 45-დან 30მმ-მდე. პირველი ორი ტანკი დამზადდა 1961 წლის გაზაფხულზე. მათ წარმატებით გაიარეს ჯერ სრულმაშტაბიანი ქარხნული გამოცდები და ამის შემდეგ უკვე საპოლიგონე გამოცდები კუბინკაში. ტანკი რკომენდებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად, თუმცა ამას უმაღლესი სარდლობის რიგებში რაიმე რეაქცია არ მოჰყოლია. მათ მას არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცეს - მთავარ მინუსად კი მისი T-55/62 ტიპის ტანკებთან დეუნიფიკაცია ჩაუთვალეს. ნიჟნიტაგილის საკონსტრუქციო ბიუროში ეს შენიშვნა გაითვალისწინეს და შეეცადნენ შეექმნათ ტანკი, რომლის სავალი ნაწილიც უნიფიცირებული იქნებოდა შეიარაღებაში არსებული სხვა ტანკების სავალ ნაწილთან. ასე შეიქმნა ტანკი «Объект 166M», რომელიც ძირითადად სერიული T-62-ისგან ახალი, 640ც/ძ-ნი  B-68Ф ძრავითა და გაუმჯობესებული საკიდრით განსხვავდებოდა. სავალი ნაწილი შეიცავდა ხუთ სავალ და 3 საყრდენ თვალს ბორტზე. სავალი თვლები იდენტური იყო «Объект-167»-ზე გამოყენებული თვლებისა. ასეთი სავალი ნაწილით მოძრაობის სიჩქარე უფრო მაღალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა აშკარა გახდა ასეთი სავალი ნაწილის არაპერსპექტიულობა და 6-თვლიანი სავალი ნაწილის უპირატესობა.
სამართლიანობის გულისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც «Объект-167» და მით უმეტეს ვერც «Объект-166M»-ი  «Объект 434»-ის დონეს ვერ აღწვდნენ და მის ღირსეულ ოპონენტად და ალტერნატიულ შემცვლელად ვერ გამოდგებოდნენ. ასეთი ალტერნატიული ტანკი გახდა «Объект-167M» ან T-62Б. ამ ტანკის პროექტი განიხილებოდა მეცნიერულ-ტექნიკური საბჭოს ГКОТ (Государственный  комитет по оборонной технике) მიერ 1964 წლის 26 თებერვალს. ახალი ტანკი, რომელიც ლ.ნ. კარცევმა დიპლომატიურად T-62 მოდერნიზებად მონათლა, საგრძნობლად განსხვავდებოდა ამ უკანასკნელისაგან. მას ჰქონდა კორპუსის და კოშკურის წინა, კომბინირებული ჯავშანი, «Объект-167»-ის სავალი ნაწილი, 125მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი Д-81 და სტაბილიზატორი "Ливень", კარუსელის ტიპის ავტომატური დამტენი, В-2 ტიპის 780ც/ძალიანი ძრავა, გაუმჯობესებული რადიატორი, ჰაერის ფილტრი, საწვავის და ზეთის სისტემები და ასევე გაძლიერებული ტრანსმისიის ნაწილები. მაგრამ ლ.ნ. კარცევის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა, სხდომამ მისი ტანკის მიღებაზე უარი თქვა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ 1967 წლისათვის ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში გამოცდილი და დახვეწილი იქნა ძირითადი საბრძოლო ტანკის მთელი რიგი კომპონენტები. კერძოდ, ერთ-ერთ T-62-ზე დაყენებული და გამოცდილი იქნა ავტომატური დამტენი (თემა "Желудь") 125მმ-იან ქვემეხთან ერთად. ამ მანქანამ მიიღო შიდაქარხნული სახელწოდება T-62Ж.


«Объект-167»

1967 წლის 5 ნოემბერს ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში ვიზიტით მივიდა თავდაცვითი მრეწველობის მინისტრი ს.ა. ზვერევი. ამ ვიზიტისას მინისტრმა დაათვალიერა ურალელების ახალი პროტოტიპი ტანკი. ამავე ვიზიტის დროს იგი დაარწმუნდა იმაში, რომ ურალელების ავტომატური დამტენი ჯობდა ხარკოველების მექანიკურ დამტენს და რომ В-2 ფორსირებული დიზელის ძრავა უკეთესი იყო ვიდრე ხარკოვის ტანკზე დაყენებული ორტაქტიანი 5ТДФ. რის შედეგადაც 1968 წლის 5 იანვარს გამოვიდა დადგენილება ხარკოვულ T-64A-ში ამ ცვლილებების შეტანის შესახებ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად ხარკოვიდან ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში გაგზავნილი იქნა ექვსი ცალი T-64A.

«Объект-167»


1970 წელს УВЗ-ში აწყობილი იქნა «Объект-172»-ის საცდელი პროტოტიპი, რომელიც შეიქმნა ხარკოვიდან გადმოცემული «Объект-435»-ის ნახაზების მიხედვით, და რადგანაც ეს ორი ტანკი არაფრით არ განსხვავდებოდა, ლოგიკურია, რომ ყველა ნაკლოვანება და ტექნიკური ხარვეზი ავტომატურად გადმოჰყვა ურალელების ტანკს. ასევე არ იყო აღმოფხვრილი T-64A-ს სავალი ნაწილის სუსტი მხარეები. და რადგანაც ეს სავალი ნაწილი ვერ უძლებდა ქვიან ზედაპირზე სიარულს, გადაწყდა მისი შეცვლა «Объект-167»-ის 6-თვლიანი სავალი ნაწილით. ეს ახალი ტანკი ტანკ T-64A-სგან განსხვავდებოდა სრულიად გადაწყობილი შიდა საბრძოლო განლაგებით და გაწყობით, ხარკოველების მექანიკური დამტენი შეცვლილი იყო ავტომატური დამტენით. ავტომატური დამტენი უფრო მარტივი და საიმედო იყო, რადგანაც არ ჰქონდა ჰიდრავლიკური ამძრავები, მაგრამ ამავე დროს, რადგანაც ავტომატურ დამტენში გასროლის და მუხტის დატენვა ცალცალკე ხდებოდა (მექანიკურ დამტენში ეს ერთდროულად ხდება), გაიზარდა დატენვის ციკლის დრო 0,9 წამით და შემცირდა სწრაფსროლა, დაყენებული იქნა გასროლილი ჭურვის მასრების გარეთ გადმომგდები მექანიზმი და ჩელიაბინელების В-45К დიზელის ძრავა, რის გამოც ტანკის კორპუსის სიგრძე 320 მმ-ით გაიზარდა. სხვა დანარჩენი მოწყობილობები და ნაწილები დატოვებული იქნა უცვლელად. რადგანაც ამ ახალი ტანკის გარეგანი იერი საგრძნობლად შეიცვალა, მას ეწოდა «Объект-172M». სწორედ «Объект-172M»-ი გახდა T-72-ის პროტოტიპი, ეს ტანკი 3 წლის განმავლობაში ყოველმხრივი გამოცდების და დახვეწის შემდეგ, 1973 წლის 7 აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იქნა შეიარაღებაზე და დაიწყო მისი სერიული წარმოება სახელით T-72 “Урал».


«Объект-172»

«Объект-172M»


ამ დადგენილების თანახმად,  УВЗ-ს 1974 წლისათვის T-62-ის წარმოების შეწყვეტა და მთელი სიმძლავრეების T-72-ის სერიული წარმოებისკენ მიმართვა ებრძანა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ ახალი ტანკის ტექნიკური მახასიათებლები ანალოგიური იყო ხარკოვული T-64A ტექნიკური მახასიათებლებისა,vრომელიც ჯერ კიდევ 1969 წლიდან იწარმოებოდა სერიულად - ასე და ამგვარად საბჭოთა არმიამ მიიღო ერთდროულად 2 ანალოგიური შესაძლებლობების მქონე ტანკი, რომელთა შორის უნიფიკაცია მხოლოდ შეიარაღებაში იყო.           




72-ის ახალი თაობა

თითქმის 20 წელი მიმდინარეობდა ტანკ T-72-ის მოდერნიზაცია და დახვეწა, ინერგებოდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიები, უმჯობესდებოდა ცეცხლის მართვის სისტემა და შეიარაღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ T-72 ყოველთვის 4-5 წლით ჩამორჩებოდა ინოვაციების დანერგვით ჯერ თავის ოპონენტ T-64-ს, და შემდეგ უკვე  T-80-ს.
80-იან წლებში საბჭოთა კავშირის სამხედრო მეთაურობისთვის ნათელი გახდა, რომ ტანკმშენებლობაში საჭირო გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ამ პერიოდში ქვეყნის სატანკო მრეწველობა ზენიტში იყო, მაგრამ სატანკო პარკის პერსპექტივები სამხედრო ხელმძღვანელობას დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. T-64 პარკი თავისი კონსტრუქციული თავისებურებების გამო მოძველდა და მოდერნიზაციას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც მისი წარმოება 1987 წელს შეწყდა. T-80 აირტურბინული ძრავით ექსპლუატაციაში და წარმოებაში თვით საბჭოთა კავშირისთვისაც კი ძალიან ძვირი იყო და ამიტომ ვერ გახდებოდა საბჭოთა არმიის მასობრვი ტანკი (შედარებისთვის, 80-იანი წლების ბოლოს ერთი T-80У ღირდა 824 ათასი რუბლი, ხოლო T-72Б-ს ფასი სულ რაღაცა 280 ათასი იყო, თითქმის სამჯერ იაფი). T-80-ის ორტაქტიანი დიზელის ძრავიანი მოდიფიკაცია T-80УД  ან კი იყო შედარებით იაფი, მაგრამ გამოირჩეოდა ძალური სისტემის არასაიმედოობით და კაპრიზულობით, ამ ბოლო ტანკის 1985 წელს შეიარაღებაში მიღებამ საბჭოთა სატანკო პარკის კიდევ უფრო მეტი დეუნიფიკაცია გამოიწვია. ხოლო საბჭოთა არმიის ყველაზე მასობრივი და საიმედო ტანკი T-72 წარმოადგენდა სამობილიზაციო მანქანას, იყო მარტივი როგორც წარმოებაში, ასევე ათვისებაში, რათა ომის შემთხვევაში მისი მასობრივი წარმოება და ნაკლებად მომზადებული რეზერვისტებისთვის ათვისება ადვილი ყოფილიყო.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გადაწყდა T-72-ის მოდერნიზაცია და მისი მახასიათებლების სხვა საბჭოთა ტანკების დონემდე ამაღლება. თავდაპირველად T-72Б-ს მოდერნიზაციის შედეგად, რომელიც ურალვაგონმშენის საკონსტრუქციო ბიუროში მიმდინარეობდა, წარმოიშვა ტანკი T-72БM. ამ ტანკმა მიიღო მეორე თაობის ჩაშენებული დინამიური დაცვა Контакт-5, რომელიც ამაღლებდა მის დაცვას როგორც კუმულაციური ჭურვების, ასევე ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ. სხვა მხრივ იგი არ განსხვავდებოდა თავისი წინამორბედისაგან.

T-72БM

T-72-ის უფრო ღრმა მოდერნიზაციაზე მუშაობა კი დაიწყო 1986 წლის 19 ივნისს, როდესაც საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს N741-208 დადგენილებით ურალის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს მთელ რიგ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან და საკონსტრუქციო ბიუროებთან თანამშრომლობით დაევალა თემა “T-72-ის გაუმჯობესება”-ზე მუშაობა. თითქმის 2 წლის შემდეგ, 1988 წლის აპრილში დაიწყო პირველი საცდელი პროტოტიპის კორპუსის აწყობა.
ურალვაგონმშენის საკონსტრუქციო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი პოტკინი კარგად ხვდებოდა, რომ T-72БM საცეცხლე შესაძლებლობებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა იმ დროს არსებულ როგორც სხვა საბჭოთა ასევე დასავლეთის ტანკებს. 72-ის ძირითად ნაკლს სხვა თანამედროვე ტანკებთან, როგორც საბჭოთასთან, ასევე დასავლურთან, შედარებით წარმოადგენდა ავტომატური ცეცხლის მართვის სისტემის უქონლობა (ცმს). დამიზნების ძალიან უბრალო და საიმედო სისტემა  1А40-1 ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება T-72БM-ის ღრმა მოდერნიზაციის შესახებ მისი საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მასზე ისეთი ავტომატური ცმს-ის დაყენება, რომელიც ეფექტურობით არ ჩამოუვარდებოდა T-80У-ზე დაყენებულ ცმს-ს. იმ მომენტში ერთადერთი თანამედროვე და დამუშავებული ასეთი სისტემა იყო T-80У-სა და T-80УД-ზე დაყენებული 1А45«Иртыш». გადაწყდა ამ კომპლექსის დაყენება T-72БM-ზე. ასეთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერთან ერთად შეამცირა ტანკის მოდერნიზაციის ხარჯები და ასევე აამაღლა მოდერნიზებული ტანკის უნიფიკაცია საბჭოთა არმიის სხვა ტანკებთან. ცეცხლის მართვის ეს კომპლექსი ნაწილობრივ გადააკეთეს T-72 ავტომატურ დამტენთან სამოქმედოდ, რადგანაც იგი განსხვავდებოდა T-80У და T-80УД  მექანიკური დამტენისაგან. გადაკეთებულმა კომპლექსმა მიიღო სახელწოდება 1А45თ.
მოდერნიზებულ T-72-ს «Объект-188» ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 188-ის პარალელურად ურალვაგონმშენის საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობდა T-72-ის უფრო ღრმა მოდერნიზაციაზეც, რომელსაც «Объект-187» ეწოდებოდა. იგი გამოირჩეოდა მთელი რიგი ტექნიკური სიახლეებით და თანამედროვე სისტემებით, კერძოდ უფრო ძლიერი დაცვა ახალი დინამიური დაცვის და შედუღებული კოშკურის ხარჯზე, ახალი, უფრო მძლავრი ძრავა, ახალი ქვემეხი და ცმს, გაუმჯობესებული სავალი ნაწილი და სხვა კონსტრუქციული ცვლილებები (მაგალითად, მოშორებული იქნა მძღოლ-მექანიკოსის ადგილას, კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილაში არსებული “დეკოლტე”, რომელიც ყველა საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკის სუსტი ადგილია), მაგრამ ეს ტანკი სერიაში არ წავიდა, სავარაუდოდ ფინანსური პრობლემებისა და ტექნოლოგიური რისკის გამო, თუმცა მასზე დანერგილმა ტექნოლოგიებმა შემდეგში გამოყენება ჰპოვა T-90-ის მომდევნო მოდერნიზაციებში (მაგალითად, შედუღებულმა კოშკურამ).


«Объект-187»