Wednesday, September 5, 2012

ახალი რუსული ტანკი "Черный орел"–ის და "Объект–195" შეცდომებს გამოასწორებს

მძიმე საბრძოლო პლატფორმა "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი რუსული ტანკი, რომლის შექმნაზეც "Уралвагонзавод"–ი მუშაობს, შეიარაღებაზე დანიშნულ ვადაში, ანუ 2015 წელს იქნება მიღებული. მანქანის პირველი პროტოტიპი მომავალი წლის განმავლობაში აეწყობა, ხოლო 2020 წლისათვის უკვე ათასი ასეთი მანქანა უნდა იქნას აწყობილი.
რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის, ვლადიმირ ჩირიკინის, განცხადებით – "რუსეთის არმიისთვის დაჩქარებული ტემპებით იქმნება თანამედროვე, უნიფიცირებულ "Армата"–ს ბაზაზე, ძირითადი საბრძოლო ტანკი. პირველი საცდელი პროტოტიპი, როგორც დაგეგმილია 2013 წელს იქნება მზად. 2015 წლიდან მანქანა უკვე შეიარაღებაზე უნდა იყოს მიღებული."
პირველი პროტოტიპის გამოშვებით მწარმოებლებმა მართლა გაასწრეს გრაფიკს. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ტანკი გამოცდებზე დაგეგმილთან შედარებით 10 თვით ადრე გავა. ხოლო 2020 წლისათვის "Уралвагонзавод" გეგმავს რომ რუსეთის არმიას 2300 ცალი ახალი ტანკი მიაწოდოს.

ახალი, მძიმე პლატფორმის შესახებ, რომელიც 2009 წლიდან იქმნებოდა, ცნობილი გასული წლის ზაფხულში გახდა. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ "Армата"–ს ბაზაზე შეიქმნებოდა ძირითადი საბრძოლო ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, გზაგამწმენდი მანქანები და სხვა დანიშნულების ტექნიკა.
შეგახსენებთ რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს სამი სახის სახმელეთო ბრიგადების შექმნას – მძიმე, საშუალო და მსუბუქი. ხოლო "Армата"–ს პლატფორმა, რომელიც წლის დასაწყისში დამტკიცდა, კონცეფციის თანახმად მძიმე ბრიგადების საფუძველი უნდა გახდეს.

რომელი ჯობია: "Армата" თუ Т-95?


როგორც მოსალოდნელია "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ტანკები თავის თავში გააერთიანებს წინამორბედების – "Черный орел" და "Объект–195" საუკეთესო მახასიათებლებს – მაგრამ თავს აარიდებს მათ უარყოფით მხარეებს. წინამორბედები ("Черный орел" და "Объект–195") რთულები და სამხედროების აზრით გაუმართლებლად ძვირები გამოვიდნენ. კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ამ პროექტებზე იყო სამხედროების მოთხოვნა უნიფიცირებული შასის არსებობაზე, რომელიც ერთნაირად გამოდგებოდა – ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისთვის.
ყველაფერი ამის შედეგად გაჩნდა "Армата". მაში ბოლოს და ბოლოს რეალიზირებული იქნა ის პრინციპი, რომლის აფუძველზეც იქმნებოდა "Черный орел" და "Объект–195" – გათანშორებული ნაკვეთურები და მაღალი ნაღმ და ჭურვმდგრადობა. ახალ ტანკში ეკიპაჟი განთავსებული იქნება საბბრძოლო მასალების და ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებიდან იზოლირებულ კაფსულაში, რომელიც მზად იქნება გაუძლოს ყველა, დღეს არსებულ, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას.
ასევე "Армата"–ზე დაყენებული იქნება ჭურვების ავტომატური მიმწოდები და გამომტანი. ავტომატურ დამტენში დაგეგმილია 32 სხვადასხვა დანიშნულების ჭურვის განთავსება. ცეცხლის მართვას ეკიპაჟი დისტანციურად განახორციელებს, ჯავშანკაფსულიდან გამოუსვლელად. ახალი ტანკზე იქნება 125მმ ქვემეხით აღჭურვილი უკაცური კოშკურა. ექსპერტების ცნობით ეკიპაჟის კავშირის ყველა არხი დაცული იქნება ჩახშობისგან და გადაჭერისგან.
პერსპექტიულ ტანკში გამოყენებული სხვა ტექნოლოგიური სიახლეებიდან ექსპერტები აღნიშნავენ ტანკის ჯავშანზედაპირის სპეციალურ საფარველს, რომელიც შეამცირებს ტანკის შემჩნევადობას რადიოლოკაციურ, ინფრაწითელ და ოპტიკურ სპექტრში. ბრძოლის ველიდან სითბოვიზორული, ტელევიზორული და ლაზერული გადამწოდებების დახმარებით მოპოვებული ინფრომაცია ეკიპაჟის წინ განთავსებულ ეკრანებზე გამოისახება. 
ასევე აღსანიშნავია რომ მანქანას სულ ორი სარქველი ექნება – ზოგიერთი ექსპერტი ამას უარყოფით მხარედ თვლის, რადგანაც ეკიპაჟის ჩასხდომა გადმოსხდომას ართულებს. მწარმოებლის აზრით კი ეს უკეთესია – რაც ნაკლები ხვრელებია მით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს ჯავშან კორპუსი.

No comments:

Post a Comment