პოლონეთში 3-6 სექტემბერს გამართულ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა MSPO 2012-ზე კოლონურმა კომპანია WZU და ამერიკულმა კომპანია Raytheon-მა ერთობლივად წარადგინეს საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 2К12 Куб-ის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 2К12 Куб ის კომპლექსში შემავალი თვითმავალი გამშვები მანქანა 2П25-ის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელზეც ნაცვლად ძველი რაკეტებისა დაყენებულია კომპანია Raytheon-ის წარმოების 3 ცალი საზენიტო რაკეტა RIM-162 ESSM (Evolved Sea Sparrow Missile). შესაბამისად გამშვებ მანქანაზე მთლიანად განახლებულია ცეცხლის მართვის და სხვა ელექტრონული შიდა სისტემები.
მოდერნიზებული გამშვები მანქანა 2П25
No comments:
Post a Comment