Monday, November 19, 2012

Iron Dome VS რაკეტების სეტყვა

ყველა ამის შესახებ წერს და ვცდი მეც :D

ღაზას სექტორში, ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, ხელახლა გაღვივებული კონფლიქტის ეპიცენტრში დღეს ერთის მხრიდან უმართავი რაკეტები და ნაღმებია ხოლო მეორეს მხრიდან ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემა  "Iron Dome". ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საბრძოლო ნათლობას გადის – მეწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი  "Iron Dome", ყოველდღიურად, ღასას სექტორიდან გაშვებული, ათობით რაკეტის განადგურებას ახერხებს. ამ სარაკეტო შეტევებთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობამ, თელ–ავივის დასაცავად, დამატებით ერთი ბატარეის გაშლა განახორციელა. თელ–ავივის თავზე სისტემა ათიდან ცხრა რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ებრაულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით მთლიანობაში სისტემამ 222 რაკეტა გაანადგურა, რაც საერთო ჯამში გაშვებული რაკეტების 90% შეადგენს.

ეჭვს გარეშე "რკინის თაღი" ამ კონფილქტის ყველზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს, ხოლო ამ სისტემის ოპერატორები კიდევ ეროვნული გმირები არიან – ისრაელის გმირები, რომლებიც ხალხის სიცოცხლეებს იცავენ. ამ ხალხის ამოცანაა წელში მოხრილები იჯდნენ ეკრანებთან, დააკვირდნენ ჰამასის მიერ გამოშვებულ რაკეტებს და როდესაც ისინი დასახლებული პუნქტებისკენ მიემართებიან განახორციელონ მათი განადგურება.

"Iron Dome" მოძრავ რაკეტსაწინააღმდეგო სათვალთვალო სისტემას წარმოადგენს, რომელსაც ევალება ღაზას სექტორიდან და ლიბანიდან გამოშვებული რაკეტების განადგურება. სისტემა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ჰამასი, ჰეზბოლა და სხვა რადიკალური დაჯგუფებები, ისრაელის საზღვართან თანდათან აგროვებენ მიწა–მიწა კლასის რაკეტების დიდ რაოდენობას და ამგ გზით ცდილობენ თავი აარიდონ ისრაელის არმიის სახმელეთო და საჰაერო ჯარების მძლავ საცეცხლე ძალას.

არაბულ–ებრაული თანამედროვე ომი უკვე მე–6 ათწლეულს ითვლის და უკვე გადაიზარდა Hi-Tech რაკეტების ომში. ისრაელის სადაზვერვო სამსახურის თანახმად, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან 200 000 –ზე მეტი რაკეტაა მიმართული ისრაელის ტერიტორიისკენ.  "Iron Dome"–ს ყოველი ბატარეის შემადგენლობაში 100 სამხედრო მოსამსახურე შედის, მათ შორისაა დაცვის ქვედანაყოფებიც, ხოლო მთლიანი სისტემა ინტეგრირებულია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში. თვითონ სისტემა წარმოადგენს მოძრავ საბრძოლო პუნქტს, რომელიც ამუშავებს რადარიდან მიღებულ ინფორმაციას რათა მოახდინოს რაკეტის გასროლის იდენტიფიცირება, გამოითვალოს მცირე რადიუსის მქონე რაკეტის ტრაექტორია, რის შემდეგადაც ხდება რაკეტის განადგურება/არ განადგურების გადაწყვეტილების მიღება.

"Iron Dome"–ს რადარიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შედეგად დგინდება რაკეტის ტრაექტორია და მისი დაცემის წერტილი და თუ რაკეტა დასახლებულ პუნქტს ემუქრება მხოლოდ მაშინ ხდება რაკეტის განადგურება.  "Iron Dome" სხვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისგან განსხვავდება – ის სპეციალურადაა შექმნილი 5–დან 40 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებისა და ნაღმების გასანადგურებლად.

Iron Dome–ს გამშვები მოწყობილობების ტრანსპორტირება და საცეცხლე პოზიციებზე განთავსება (2012 წლის ნოემბერი)



2006 წლის ლიბანის ომის დროს, ისრაელის მიმართულებით 4000 რაკეტის გაშვების შედეგად, ისრაელმა გადაწყვიტა ახლო რადიუსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე მუშაობის დაწყება და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ სამუშაოს შედეგად  "Iron Dome" ჩაუშვა სერიაში.

სისტემის პროგრამისტები მძიმე ამოცანის წინაშე დადგნენ – მათ უნდა შეექმნათ ანტისრაკაეტო სისტემა რომელმაც უნდა აღმოაჩინოს რაკეტა გაშვების შემდეგ, მოახდინოს მისი კლასიფიკაცია, გამოითვალოს მისი ტრაექტორია, განსაზღვროს ის საფრთხე რომელსაც ის წარმოადგენს, დაიწყოს გზის გადაჭრის ოპერაცია, ჩაიჭიროს რაკეტა და მთელი დროის განმავლობაში ჩაჭერილი ყავდეს ის და მოახდინოს მისი ჰაერში განადგურება. და იმისდა მიხედვით თუ რა მანძილიდან ხდება რაკეტის გაშვება ეს ყველაფერი 15–40 წამის განმავლობაში უნდა მოასწროს.
შორი რადიუსის მქონე რაკეტებს ირანიდან ისრაელამდე მისაღწევად 11 წუთი ესაჭიროებათ. ეს საკმარისი დროა რათა მოხდეს მათი გზის გადაჭრა Patriot–ით ან Hawk–ით. ხოლო ღაზას სექტორიდან გაშვებულ რაკეტას სულ რაღაცა 15 წამი სჭირდება რათა ყველაზე ახლო მდებარე, 120 000 კაციანი მოსახლეობის მქონე ებრაულ ქალაქამდე მიაღწიოს. ამგვარად ამ სისტემის რეაგირების დრო საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"Iron Dome" ინტეგრირებულია ისრაელის მრავალსაფეხურიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში და ამგვარად შეუძია 100–150 კილომეტრი რადიუსის მქონე რაკეტების განადგურება, ისეთებისა როგორებიც სირიის ან ჰეზბოლას არსენალში იმყოფება. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საერთო ქსელის წყალობით "ერთმანეთს ესაუბრებიან" ცოცხალ დროში და ამგვარად საკმაოდ მაღლა სწევენ საჰაერო საფრთხეების განადგურების ეფექტურობას. ამ ქსელის წყალობით სისტემებს შორის ხდება საჰაერო სივრცის მდგომარეობის ინფორმაციის გაცვლა და იმის გადაწყვეტა თუ რომელი სისტემაა პასუხისმგებელი აღმოჩენილი საფრთხის გასანადგურებლად.

"Iron Dome" გამოიყენება ისრაელისა და აშშ–ს მიერ. 40–დან 50 მილიონ დოლარამდე ჯდება სისტემის თითო ბატარეა და მიახლოებით 40 000 დოლარი თითო ანტირაკეტა. ანტირაკეტის სიგრძე მიახლოებით 3 მეტრია, იწონის 90 კილოს. ყოველ გამშვებში 20 ცალი ანტირაკეტა "Tamir"–ია მოთავსებული და მათ მაღალი ეფექტურობით შეუძიათ ებრძოლონ "Kassam"–ისა და "Град"–ის ტიპის რაკეტებს, რომელთა ფასცი 1000 დოლარს არ აჭარბებს. 
  • Iron Dome
"რკინის თაღი" (ებრაულად כיפת ברזל‎ — კიპატ ბარზელ), რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რომლის დანიშნულებაცაა 5–დან 70 კილომეტრამდე რადიუსის მქონე რაკეტებისა და ჭურვების განადგურება, ბოლო ცნობებით 17 ნოემბერს მოხდა ამ სისტემის მეხუთე ბატარეის გაშლა, რომელიც მოდერნიზიზრებულ ვარიანტს წარმოადგენს და არაოფიციალურად მე–2 თაობის Iron Dome–დ იწოდება. შეიარაღებაში მიღებულია 2011 წელს. ყოველ ბატარეას შეუძლია 150 კვადრატული კილომეტრის დაცვა. იწარმოება ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems–ის მიერ.
  • ბატარეის შემადგენლობა
  • Elta Systems–ის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084. რადარის დანიშნულებაა მიზნის და მისი ტრაექტორიის ზუსტი იდეტიფიცირება. რადგანაც "Kassam" რაკეტების 75% მიზანს ვერ ხვდება, ხარჯების შემცირების მიზნით რადიოლოკაციური სადგური ადგენს რაკეტის ტრაექტორიას და თუ ის საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ მაშინ იძლევა განადგურების ბრძანებას.
  • ცეცხლის მართვის ცენტრი (მიზნის აღმოჩენიდან მის განადგურებამდ რამდენიმე წამი ესაჭიროება).
  • სამი, 20 რაკეტიანი (რაკეტა Tamir), გამშვები (რაკეტა აღჭურვილია არაკონტაქტური ამფეთქით).
Iron Dome–ს ბატარიის შემადგენლობა – მართვის პუნქტი, გამშვები დანადგარი და რადიოლოკაციური სადგური


























  • გამოცდები.
2007 წელს ანტირაკეტამ წარმატებით გაანადგურა რაკეტა "Kassam"–ი და "Град"–ის 122 მილიმეტრიანი რეაქტიული ჭურვი.

2009 წელს სისტემამ წარმატებით გაიარა საკონტროილო გამოცდები რის შემდეგაც გადაწყდა მისი საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება – პირველად მათი გაშლა ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყოს, ამ ბოლო დღეებში კი თელ–ავივის დასაცავადაც მოხდა დამატებითი ბატარეის გაშლა.
  • საბრძოლო გამოყენება.
"Iron Dome"–ს პირველი ორი კომპლექსი გაშლილი იქნა 2011 წლის აპრილში, აშკელონთან და ბერ შევოსთან, ღაზას სექტორიდან გამოშვებული რაკეტებისგან დასაცავად. 2011 წლის აპრილში ღაზადან განხორიცელებული დაბომბვების დროს, დასახლებული პუნქტებისკენ გაშვებული 8 ცალი "Град"–ის რაკეტიდან "Iron Dome"–ს მიერ რვავე იქნა განადგურებული. მესამე ბატარეა იმავე წლის სექტემბერში ქალაქ აშდოდომთან იქნა გაშლილი.

2011 წლის აგვისტოში ისრაელის ტერიოტრია არა ერთხელ იქნა დაბომბილი ღაზას სექტორიდან. ტერორისტების მიერ განხორციელდა 82 დაბომბვა, რომლის დროსაც ისრაელის მიმართულებით გასროლილი იქნა 144 ცალი რაკეტა (მათ შრის რამდენიმე ზალპურად – 7 რაკეთა თითო ზალპში). "Iron Dome"–ს მიერ ჩამოგდებული იქნა არა ნაკლებ 20 რაკეტისა. დაბომბვის დროს დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოცდაოთხი ებრაელი მოქალაქე.

მთლიანობაში 2011 წელს განხორციელდა 229 დაბომბვა, გაშვებული იქნა 386 რაკეტა, შედეგად – სამი დაღუპილი, 38 დაჭრილი, 34 რაკეტა ჩამოგდებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ.

2012 წლის მარტში ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის "Kassam"–ისა და "Град"–ის რაკეტებით დაბომბვის დროს სისტემამ კვლავ დაადასტურა თავისი ეფექტურობა. 2012 წლის 12 მარტის მდგომარეობით, წლის დასაწიყისიდან განხორციელდა 85 დაბომბვა, გაშვებული იქნა 185 რაკეტა, რის შედეგადაც დაიჭრა 5 კაცი, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 61 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ისრაელის არმიის განცხადებით "Iron Dome"–მ მოახერხა დასახლებული პუნქტებისკენ გაშვებული რაკეტების 85% განადგურება. მთელი ამ დროის განმავლობაში სისტემამ 93 რაკეტის განადგურება მოახერხა.

ბოლო ცნობებით 14 ნომებრიდან დღემდე (19 ნოემბრამდე) განხორციელებული დაბომბვების შედეგად ისრაელის მიმართულებით გაშვებული იქნა 748 უმართავი რაკეტა, აქედან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "Iron Dome"–მ განახორციელა 240–ზე მეტის განადგურება. ებრაული არმიის ცნობით ეს წარმოადგენს განხორციელებული მცდელობების 87%. ანუ მათ თუ ვენდობით 748 რაკეტიდან, მხოლოდ 275 რაკეტა წარმოადგენდა საფრთხეს მოსახლეობისთვის და ამიტომ მხოლოდ მათი გადაჭერის მცდელობა განხორციელდა და აქედან მოხერხდა 240–ზე მეტი რაკეტის განადგურება.

ანტირაკეტა Tamir–ის გაშვების მომენტი


ანტირაკეტა Tamir–ის მიერ რაკეტების განადგურების მომენტი

P.S. როგორც წესი მწარმოებელი ქვეყანა თავისი ნაწარმის რეკლამირებას ეწევა ხოლმე (ამის მაგალითი 1991 წლის "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს ამერიკული Patriot–ებიც გამოდგება). ამიტომ მე ამ ეფექტურობის პროცენტულ მაჩვენებელს ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი. პირველ რიგში უცნობია რეალურად რამდენი მცდელობა განხორციელდა და მეორე კიდევ უცნობია რამდენი ანტირაკეტა დაიხარჯა თითოეული ჭურვის თუ რაკეტის ჩამოსაგდებად. თუმცა უდავო ფაქტია რომ "რკინის თაღ"–მა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა და მისცა ისრაელის არმიას წყნარად და დროში შეუზღუდავად სახმელეთო ოპერაციისთვის მოსამზადებლად და თუ დაბომბვები არ შეწყდება მაშინ ალბათ სახმელეთო მოქმედებასაც უნდა ველოდოთ. სისტემის მაღალი ეფექტურობის დამადასტურებლად ის ვიდეო მასალაც გამოდგება რომელიც ბოლო დღეებში მასიურად გავრცელდა ინტერნეტში.







წყარო:

No comments:

Post a Comment