вторник, 21 августа 2018 г.

ჯავშანმანქანა "Тигр"-ის აპგრეიდი


დღეს, რუსეთში, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", სამხედრო-ტექნიკური ფორუმი "Армия-2018"-ი გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საკმაოდ ცნობილი ჯავშანავტომობილის, "Тигр"-ის, ახალი ვარიანტი.

განახლებულმა მანქანამ შეჯავშნული ძრავის განყოფილება (პირველად შიეჯავშნა ძრავის ბორტებიც), ანტიტრავმატული სავარძლები, წყლისგან და მტვრისდგან დაცული ახალი ჰაერმიმღები, ცხაურებიანი ეკრანები ფანჯრებზე და პანორამული ხედვის კამერა მიიღო. გარედან ასევე შეცვლილია მანქანის დიზაინი და შეფერილობა, გამოყენებულია ქსენონის, მართვადი ფარები.

როგორც მწარმოებელმა განმარტა, მანქანა საინიციატივო ნამუშევარია და მასში სირიის კონფლიქტის გამოცდილებაა გამოყენებული.


воскресенье, 19 августа 2018 г.

მოდერნიზირებული Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი


როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"-მა, დონის როსტოვში, მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის, Ми-26Т2В-ს, ქარხნული გამოცდები დაიწყო.  ასევე ცნობილი ხდება რომ, აღნიშნული მანქანა, გამოფენა "Армия-2018"-ზე იქნება წარმოდგენილი.

Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი, ეს 1988 წელს აგებული Ми-26-ის გადაკეთებით შეიქმნა. აღნიშნული ბორტი 2012 წლიდან აღარ დაფრინავდა, ხოლო 2015 წლის მაისში ის, Ми-26Т-ს დახმარებით, ტრანსპორტირებული იქნა "Роствертол"-ის საამქროში, სადაც მისი Ми-26Т2В დონემდე მოდერნიზაცია განხორციელდა.

ახალი მანქანა საბაზისო Ми-26-ისგან თანამედროვე, ინტეგრირებული, საბორტე რადიოელექტრონული კომპლექსით, ეგრეთ წოდებული НПК90-2В-თი, განსხვავდება, რომელიც ვერტმფრენის პილოტირებას საგრძნობლად აიოლებს.

უახლესი საბორტე რადიოელექტრონული აღჭურვილობა დაგეგმილ მარშუტზე ფრენის,  დანიშნულ წერტილზე გასვლის და დაჯდომის და ასევე ძირითად ან სათადარიგო აეროდრომზე  დაბრუნების ავტომატურ რეჟიმში შესრულების შესაძლებლობ ას იძლევა. დამატებით ვერტმფრენზე დაყენებულია ციფრული საპილოტაჟე კომპლექსი, ხოლო ეკიპაჟის კაბინაში ფერადი თხევადკრისტალური ეკრანები გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟზე დატვირთვა საგრძნობლად შემცირად.

ამას გარდა Ми-26Т2В-მ საბიორტე დაცვის კომპლექსი, "Витебск"-იც მიიღო. ვერტმფრენის კაბინა ასევე აღიჭურვა ენერგოჩამხშობი სავარძლებით, ხოლო გარედან სასიგნალო ციმციმები ღამის ხედვის ხელსაწყოებთან ადაპტირდა.

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ, ძრავებს არ შეეხნენ, ვერ გაქაჩეს შეცვლა და პლიუს საშნელ ფერშია შეღებილი.



 წყარო:
Опытный образец модернизированного вертолета Ми-26Т2В

გამოფენა Армия-2018 - გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე

ქვევით წარმოდგენილია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ გამოფენის გახსნისთვის გამზადებულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს.

9М317М-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Бук-М3"-ის თვითმავალი საცეცხლე დანადგარი (ფოტოზე საექსპორტო ვერსია, სახელწოდევბით "Викинг"). რუსეთის სახმელეთო ჯარებმა უკვე დაიწყეს აღნიშნული კომპლექსის მიღება 

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Бук-М2"-ის შემადგჰენლობაშ შემავბალი რაკეტების დამიზნებისა და დაშუქების რადიოლოკაციური სადგური 9С36, რომელიც საჯაროდ პირველად აჩვენეს

Ми-17 და Ми-35М მოდურ ციფრულ შეფერილობაში

რადიოლოკაციისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (?) ახალი სადგურები

არზამაზის მანქანათმშენებლობის და სამხედრო საწარმოო კომპლექსის მიერ წარმოდგენილი БТР (შარშანაც იყო გამოფენილი)

სანაპირო-სარაკეტო კომპლექს "Бал"-ის რადიოლოკაციური სადგური და გამშვები დანადგარი

კურგანმაშის ყველგანმავალი

БМД-4М

თსდ 2С25 Спрут-СД

შეჯავშНული სატვირთო "Торнадо", რომლის გამოყენებაც "Панцирь-СМ"-შია დაგეგმილი

კონცერნ ВКО "Алмаз-Антей"-ს მიერ წარმოდგენილი შორი მანძილის საზენიტო სარაკლეტო სისტემა "Антей-2500"

რლს "Противник-ГЕ"

შეფერილობის მიხედვით თუ ვისმჯელებთ საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი "Панцирь-С1"

"Панцирь-М"-ის საგემბანო მოდული

რაღაცა МТ-ЛБ-ზე

 "Тигр-М"-ის ბაზაზე შემოდგმული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Лучник"-ი

შეჯავშნული უნაგირა გამწე УралАЗ

УралАЗ-ის ჯავშანმანქანა Тайфун-У-Т

ახალი სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანა ГАЗ Тигр М–ის (წინა მოდელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა - სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანა "СБРМ")

მზვერავ-მოიერიშე უპილოტო "Орион-Э"

УВЗ-ს მიერ წარმოდგენილი ყველგანმავალი "Витязь" 

ტანკი Т-90МС

БМПТ-ს ორი ვარიანტი

შასი "Платформа-О" - სავარაუდოდ ბირთვული ქობინების გადამზიდი

ტანკი Т-14 საბორტე ეკრანების გარეშე

ქსმ  "Курганец-25"

კომპლეს "Деривация-ПВО"-ს საბრძოლო მანქანა 2С38 (დაწვრილებით იხილეთ ბმულზე - კომპლეს "Деривация-ПВО"-ს საბრძოლო მანქანის, 2С38-ის საცდელი მანქანა გამოფენა "Армия-2018"-ზე)

ჯტრ "Бумеранг"

152-მმ თსდ "Коалиция-СВ"

57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Армата Т-15 ("Объект 149") (დაწვრილებით იხილეთ ბმულზე - 57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Армата Т-15 ("Объект 149"))

არკტიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი  "Тор-М2ДТ" (ამ მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - არქტიკული Тор-М2ДТ და Панцирь-СА)

წყარო:
Армия-2018. За несколько дней до открытия