2017 წლის 25 აპრილს აშშ-ს საჰაერო ძალების ორი ცალი მე-5 თაობის გამანადგურებლების, F-35A-ების ესტონეთში ვიზიტის შემდეგ, ორი იმავე კლასის გამანადგურებელი, ბულგარეთში, მოკლევადიანი გაშლის დემონსტრაციის მიზნით, აეროდრომ "გრაფ იგნატევოს" ესტუმრა. გამანადგურებლები ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე ბაზირებულ 388-ე ავიაფრთის გამანადგურებელთა 34-ე ესკადრილიის ავიარაზმს ეკუთვნის.
ბულგარეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების აშშ-ს საჰაერო ძალების საბორტე ნომრებია 14-5094 (სერიული ნომერი AF-95; იგივე ბორტი ესტონეთში 25 აპრილს ჩაფრინდა) და 14-5091 (სერიული ნომერი AF-92). გამანადგურებლები ბულგარეთში, ბრიტანული ავიაბაზა მილდენჰოლიდან აფრენილი 388-ე ავიაფრთის 459-ე საწვავგამმართველი ესკადრილიის კუთვნილი საწვავმზიდი Boeing KC-135R Stratotanker-ის (საბორტე ნომერი 62-3543) თანხლებით ჩაფრინდნენ. ისევე როგორც თავის დროზე, ესტონეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების წყვილისთვის, ეხლაც რადიოსახმისი "Conan 01" იქნა გამოყენებული.
F-35-ების ესტონეთში და ბულგრაეთში ვიზიტები ევროპაში ამ ტიპის გამანადგურებლების ოპერატიული გაშლის ფარგლებში ხორციელდება. ეს პროცედურა 15 აპრილს დაიწყო, როდესაც გამანადგურებელთა 419-ე ფრთის 466-ე ესკადრილიისა და 388-ე ფრთის 34-ე ესკადრილიის რვა გამანადგურებელი ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე აშშ-ს ავიაბაზა ჰილლიდან ჩაფრინდა.
აეროდრომ "გრაფ იგნეტიევოზე" ჩაფრენილ ორ ცალ F-35A-ს ბულგარეთის მთელი მთავრობა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რედევი, დახვდა. მთლიანობაში გამანადგურებლებმა ბულგარულ აეროდრომზე სამი საათი დაჰყვეს, რის შემდეგაც უკან, ბრიტანეთში გაფრინდნენ.
აღსანიშნავია რომ "გრაფ იგნატიევზე" სწავლება "Thracian Eagle 2017"-ში მონაწილეობის მისაღებად უკვე იმყოფება აშშ-ს საჰაერო ძალების 12 ცალი Boeing F-15C Eagle.
წყარო: