ინდური ბლოგი livefist.blogspot.com იუწყება არც თუ ისე უცნობი ინდური ტანკის Arjun-ის ახალი მოდიფიკაციის, Arjun Mk-2-ის პრობლემატური პრესპექტივების შესახებ. ინდურმა არმიამ ახალი ტანკის მიმართ ინტერესის დაკარგვა უკვე დაიწყო, და ეს იმ დროს როცა Arjun Mk-2-ს პირველი საცდელი პროტოტიპი ჯერ მხოლოდ 2012 წლის 10 მაისს იქნა გადაყვანილი საცდელ პოლიგონ პოხრანეში. ბლოგის პუბლიკაციიდან ცნობილი ხდება რომ არმია მოითხოვს Arjun Mk-2-ს ყოველმხრივი და ხანგრძლივი გამოცდების ჩატარებას და ასევე Arjun Mk-1-თთან შედარებითი გამოცდების ჩატარებას. ამ მიზნით არმიამ უკვე გაამზადა Arjun Mk-2-ს მისთვის სასურველი მოდიფიკაციებისა და ცვლილებების სია. ეს ტანკის ახალ მოდიფიკაციას სერიული წარმოების და არმიაში მიღების თარიღებს კარგს არაფერს უქადის. მანამდე ინდური პარლამენტისთვის გაკეთებული მოხსნებიდან ცნობილი გახდა რომ Arjun Mk-2-ს სერიული წარმოების დაწყება 2015 წლისთვის იყო შესაძლებელი და თითი ტანკის ფასი 37 კროროვი იქნებოდა (6,75 მილიონი დოლარი).
ბლოგის თანახმად ინდური არმია არ აპირებს უკვე შეკვეთული 124 ერთეული Arjun Mk-2-ს შეკვეთის გაზრდას, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ძველ, უკვე გამოშვებულ 124 Arjun Mk-1-თან ერთად ამ ტანკების საერთო რაოდენობა 248 ერთეულით შემოიფარგლება.
ამის სანაცვლოდ ინდური არმია DRDO-სგან აქტიურად ითხოვს ახალი თაობის ტანკ FMBT-ზე მუშაობის გააქტიურებას. და ბოლოს - Arjun Mk-2-ს უშუალო დარტყმა რუსულმა Т-90МС-მა განახორციელა, რომელის რუსულმა მხარემ ინდურ არმიას შესთავაზა. პუბლიკაციის თანახმად 2012 წლის მარტში რუსულმა დელეგაციამ, რომელშიცშედიოდნენ ОАО "Рособоронэкспорт"-ის და ОАО "НПК "Уралвагонзавод"-ის წარმომაგენლები, ჩაატარა მთელი რიგი შეხვედრები ინდოეთის ჯავშანსატანკო ჯარების სარდლობასთან, სადაც წარდგენილი იქნა ახალი რუსული ტანკი Т-90МС.
მოლაპარაკებების დროს ინდურ მხარეს შეთავაზეს Т-90МС.-ს ტექნოლოგიების გადაცემა თუ ისინი განაგრძობდნენ Т-90-ს ლიცენზირებულ წარმოებას. ასევე შესტავაზეს Т-90МС-ს ინდოეთში გადაყვანა ადგილზევე მისი გამოცდების მიზნით. და ბოლოს რუსულმა მხარემ შესთავაზა ინოეთს მომავლის ტანკის პროგრამა FMBT-ში მონაწილეობის მირება და ამ მიზნით უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდურ DRDO-სთან.
No comments:
Post a Comment