Today the Israel Missile Defense Organization in the Ministry of Defense, delivered the first of two Iron Dome Defense System batteries to the U.S. Army. A symbolic event was held at the Iron Dome production line of defense contractor, Rafael Advanced Systems.
Defense Minister Gantz: “The completion of this agreement serves as further proof that the defense alliance [between the U.S. and Israel], is based on common values and interests, which are stronger than ever."
Today the Israel Missile Defense Organization in the Ministry of Defense, delivered the first of two Iron Dome Defense System batteries to the U.S. Army. A symbolic event was held at the Iron Dome production line of defense contractor, Rafael Advanced Systems 1/2 pic.twitter.com/kkfkfMAXTs
US Army receives 1st of 2 Iron Dome batteries, unlikely to buy more. After Israel refused to hand over underlying source code for the powerful air defense system, American military put plans to acquire further units on hold.
The US and Israel signed an agreement for the purchase of the two batteries — each of which include a launcher and missiles made by Rafael Advanced Systems Ltd., a radar array made by the ELTA defense contractor, and a command-and-control center developed by the mPrest firm — last August, with initial plans to buy both two more units and to consider deeper integration of the Israeli air defense system.
In March, however, the US Army indicated it was scrapping — or at least freezing — its purchase of the two additional batteries and the further incorporation of the Iron Dome into its aerial defenses.
Though the deal appears to have stalled, Rafael continues to meet with US officials about the matter, a spokesman for the company said Wednesday, stressing that no final decision had been made on the deal.
2019 წლის 14 ნოემბერი - ამბობენ ეს არის სისტემა "რკინის გუმბათის" (Iron Dome) გზის გადამჭრელის რაკეტის დეტალი, რომელიც გაზას სექტორში ჩამოვარდა და რომელიც ჰამასის მებრძოლების ხელში აღმოჩნდა.
P.S. თუ ეს სიმართლეა მაშინ კაი ნაალაფარია და ის უკვე ირანის ან რუსების ხელში იქნება
შაბათს ღამით,ჰამასის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების საპასუხიდ ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიღო - წუხელ, ქალაქ სდეროტის მიმართულებით, გაზას სექტორიდან, სამი რაკეტა იქნა გაშვებული - ორი Iron Dome-მ მმოხსნა ჰაერში, ერთი კიდევ ქალაქის გარეთ, მაგისტრალთან ჩამოვარდა, გამოიწვია ხანძარი და დაზიანებები, რასაც მსხვეპლი არ მოჰყოლია.
ებრაულმა კომპანია Rafael-მა საფრანგეთში, საერთაშორისო ავიაკაოსმოსურ სალონზე (17-19.06.19), რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Iron Dome-ს მობილური ვერსია - I-Dome წარადგინა. სისტემამ სხვადასხვა საჰაერო საფრთხეებისგან შეტევაზე გადასული სახმელეთო ჯარების დაფარვა უნდა განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში I-Dome-ს შეუძლია, ისევე როგორც მისი სტაციონარულ ვარიანტს, დაიცვას ისეთი სახმელეთო ობიექტები, როგორებიცაა - სამხედრო ბაზები და საწარმოო და ადმინისტრაციული ცენტრები.
I-Dome ერთდროულად არის როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა (C-RAM – Counter Rocket, Artillery, Mortar), ასევე ზეახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო კომპლექსი (VSHORAD – VeryShort Range). შესაბამისად ობიექტს იცავს როგორს საარტილერიო ცეცხლისგან (ჭურვები, ნაღმები, რაკეტები), ასევე სხვადასხვა ტიპის მფრინავი აპარატებისგან (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, უპილოტოები).
სისტემის ყველა ელემენტი - 10 რაკეტიანი გამშვები დანაგარი ("რკინის გუმბათის" ჩვეულებრივ გამვშებზე 20 რაკეტაა), მართვისა და კონტროლის სისტემა (BMC – Battle Management & Control) და რადიოლოკაციური სადგური, ერთ სატვირთოზეა განთავსებული (მოდელებსა და ვირტუალურ მასალაში 6х6 სავალი ფორმულის მქონე გერმანული MAN-ია გამოყენებული). სისტემა, ისევე როგორც ორიგინალი "რკინის გუმბათი", აქტიურ-ფაზირბეული ცხაურიანი რადარითაა აღჭურვილი, მაგრამ მისგან განსხვავებით მასზე წრიული დაკვირვების 4 ზედაპირია. რადარი შემცირებული ზომების საზღვაო EL/M-2248 MF-STAR-ს ჰგავს. სავარაუდოდ მობილური კომპლექსის ხედვის მანძილი, ორიგინალური "რკინის გუმბათისგან" განსხვავებით, შემცირებულია.
ცეცხლის წარმოება გაჩერებული პოზიციიდან ხორციელდება - სამალშქროდან სასროლ პოზიციაში გადასვლას რამდენიმე წუთი ესაჭიროება. I-Dome-ს ნებისმიერ ამინდში შეუძლია მოქმედება, შეუძლია ერთდროულად გააცილოს და გაანადგუროს მრავლობითი სამიზნეები, შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირდეს და გახდეს უფრო მაშტაბური რაკეტსაწინააღმდეგო-ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ I-Dome ჯერ კონცეფციის სახით იქნა წარდგენილი (ანუ ის ჯერ არსებობს - მოხლოდ მოდელები და ვირტუალური გამოსახულებების დონეზეა), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის უკვე გამოცდილ "რკინის გუმბათს" ეფუძნება - გზაგადმჭრელი რაკეტები, მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, გამშვები დადანგარის ელემენტები, რადიოლოკაციური ტექნოლოგიები. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლის ანგარიშზეც უკვე 2000-ზე მეტი ოპერატიული გზის გადაჭრაა და რომლის წყალობითაც სისტემა 90% ეფექტურობას აღწევს. რაც შეეხება VSHORAD-სის შესაძლებლობებს - როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი "რკინის გუმბათის" მოდერნიზაციის ფარგლებში, მასზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ.
რამდენიმე საათის წინ გაზას სექტორიდან, ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით, მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, რსით კომპლექსმა Iron Dome-მ, მრავლობითი სამიზნეების მიმართულებით წარმატებით იმუშავა.
როგორც ცნობილია მდგომარეობა საკმაოდ გამწვავდა, ცეცხლის საპასუხოდ, ებრაულმა ავიაციამ, სარაკეტო იერიშები მიიტანა გაზას სექტორზე, სადაც 20-მდე სამიზნე გაანადგურა.
ბოლო ვნობებით დასახლებული პუნქტებისკენ ორასამდე რაკეტა იქნა გაშვებული, რამდენიმე დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა, არიან დაზარალელბულები.
LOOK: This is one of the multiple Israeli homes hit by rockets fired from #Gaza. Yes, HOMES. Plural. Terrorists in Gaza are targeting Israeli civilians. We are targeting the terrorists. pic.twitter.com/hrApfCZQfm
რაკეტა დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რსთ-მ მისი განადგურება ვერ მოახერხა
ასევე დღეს საღამოს, გაზას სექტორიდან გამოშვებულმა ტსმრ-მა, ებრაელი ჯარისკაცებით დატვირთული ავტობუსი გაანადგურა, ერთი ჯარისკაცი მძმედ დაშავდა, გავრცელებული ცნობებით გარდაიცვალა.
გუშინ ღამით, ღაზას სექყორიდან, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ შერდოკის მიმართულებით, 20 რაკეტა იქნა გაშვებული. ებრაელმა სამხედროებმა Iron Dome დახმარებით 8 რაკეტა გაანადგურეს, დანარჩნი უკაცრიელ ადგილებში დაეცა. თავდასმის შემდეგ რაკეტების მოგერიების ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, ანტირაკეტები გაშვების შემდეგ 180 გრადუსით ტრიალდება და უკან დაბრუნებისას ანადგურებს სამიზნეს.
აღნიშნული სისტემის და მისი ეფექტურობის შესახებ, ბლოგზე არაერთხელ ვწერდი:
წუხელ, ირანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, სირიის ტერიტორიიდან, ისრაელზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს. იერიშს მსხვრეპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება არ მოჰყოლია.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გაშვებული 20 რაკეტიდან, ოთხი რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს, Iron Dome-ს, გამოყენებით იქნა განადგურებული.
იერიშის საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ, სირიაში, კუნეიტრის რაიონში, საჰაერო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერიშებს 15 ირანელი სამხედრო შეეწირა.
ირანის სარაკეტო თავდასხხმის საპასუხოდ, ებრაულმა მხარემ, სირიაში, 50 ობიექტზე განახორციელა საჰაერო იერიში. მათ შორის სირიის ჰსთ სისტემის 5 რადარზე.
როგორც ებრაული მხარე აღნიშნავს, ავიადარტყმების უმეტესობა ირანის "ისლამაური რევოლუციის მცველთა კორპუსში" შემავალი "ელ-კუდის"-ის ბაზებზე, შტაბებზე და სადაზვერვო შენაერთებზე იქნა განხორციელებული
ისრაელის ავიაციის მიერ ირანულ სამზინეებზე განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ებრაულმა ავიაციამ სამ აეროდრომზე მიიტანა იერიში, ესენია: ავიაბაზა შაირატი, ავიაბაზა ტალა (სირიის სამხრეთ-დასავლეთი), ავიაბაზა მეზე (დამასკოს შემოგარენი). ამას გარდა ავიადრტყმები განხორციელდა ქალაქ ალ-კუსაირისა და კუნეიტრას მახლობლად. ალ-კუსაირაში იერიშით ჰესბოლას ბაზა იქნა განადგურებული.
გოლანის სიმაღლეებზე ისრალის მიერ განთავსებული რსთ/ჰსთ სისტემები
პალესტინა–ისრაელის ხანმოკლე კონფლიქტის მთავარ მოვლენად ებრაული "რკინის გუმბათი" და მისი მუშაობა გახდა, რაზეც არა ერთხელ ვწერდი (Iron Dome VS რაკეტების სეტყვა და Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ). ამ სისტემის გარეშე ისრაელისთვის პალესტინური რაკეტებისგან მიყენებული ზარალი და ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად სიფრთხილე გვმართებს "რკინის გუმბათის" შესახებ გავრცელებული მითებთან მიმართებაში.
ამ კონფლიქტის დასაწყისი გახდა ნამდვილი საბრძოლო გამოცდა ებრაული სისტემისთვის, რომლის განმავლობაშიც სისტემამ 400–მდე რაკეტის თუ ჭურვის ჩამოგდება მოახერხა და მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ბევრი მითი და ლეგენდა გავრცელდა – როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
მოქმედების რადიუსი
ერთ–ერთი მთავარი მითი "რკინის გუმბათის" შესახებ, რომელიც წარმოიშვა ეს მისი მოქმედების რადიუსია – დასახელდა ციფრი 70 და თვით 250 კილომეტრიც კი. და ამასთან ამ სისტემის ერთი ბატარეა ფარავს 150 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე რაიონს (უხეშად რომ ვთქვათ 7 კილომეტრი რადიუსის მქონე წრე), რაც არანაირად არ ჯდება მოცემულ ციფრებში.
საიდან გაჩნდა ეს ციფრები – «4–დან 70–მდე» და მით უფრო «4–დან 250–მდე»? სინამდვილეში ეს ციფრები მიზნის პარამეტრს წარმოადგენს – ეს იმ რეაქტიული ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების ფრენის მანძილია, რომელთა განადგურებაც "რკინის გუმბათს" შეუძლია. 4 კილომეტრზე ახლო მანძილიდან გაშვებული რეაქტიული ჭურვებისა და ნაღმების დაფიქსირება სისტემას არ შეუძლია, ხოლო 70 კილომეტრზე დიდი მანძილიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მიუწვდომელია სისტემისთვის მისი დიდი სიჩქარის გამო. თუმცაღა ისრაელი გეგმავს სისტემის მოდერნიზაციას, რის შემდეგაც "რკინის გუმბათის" მიერ განადგურებული მიზნების სროლის დიაპაზონი 250 კილომეტრამდე გაიზრდება. ამისათვის უფრო სწრაფი და უფრო შორსმსროლელი ანტირაკეტის შექმნა იქნება საჭირო, რაც საშუალებას მისცემს სისტემას უფრო დიდი ფართობი გადაფაროს.
დღესდღეობით კი "რკინის გუმბათი" წარმოადგენს ბოლო ზღვარის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვი კომლექსს, რომელსაც 7 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი გააჩნია. სწორედ ამ რადიუსში მდებარე ობიექტების დაცვა შეუძლია მას ზემოთ აღწერილი მახასიათებელების მქონე საფრთხეებისგან.
"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას კი მისი რადარი წარმოადგენს. კომპანია Elta Systems–ის მრავალფუნქციური რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. პალესტინური კუსტარული რაკეტების საკმაოდ დაბალი სიზუსტის გამო ისენი ხშირად ცდებიან მიზანს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, რომლებიც დასახლებულ პუნქტს საფრთხეს არ უქმნიან და ამგვარად მხოლოდ ისეთებზე რეაგირებს რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ყოველივე ამასთან გადაჭერის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: 14–დან 21 ნოემბრამდე 421 ცალ ჩამოგდებულ პალესტინურ რაკეტაზე 58 ცალი ქალაქში დაცემული რაკეტა მოდის, რის შედეგადაც 5 მოქალაქე დაიღუპა და 240 დაიჭრა. ამას გარდა უსაფრთხო ადგილას 875 რაკეტა ჩამოვარდა, რაზეც სისტემას რეაგირება არ მოუხდენია.
ფასი
მეორე არანაკლებ პოპულარული მითი ეს "რკინის გუმბათის" ძალიან დიდი ფასია: მისი ერთი რაკეტის ფასი მიახლოებით 50 000 დოლარია, რაც გაცილებით ძვირია პალესტინელების მიერ გამოყენებულ ნაღმებზე და რაკეტებზე. როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი, მთლიანობაში ისრაელის ბიუჯეტს, ამ დღეებში "რკინის გუმბათის" მუშაობა 30 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ აქ საფრთხე–თავდაცვის სისტემების ფასთა შედარება უადგილოა.
421 განადგურებული რაკეტის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნას გაცილებით მეტი ეკონომიკური ზარალი მოჰყვებოდა და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი დაშავდებოდა თუ დაიღუპებოდა, რაც თავის მხრივ სხვა თუ არაფერი ისევ და ისევ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება, და ეს ყველაფერი მთლიანობაში ამ 30 მილიონზე მეტი გამოვიდოდა.
დასამტკიცებლად მაგალითის მოყვანაც შეიძლება: 2006 წელს, ლიბანის მეორე ომის დროს, როდესაც ისრაელის მიმართულებით 4000 რაკეტა იქნა გაშვებული, საიდანაც დაახლოებით 1000 რაკეტა დასახლებულ პუნქტს დაეცა. ამ დაბომბვებისგან მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამგვარად ანტირაკეტაზე გაწეული ხარჯი მოსალოდნელი ხარჯის 5% უდრის და ეს ხარჯები სწორედაც რო გამართლებულია.
რაკეტები
მომდევნო მითი ამ სისტემის მიერ განადგურებულ რაკეტებს უკავშირდება: ისრაელზე დაცემულ რაკეტებს სისტემატიურად უწოდებენ ხან "Катюша"–ს და ხან "Град"–ს, რაშიც სავარაუდოდ მათი საბჭოთა ან რუსული წარმომავლობა იგულისხმება. ეს მითი რეალობისგან საკმაოდ შორსაა.
ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების უმეტესობა წარმოადგენს კუსტრაულად დამზადებული "Qassam"–ებს ან ირანული "Fadjir"–ებს, რომელთა ფრენის სიშორე 45–75 კილომეტრს უდრის. ხოლო ამ სისტემების რუსული დასახელებები სავარაუდოდ ცივი ომიდანაა შემორჩენილი, როდესაც ისრაელის მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებდნენ ამ კატეგორიის საბჭოთა სისტემებს.
პალესტინელთა არსენალში არსებული რაკეტები
პალესტინელთა რაკეტების გამშვები პოზიციები
ყოველივე ზემოთ თქმულთან ერთად "რკინის გუმბათის" გადაჭერის შესაძლებლობებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: ამ სისტემას ორი სერიოზული შეზღუდვა გააჩნია.
პირველი შეზღუდვა მასრიებულ დაბომბვას ეხება. "რკინის გუმბათს" შეუძლია გზა გადაუჭრას და გაანადგუროს ერთეული ტერორისტული რაკეტები, ან რამოდენიმე რაკეტიანი მცირე ზალპი, მაგრამ ამავე ეფექტურობით ის ვერ იმოქმედებს სრულფასოვანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის წინააღმდეგ, ისეთის როგორიც მაგალითად "Град"–ია და მითუმეტეს არაა საუბარი ამ დანადგარების ბატარეაზე, სადაც 6 ცალი 40 გამშვებიანი დანადგარი შედის – ასეთი მასრიებული შეტევის წინააღმდეგ ებრაული სისტემა უძლურია.
კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო გაბუქება, რომლის მსხვერპლიც "რკინის გუმბათი" გახდა, ეს მის მიერ ისრაელის ირანული რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობაა. ამგვარი ფრენის სიშორის მქონე რაკეტის (1500 კილომეტრი და ზევით) გადაჭერა ამ სისტემისთვის შეუძლებელია. ამგვარი საფრთხის მოსაგერიებლად ისრაელს სხვა შეიარაღება გააჩნია: პირველ რიგში ეს ისრაელის მიერ შექმნილი, შორს მოქმედი, საზენიტო–სარაკეტო სისტემა Arrow–სია, ხოლო შემდეგ უკვე აშშ–ში ნაყიდი საზენიტო–სარეაკეტო სისტემა "Patriot"-ია. ამას გარდა ისრაელში საკმაოდ გააქტიურდა საშუალო მანძილზე მოქმედი ანტისარაკეტო საზენიტო–სარაკეტო სისტემა "David's Sling"-ზე (დავითის შურდული) მუშაობა, რომელსაც 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების განადგურების შესაძლებლობა ექნება.
David's Sling–სის საცდელი გაშვებები
P.S. თავისი ამოცანის ფარგლებში "რკინის გუმბათმა" საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა გამოცდა. ამ მომენტში ცახალს ამ სისტემის ხუთი ბატარეა აქვს გაშლილი და დაგეგმილია კიდევ ევსის გაშლა და იმის დამადასტურებლად თუ რამდენად წარმატებულად იმოქმედა ამ ებრაულმა სისტემამ ქვემოთ მოყვანილი სურათებიც კმარა, საიდანაც ჩანს რომ "Iron Dome" ისრაელში საკულტო ფიგურად იქცა.
ებრაული არმიის ანგარიშების თანახმად, 14–დან 21 ნოემბრამდე, ღაზას სექტორში, ოპერაცია «Pillar of Defense»–ს განმავლობაში, განადგურებული იქნა 1500–ზე მეტი სამიზნე. ოპერაცია ებრაელების მიერ ჰამასის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელის მკვლელობით დაიწყო, რასაც ჰამასის მხრიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტების ზალპები მოჰყვა.
ებრაული წყაროების თანახმად განადგურებული იქნა – 19 მართვის ცენტრი, 26 იარაღის დამზადების საამქრო და შემნახავი საწყობი, რაკეტების გაშვების 140 პოზიცია და ამას გარდა განხორციელდა ჰამასისა და ჯიხადის ორგანიზაციების მმართველი რგოლების სალიკვიდაციო 30 სპეცოპერაცია.
იმავე წყაროების თანახმად 1500–ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან, საიდანაც 421 განადურებული იქნა "Iron Dome"–ს მიერ (რაზეც უკვე ვწერდით – Iron Dome VS რაკეტების სეტყვა) რაც საერთო მცდელობების 84% შეადენს, 875 რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩაკმოვარდა, 58 რაკეტა დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა და 152 რაკეტა სხვადასხვა ხარვეზების გამო ან არ გავარდა და ან გავარდა და თვითონ პალესტინელების ტერიტორიაზე ჩამოვარდა ნაადრევად.
ებრაული წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "Iron Dome" პალესტინა–ისრაელი ბოლო დაპირისპირების უეჭველი გმირა. ამ სისტემის შესახებ უკვე ვწერდი და ამიტომ აღარ გავაგრძელებ მისი შექმნისა და ტექნიკური მონაცემების შესახებ საუბარს, მაგრამ მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი – სისტემით ინდოეთის არმია დაინტერესდა.
წინა კვირაში "რკინის თაღის" საბრძოლო ნათლობას ინდოეთში ყურადღებით აკვირდებოდნენ. "Iron Dome"–ს მიმართ ინდოეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამოხატა დაინტერესება და გეგმავდა ამ სისტემის ოთხი პოლკის შესყიდვას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემაში (Air Defence Control & Reporting System – ADC & RS) მათ ინტეგრირებას, რომელიც მწყობრში 2017 წელს უნდა ჩადგეს.
აღსანიშნავია რომ "Iron Dome"–ეს რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 ინდოეთის მხარემ უკვე შეისყიდა (ადგილობრივი სახელწოდებით Arudhra). საერთო ჯამში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალები 34 ცალ Arudhra–ს მიიღებენ.
ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 Arudhra
რადარი EL/M-2084 აქტიურ ფაზრიებულ საანტენო ცხაურს წარმოადგენს და საკმაო საიმედოობითა და მაღალი საექპულატაციო მზადყოფნით გამოირჩევა. ამ რადარს შეუძლია მრავალი ამოცანის ერთდროულად გადაჭრა, ისეთების როგორებიცაა საფრთხეების აღმოჩენა და მათზე სისტემის გამიზვნა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჩაჭერა და სხვები – ამგვარად ერთი რადარით შესაძლებელია სხვადასხვა მისიების შესრულება და აღარაა საჭირო ყველა ამოცანისთვის ცალკე რადიოლოკაციური სადგურის არსებობა.
თვითონ რადარი EL/M-2084 MMR ინდოეთში დემონსტრირებული იქნა 2011 წლის თებერვალში, ბანგალორში, გამოფენა "Aero India–2011"–ის დროს, ხოლო ანტირაკეტა "Tamir"–ის დემონსტრირება მოხდა როგორც "Aero India–2011"–ის ასევე 2012 წლის მარტ–აპრილში, ნიუ–დელიში მიმდინარე გამოფენა "DEFEXPO–2012"–ზე.
ინდოეთში სხვადასხვა დროს გამოფენებზე წარდგენილი Iron Dome–ს გამშვებები და ანტირაკეტები
P.S. ოფიციალურად ისრაელის მხარემ 5 წლის განმავლობაში "Iron Dome"–ს პროგრამაში 2,2 მილიარდი შეკელი (დაახლოებით 563 მილიონი დოლარი) დახარჯა. ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ისრაელის მთავრობამ პროგრამისთვის დამატებით 750 მილიონი შეკელი (დაახლოებით 190 მილიონი დოლარი) გამოყო. ამას გარდა ქვეყანამ აშშ–სგან პროგრამისთვის ადრე მიღებული 275 მილიონზე დამატებით 605 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
ღაზას სექტორში, ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, ხელახლა გაღვივებული კონფლიქტის ეპიცენტრში დღეს ერთის მხრიდან უმართავი რაკეტები და ნაღმებია ხოლო მეორეს მხრიდან ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემა "Iron Dome". ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საბრძოლო ნათლობას გადის – მეწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი "Iron Dome", ყოველდღიურად, ღასას სექტორიდან გაშვებული, ათობით რაკეტის განადგურებას ახერხებს. ამ სარაკეტო შეტევებთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობამ, თელ–ავივის დასაცავად, დამატებით ერთი ბატარეის გაშლა განახორციელა. თელ–ავივის თავზე სისტემა ათიდან ცხრა რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ებრაულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით მთლიანობაში სისტემამ 222 რაკეტა გაანადგურა, რაც საერთო ჯამში გაშვებული რაკეტების 90% შეადგენს.
ეჭვს გარეშე "რკინის თაღი" ამ კონფილქტის ყველზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს, ხოლო ამ სისტემის ოპერატორები კიდევ ეროვნული გმირები არიან – ისრაელის გმირები, რომლებიც ხალხის სიცოცხლეებს იცავენ. ამ ხალხის ამოცანაა წელში მოხრილები იჯდნენ ეკრანებთან, დააკვირდნენ ჰამასის მიერ გამოშვებულ რაკეტებს და როდესაც ისინი დასახლებული პუნქტებისკენ მიემართებიან განახორციელონ მათი განადგურება.
"Iron Dome" მოძრავ რაკეტსაწინააღმდეგო სათვალთვალო სისტემას წარმოადგენს, რომელსაც ევალება ღაზას სექტორიდან და ლიბანიდან გამოშვებული რაკეტების განადგურება. სისტემა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ჰამასი, ჰეზბოლა და სხვა რადიკალური დაჯგუფებები, ისრაელის საზღვართან თანდათან აგროვებენ მიწა–მიწა კლასის რაკეტების დიდ რაოდენობას და ამგ გზით ცდილობენ თავი აარიდონ ისრაელის არმიის სახმელეთო და საჰაერო ჯარების მძლავ საცეცხლე ძალას.
არაბულ–ებრაული თანამედროვე ომი უკვე მე–6 ათწლეულს ითვლის და უკვე გადაიზარდა Hi-Tech რაკეტების ომში. ისრაელის სადაზვერვო სამსახურის თანახმად, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან 200 000 –ზე მეტი რაკეტაა მიმართული ისრაელის ტერიტორიისკენ. "Iron Dome"–ს ყოველი ბატარეის შემადგენლობაში 100 სამხედრო მოსამსახურე შედის, მათ შორისაა დაცვის ქვედანაყოფებიც, ხოლო მთლიანი სისტემა ინტეგრირებულია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში. თვითონ სისტემა წარმოადგენს მოძრავ საბრძოლო პუნქტს, რომელიც ამუშავებს რადარიდან მიღებულ ინფორმაციას რათა მოახდინოს რაკეტის გასროლის იდენტიფიცირება, გამოითვალოს მცირე რადიუსის მქონე რაკეტის ტრაექტორია, რის შემდეგადაც ხდება რაკეტის განადგურება/არ განადგურების გადაწყვეტილების მიღება.
"Iron Dome"–ს რადარიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შედეგად დგინდება რაკეტის ტრაექტორია და მისი დაცემის წერტილი და თუ რაკეტა დასახლებულ პუნქტს ემუქრება მხოლოდ მაშინ ხდება რაკეტის განადგურება. "Iron Dome" სხვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისგან განსხვავდება – ის სპეციალურადაა შექმნილი 5–დან 40 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებისა და ნაღმების გასანადგურებლად.
Iron Dome–ს გამშვები მოწყობილობების ტრანსპორტირება და საცეცხლე პოზიციებზე განთავსება (2012 წლის ნოემბერი)
2006 წლის ლიბანის ომის დროს, ისრაელის მიმართულებით 4000 რაკეტის გაშვების შედეგად, ისრაელმა გადაწყვიტა ახლო რადიუსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე მუშაობის დაწყება და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ სამუშაოს შედეგად "Iron Dome" ჩაუშვა სერიაში.
სისტემის პროგრამისტები მძიმე ამოცანის წინაშე დადგნენ – მათ უნდა შეექმნათ ანტისრაკაეტო სისტემა რომელმაც უნდა აღმოაჩინოს რაკეტა გაშვების შემდეგ, მოახდინოს მისი კლასიფიკაცია, გამოითვალოს მისი ტრაექტორია, განსაზღვროს ის საფრთხე რომელსაც ის წარმოადგენს, დაიწყოს გზის გადაჭრის ოპერაცია, ჩაიჭიროს რაკეტა და მთელი დროის განმავლობაში ჩაჭერილი ყავდეს ის და მოახდინოს მისი ჰაერში განადგურება. და იმისდა მიხედვით თუ რა მანძილიდან ხდება რაკეტის გაშვება ეს ყველაფერი 15–40 წამის განმავლობაში უნდა მოასწროს.
შორი რადიუსის მქონე რაკეტებს ირანიდან ისრაელამდე მისაღწევად 11 წუთი ესაჭიროებათ. ეს საკმარისი დროა რათა მოხდეს მათი გზის გადაჭრა Patriot–ით ან Hawk–ით. ხოლო ღაზას სექტორიდან გაშვებულ რაკეტას სულ რაღაცა 15 წამი სჭირდება რათა ყველაზე ახლო მდებარე, 120 000 კაციანი მოსახლეობის მქონე ებრაულ ქალაქამდე მიაღწიოს. ამგვარად ამ სისტემის რეაგირების დრო საკმაოდ მნიშვნელოვანია.
"Iron Dome" ინტეგრირებულია ისრაელის მრავალსაფეხურიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში და ამგვარად შეუძია 100–150 კილომეტრი რადიუსის მქონე რაკეტების განადგურება, ისეთებისა როგორებიც სირიის ან ჰეზბოლას არსენალში იმყოფება. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საერთო ქსელის წყალობით "ერთმანეთს ესაუბრებიან" ცოცხალ დროში და ამგვარად საკმაოდ მაღლა სწევენ საჰაერო საფრთხეების განადგურების ეფექტურობას. ამ ქსელის წყალობით სისტემებს შორის ხდება საჰაერო სივრცის მდგომარეობის ინფორმაციის გაცვლა და იმის გადაწყვეტა თუ რომელი სისტემაა პასუხისმგებელი აღმოჩენილი საფრთხის გასანადგურებლად.
"Iron Dome" გამოიყენება ისრაელისა და აშშ–ს მიერ. 40–დან 50 მილიონ დოლარამდე ჯდება სისტემის თითო ბატარეა და მიახლოებით 40 000 დოლარი თითო ანტირაკეტა. ანტირაკეტის სიგრძე მიახლოებით 3 მეტრია, იწონის 90 კილოს. ყოველ გამშვებში 20 ცალი ანტირაკეტა "Tamir"–ია მოთავსებული და მათ მაღალი ეფექტურობით შეუძიათ ებრძოლონ "Kassam"–ისა და "Град"–ის ტიპის რაკეტებს, რომელთა ფასცი 1000 დოლარს არ აჭარბებს.
Iron Dome
"რკინის თაღი" (ებრაულად כיפת ברזל — კიპატ ბარზელ), რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რომლის დანიშნულებაცაა 5–დან 70 კილომეტრამდე რადიუსის მქონე რაკეტებისა და ჭურვების განადგურება, ბოლო ცნობებით 17 ნოემბერს მოხდა ამ სისტემის მეხუთე ბატარეის გაშლა, რომელიც მოდერნიზიზრებულ ვარიანტს წარმოადგენს და არაოფიციალურად მე–2 თაობის Iron Dome–დ იწოდება. შეიარაღებაში მიღებულია 2011 წელს. ყოველ ბატარეას შეუძლია 150 კვადრატული კილომეტრის დაცვა. იწარმოება ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems–ის მიერ.
ბატარეის შემადგენლობა
Elta Systems–ის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084. რადარის დანიშნულებაა მიზნის და მისი ტრაექტორიის ზუსტი იდეტიფიცირება. რადგანაც "Kassam" რაკეტების 75% მიზანს ვერ ხვდება, ხარჯების შემცირების მიზნით რადიოლოკაციური სადგური ადგენს რაკეტის ტრაექტორიას და თუ ის საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ მაშინ იძლევა განადგურების ბრძანებას.
ცეცხლის მართვის ცენტრი (მიზნის აღმოჩენიდან მის განადგურებამდ რამდენიმე წამი ესაჭიროება).
Iron Dome–ს ბატარიის შემადგენლობა – მართვის პუნქტი, გამშვები დანადგარი და რადიოლოკაციური სადგური
გამოცდები.
2007 წელს ანტირაკეტამ წარმატებით გაანადგურა რაკეტა "Kassam"–ი და "Град"–ის 122 მილიმეტრიანი რეაქტიული ჭურვი.
2009 წელს სისტემამ წარმატებით გაიარა საკონტროილო გამოცდები რის შემდეგაც გადაწყდა მისი საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება – პირველად მათი გაშლა ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყოს, ამ ბოლო დღეებში კი თელ–ავივის დასაცავადაც მოხდა დამატებითი ბატარეის გაშლა.
საბრძოლო გამოყენება.
"Iron Dome"–ს პირველი ორი კომპლექსი გაშლილი იქნა 2011 წლის აპრილში, აშკელონთან და ბერ შევოსთან, ღაზას სექტორიდან გამოშვებული რაკეტებისგან დასაცავად. 2011 წლის აპრილში ღაზადან განხორიცელებული დაბომბვების დროს, დასახლებული პუნქტებისკენ გაშვებული 8 ცალი "Град"–ის რაკეტიდან "Iron Dome"–ს მიერ რვავე იქნა განადგურებული. მესამე ბატარეა იმავე წლის სექტემბერში ქალაქ აშდოდომთან იქნა გაშლილი.
2011 წლის აგვისტოში ისრაელის ტერიოტრია არა ერთხელ იქნა დაბომბილი ღაზას სექტორიდან. ტერორისტების მიერ განხორციელდა 82 დაბომბვა, რომლის დროსაც ისრაელის მიმართულებით გასროლილი იქნა 144 ცალი რაკეტა (მათ შრის რამდენიმე ზალპურად – 7 რაკეთა თითო ზალპში). "Iron Dome"–ს მიერ ჩამოგდებული იქნა არა ნაკლებ 20 რაკეტისა. დაბომბვის დროს დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოცდაოთხი ებრაელი მოქალაქე.
მთლიანობაში 2011 წელს განხორციელდა 229 დაბომბვა, გაშვებული იქნა 386 რაკეტა, შედეგად – სამი დაღუპილი, 38 დაჭრილი, 34 რაკეტა ჩამოგდებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ.
2012 წლის მარტში ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის "Kassam"–ისა და "Град"–ის რაკეტებით დაბომბვის დროს სისტემამ კვლავ დაადასტურა თავისი ეფექტურობა. 2012 წლის 12 მარტის მდგომარეობით, წლის დასაწიყისიდან განხორციელდა 85 დაბომბვა, გაშვებული იქნა 185 რაკეტა, რის შედეგადაც დაიჭრა 5 კაცი, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 61 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ისრაელის არმიის განცხადებით "Iron Dome"–მ მოახერხა დასახლებული პუნქტებისკენ გაშვებული რაკეტების 85% განადგურება. მთელი ამ დროის განმავლობაში სისტემამ 93 რაკეტის განადგურება მოახერხა.
ბოლო ცნობებით 14 ნომებრიდან დღემდე (19 ნოემბრამდე) განხორციელებული დაბომბვების შედეგად ისრაელის მიმართულებით გაშვებული იქნა 748 უმართავი რაკეტა, აქედან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "Iron Dome"–მ განახორციელა 240–ზე მეტის განადგურება. ებრაული არმიის ცნობით ეს წარმოადგენს განხორციელებული მცდელობების 87%. ანუ მათ თუ ვენდობით 748 რაკეტიდან, მხოლოდ 275 რაკეტა წარმოადგენდა საფრთხეს მოსახლეობისთვის და ამიტომ მხოლოდ მათი გადაჭერის მცდელობა განხორციელდა და აქედან მოხერხდა 240–ზე მეტი რაკეტის განადგურება.
ანტირაკეტა Tamir–ის გაშვების მომენტი
ანტირაკეტა Tamir–ის მიერ რაკეტების განადგურების მომენტი
P.S. როგორც წესი მწარმოებელი ქვეყანა თავისი ნაწარმის რეკლამირებას ეწევა ხოლმე (ამის მაგალითი 1991 წლის "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს ამერიკული Patriot–ებიც გამოდგება). ამიტომ მე ამ ეფექტურობის პროცენტულ მაჩვენებელს ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი. პირველ რიგში უცნობია რეალურად რამდენი მცდელობა განხორციელდა და მეორე კიდევ უცნობია რამდენი ანტირაკეტა დაიხარჯა თითოეული ჭურვის თუ რაკეტის ჩამოსაგდებად. თუმცა უდავო ფაქტია რომ "რკინის თაღ"–მა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა და მისცა ისრაელის არმიას წყნარად და დროში შეუზღუდავად სახმელეთო ოპერაციისთვის მოსამზადებლად და თუ დაბომბვები არ შეწყდება მაშინ ალბათ სახმელეთო მოქმედებასაც უნდა ველოდოთ. სისტემის მაღალი ეფექტურობის დამადასტურებლად ის ვიდეო მასალაც გამოდგება რომელიც ბოლო დღეებში მასიურად გავრცელდა ინტერნეტში.