суббота, 8 сентября 2012 г.

დაღესტანში რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი Ми-35М ჩამოვარდა

დაღესტანში მთასთან შეჯახების გამო კატასტროფა განიცადა საბრძოლო–სატრანსპორტო ვერტმფრენმა Ми-35М, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა – ამის თაობაზე ცნობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესს–სამსახურის და საინფორმაციოს სამმართველოს ხელმძღვანელმა, იგორ კონაშენკომ გააკეთა.


კონაშენკოს სიტყვებით, ინცინდენტი მოსკოვის დროით 14:30 საათზე, დასახლებული პუნქტი ბოტლიხის  რაიონში მოხდა. ვერტმფრენი რომელიც დაგეგმილ ფრენას ასრულებდა რადარებიდან გაქრა. ცოტა ხანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ცნობა გაავრცელა რომ გაიგონს ვერტმფრენის მიერ უღელტეხილის გადალახვის მომენტში მთასთან შეჯახების ხმა.
კატასტროფის ადგილიდან გავრცელებული ცნობის მიხედვით ვერტმფრენში მყოფი ოთხივე კაცი გარდაიცვალა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების თანახმად კატასტროფის მიზეზის გამომძიებელი ჯგუფი უკვე დაღესტანში გაემგზავრა – გამოძიების დასრულებამდე მოცემული ტიპის ვერტმფრენების ფრენები შეჩერებულია.


დაღესტანის სამართალდამცავი ორგანოების წყაროს თანახმად ვერტმფრენმა კატასტროფა ჩეჩნეთ–დაღესტანის ადმინისტრაციულ საზღვართან, მაღალმთიან რაიონში განიცადა. "წინასწარი ცნობების თანახმად, Ми-35М ნისლისა და ცუდი მხედველობის პირობებში სპეციალურ დავალებას ასრულებდა და ამ დროს განიცადა კატასტროფა. ის სავარაუდოდ მთის ფერდს წამოედო" – განაცხადა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა.
იმავე წყაროს განცხადებით – "კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რაიონში საკმაოდ ცუდი ხილვადობაა და ამას გარდა საკმაოდ რთული რელიეფია, რაც სამუშაოებს ართულებს. ვერტმფრენის ნარჩენებისა და ეკიპაჟის წევრების გვამების სამძებრო სამუშაოები "Холодный ключ"–ის ადგილთან მიმდინარეობს".

ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი

ძალოვანი სტრუქტურების განცხადებით ვერტმფრენი სამხედრო კოლონის გაცილების ოპერაციას ასრულებდა  – "ჩეჩნეთში და დაღესტანში გამეფებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე სამხედროებზე გახშირებული თავდასხმების გამო ვერტმფრენს დაევალა სამხედრო კოლონის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".

P.S. როგორც ცნობილი გახდა დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით კატასტროფა განიცადა ავიაბაზა "ტორჟოკის" კუთვნილმა ვერტმფრენმა, საბორტე ნომრით "ყვითელი – 54". ეს ბორტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჰაერო ჩვენებას ასრულებდა.



წყარო:
В Дагестане разбился военный вертолет
В Дагестане разбился вертолет Минобороны: экипаж погиб



უცნობი და უცნაური ტექნიკა

Imgoldby Transporter

Latil TAR

Morris Commercial D type 30 CWT

Peugeot 28 HP

1979 Tucker Snowcat equipped with protective armour

XE-2

Best Tractor Manufacturing Co–ს ჭაობმსვლელი 

ГТ-М

ЗиЛ


ტანკ და ვერტმფრენსაწინააღმდეგო Panther–ა

80–ნების ბოლოს – 90–ნების დასაწყისში დასავლეთ გერმანიაში ტანკსაწინააღმდეგო და ვერტმფრენსაწინააღმდეგო მიზნებისთვის Leopard-1 ბაზაზე შექმნილი იქნა სპეციალური მანქანა. ტანკის კორპუსიდან მოხსნილი იქნა კოშკურა და მის ადგილზე განთავსდა 12 მეტრი სიმაღლი გასაშლელი მკლავი – რომელზეც განთავსებული იქნა შეიარაღება და სამიზნე მოწყობილობები. შეიარაღების შესახებ რამდენიმე ვარიანტი არსებობს – მანქანა გამოიყენებდა ან  TRIGAT ან HOT–3 და Stinger–ს. სამიზნე მოწყობილობა უერთდებოდა მემიზნის მონიტორს, რომელიც დაბლა, კორპუსში იყო განთავსებული. კორპუსი აღჭურვილი იყო მძღოლ–მექანიკოსის სარქველით კორპუსის წინ, შუა ადგილას, მეთაურის სარქველით, რომელიც მძღოლ–მექანიკოსის სარქველის უკან იყო განთავსებული და ერთი დიდი სარქველით, რომელიც მკლავის უკან მდებარეობდა და რაკეტების გადასატენად გამოიყენებოდა.





1987 წელს სათავო მწარმოებლად, კონკურსის შედეგად, Wegmann დაინიშნა, მაგრამ 90–ების დასაწყისში პროგრამა დაიხურა. აწყობილი იქნა მხოლოდ ერთი პროტოტიპი



რამოდენიმე სურათი ქურთულ–თურქული კონფლიქტის ზონიდან

შემდინილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთების მიერ კონტროლირებადი საავტომობილო გზა




ერთერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შემდეგ ქურთების ხელში ჩავარდნილი თურქული არმიის შეიარაღება







P.S. როგორც ირკვევა საბრძოლო აღჭურვილობა და შეიარაღება თურქეთის არმიის მე–3 სამთო კომანდოსების ბატაოლიონს ეკუთვნოდა.

пятница, 7 сентября 2012 г.

აშშ–ს საზღვაო ქვეითების M1A1–ების მოდერნიზაციის პროგრამა

ინტერნეტში გამოცენილი ანგარიშის ტანახმად იგეგმება აშშ–ს საზღვაო ქვეითების შეიარაღებაში მყოფი M1A1–ების მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია ძირითად შემდეგ ელემენმტებში გამოიხატება:

  • საკიდარის მოდერნიზაცია.
  • მეთაურის ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული, სითბოვიზორით აღჭურვილი ტყვიამფრქვევის კოშკურა.
  • დამტენის სატყვიამფრქვევო კოშკურა.
  • საბრძოლო კომპლექტის უსაფრთხო განყოფილება.
  • ინეგრირებული დისპლეი და სამიზნე.





წყარო:

Arjun-Mk2 მეთაურის ებრაული პანორამული სამიზნე












четверг, 6 сентября 2012 г.

2К12 Куб-ის პოლონურ-ამერიკული მოდერნიზაცია


პოლონეთში 3-6  სექტემბერს გამართულ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა  MSPO 2012-ზე კოლონურმა კომპანია WZU და ამერიკულმა კომპანია  Raytheon-მა ერთობლივად  წარადგინეს საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 2К12 Куб-ის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი.
ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იყო 2К12 Куб ის კომპლექსში შემავალი  თვითმავალი გამშვები მანქანა  2П25-ის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელზეც ნაცვლად ძველი რაკეტებისა დაყენებულია კომპანია Raytheon-ის წარმოების  3 ცალი საზენიტო რაკეტა RIM-162 ESSM  (Evolved Sea Sparrow Missile). შესაბამისად გამშვებ მანქანაზე მთლიანად განახლებულია ცეცხლის მართვის და სხვა ელექტრონული შიდა სისტემები.

მოდერნიზებული გამშვები მანქანა 2П25



ტანკი - რომელიც რუსეთის არმიას არ მოეწონა







Объект-195  რამოდენიმე ფოტოსურათი