суббота, 24 ноября 2012 г.

გამოუცხადებელი ომის სტატისტიკა




ებრაული არმიის ანგარიშების თანახმად, 14–დან 21 ნოემბრამდე, ღაზას სექტორში, ოპერაცია «Pillar of Defense»–ს განმავლობაში, განადგურებული იქნა 1500–ზე მეტი სამიზნე. ოპერაცია ებრაელების მიერ ჰამასის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელის მკვლელობით დაიწყო, რასაც ჰამასის მხრიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტების ზალპები მოჰყვა.

ებრაული წყაროების თანახმად განადგურებული იქნა – 19 მართვის ცენტრი, 26 იარაღის დამზადების საამქრო და შემნახავი საწყობი, რაკეტების გაშვების 140 პოზიცია და ამას გარდა განხორციელდა ჰამასისა და ჯიხადის ორგანიზაციების მმართველი რგოლების სალიკვიდაციო 30 სპეცოპერაცია.

იმავე წყაროების თანახმად 1500–ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან, საიდანაც 421 განადურებული იქნა "Iron Dome"–ს მიერ (რაზეც უკვე ვწერდით – Iron Dome VS რაკეტების სეტყვა) რაც საერთო მცდელობების 84% შეადენს, 875 რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩაკმოვარდა, 58 რაკეტა დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა და 152 რაკეტა სხვადასხვა ხარვეზების გამო ან არ გავარდა და ან გავარდა და თვითონ პალესტინელების ტერიტორიაზე ჩამოვარდა ნაადრევად.


რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს

კომპლექს "Хризантема-С"–ის საბრძოლო მანქანა 9П157-2 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011)

უკვე საიდუმლო აღარაა რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ თავისი არმიის მაღალი ტემპებით რეფორმირებას შეუდგა. ასევე უკვე დიდი ხანია ცნობილია რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში (ჩვენს საზღვართან) მაქსიმალურად მიეწოდება ახალი თუ მოდერნიზირებული საბრძოლო ტექნიკა. ამჯერად ამ ოლქმა უახლესი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, "Хризантема-С"–ები მიიღო – ინგუშეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო ნაწილებმა, სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების ფარგლებში ათი ცალი ახალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Хризантема-С" მიიღეს, რომლებმაც მოძველებული "Штурм"–ები უნდა ჩაანაცვლოს.

უახლოეს მომავალში იგეგმება შენაერთების ამ კომპლექსებით სრული აღჭურვა. კომპლექსებთან ერთად ნაწილებში მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელებიც მივლენ, რომლებიც დაეხმარებიან პირად შემადგენლობას ახალი ტექნიკის ათვისებაში.
კომპლექს "Хризантема-С"-ის დანიშნულებას მოწინააღმდეგის დინამიკური დაცვით აღჭურვილი თანამედროვე და პერსპექტიულ ჯავშანტექნიკასთან, საფორტიფიკაციო და საინჟინრო ნაგებობებთან, დაბლა მფრენ საჰაერო მიზნებთან, მცურავ საშუალებებთან და ცოცხალ ძალასთან ბრძოლა წარმოადგენს.
დღეს–დღეობით "Хризантема-С" წარმოადგენს ყველაზე მძლავრ სამხელეთო ტანკსაწინააღმდეგო მართვად კომპლექსს, რომელსაც შეუძლია დღე–ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში აწარმოოს სწრაფი და ეფექტური ცეცხლი.


  • კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

საბრძოლო მანქანა 9П157-2 – შექმნილია ქსმ БМП-3–ის ბაზაზე. ეკიპაჟის რაოდენობა 2 კაცი. საბრძოლო კომპლექტი 15 მართვადი კუმულაციური და ფუგასურ–თერმობარული რაკეტა. მანქანას ჯავშანდაცვის გარდა გააჩნია მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსი. ამოსაწევ გამშვებ დანადგარზე ორი ცალი რაკეტა თავსდება. გამშვებისგან მარცხნივ განთავსებულია რადიოლოკაციური სადგურის ანტენა. საბრძოლო კომპლექტი კორპუსშია განთავსებული. ოპერატორის ბრძანებით კომპლექტიდან საჭირო ტიპის რაკეტის ამორჩევაა შესაძლებელი, ამასთან მთელი პროცესი სრულიად ავტომატიზირებულია.

 კომპლექს "Хризантема-С"–ის საბრძოლო მანქანა 9П157-2 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011) – კარგად ჩანს რაკეტების გამშვები და ოპტიკური და რადიოლოკაციური სადგურები


საბრძოლო კომპლექტის მიწოდების მექანიზირებული მოწყობილობა
  • ბატარეის მართვის მანქანა 9П157-4:
ეს მანქანა პირველად გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011–ზე იქნა წარდგენილი. გამოფენაზე გახმოვანებული მონაცემებიდან გამომდინარე მანქანას შემდეგი მოვალეობა აკისრია:
  1. "Хризантема-С"–ის ბატარეის მართვა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა.
  2. დღისით და ღამით საბორტე საშუალებების გამოყენების დახმარებით დაზვრევის წარმოება.
  3. აღმოჩენილი მიზნის პარამეტრების გამოთვლა.
  4. ელექტრონულ პლანშეტებზე კარტოგრაფიული ინფორმაციის გამოსახვა.
  5. მიზნების შესახებ მიღებული ინფორმაციის სხვა ქვედანაყოფებისთვის გადაცემა და მიზანგანაწილება ბატარეის საბრძოლო მანქანებს შორის.
  6. ზუსტი ორიენტაცია საბროტე სანავიგაციო ხელსაწყოების დახმარებით.
  7. ადგილმდებარეობის ელექტრონულ რუქაზე ბატარეის მანქანებისთვის მარშრუტის და კურსის განსაზღვრა.


ბატარეის მართვის მანქანა 9П157-4 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011)


მანქანა აღჭურვილია 9М123 ტიპის მართვადი რაკეტის შემდეგი სახეობებით:

  • 9М123 — ლაზერით მართვადი, ტანდემურ–კუმულაციური საბრძოლო ქობინით.
  • 9М123-2 — რადიომართვადი ტანდემურ–კუმულაციური საბრძოლო ქობინით.
  • 9М123Ф — ლაზერით მართვადი, თერმობარული საბრძოლო ქობინით.
  • 9М123Ф-2 — რადიომართვადი, თერმობარული საბრძოლო ქობინით. 

რაკეტისდიამეტრი152მმ–ია. ლაზერით მართვად რაკეტებს მიზნის დაზიანება 400–5000 მეტრის დიაპაზონში შეუძლიათ, ხოლო რადიომართვის შემთხვევაში ეს დიაპაზონი 400–6000 მეტრია. რაკეტა ზებერითია (400მ/წმ), რაც უზრუნველყოფს მიზანთან მისი მიფრენიც მცირე დროს. ჯავშანგამტანობა 1100–1250მმ.


სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერები გამშვებ მოწყობილობაზე


რაკეტა 9М123-2 და სატრანსპორტო ამშვები კონტეინერი

კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის:
  • ტექნიკური მომსახურების საშუალებები:

  1. საბრძოლო მანქანა 9П157-2–ის მაკონტროლებელ–შემმოწმებელი მანქანა 9В945.  
  2. რაკეტების მაკონტროლებელ–შემმოწმებელი მანქანა 9В990.

  • სასწავლო საწვრთენლი ტრენაჟორი – 9Ф852.


 მანქანა 9В945

მანქანა 9В990

კომპლექსს შეუძლია აწარმოოს ზალპური ცეცხლი – ერთდროულად გაუშვას ორი მართვადი რაკეტა, ორი სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში ერთი რაკეტის მართვა ლაზერით ხდება ხოლო მეორისა რადიობრძანებებით


წყარო:
Противотанковый ракетный комплекс 9К123 Хризантема

В артиллерийское соединение ЮВО поступила первая партия новых ПТРК «Хризантема-С»

пятница, 23 ноября 2012 г.

კორპორაცია "Иркут"–მა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს პირველი ორი Су-30СМ გადასცა

კორპორაცია "Иркут"–მა (შედის "გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის" შემადგენლობაში) რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს პირველი ორი Су-30СМ გადასცა. შესაბამის მიღება ჩაბარების აქტს ხელი კორპორაციის საწარმოო ქარხანაში, 22 ნოემბერს მოეწერა ხელი.


მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ წარმოადგენს Су-30МК ტიპის გამანადგურებლების შემდგომ განვითარებას. ავიაკონსტრუქტორებმა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შესაბამისად მოახდინეს გამანადგურებლის ადაპტირება, კერძოდ რადიოლოკაციის, რადიოკავშირისა და სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემებში. ასევე მოდერნიზირებულია საკატაპულტაციო სავარძელი და სხვა უზრუნველყოფის სისტემები. შეცვლილია შეიარაღების შემადგენლობაც.





2015 წლამდე 30 ცალი Су-30СМ მიწოდების კონტრაქტს ხელი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია "Иркут"–ს შორის 2012 წლის მარტში მოეწერა ხელი.

წყარო:

Корпорация «Иркут» передала ВВС России первые два самолета Су-30СМ




четверг, 22 ноября 2012 г.

LEOPARD-2HEL - ბერძნული არმიის სიამაყე

ოქტომბრის დასაწყისში საბერძნეთის არმიის 23–ე სატანკო ბრიგადამ ქალაქ ალექსანდრუპოლთან ახლოს, პოლიგონ "არწივზე" (Αετός) განახორციელა ტაქტიკური სწავლება "ბალიოსი–2012" (ΒΑΛΙΟΣ 2012).

სწავლების ეპიცენტრში ბერძნული არმიის ბოლო შენაძენი Leopard-2A6HEL იყო – ეს მოწმობს იმაზე რომ კონკრეტულმა ტანკმა ბერძნულ არმიაში სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.














წყარო:

ΧXΙΙΙ ΤΘΤ – LEOPARD 2HEL

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э" პალესტინელების ხელში

პალესტინელების გასამხედროებულმა ორგანიზაციამ "ალ–კუდსის ბრიგადებმა" (დაჯგუფება "ილსამური ჯიხადის" სამხედრო ფრთა) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც დემონსტრირებულია ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვარზე მყოფი ებრაელი ჯარისკაცების წინააღმდეგ რუსული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი 9К135Э "Корнет-Э"–ს გამოყენება. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ახორციელებს ქალი ოპერატორი შენობიდან რაკეტის გაშვებას. "ალ–კუდუსის ბრიგადების" განცხადების თანახმად ეს შეტევა, ეშკოლის რაიონში, "სიონისტი ჯარისკაცების" თავშეყრის" ადგილზე 2012 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა. "ბრიგადის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეტევის შედეგად – "დაიღუპა ერთი და დაიჭრა 11 სიოსნისტი ჯარისკაცი". აღსანიშნავია რომ 20 ნოემბერს ებრაული არმიის თანახმად ეშკლოს რაიონში ნაღმტყორცნით დაბომბვის შედეგად ერთი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა.


პალესტინელების ხელში ეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э"–ს პირველი გამოსახულებაა. ადრე მხოლოდ ინფრომაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ რომ პალესტინელები ამ კომპლექსს იყენებდნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე ფოტო ან ვიდეო მასალა არ არსებობდა. 2012 წლის 10 ნოემბერს პალესტინის ეროვნულ–განმანთავისუფლებელმა ფრონტმა ამ კომპლექსის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კომპლექსის დახმარებით განადგურებული იქნა ებრაული არმიის ჯავშანმანქანა MDT David (Land Rover). ამ შეტევის შედეგად ოთხი ებრაელი ჯარისკაცი იქნა დაჭრილი. 


ჯავშანმანქანა MDT David-ის განადგურება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э"–ს საშუალებით

ასევე 2011 წლის 7 აპრილს ჰამასის მებრძოლებმა "Корнет-Э"–ს გამოყენებით დააზიანეს ებრაული სასკოლო ავტობუსი – შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ხოლო "Корнет-Э"–ს პირველი გამოყენების შემთხვევა 2010 წლის 6 დეკემბერს ღაზას სექტორის საზღვართან დაფიქსირდა, როდესაც კომპლექსის რაკეტით ებრაული ტანკი Merkava Mk–3 იქნა განადგურებული.


«Aquitaine» და ΝΗ-90


















დამატებით ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

Rencontre entre le NH90 Caïman et l'Aquitaine

среда, 21 ноября 2012 г.

Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ





ებრაული წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "Iron Dome" პალესტინა–ისრაელი ბოლო დაპირისპირების უეჭველი გმირა. ამ სისტემის შესახებ უკვე ვწერდი და ამიტომ აღარ გავაგრძელებ მისი შექმნისა და ტექნიკური მონაცემების შესახებ საუბარს, მაგრამ მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი – სისტემით ინდოეთის არმია დაინტერესდა.
წინა კვირაში "რკინის თაღის" საბრძოლო ნათლობას ინდოეთში ყურადღებით აკვირდებოდნენ. "Iron Dome"–ს მიმართ  ინდოეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამოხატა დაინტერესება და გეგმავდა ამ სისტემის ოთხი პოლკის შესყიდვას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემაში (Air Defence Control & Reporting System – ADC & RS) მათ ინტეგრირებას, რომელიც მწყობრში 2017 წელს უნდა ჩადგეს.
აღსანიშნავია რომ "Iron Dome"–ეს რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 ინდოეთის მხარემ უკვე შეისყიდა (ადგილობრივი სახელწოდებით Arudhra). საერთო ჯამში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალები 34 ცალ Arudhra–ს მიიღებენ. 

ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 Arudhra



რადარი EL/M-2084 აქტიურ ფაზრიებულ საანტენო ცხაურს წარმოადგენს და საკმაო საიმედოობითა და მაღალი საექპულატაციო მზადყოფნით გამოირჩევა. ამ რადარს შეუძლია მრავალი ამოცანის ერთდროულად გადაჭრა, ისეთების როგორებიცაა საფრთხეების აღმოჩენა და მათზე სისტემის გამიზვნა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჩაჭერა და სხვები – ამგვარად ერთი რადარით შესაძლებელია სხვადასხვა მისიების შესრულება და აღარაა საჭირო ყველა ამოცანისთვის ცალკე რადიოლოკაციური სადგურის არსებობა.
თვითონ რადარი EL/M-2084 MMR ინდოეთში დემონსტრირებული იქნა 2011 წლის თებერვალში, ბანგალორში, გამოფენა "Aero India–2011"–ის დროს, ხოლო ანტირაკეტა "Tamir"–ის დემონსტრირება მოხდა როგორც "Aero India–2011"–ის ასევე 2012 წლის მარტ–აპრილში, ნიუ–დელიში მიმდინარე გამოფენა "DEFEXPO–2012"–ზე.

ინდოეთში სხვადასხვა დროს გამოფენებზე წარდგენილი Iron Dome–ს გამშვებები და ანტირაკეტები





P.S. ოფიციალურად ისრაელის მხარემ 5 წლის განმავლობაში "Iron Dome"–ს პროგრამაში 2,2 მილიარდი შეკელი (დაახლოებით 563 მილიონი დოლარი) დახარჯა. ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ისრაელის მთავრობამ პროგრამისთვის დამატებით 750 მილიონი შეკელი (დაახლოებით 190 მილიონი დოლარი) გამოყო. ამას გარდა ქვეყანამ აშშ–სგან პროგრამისთვის ადრე მიღებული 275 მილიონზე დამატებით 605 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.